რაზე საუბრობენ და რაზე დუმენ უუს-ს ციფრები უმე-ს შესახებ
უუს აქვეყნებს სისხლის სამართლის საქმეებს უმე-ის სასულიერო პირების წინააღმდეგ. რატომ კეთდება ეს ახლა? და რამდენი კოლაბორატორია თავად უუს-ში? მოდით გავერკვეთ.
2023 წლის 4 ოქტომბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის Telegram-ის არხმა გამოაქვეყნა შეტყობინება უმე-ის 60-ზე მეტი წარმომადგენლის სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, რომლებიც "მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, ყიდდნენ იარაღს და პორნოგრაფიას". უუს-ს ცნობით: ”ომის დაწყებიდან უუს-მ გამოავლინა უმე-მს-ის 60-ზე მეტი წარმომადგენელი, რომელთაგან 14 არის მიტროპოლიტი, რომლებიც თანამშრომლობენ ოკუპანტებთან. უუს-მ გამოიძია ღალატის, რუსეთთან თანამშრომლობისა და ჯაშუშობის 20 საქმე, კიდევ 18 საქმე რელიგიური სიძულვილის გაღვივებას უკავშირდება. იყო მღვდლების მხრიდან იარაღის გაყიდვისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების შემთხვევებიც. ამ დროისთვის 26 ბრალდებულს ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს მიღებული, 19-ს სასჯელი აქვს მისჯილი“.
ძალიან ხმამაღალი სათაური "იარაღისა და პორნოგრაფიის გაყიდვის შესახებ" იწვევს გაკვირვებას. ნუთუ ნამდვილად არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ უმე ჩართულია ასეთ საკითხებში? როგორც შემდეგი ტექსტიდან ირკვევა, უუს-მ არ წარმოადგინა ასეთი ფაქტები, საიდანაც უდაოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი პუბლიკაციები შექმნილია უკრაინელებზე ემოციური ზემოქმედების მოხდენის მიზნით, ისევე როგორც უმე-ის „მოსკოვის საპატრიარქოდ“ მარკირება.
მიუხედავად ამისა, ეს „ნიუსი“ მაშინვე გავრცელდა მედიაში, როგორც ერთგვარი სენსაცია. თუმცა, ექვსი თვის წინ უუს-მ თითქმის იგივე ინფორმაცია გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნახსენები არ იყო "იარაღისა და პორნოგრაფიის გაყიდვის" შესახებ, "კრიმინალების" რაოდენობა თითქმის იგივე გახლდათ.
ამ პუბლიკაციაში უუს-ს ხელმძღვანელმა ვ. მალიუკმა გამოაცხადა უმე-ის სასულიერო პირების წინააღმდეგ 61 სისხლის სამართლის საქმის გახსნის თაობაზე, ამჟამინდელში - 68 საქმე. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმეა გახსნილი, თითქმის 1 საქმე თვეში. მთელი ომის განმავლობაში - 68. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ უუს-მ და სხვა სამართალდამცავმა უწყებებმა ჩაატარეს დაახლოებით 1300 ჩხრეკა.
1300 ჩატარებული ჩხრეკა და მხოლოდ 68 სისხლის სამართლის საქმე! აქედან 20-ს ღალატის ბრალდებით, ეს ბევრია თუ ცოტა? აშკარად არ არის ბევრი. იმდენად ცოტაა, რომ, მაგალითად, უმე-ს მიმართ არაკეთილგანწყობილი გ. ს. სკოვოროდას სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის და რელიგიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ლუდმილა ფილიპოვიჩი, ცდილობდა საკმაოდ მოუხერხებლად აეხსნა ეს ფიგურა გამოცემაში ,,აპოსტოროფი“: „12 ათასიდან 60 მღვდელი, რა თქმა უნდა, ბევრი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ SBU ცუდად მუშაობს. უბრალოდ, ახლა მხოლოდ ის გვითხრეს, რისი თქმაც უკვე შეიძლება, როცა გარკვეული მტკიცებულებათა ბაზა შეგროვდა (დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სასულიერო პირს ერთდროულად რამდენიმე მუხლით იქნება „ბრალდებული“), როცა არის სასამართლო განაჩენები. და ეს ალბათ მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.”
