უმე,მკვდარი ბერ-მონაზვნობა,გულმოწყალე ეპიფანე: კურაევის სიმართლე და ტყუილი

06 February 2021 00:00
123
კურაევი თვლის, რომ მონასტერი - ეს კურაევი თვლის, რომ მონასტერი - ეს "უცოლოების საერთო საცხოვრებელია". ფოტო: СПЖ

ცნობილმა ბლოგერმა და დიაკონმა ანდრეი კურაევმა გამოთქვა რიგი თეზისი უკრაინული საეკლესიო ცხოვრებისა და მთლიანად ქრისტიანობის შესახებ. მოდით, განვიხილოთ და გავაანალიზოთ ის.

მღვდელმსახურება აკრძალულმა და წოდების აყრის ქვეშ მყოფმა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა ინტერვიუ მისცა უკრაინულ გამოცემა „გლავკომს“, რომელშიც  ბევრი ისეთი რამ თქვა, რაზეც უნდა მოხდეს დაფიქრება. ხშირად დაფიქრება და დასკვნების გაკეთება იმის საპირისპიროა, რასაც ანდრეი კურაევი აკეთებს. მოდით, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ  მივაქცევთ ყურადღებას დიაკონ ანდრეი კურაევის მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთამოკიდებულების ან თავად პატრიარქიის შიგნით ურთიერთობების საკითხებს, გამოვავლინოთ, თუ ვინაა მეტად მართალი შექმნილ კონფლიქტში, სწორად ჩათვალეს თუ არა ანდრეი კურაევი წოდების ჩამორთმევის ღირსად. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ დახასიათებასთან დაკავშირებული მომენტები, რომელიც კურაევმა მისცა უმე-ს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მთლიანად მართლმადიდებლობას.

დუმს თუ არა ეკლესია?

პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი თვლის, რომ დიახ, ის დუმს.

„ეკლესია, რომელიც აღიარებს რწმენის სიმბოლოს და არის ერთადერთი ღირსეული, რომელიც დიდი ასოებით უნდა დაიწეროს, არის „ერთიანი, წმინდა, კათოლიკე,სამოციქულო ეკლესია“. თუმცა, ეკლესია დუმს ამის შესახებ. ის აღარ საუბრობს უკვე ათას წელზე მეტია. ამ დრომდე კი ის საუბრობდა მსოფლიო კრებების მეშვეობით. და მან ცოტა რამ განაცხადა - რამოდენიმე დოგმატური განსაზღვრება ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის გაგების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის ხმა საკმაოდ იშვიათად ჟღერს. და ძალიან მცირედ წრეზე იქ სამება და ქრისტეა მხოლოდ. სწორედ ამიტომაც მსოფლიო ეკლესიის ხმამ არაფრით არ მოახდინა საკუთარი თავის კომპრომეტირება“.

მოდით დავფიქრდეთ ამ საკითხზე: დუმს თუ არა ეკლესია? და მართებულია თუ არა ეკლესიის ხმის დაყვანა მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებამდე? რასაკვირველია, მოცემული აზრი გამოთქმულ იქნა კურაევის მიერ მისი მოსკოვის საპატრიარქოსთან კონფლიქტის კონტექსტში, მაგრამ ამის მიუხედავად, ეკლესიის ორიათასწლოვან გამოცდილებაში შესაძლებელია პასუხის გაცემა ამ კითხვაზე. ეკლესია არ დუმს მისი განმანათელბლების ბაგით, კრებების, მოწამეთა, ღირსი მამების ბაგით. ეკლესია არ დუმს თავისი ღვთისმსახურებით. და ყველაზე მთავარი, რაზეც ეკლესია არ დუმს არის სულიწმინდის მოპოვება, მისკენ მიმავალი გზები, ამის მიღწევის საშუალებები. ეკლესია ამ თემაზე საუბრობს წმინდა მამების წერილებითაც და ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილებითაც, რომლებმაც სიწმინდეს მიაღწიეს.

