სინამდვილეში, რატომ გამოაძევეს ბულგარეთიდან რმე-ის მღვდლები?

28 September 2023 13:27
4038
ბულგარეთის ხელისუფლებამ არ განმარტა, თუ რატომ გააძევეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები ქვეყნიდან. ფოტო: СПЖ ბულგარეთის ხელისუფლებამ არ განმარტა, თუ რატომ გააძევეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები ქვეყნიდან. ფოტო: СПЖ

ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გამოაძევა სოფიაში რმე-ის წინამძღვარი  და ის შპიონაჟში დაადანაშაულა. არის კი სინამდვილეში არქიმანდრიტი ვასიანი შპიონი თუ მისი გაძევების მიზეზები სხვაა?

ბულგარეთში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გარშემო შექმნილი სიტუაცია და ქვეყნიდან რმე-ის მღვდელთა გაძევება გამოიწვევს არა მარტო ურთიერთობის გაწყვეტას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ბულგარეთის საპატრიარქოს შორის, არამედ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ეგრეთ წოდებულ „უკრაინის საკითხზე“, ესე იგი ბულგარეთის ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარებაზე. რატომ ვთვლით ასე? მოდით, გავერკვეთ.

შპიონაჟი თუ მეუ?

12 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებამ რმე-ის წინამძღვარს ბულგარეთში, არქიმანდრიტ ვასიანს (ზმეევს) აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. როგორც ნათქვამია უწყებაში, „ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იყო კომპეტენტური ორგანოებისგან რუსების მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომლებმაც დაარღვიეს ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. რამდენიმე დღის შემდეგ, 2023 წლის 21 სექტემბერს, ბულგარეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არქიმანდრიტ ვასიანის ქვეყნიდან გაგდების შესახებ და განაცხადა, რომ ის და რმე-ის ორი წარმომადგენელი „ბულგარეთის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ“.

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინციდენტს უწოდეს „ბულგარეთის ხელისუფლების აშკარად არამეგობრული აქტი“ და განაცხადეს, რომ ბულგარეთის მხარის მიზანია, რომ „ურთიერთობა გაწყვიტოს ორ ძმურ ეკლესიას - რუსეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“.

თავის მხრივ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა, ინციდენტზე საუბრისას, განაცხადა, რომ რმე-ის მღვდელთა ბულგარეთიდან  განდევნის გადაწყვეტილება „მიღებული იყო  გასაიდუმლოებული ანგარიშის საფუძველზე“. რაში მდგომარეობს არქიმანდრიტ ვასიანის „დანაშაული“?

თურმე სოფიის  წმინდა ნიკოლოზის ტაძრის საიტზე გამოქვეყნებული იყო ოლღა რეშეტნიკოვას წიგნის ნაწილები სოფიაში რუსული ტაძრის ისტორიის შესახებ. თითქოს, დიდი არაფერია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოლღა არის რფ-ის გადამდგარი გენერლის ლეონიდე რეშეტნიკოვის ცოლი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იყო რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. გენერალი ბულგარეთში ცნობილი გახდა, როდესაც 2016 წელს პროგრამის «Шото на Слави» ინტერვიუში ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის - რადევის სახელი წარმოთქვა.

2019 წელს გამომცემლობამ EU Political Report დააკავშირა რეშეტნიკოვი ბულგარელ ოპოზიციონერ ნიკოლაი მალინოვს - ნაციონალურ მოძრაობა „რუსოფილების“ ლიდერთან, რომელიც   მოსკოვსა და სოფიას შორის კარგი ურთიერთობის აღდგენას უჭერდა მხარს.

მალინოვი შპიონაჟში დაადანაშაულეს, ხოლო რეშეტნიკოვს ბულგარეთში შესვლა აუკრძალეს. ახლა კი იგივე ხვედრი ერგო არქიმანდრიტ ვასიანს, რომელმაც რეშეტნიკოვის ცოლის წიგნის თავები თავის საიტზე გამოაქვეყნა. თუმცა საიტზე პუბლიკაციები საკმარისი არ არის ქვეყნიდან გაძევებისთვის. გასაგებია, რომ ზმეევის გაძევების მიზეზი რაღაც უფრო სერიუზული გახდა. მაგრამ რა?

ჩვენი აზრით, ეს „მუშაობაა“, რომ ბულგარელებმა, შემდეგ კი მაკედონელებმა  მეუ არ აღიარონ.

მეუ-ს არაღიარება - როგორც არგუმენტი დევნისთვის

მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, არქიეპისკოპოსმა სტეფანემ არაერთხელ განაცხადა, რომ სერბეთის ეკლესიიდან ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, მაკედონელებს აგრეთვე ჭირდებათ ტომოსი ფანარიონისგან. თავის მხრივ, ფანარიონელები არ ჩქარობენ ნანატრი დოკუმენტის გაცემას და აშკარად მიუთითებენ მაკედონელებს, რომ ამას „დამსახურება“ უნდა. მაგალითად, მეუ-ს აღიარებით.