ანუ, მისი აზრით, გაგვაცნეს მხოლოდ ის, რაზეც უკვე არის მყარი მტკიცებულების ბაზა. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულ ანგარიშებს კიევ-პეჩერის ლავრაში, ჩერნივცის ეპარქიის ადმინისტრაციაში, კორეცკის მონასტერში და სხვა ადგილებში ჩხრეკის დღეს, როდესაც მაშინვე გამოქვეყნდა ნაპოვნი ბროშურების ან რუსული ჟურნალების ფოტოები, რაც თავისთავად არ შეიძლება იყოს ამ დანაშაულის აპრიორი მტკიცებულება? როგორ განთავსდა გაშიშვლებული სასულიერო პირების ფოტოები, რომლებსაც მაშინვე მიაწერეს უხამსი საქციელი, რაც სინამდვილეში არ მომხდარა? გამოდის, რომ იმ დროს უუს-ს დიდად არ აინტერესებდა მყარი მტკიცებულების ბაზა.
სულ რაღაც ერთ დღეში, 2022 წლის 22 ნოემბერს, უუს-მ ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ჩაატარა ჩხრეკა უმე-ის 350 საეკლესიო შენობაში. თავდაპირველად, ითქვა, რომ ამ ღონისძიების მიზანი იყო "დამოწმებულიყო უმე-ის შენობების გამოყენება დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, იარაღის შესანახად და ა.შ." მაგრამ იარაღისა და დივერსიული ჯგუფების ნაცვლად, აი რა იპოვეს.
უფრო მეტიც, მაგალითად, პატრიარქ კირილის ბროშურა ყალბი აღმოჩნდა, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა დროს და ადგილას გამოქვეყნებული რამდენიმე ციტატისაგან. პირველი აბზაცი აღებულია პატრიარქის 2022 წლის 24 თებერვლის ქადაგებიდან, მეორე 2014 წლის 19 აპრილის ქადაგებიდან. მესამე აბზაცი ტექსტით „უკრაინა რუსეთის ორგანული ნაწილია, აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა“ რეალურად არის ვიღაცის პირადი "კრეატიულობა". ეს ბროშურა სამართალდამცავების მოსვლამდე დადეს სხვადასხვა კუთხეში. ასე იყო, კერძოდ, კორეცკის მონასტერში. როგორც მონასტრის მკვიდრმა მონაზონმა სავვატიამ თქვა: „საინტერესოა, რომ ეს ბუკლეტები ნესტიან, გაუხურებელ სხვენში იპოვეს. ყველაფერი, რაც იქ დევს - წიგნები თუ ქაღალდი - მაშინვე ნესტიანდება და იფარება სოკოთი, მაგრამ ეს ბროშურები სრულიად ახალი და მშრალი იყო. ჩვენ ვუთხარით უუს-ს ოფიცრებს, რომ ეს ბროშურები ჩვენი არ არის, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხვდა იქ. ” ანუ ადგილი აქვს აშკარა პროვოკაციას, უმე-ს დისკრედიტაციის მიზნით.
ასევე, ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში ჩხრეკის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ მათ მიტროპოლიტ მელეტის კომპიუტერში აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფია. ბრალდება ძალიან სერიოზულია. მაგრამ სად არის სასამართლო, სად არის განაჩენი? ანუ, მიდგომა ასეთია: გაავრცელონ შემზარავი ბრალდება, რომელსაც მედია გაახმოვანებს და შემდეგ არ წაუყენონ ბრალი მტკიცებულებების არქონის გამო. როგორც თავად ეპისკოპოსმა თქვა: ”კომპიუტერში, რომლებიც უკონტროლოდ იყო უუს-ს ხელში ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, კამერუნის აჯანყებიდან ბაიდენის მკვლელობის მცდელობამდე.”
