რატომ ასწავლის მეუ სიყვარულს, უმე კი - რბევას
მეუ-ში იერიში მიაქვთ ტაძრებზე და ამას „წმინდა საქმეს“ უწოდებენ, დარწმუნებულები არიან, რომ ფანარიონის მეთაური მათ მხარდაჭერას უცხადებს. რა არის ამაში გაუგებარი?
ცეცხლი თივაში არ დაიმალება, კასტეტები, საცემელა და გაზის ბალონები კი არ შეიძლება საგალობელ კუთვნილებად ჩათვალო. მეუ-ს წარმომადგენლებმა განახორციელეს მიხალჩიში ტაძრის მორიგი შტურმი, რომელიც ორგანიზებული იყო სახმედრო ხელოვნების ყველა წესის დაცვით. პრინციპში, არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ მეუ-ში პირველად დაარქვეს სახელი ნივთებს: ისინი მიდიან უმე-ს ტაძართან არა სალოცავად, არა მოლაპარაკებისთვის - ისინი იბრძვიან, ომს აწარმოებენ. და ეს აღმოჩენები არაა გასაკვირი. ფარისევლობა და ორმაგი თამაშის წარმოება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით, როცა შიგნით ელვარებს „მართებული“ სიძულვილის ცეცხლი „არასწორი“ მართლმადიდებლების მიმართ, რომლის ქვეშაც იგულისხმება უმე. აი, ქრისტე კი, სულ სხვა რამეს გვასწავლიდა. მოდით ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ.
ცეცხლი თივაში არ დაიმალება, კასტეტები, საცემელა და გაზის ბალონები კი არ შეიძლება საგალობელ კუთვნილებად ჩათვალო. მეუ-ს წარმომადგენლებმა განახორციელეს მიხალჩიში ტაძრის მორიგი შტურმი, რომელიც ორგანიზებული იყო სახმედრო ხელოვნების ყველა წესის დაცვით. პრინციპში, არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ მეუ-ში პირველად დაარქვეს სახელი ნივთებს: ისინი მიდიან უმე-ს ტაძართან არა სალოცავად, არა მოლაპარაკებისთვის - ისინი იბრძვიან, ომს აწარმოებენ. და ეს აღმოჩენები არაა გასაკვირი. ფარისევლობა და ორმაგი თამაშის წარმოება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით, როცა შიგნით ელვარებს „მართებული“ სიძულვილის ცეცხლი „არასწორი“ მართლმადიდებლების მიმართ, რომლის ქვეშაც იგულისხმება უმე. აი, ქრისტე კი, სულ სხვა რამეს გვასწავლიდა. მოდით ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ.
თუმცა, ნაციონალისტების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, უფალმა არ მისცა მათ ტაძრის აღების შესაძლებლობა.
და თითქოს, ეს მოქმედებები ნათლად გვიჩვენებს, თუ ვინაა აგრესორი და ვინ - მსხვერპლი, ვის აქვს სიყვარულისა და მშვიდობის სულისკვეთება, ხოლო ვინაა სიძულვილითა და მტრობით გაჟღენთილი, ვინ დგას ქრისტესა და მისი სწავლების, ხოლო ვინ - საპირისპირო მხარეს. მიხალჩიში,ისევე როგორც მეუ-ს მომხრეების მიერ უმე-ს ტაძრების რეიდერული შტურმის ყველა სხვა შემთხვევაში, ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მსოფლმხედველობა. უმე-ს მორწმუნეთა მსოფლმხედველობა მდგომარეობს იმაში, რომ რათა დარჩე უფალი ჩვენი, იესო ქრისტეს ერთგული, აუცილებელია მისი მცნების დაცვა. „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“ (იოან. 14:15).