ეს ადამიანები იყვნენ ძალიან განსხვავებულები, განსხვავებული ხასიათით, სხვადასხვა ბედით, ცხოვრებისეული განსხვავებული ეპოქით, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებდათ: უფლის მცენებების შესრულება თავიანთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ცხოვრებაში. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებდათ: უფლის მცნებების შესრულება თავიანთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ცხოვრებაში. ეს გამოცდილება, ეკლესიის ეს ხმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რა უწყობს ხელს სულიწმიდის მოხვეჭას, ხოლო რა  ეწინააღმდეგება მას. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი მიდის და იკავებს ტაძარს, ჭრის  საკეტს კარზე, ძალადობს მირწმუნეებზე და ასე შემდეგ. მეორე კი უთმობს თავის ტაძარს, მიდის სხვა, ხშირად საკმაოდ საშინელ შენობაში ან ცდილობს ახალი ეკლესიის აგებას. ქრისტეს მცნების თანახმად, მეორე ლოყასაც უშვერენ, რადგან, პრინციპში ასევე შეიძლება მეორე ტაძრის დაკავება, დანგრევა ან დაწვა. კითხვა: ვინ იძენს ამ ადამიანებიდან სულიწმიდის მადლს, და ვინ განდევნის მას საკუთარი სულიდან?

საეკლესიო სასამართლომ კურაევი ცნო წოდების ჩამორთმევის ღირსად პროტოპრესვიტერ ალექსანდრე აგეიკინის საჯაროდ ავად ხსენების გამო. ამ  უკანასკნელის ტრაგიკულად დაღუპვისთანავე. რაღაც ვადის შემდეგ სასჯელის მოხსნის შესაძლებლობის კომენტირებისას, ანდრეი კურაევმა მოიყვანა ნორმა, რომლის თანახმადაც „კლირიკოსის მიერ ცემა, რამაც გამოიწვია მძიმე სხეულებრივი დაზიანება, იწვევს აკრძალვას 1-დან 5 წლამდე ვადით“. და დაამატა: „მე ხომ არავინ მიცემია“. ანუ აკრძალვის ვადა უნდა იყოს ნაკლები. თუმცა, საქმე იმაში როდია, რა ვადით აეკრძალება ანდრეი კურაევს მსახურება. საქმე იმაშია, რომ ამ ავად ხსნებაში მან საკუთარ სულს მიაყენა ზიანი. უფრო ზუსტად კი, ანდრეი კურაევის სულიერმა მდგომარეობამ წარმოქმნა ის, რომ მან გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი სიტყვები ახლადშესვენებული ადამიანის მიმართ, რომელმაც ვერ მიაღწია 50 წელს.

საშინელებაა არა რაიმე საქციელზე საეკლესიო აკრძალვა, საშინელებაა მოუნანიებელი ცოდვა, რომელიც ადამიანის სულს შიგნიდან ჭამს. და ეკლესია ამაზე არ დუმს, ის ამაზე მისი ყოველი სიტყვით ღაღადებს!

საშინელებაა არა რაიმე საქციელზე საეკლესიო აკრძალვა, საშინელებაა მოუნანიებელი ცოდვა, რომელიც ადამიანის  სულს შიგნიდან ჭამს.

სჭირდება თუ არა უკრაინელებს ავტოკეფალია?

დიაკონ ანდრეი კურაევის აზრი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ  საკმაოდ ორიგინალურია. მან მაგალითად შეიძლება დაწეროს, რომ „... თუ კონსტანტინოპოლი შესთავაზებს უკრაინის ავტოკეფალიის ლეგიტიმაციის რაიმე ვარიანტს, ვფიქრობ, რომ უკრაინული ეპისკოპატისა და სამღვდელოების უმრავლესობა სიხარულით მიიღებს ამ ვარიანტს“. ან იქნებ ასეთი რამ: „... მე არც მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი უკრაინის ავტოკეფალიის. დაე, თავად უკრაინელებმა გადაწყვიტონ ეს პატარა საკითხი. ხოლო გადაწყვეტის შემდეგ ისინი აღმოაჩენენ, რომ  ტომოსთან ერთად მსოფლიო ბედნიერბა არ დადგა“.