იგივე სურათი იხატება მიტროპოლიტ იონათანის (ელეცკი) ბრალდების საქმეზე, რომელსაც ვინიცის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. მისი ადვოკატის იგორ ჩუდოვსკის თქმით, სამი გვერდი, რომელიც „იპოვეს“ მიტროპოლიტის კომპიუტერში და ეპარქიის ადმინისტრაციის შენობაში, გახდა ეპისკოპოსის დანაშაულის „მტკიცებულება“. ამავდროულად, უუს ინსტიტუტის თანამშრომლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგმა აჩვენა, რომ ეს საქმეები შეიქმნა 2022 წლის 15 ოქტომბერს, ეპისკოპოსის ჩხრეკიდან ოთხი დღის შემდეგ. ანუ იმ დროს, როცა კომპიუტერი უკვე სამართალდამცავების მფლობელობაში იყო.
ზოგადად, უმე-ის სასულიერო პირების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულება მოიკოჭლებს და ციფრები სულაც არ არის შთამბეჭდავი. მაგრამ არსებობს სხვა სტატისტიკა, რომლის შესახებაც უმე-ის მიმართ ანტიპათიურად განწყობილნი გაჩუმებას ირჩევენ.
თანამშრომლები ფორმაში
ერთ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ, 2022 წლის 17 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში დაასახელა თანამშრომლების რაოდენობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შორის.
„დღემდე უკრაინაში 651 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფო ღალატისა და თანამშრომლობითი ქმედებების მუხლით, პროკურატურის, საგამოძიებო და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ. ეჭვმიტანილის ცნობა 198-მა ადამიანმა მიიღო. ცნობილია, რომ 60-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის უუს-ს თანამშრომელი, დარჩა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და მუშაობენ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა, უუს-სა და პროკურატურის ხელმძღვანელების პოსტებიდან გადაყენების ბრძანების კომენტირებისას.
ანუ სულ რაღაც ერთი წლის წინ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეები ათჯერ მეტი იყო, ვიდრე უმე-ის სასულიერო პირების მიმართ. გასული წლის განმავლობაში მათი რიცხვი ალბათ კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ რატომღაც არავინ არ ყვირის საქვეყნოდ, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებების აიკრძალოს და ქონების კონფისკაცია მოხდეს.
დღეის მდგომარეობით, უუს-ს, პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის შესახებ სტატისტიკა არ მოიძებნა. როგორც ჩანს, ეს შეგნებულად არ არის აფიშირებული, რათა საზოგადოებამ არ შეადაროს ის უმე-ს მღვდლების დევნის სტატისტიკას და არ დასვას არასასიამოვნო კითხვები. Google ძებნის მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებს შესაბამის შეკითხვებზე. მაგალითად, 2023 წლის იანვარში გამოჩნდა შეტყობინება, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში, SBU-ს ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა ჩაატარა სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებები რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ. მან შეაგროვა და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს გადასცა მისი კოლეგების მონაცემები, რეგიონის საგუშაგოების განლაგება და სხვა ინფორმაცია.
2023 წლის მარტში უუს-მ ღალატში ეჭვმიტანილის ცნობა გადასცა ვინიცას რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, ანტონ შევცოვს, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარა მტერს სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში, არამედ შეიმუშავა მთელი ”გეგმა” უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიული სამუშაოების ჩასატარებლად“ რუსეთის ფედერაციის ეფესბე-სთვის.
2023 წლის სექტემბრის ბოლოს მოვიდა შეტყობინება, რომ სამი ყირიმელი მოსამართლე, რომლებიც გადავიდნენ მტრის მხარეს, დაუსწრებლად მიუსაჯეს ღალატისთვის, ხოლო ყირიმის უუს-ის სამ თანამშრომელს ეჭვმიტანილის ცნობა გადასცეს. მეტიც, ამ სამართალდამცავებს ბრალი არა მარტო ღალატში, არამედ წამებასა და გატაცებაშიც ედებათ.