თავდამსხმელთა იდეოლოგია კი, საუკეთესო შემთხვევაში, მდგომარეობს ნაციონალური იდეის ერთგულებაში (არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ყველა თავდასხმა არის შეკვეთილი და დაფინანსებული), როცა „უკრაინა არის ყველაზე მთავარი“ ანუ ქრისტეზე და მის მცნებებზე უფრო მნიშვნელოვანი. თუ მსგავსი იდეოლოგია წაქეზებულია პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების მიერ, შესაძლებელია ამის რამენაირად ახსნა, მაგრამ როცა მსგავს პოზიციაზე დგანან ადამიანები, რომლებიც თავს უწოდებენ „მღვდლებსა“ და „ეპისკოპოსებს“, ამის არა მხოლოდ ახსნა შეუძლებელია, არამედ ფაქტიურად მეუ-ს „სამღვდელოება“ მხარს უჭერს რა ტაძრების სასტიკად ძალადობრივად მიტაცებას, ემსახურება არა ქრისტეს, არამედ სულ სხვას. უკიდურეს შემთხვევაში, ნაციონალურ უკრაინულ იდეას, როგორც ამის შესახებ ზემოთ ითქვა. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ კიდევ ერთ სახარებისეულ ეპიზოდს: „წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და იინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად. დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: „უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორ ელიამ გააკეთა“. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ?“
ფაქტიურად მეუ-ს „სამღვდელოება“ მხარს უჭერს რა ტაძრების სასტიკად ძალადობრივად მიტაცებას, ემსახურება არა ქრისტეს, არამედ სულ სხვას.
იმ დარბევის შემდეგ, რომელიც მოაწყვეს ნაციონალისტებმა მიხალჩიში, მეუ-ს ჩერნოვიცკის ეპარქიის ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ არ დაგმო ეს ანტიქრისტიანული მოქმედბები, არამედ პირიქით, მოიწონა და მოუწოდა ახალი მცდელობებისკენაც. შესაბამისი წერილი, სავარაუდოდ, ჩენროვიცკისა და ბუკოვინსკის მეუ-ს „მიტროპოლიტის“, დანიელ კოვალჩუკის სახელით, განათავსა მისი ეპარქიის ოფიციალურმა საიტმა.
Когда епархия «Церкви» сравнивает действия своих членов с войнами Наполеона
მისი წერილი იწყება მორიგი ისტორიული ოპუსისგან, რომელიც მოწმობს მეუ-ს წარმომადგენლების უცოდინარობაზე ისტორიულ და ღვთისმეტყველების საკითხებში. წუხს რა წარუმატებლობაზე, რომელიც ტაძრის მიმტაცებლებმა განიცადეს, წერილის ავტორი ამბობს, რომ წაგებული ბრძოლა ჯერაც არაა წაგებული ომი და მას მაგალითად მოჰყავს... ნაპოლეონ ბონაპარტე: „ნაპოლეონმა რამოდენიმე ბრძოლა წააგო. მან დაინახა, როგორ აბამდა ქსელს ობობა და მანაც განიცადა მარცხი, მაგრამ არ ნებდებოდა და ქსელი გააბა. ამის შემდეგ ნაპოლეონი კიდევ იბრძოდა და ოცნებაც აიხდინა“. მეუ-ს წარმომადგენლების ცნობით, ნაპოლეონის არმია სრულიად განადგურდა რუსული ჯარების მიერ 1812 წელს, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიოდა უკრაინის კაზაკთა პოლკები ( სიის მიხედვით 117 ათასი შემადგნელობა და ბრძოლებში მონაწილე 20-25 ათასი) . ამის შემდეგ რუსეთის ჯარები და მოკავშირეები პარიზში შევიდნენ, ნაპოლეონი კი ტახტიდან გადადგა და კუნძულ ელბაზე წავიდა გადასახლებაში. 1815 წელს მან ზუსტად ასი დღით დაიბრუნა ძალაუფლება, დამარცხდა ვატერლოოსთან და კვლავ დატოვა ტახტი. სიცოცხლის ბოლო წლები მან ინგლისელთა ტყვეობაში გაატარა წმინდა ელენეს კუნძულზე და კუჭის წყლულისგან გარდაიცვალა. განა ეს, ოცნების ახდენაა? ასეთ ხვედრს უსურვებენ მეუ-ს წარმომადგენლები თავიანთ მომხრეებს? არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ ნაპოლეონის ბრძოლების მსხვერპლს, რომელიც მოწოდებული იყო დაეკმაყოფილებინა მისი პატივმოყვარეობა, მინიმალური გაანგარიშებით წარმოადგენდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც იმ დროის საზომით ძალიან, ძალიან დიდია.