„გლავკომთან“ ინტერვიუში კურაევმა შემდეგი განაცხადა:

 „ აქ ყველაფერი დამოკიდებულია მიტროპოლიტ ონუფრიზე. მას რომ ჰქონდეს თავისუფლების მოპოვების ზემიზანი და რომ იყოს მისი მიღწევის საგზაო რუკა - მოსკოვი ხელს ვერ შეუშლიდა მას ამაში. თუმცა, მას ასეთი მიზანი არ გააჩნია. და საერთოდაც გაუგებარია - თუ მისი რა ქმედებები აკავებს მოსკოვს, უშლის თუ არა ის მას რამეში (ოპონენტების თვალში იმიჯის გარდა). ხოლო თუ ასეთი მიზანი არ გააჩნია უმე-ს (მს) მეთაურს, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი მოთხოვნილება მას არ გააჩნია. სხვა იერარქები ხედავენ თავიანთი მიტროპოლიტის ასეთ საქციელს და მასზე არ ახდენენ ზეწოლას ავტოკეფალიის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი ზეწოლა მათ არ გააჩნიათ სამღვდელოების, სპონსორების, მრევლის მხრიდანაც. ამიტომაც, დაივიწყეთ აქ მოსკოვი. ეს არის საკითხი თავად უკრაინის, მისი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესახებ. თუ ამდენ მილიონს არ აქვს ავტოკეფალიის მოთხოვნა, განა ეს მათი ბრალი ან ნაკლოვანებაა? ისინი ამით გულს ვერ მოიოხებენ. უკრაინის პოლიტიკური და საეკლესიო სიტუაცია სრულად უწყობს ხელს არა თუ მის რეალიზაციას, თუნდაც ასეთი მოთხოვნილების გაჟღერებას მაინც. თუმცა, არც მე  მოსკოვში, არც მიტროპოლიტი ონუფრის კიევში არ გვესმის ასეთი ხმები ეკლესიის შიგნით. და ეს მოსკოვის დანაშაული არაა“.

ამ გამოთქმის ზოგადი ტონი გარეგნულად მიუკერძოებელია, მაგრამ მასში იკვეთება გარკვეული ბატონკაცური გულგრილობა - აქაოდა, უკრაინელები უმე-დან თავიანთ ცნობიერებაში არ გაიზარდონ ამ ავტოკეფალიურ „თავისუფლებამდეო“. „ისნი ამით გულს ვერ მოიოხებენ“, როგორც ამბობს დიაკონი ანდრეი კურაევი.

რატომ არ სჭირდება უკრაინელებს ავტოკეფალია? იმიტომ, რომ უმე-ში უბრალო მორწმუნეებიც კი ხვდებიან იმას, რასაც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან სუპერ განათლებული ინტელექტუალები. და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან საერო მმართველები. უკრაინა ძალიან განსხვავებულია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის მკვიდრებს განსხვავებული მენტალიტეტი, განსხვავებული ისტორიული გამოცდილება, განსხვავებული კულტურული და ნაციონალური ფასეულობა და ტრადიცია გააჩნია. ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ენაზე, გვყავს განსხვავებული გმირები, გაგვაჩნია ნათესაური კავშირები სხვადასხვა მეზობელ სახელმწიფოში. და თუ ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ერთობას, არ უნდა ვეცადოთ მოვარგოთ სხვები  ჩვენს სიტუაციას, არამედ უნდა მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ სხვა ადამიანების აზრები. ჯერჯერობით უმე არის ერთადერთი სტრუქტურა უკრაინაში, რომელიც აფასებს ამ ერთობას.

უმე-ში არიან ავტოკეფალიის მგზნებარე მომხრეებიც და ასეთივე მოწინააღმდეგეებიც. თუმცა, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ერთიანობას და ამიტომაც ვინარჩუნებთ ავტონომიური ეკლესიის კანონიკურ სტატუსს, რომელიც ყველას გვაწყობს. ერთობა რომ არ იყოს ფასეული ჩვენთვის, უმე დიდი ხნის წინ დაიყოფოდა. ერთნი გახდებოდნენ დამოუკიდებლები, მეორენი შევიდოდნენ მეუ-ში არა ავტონომიის, არამედ უბრალო ეპარქიებისა თუ მიტროპოლიების სტატუსით. ამასთან, ასეთი დაყოფის თანმხლები იქნებოდა მრავალრიცხოვანი კონფლიქტი მონასტრებზე, ტაძრებზე, ეპარქიებზე, ქონებაზე და ა.შ. დასრულდებოდა ქრისტიანობის ქადაგება, დაიწყებოდა ურთიერთბრალდებები და კინკლაობა.