მთლიანობაში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, უუს-ს 1300 (!) თანამშრომელი გადავიდა მტრის სამსახურში. კიევ-პეჩერის ლავრის იურისტის ნიკიტა ჩეკმანის თქმით, ეს არის მთლიანი პერსონალის დაახლოებით 98%. „ჩვენ ვეძებთ დეზერტირებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინელი წარმომადგენლებისგან, არამედ უუს-დანაც. სამწუხაროდ, ჩვენ ასევე გვყავს დეზერტირები, რომლებიც გადავიდნენ მტრის მხარეზე, ეს არის 1300-ზე მეტი უუს-ის ოფიცერი, რომლებიც მსახურობდნენ ყირიმის მთავარ დირექტორატში, ეს არის სპეციალური ოპერაციების ცენტრის ნაწილი, ეს ასევე არის უუს-ს მთავარი დირექტორატის ნაწილი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სევასტოპოლში“, - განაცხადა ჯერ კიდევ 2016 წელს უუს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა ტელეარხ ,,112 უკრაინა’’- სთან ინტერვიუში.
ლოგიკური კითხვაა, რატომ არ არის აკრძალული უუს, დაშლილი და ყველა თანამშრომელი განურჩევლად არ არის ბრალდებული თანამშრომლობაში? მათი პასუხია, დიახ, არიან მოღალატეები, მაგრამ უმრავლესობა მაინც პატრიოტია, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას უკრაინის წინაშე. მაგრამ იგივე ეხება უმე-ს! მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებს შორის არის რამდენიმე თანამშრომელი, როგორც მღვდლების, ისე საერო პირების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას და მის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებიან ფრონტის ხაზზე შეძლებისდაგვარად. და ათასობით საერო პირი, მღვდლების შვილები და ნათესავები, იცავენ ჩვენს ქვეყანას იარაღით ხელში. როგორ შეგიძლიათ დაადანაშაულოთ ისინი თანამშრომლობაში?
პრეზიდენტ ვ.ზელენსკის ზემოხსენებული მიმართვის შემდეგ მოღალატეების სტატისტიკით, კიროვოგრადის ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ნიკოლაიმ (პოჩტოვი) ღია წერილით მიმართა რეგიონალური საბჭოს დეპუტატებს, რომლებიც აპირებდნენ კიროვოგრადის რეგიონში უმე-ის აკრძალვის შესახებ საკითხის განხილვას.
„შეხედეთ ჩვენს მორწმუნეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მტრის - რუსეთის წინააღმდეგ, შეხედეთ ათასობით უმე-ს მოხალისეს, რომლებიც უკანასკნელ გროშს ჩუქნიან ჩვენს ჯარისკაცებს, შეხედეთ ყველას, ვინც დადის ჩვენს ეკლესიებში - და თქვით რომ მათი აკრძალვა გინდა. და რაც მთავარია, ყველაფერს, რასაც აკეთებთ, ღვთის წინაშე აკეთებთ, შეხედეთ ქრისტეს ხატს და უთხარით, რომ კრძალავთ მის ეკლესიას“, - წერს მეუფე ნიკოლოზი’’. კიდევ რა შეგიძლიათ დაამატოთ ამ სიტყვებს?
მაგრამ ომის შემდეგ გვპირდებიან, რომ გაგვიზიარებენ იმას, რაზეც ახლა უბრალოდ დუმან. ხერსონის ჩაბარების შესახებ და ყირიმიდან გადასასვლელების გაწმენდის შესახებ და მრავალი სხვა. მაგრამ რატომღაც, სამართალდამცავი ორგანოები ამჯობინებენ ეკლესიაზე ზეწოლას ბრალდებების საფუძველზე, რომელთა რიცხვი ბევრად ნაკლებია, მათ სტრუქტურასთან შედარებით.
რატომ ხდება ეს ყველაფერი?