დავუბრუნდეთ წერილს. მისი ავტორები მიმართავენ თავიანთ მორწმუნეებს, არა როგორც მწყემსები, არამედ როგორც ბრბოს მეთაურები, რომელთა მისამართითაც საყვედური ისმის წარუმატებელ თავდასხმასთან დაკავშირებით: „ძვირფასო მრევლო, დიდია, დიდია აღშფოთება და სირიბად საუბარი ჩვენს წარუმატებლობაზე. შეიძლებოდა... ასე უნდა ყოფილიყო... ან ასე... შეიძლება თუ არ შეიძლება, სირთულეები იყო, რადგანაც მოსკოვის მართლმადიდებლობის მტრები, იმის მსგავსი, ვინც კიევში მაიდანზე იბრძოდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელწმიფოს წინააღმდეგ“.
რაღა უნდა დავამატოთ. უკვე შვიდი წელია გვესმის საუბარი განხეთქილების მომხრეთა და უნიატების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ევრომაიდანის მონაწილეები არის სწორედ უკრაინელი ხალხი, ხოლო ის, ვინც მას მხარს არ უჭერს, უკრაინის სახელმწიფოს მტრები არიან. განა ეს არაა მცდელობა გაიხლიჩოს საზოგადოება და შუღლი ჩამოვარდეს ადამიანებს შორის? განა შეიძლება ამას ვუწოდოთ მწყემსის სიტყვა?
უმე-ს ტაძრების ბანდიტური შტურმი „წმინდა საქმისთვის“,
რომლისთვისაც თავდაუზოგავად იბრძვის პატრიარქი ბართოლომეო
რაც განსაკუთრებით გვაოცებს არის ის, რომ მეუ-ს ჩერნოვიცკის ეპარქია ტაძარზე ბადნიტურ შეტევას ჯოხებითა და კასტეტებით უწოდებს „წმინდა საქმეს“ და პირდაპირ მოუწოდებს მის განმეორებას: „ჩვენ არ შეგვიძლია ხელების ჩამოშვება, წმინდა საქმეზე ხელის აღება“. და ამასთან, გვამცნობს, რომ ამას აკეთებს პატრიარქ ბართოლომეოს სახელით: „განა ჩვენ არ შეგვრცხვება, თუ ხელებს ჩამოვუშვებთ, როცა მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეო თავდაუზოგავად იბრძვის ჩვენი საქმისთვის“. ამ სიტყვებში ჩანს სევდიანი, მძიმე, მაგრამ ჭეშმარიტება: პატრიარქი ბართოლომეო ნამდვილად ებრძვის და ამასთან თავდაუზოგავად, ქრისტეს ეკლესიას, მონაწილეობს თავისი კურთხევით ტაძრების მიტაცებაში და მორწმუნეთა დარბევაში. ის იღებს პირდაპირ პასუხისმგებლობას იმ მტრობასა და სიძულვილზე, რაც მან მოიტანა უკრაინაში, იმ განხეთქილებასა და ძალადობაზე, რომელიც მისი სახელით მართლდება.
პატრიარქი ბართოლომეო ნამდვილად ებრძვის და ამასთან თავდაუზოგავად, ქრისტეს ეკლესიას, მონაწილეობს თავისი კურთხევით ტაძრების მიტაცებაში და მორწმუნეთა დარბევაში. ის იღებს პირდაპირ პასუხისმგებლობას იმ მტრობასა და სიძულვილზე, რაც მან მოიტანა უკრაინაში, იმ განხეთქილებასა და ძალადობაზე, რომელიც მისი სახელით მართლდება.