და კიდევ ერთი, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: რისთვის გვჭირდება ავტოკეფალია? ავტოკეფალიის მოპოვებით ჩვენი სულიერი ცხოვრება რომ გაუმჯობესდებოდეს, ჩვენ რომ მოყვასი მეტად შეგვიყვარდებოდეს, დავეხმარებოდეთ მას, თუ მეტად ვილოცებდეთ, ნაკლებს შევცოდავდეთ და ა.შ. ჩვენ ორივე ხელით მივცემდით ხმას ავტოკეფალიას. თუ ავტოკეფალიის მოპოვებასთან ერთად გაუმჯობესდება საზოგადოების ზნეობა, შემცირდება განქორწინებების, აბორტების, დანაშაულების რაოდენობა, ჩვენი კანონმდებლობა აღარ იქნებოდა ლგბტ-ს, ევთანაზიისა და ბიბლიის საპირისპირო სხვა მომენტების აღიარების მხარეს მორბენალი, ავტოკეფალია აუცილებლად უნდა გვეღიარებინა. თუმცა, ეს ასე არაა. ავტოკეფალია, მისი მომხრეების სიტყვებით, რომელთაც ძალაუფლება გააჩნია, საჭიროა უკრაინის სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად და რუსეთთან დასაპირისპირებლად. ანუ სულ სხვა მიზნებითვის, ვიდრე ესაა დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიის მიზნები.

ერთგულება თუ გახსნილობა?

„გლავკომის“ კითხვაზე რმე-ს მომდევნო პატრიარქის შესახებ ანდრეი კურაევმა უპასუხა: „ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, ეს დიდად არაფერს შეცვლის. თავად ეკლესიაში უნდა იყოს რაღაც ცვლილებების მოთხოვნილება. თუ ეს არაა, რჩება ერთი გზა - მარგინალიზაცია. იმის სახელი, ვინც სოციოკულტურულ კატაკომბებში ამ ისტორიულ წიაღსვლას ჩაუდგება სათავეში, ესოდენ მნიშვნელოვანი არაა. ის მაინც დააცემენტებს ეკლესიას მისი წარსულისადმი ერთგულებაში“.

სწორადაა ნათქვამი, მაგრამ რატომღაც ნეგატიური კუთხით. კურაევი თითქოსდა (ან მართლაც) ქილიკებს წარსულისდამი ერთგულებაზე და ოცნებობს იმაზე, რომ ეკლესიაში გაჩნდეს ცვლილებების მოთხოვნილება. თუმცა, ეკლესიაში არის მხოლოდ ერთი ცვლილების მოთხოვნილება: ძველი ადამიანისთვის ნიღბის ჩამოხსნა და ახლით შემოსვა.  როგორც ჩანს, ეს ცვლილებების როდი აქვს მხედველობაში კურაევს. კერძოდ, რა ცვლილებები იგულისხმება, ჩვენ ამას ოდნავ ქვემოთ ნათქვამი მისივე სიტყვებიდან გავიგებთ.

„მართლმადიდებლობის კათოლიკობისგან მთავარი განმასხვავებელი მდგომარეობს იმაში, რომ კათოლიკებს სურთ კათოლიკობა, ხოლო მართლმადიდებლებს - მართლმადიდებლობა. ეს არაა უაზრო ტავტოლოგია. კათოლიკობა არის საყოველთაობა. კათოლიკური ცნობიერებისთვის ძალიან მნიშნელოვანია იყოს ყოვლისმომცველი. ეკლესია ყველგანაა და ყველასთან. შესაბამისად, კათოლიკური სამწყემსო ცნობიერებისთვის ძალიან მტკივნეულია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების დანაკარგი. მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ორთოდოქსული ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნო საკუთარი წარსულის ხატის იდენტურობა. მნიშვნელოვანია იყო ერთიანი არა თანამედროვეებთან, არამედ წინაპრებთან, „წმინდა მამებთან“.

კვლავაც მიზანში მოხვედრა და ისევ ქილიკი. მართლაც, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ კათოლიკობაში არის  საზოგადოების მოთხოვნებთან შეგუება. ეს მოთხოვნები ცნობილია: ლგბტ-ს უფლებები, ქალების მღვდელმსახურება, ეკუმენიზმი და სხვ. მრავალი კათოლიკე ეპისკოპოსი ოფიციალურად  გამოხატავს ყოველივე ამის მხარდაჭერას. ასევე პაპი ფრანცისკიც არ მალავს თავის სიმპათიას არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების, სხვა რჯულის და „მოსახლეობის სხვა ჯგუფების“ მიმართ. შეიძლება, ეს მართებულია ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ ქრისტემ სულ სხვა რამ გვიქადაგა: „რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა  მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით“ (მარკ.8:38). და თუ ჩვენ შეგვრცხება ვუწოდოთ ცოდვა იმას, რასაც ცოდვას უწოდებს წმინდა წერილი, მაშინ განა ჩვენ არ გვეკუთვნის ეს სიტყვები?