გამოდის, რომ ობიექტურად გაცილებით მეტი საფუძველია თავად ძალოვანი სტრუქტურების დევნისთვის (რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ეს), ვიდრე უმე-ს. ყოველივე ამის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია მათი თანამშრომლების წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ბრძანებით, ვიდრე უმე-ის სასულიერო პირების წინააღმდეგ: როგორც რაოდენობით, ასევე პროცენტული თვალსაზრისით. მაგრამ რატომღაც ეკლესია იდევნება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეებისა და სასამართლო განაჩენების შედარებით მცირე რაოდენობის მიუხედავად (და როდესაც სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მიდის, შესაძლოა ყველა გაუქმდეს), უუს ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს თემას „თანამშრომლები ანაფორაში.” ისინი ცდილობენ ამ თემის ირგვლივ საინფორმაციო ხმაური შექმნან, მაშინ როცა საჯარო განხილვისთვის გაცილებით სერიოზული თემები არსებობს. ამ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ახსნა.
პირველ რიგში, ეს საინფორმაციო ხმაური შეიძლება იყოს ფონი, რომელიც შექმნილია საზოგადოების ცნობიერებაში სხვა თემების დასამალად ან ყირადღების გადასატანად, რომელთა განხილვა ხელისუფლებისთვის უსიამოვნოა და გარკვეულ პოლიტიკურ რისკებს შეიცავს. ეს მოიცავს მაღალჩინოსნებს შორის კორუფციის შოკისმომგვრელ შემთხვევებს, მობილიზაციის დროს სკანდალებს და უკრაინის საერთაშორისო დახმარების გაჩენის პრობლემებს.
გარდა ამისა, უკრაინაში არჩევნების საკითხი არ არის გადაჭრილი. ომის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ აბსურდულია, მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკრაინას ამისკენ უბიძგებენ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი ხელისუფლების მიმართ არასახარბიელო კითხვები გაცილებით მკვეთრი იქნება. ამ პირობებში ძალიან ადვილია „გარანტირებულად მოგებული“ თემის „ თანამშრომლები ანაფორაში“ ამოწევა და უკრაინის საზოგადოებაში დაგროვილი ნეგატივის გადართვა უმე-ზე. უფრო მეტიც, იგი სრულიად დაუცველია სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოების, რადიკალების და ძლიერი მედია მანქანის წინაშე. ეკლესიის სიძლიერე ლოცვაში, ერთიანობაში, ღვთისა და მისი მცნებების ერთგულებაშია. მაგრამ საეროებისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს.
მეორეც, მუდმივი შეხსენება სასულიერო პირებისა და უმაღლესი რანგის - მიტროპოლიტების, ეპარქიების მეთაურების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, ყველა დანარჩენის დაშინებას ისახავს მიზნად. მაგალითად, თუ ამას გავაკეთებთ მეტროპოლიტებთან, მაშინ საერთოდ არ მოვერიდებით სხვებს. ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზანი ნათელია: მეუ-ში გადასვლის სტიმულირება. სახელმწიფო ხომ ერთიანი ეკლესიის შექმნისკენ ისწრაფვის, როგორც მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს. გააერთიანონ უმე, მეუ და ბერძენი კათოლიკეები, რათა შეიქმნას ერთი სტრუქტურა, რომელიც დაემორჩილება ხელისუფლებას და შეასრულებს მათ ამოცანებს. ის ფაქტი, რომ უმე უარს ამბობს ასეთ კომპანიაში გაწევრიანებაზე (მიუხედავად იმისა, რომ უარის თქმით ემუქრება სრული აკრძალა) არის ზუსტად იმის მტკიცებულება, რომ უმე არის ქრისტეს ეკლესია, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ღმერთს და არა სახელმწიფოს.
და ბოლოს, მინდა მოვიყვანო წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსის სიტყვები, რომელიც ცხოვრობდა II საუკუნეში და დაწერა აპოლოგია ქრისტიანთა დასაცავად. ის ხელისუფლებაში მყოფებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „მოვითხოვთ, განგვისაჯოთ მკაცრი და საფუძვლიანი კვლევის საფუძველზე და არ იხელმძღვანელოთ ცრურწმენისადმი წმენით ან მინდობით, არ გაგიტაცონ უსაფუძვლო იმპულსებმა ან დიდი ხნის წინ თქვენში დამკვიდრებულმა ჭორებმა. ამით თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანდით განაჩენს“.