ზოგადადმ მთელი წერილი გამსჭვალულია იმ აზრით, რომ მეუ-ს „ეპისკოპოსების“ კანონიკურობა ეფუძნება იმას, რომ მათ აღიარებს კონსტანტინოპოლის პატრიარქატი: „მაშინ როცა, ზოგიერთი ეკლესია, როგორც ჩვენი, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების უკრაინელი მღვდლები, მერყეობენ აღიარონ ან არ აღიარონ ჩვენი ეკლესია, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეომ... დაამტკიცა, რომ ჩვენი ეპსიკოპოსები სრულფასოვნები არიან და გვიჩვენა, რომ ეპისკოპოსები და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის სამღვდელოება და ეპისკოპოსები წარმოადგენენ არა კანონიკურს და არანაირ ეკლესიას არა ავს უფლება ის აღიაროს“.
აქ ისევ შეინიშნება ეკლესიის ყოფის ელემენტარული საფუძვლების უცოდინრობა. ის, რაც წერილის ავტორმა დაწერა, არის არა მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური კრიტერიუმი, როცა „კანონიკურობა“ განისაზღვრება რომის ტახტისადმი დაქვემდებარებით. თუმცა, ავტორის გასამართლებლად უნდა ითქვას, რომ პატრიარქი ბართოლომეო ამჟამად აქტიურად ცდილობს მართლმადიდებლურ სამყაროს თავს მოახვიოს მსგავსი კრიტერიუმი, როცა მართლმადიდებლობის დამცველად მიიჩნევა კონსტანტინოპოლის პატრიარქი. სინამდვილეში, ჭეშმარიტების მიწიერ კრიტერიუმს წარმოადგენს ეკლესიის სისავსე და არა ცალკეული ადგილობრივი ეკლესია. 1723 წლის დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ აღმოსავლეთ კათოლიკური ეკლესიის პატრიარქების გზავნილი“ ამის შესახებ წერია შემდეგი: „რატომ ვართ ჩვენ არა მხოლოდ დარწმუნებულები, არამედ უდაოდ ვაღიარებთ იმას, როგორც მტკიცე ჭეშმარიტებას, რომ კათოლიკურ ეკლესიას არ შეუძლია შეცდომის დაშვება ან დაბნევა ან სიცრუის მიღება ჭეშმარიტების ნაცვლად; რამეთუ სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ეკლესიის ერთგული მამებისა და მოძღვრების მეშვეობით, იცავს მას ყოველგვარი შეცდომისგან“. რაც შეეხება მთელი მართმადიდებლური ეკლესიის სისავსეს, შეიძლება ითქვას, რომ ის, თვლიდა და თვლის უკრაინელ განხეთქილების მომხრეებს მადლის არ მქონედ. და ის, რომ ზოგიერთმა მღვდელმთავარმა, მათ შორის პატრიარქებმა შეცვალეს ეს თავისი აზრი, არ ამცირებს იმას, რომ ეკლესია აგრძელებს განხეთქილების ჩამომგდებთა მიჩნევას არაკანონიკურ თვითმარქვიებად. ამის მტკიცება შეიძლება იმითაც, რომ ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობას არ შეუცვლია თავისი აზრი, ისევე როგორც, არანაირად არ შეცვლილა საფუძველი, რომლის თანახმადაც ეკლესიამ აღიარა განხეთქილების ჩამომგდებნი არაკანონიკურად.
ეკლესიისგან განკვეთილები არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის წევრებად მონანიების გარეშე. ეკლესიამ უბრალოდ არ იცის სხვა შემოვლითი გზა, რასაც არ უნდა ამბობდეს პატრიარქი ბართოლომეო. თუმცა, უკრაინელი განხეთქილების ჩამომგდებთ არა მხოლოდ არ აქვთ განზრახვა მოინანიონ და შეუერთდნენ ეკლესიას, არამედ მოუწოდებენ კიდეც ეკლესიის წევრებს...შეუერთდნენ მათ, განხეთქილების ჩამომგდებთ: „ჩვენ კი ვიყავით და წარმოვადგენთ კანონიკურს და მათ ვთხოვთ: დაბრუნდით თქვენი, ადგილობრივი, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში“. არსებითად ესაა მოწოდება ეკლესიის ღალატისკენ და განხეთქილების ჩამოგდებისკენ.