მართლაც, დღეს რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც თავს ქრისტაინულს უწოდებენ, დგანან არჩევანის წინაშე: შეცვალონ თავიანთი სწავლება და მორალური ნორმები თანამედროვე საზოგადოების სასარგებლოდ „მოსახლეობის რაღაც ჰგუფების“ არდაკარგვის მიზნით ან დარჩნენ სახარების, წმინდა მამების მოძღვრების ერთგულები, მაგრამ ამასთან დავკარგოთ ეს „მოსახლეობის ჯგუფები“, ვითმინოთ საზოგადოების კიცხვა და შედეგად დევნილებად ვიქცეთ.

პროტესტანტებმა დიდი ხანია აირჩიეს მათთვის  პირველი გზა. კათოლიკები მას შედარებით ახლახანს დაადგნენ, ვატიკანის მეორე კრების დროიდან (1962-1965). მართლმადიდებლები ჯერჯერობით მეორე გზას ემხრობიან და თუნდაც  კურაევი მას მარგინალურს, „სოციოკულტურულ კატაკომბებში წიაღსვლას“ უწოდებდეს, სწორედ ამაზე თქვა უფალმა: „სიკდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვრიგვინს“ (გამ. 2:10).

თანამედროვე ბერ-მონაზვნობა მკვდარია?

„გლავკომი“ შეეცადა დიაკონ ანდრეი კურაევი აეძულებინა  უკრაინის ლავრების მეუ-ში გადატანის მოწოდება, მაგრამ მოულოდნელი მოისმინა: მონასტრები - დრომოჭმული წარსული და საერთოდ არ ღირს მათზე ჩაჭიდება.

„და საერთოდაც, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ქვებისთვის და ისიც წარსულისთვის? შექმენით ახალი! არა, ახალი მონასტრები კი არა, არამედ თქვენი სარწმუნოების ახალი ხატი. რატომ უნდა იყოს ქრისტიანული რწმენის მთავარი სიმბოლო მარტოხელების საერთო საცხოვრისი? დაე, იდიდოს უმე-მ (მპ) თავისი სიძველით და არქიტექტურით. დაე, იყვნენ იქ მიტროპოლიტ პავლეს მსგავსი დინოზავრები. მიეცით მკვდრებს უფლება დამარხონ თავიანთი მიცვალებულები. ნუ ეომებით მათ“.

დიახ, ბერ-მონაზვნობაში მისი წარმოქმნისთანავე იყო განსხვავებული ნაკლოვანება და განწყობა. მონასტრებში ცხოვრობდნენ განსხვავებული ადამიანები და მეფობდა სხვადასხვა ადათ-წესი. ხშირად სამარცხვინო ცოდვა თანაარსებობდა უმაღლეს სიწმინდესთან. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ძველი და (არა მხოლოდ) პატერიკის პატივისცემა. თუმცა, ბერ-მონაზვნობა ყოველთვის იყო, არის და იქნება უფლის მცნებების შესრულების სურვილი მთელი მისი სისრულით. სიტყვები იმის შესახებ, რომ ბერ-მონაზვნობა არის სრულყოფილი ქრისტიანობა, შეიძლება ვნახოთ მრავალ წმინდა მამასთან. წარსულიდან ჩვენთვის ცნობილია მრავალი წმინდანი, რომელიც უფალს ემსახურებოდა მონასტერში, მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე ბერ-მონაზვნებს? ისინი გარდაცვლილები არიან, როგორც კურაევი ამბობს?