შეუძლიათ კი ქრისტეს ეკლესიის წევრებს ვინმე სძულდეთ?
კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილში მეუ-ს აღიარების შესახებ ხსენებაზე მეტად არის ნახსენები... მოსკოვი.
- ,,რადგანაც მოსკოვის მართლმადიდებლობის ქომაგები ჰგვანან..“;
- ,,სამწუხაროდ, მოსკოვმა უკრაინაში დააბნელა...“;
- ,,მოსკოვის მომხრეები და მისი მოტყუებული შვილები...“;
- ,,რუსული ეკლესია იმპერიას ემსახურებოდა...“;
- ,,მოსკოველმა ძალაუფლების მოყვარულებმა განიზრახეს...“;
- ,,მოსკოვის ეკლესიამ უნდა აღიაროს...“;
- ,,დღეს მოსკოვისტები უკრაინაში პიკეტირებენ...“;
ეს ციტატები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ყველა მათგანი მიმართულია იმისკენ, რომ იმათში, ვინც მათ კითხულობს, სიძულვილის გრძნობა გაჩნდეს მოსკოვის, რუსული ეკლესიის და უმე-ს ყველა ერთგული შვილის მიმართ. ზემოტ უკვე ნახსნები იყო, როგორ უთხრა უფალმა მოციქულებს, რომ მათ არ იციან, თუ ვისი სულის პატრონები არიან. შეიძლება კიდევ რამოდენიმე ნაწყვეტის მოყვანა წმინდა წერილიდან.
„რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათ და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინაღმდეგ“ (ეფ. 6:12). განა ამბობენ მეუ-ს წარმომადგენლები, რომ საჭიროა ამ „უკეთურ სულებთან“ ბრძოლა? განა საუბრობენ იმაზე, რომ ქრისტიანს სჭირდება მისი სულიდან სიძულვილის ამოგდება და იქ სიყვარულის დანერგვა? არა, პირიქით, ისინი ასწავლიან თავიანთ ადეპტებს სძულდეთ, თავს დაესხან და განახორციელონ ძალადობა უმე-ს მორწმუნეებზე. ასეთი იდეოლოგიის ნაყოფი სახეზეა: მიტაცებული ტაძრები, დამწვარი მონასტრები, ნაცემი მრევლი, მღვდლები, რომლებიც ოჯახებთან ერთად არიან განდევნილი თავიანთი საცხოვრისიდან.
შეგვიძლია შევადაროთ: თუ უმე-ს მღვდელმსახურები გვასწავლიან იმას, რომ საკუთარი სახსრებით ან შრომით ტაძრის აგებაც კი არ აძლევს ადამიანს საიქიო ცხოვრებაში სამოთხეში ყოფნის გარანტიას, რომ ეს მხოლოდ ინსტრუმენტია ხსნის გზაზე და რომ ეს არ დაეხმარება ადამიან, თუ ის, ამასთან დაარღვევს უფლის მცნებას; მეუ-ს „მღვდელმთავრები“ პირდაპირ ან ირიბად მოუწოდებენ სხვისი ტაძრების მიტაცებისკენ. თუ ადამიანი, რომელმაც გაითავისა ანტიქრისტიანული იდეოლოგია და იტაცებს ტაძარს, თუ ის იღებს ხელში დიდ უროს და ეკლესიის კარებს ამტვრევს, თუ ის იქიდან ყრის ქრისტიანებს, რომლებიც იქ მრავალი წელი ლოცულობდნენ, როგორი იქნება მისი ხვედრი მარადიულ ცხოვრებაში? შევა კი უფლის სასუფეველში ადამიანი უროთი, კასტეტით და გაზის ბალონით?
იქნებ ღირდეს დაფიქრება ამ საკითხებზე? შევადაროთ იმას, რასაც ამბობენ მეუ-ს წარმომადგენლები იმასთან, რასაც ღაღადებს წმინდა წერილი? იქნებ ღირდეს მოციქულ პავლეს სიტყვების შესმენა: „ ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5:19-23).