პასუხის ნაცვლად მოვიყვანოთ რამოდენიმე თანამედროვე ისტორია. 2002 წელს კიევ-პეჩორის ლავრაში 26-ე წელიწადში მიიცვალა სქიარქიდიაკონი სტეფანე (ერისკაცობაში - მაქსიმ ნიკოლაევიჩ ბინდარევსკი). როცა მან გაიგო იმის შესახებ, რომ ბოლო სტადიის სიმსივნე ჰქონდა, მორჩილად მიიღო სქიმა და სიკვდილისთვის მზადება დაიწყო. ლავრის მეთაურმა მიტროპოლიტმა პავლემ მისცა კურთხევა მას ყოევლდღიურად ზიარებულიყო და თავად წაუკითხა მას  სულის ჩაბარების კანონი. მამა სტეფანე მშვიდად მიიცვალა შობის მომდევნო დღეს. ლავრის ერთ-ერთი უხუცესი ბინადარი არქიმანდრიტი პოლიკარპე (ლინენკო) ამის შესახებ იხსენებს: „ჩვენ ის შევმოსეთ, კელიაში დავასვენეთ და დაველოდეთ კუბოს მოტანას. ვზივარ მის სიახლოვეს, ხელზე ვუსუნე და მირონცხებული ზეთის სუნი ასდიოდა მის ხელებს და ეს ისე სასიამოვნო იყო... და აი, რა იყო კიდევ აღსანიშნავი. ის ღვთისმშობლის კრებას გარდაცვალა, ერთი სქიმიღუმენი აგაპიტი, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა, ამბობდა: „ძველი ბერები ამბობდნენ: იგალობე კლიროსზე და შენ ღვთისმშობელი შეგიყვარებს და დაგიფარავს“. მოხდა ისე, რომ სტეფანემ რვა წელი იგალობა კლიროსზე, მთელი თავისი სემინარიისა და საბერო ცხოვრების მანძილზე და ის დედამ უფლისამ მის დღესასწაულზე მიიღო ზედაც თავის ძესთან“.

2020 წელს კი მიიცვალა  კიევში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ზვერინეცკის მონასტრის მკვიდრი სქიარქიმანდრიტი იობი (გრიშჩენკო). მას 51 წელი შეუსრულდა. ეკლესიაში მოსვლამდე მან მოასწრო პროტესტანტ პასტორად და უამე-ს „ეპისკოპოსად“ ყოფნა. შეიგნო რა ამ გზების სიმცდარე, მან მოინანია და ეკლესიაში უბრალო ბერად მივიდა. მრავალი ადამიანი მოიყვანა მან სხვადასხვა სექტიდან და ერესიდან მართლმადიდებლობაში. გარკვეული დროის შემდეგ მას თირკლმებმა უმტყუნეს, შემდეგ კი დიალზზე მყოფს ჰეპატიტი დაემართა. მასაც არ დაუწყია ბუზღუნი, არამედ უდრტვინველად მიიღო სქიმა და უფალთან შესახვედრად მოემზადა. ის შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა...

აი, პასუხი ანდრეი კურაევს: მხოლოდ სულით ცოცხალ ადამიანებს შეუძლიათ ასე მშვიდად და უდრტვინველად მარადისობაში გადასვლა. და ესეც ისაა, რაც ჩვენ ვიცით, რადგან ბერობა არის დახურული და არასაჯარო საზოგადოება.

ბერები, რომელთათვისაც ბერობა არაა ცარიელი სიტყვები  და არაა „მარტოხელების საერთო საცხოვრებელი“, ჩვენს მონასტრებში ბევრია. ძალიან ბერვი მოღვაწე, როგორც ძველები, ასევე თანამედროვეები, გამოხატავენ იმ აზრს, რომ ბერობა იქნება საუკუნის დასასრულამდე და რომ ბერების ლოცვაზე დგას სამყარო.

იუმორი კურაევისგან

და ბოლოს, ცოტა იუმორი დიაკონ ანდრეი კურაევისგან. ტაძრების უწყვეტი მიტაცებისა და უმე-ს მორწმუნეებზე ძალადობის, „პატივსაცემ პატრიარქთან“ ბრძოლის, მეუ-ს მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს მუდმივი სიყალბისა და პირფერობის ფონზე ძალიან სარკასტულად გაიჟღერა კურაევის მოწოდებამ მის მიმართ: „მოდით, ეპიფანემ სცადოს მისი ეკლესიიდან სიყვარულისა და ზრუნვის, გულმოწყალებისა და მსახურების ხატის შექმნა“.

ჩვენ მხოლოდ „მომხრე“ ვიქნებით - დაე, სცადოს სერგეიმ გააცნობიეროს სიტყვების - „სიყვარული“, „მზრუნველობა“, „გულმოწყალება“ და „მსახურება“ - მნიშვნელობა. ბოლოსდაბოლოს, ქრისტიანობის ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როცა ყველაზე წყალწაღებული ავაზაკები და ნაძირლებიც კი გარდასახულან უფლის მადლის წყალობით. და ამ გარდასახვას მთელი გულით ვუსურვებთ თავად მამა დიაკონს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