2023 წლის აპრილში მაკედონიის ეკლესიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს მეუ-სთან თანამშრომლობაზე. სწორედ მაშინ მაკედონიის საეკლესიო და მსგავს პრესაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სკოპიეს სინოდმა, რაც არქიმანდრიტ ვასიანის (ზმეევის) მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა, რომელიც ბულგარეთში, სოფიაში  რმე-ის წინამძღვარია.

ის დანიშნული იყო წინამძღვრად 2018 წელს საეკლესიო-დიპლომატიური სკანდალის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდა ბულგარეთის პრეზიდენტი რადევი და რმე-ის პატრიარქი კირილე, როდესაც რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთს ოსმალებისგან ანთავისუფლებდნენ არა მარტო რუსული ჯარები, არამედ ბევრი სხვა ხალხის წარმომადგენლებიც.

პატრიარქმა კირილემ მაშინ შეუსწორა ბულგარეთის პრეზიდენტს: „კიდევ ერთხელ ნათლად გეუბნებით, რომ ბულგარეთი გაანთავისუფლა რუსეთმა - არა პოლონეთმა, არა ლიტვამ, არა სხვა ქვეყნებმა, არამედ რუსეთმა“. „ჩვენ ისტორიული სიმართლის მომხრეები ვართ, ჩვენ ის საკუთარი სისხლით მოვიპოვეთ და არ არსებობს არანაირი პოლიტიკური და პრაგმატული მიზეზები, რის გამოც სიმართლე უნდა დავმალოთ ან ცრუ ინტერპრეტირება გავაკეთოთ“, - ხაზი გაუსვა რმე-ის მეთურმა. მისმა სიტყვებმა უკმაყოფილების ქარიშხალი  გამოიწვია ბულგარეთის პოლიტიკურ წრეებში, რომლებმაც რმე-ში იდეური მტერი დაინახეს.

დღესდღეობით არავის არანაირი ფაქტები არ მოყავს არქიმანდრიტ ვასიანის „შპიონური“ მოღვაწეობის შესახებ. ყველა ბრალდება დაფუძნებულია ვარაუდებზე და „დამთხვევებზე“.

მაგალითად, მაკედონიის მასმედია წერს, რომ 2023 წლის მაისში, ორი დღის შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსმა სტეფანემ ფანარიონის მეთაურს წერილი გაუგზავნა თხოვნით, რომ მაკედონიის ეკლესიას ტომოსი გადასცეს, არქიმანდრიტი ვასიანი (ზმეევი) გაუფრთხილებლად ჩავიდა მასთან სკოპიეში. ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ სწორედ ზმეევი არა მარტო კურირებდა რმე-ის სსკგ-ის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტს სოფიაში 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, არამედ ის მოელაპარაკა მის ვიზიტზე სკოპიეში, რის შემდეგაც  გაჩნდა მაკედონიის ეკლესიის განცხადება იმის შესახებ, რომ ის უარს ამბობს მეუ-სთან თანამსახურებაზე.

მაკედონიის სინოდის ზოგიერთ  წევრთა გადაწყვეტილებებზე არქიმანდრიტის „გავლენის“ მტკიცებულებად მოყვანილია  ქვეყნის ორ  გავლენიან  მღვდელმთავართან თანამსახურების ფაქტები - კუმანოვსკისა და ოსოგოვსკის მიტროპოლიტ გრიგოლთან და პრესპანისა და პელაგონიის უხუცეს მიტროპოლიტ პეტრესთან.

თქვენ იტყვით, რა არის აქ „ასეთი“ - სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის მღვდლები და ეპისკოპოსები ხშირად თანამსახურებენ. მაგრამ მაკედონიაში ასე არ ფიქრობენ.

თურმე კუმანოვსკისა და ოსოგოვსკის მიტროპოლიტი გრიგოლი - „რმე-ის გავლენის აგენტია“, იმიტომ რომ ის შეუმჩნევიათ ხორვატიაში, იასენოვაცში ღვთისმსახურებაზე, სადაც ის „რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღმოჩნდა“.

საინტერესოა, რომ მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ განაცხადა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობისგან მიიღო გაფრთხილება მაკედონელ ეპისკოპოსთა შესახებ, რომლებიც რუსეთსა და მაკედონიას შორის ურთიერთობებში „რაღაც როლს თამაშობენ“.

გარდა ამ ეპისკოპოსებისა, როგორც მაკედონიის მასმედია წერს, მნიშვნელოვან გავლენას ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე ახდენს „რმე-ის ორი ან სამი ფიგურა, რომლებიც ბალკანეთში არიან“. რა „ფიგურებია“ ეს - ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ ერთი სახელი ნამდვილად ცნობილია - არქიმანდრიტი ვასიანი (ზმეევი).

რა თქმა უნდა, რეშეტნიკოვთან ნაცნობობის, მით უმეტეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ბულგარეთში რფ-ის ახლადდანიშნული ელჩის ელეონორა მიტროფანოვას მიღების საფუძველზე  ადამიანის შპიონაჟში დადანაშაულება არ შეიძლება. ხოლო მაკედონიისა და ბულგარეთის მღვდელმთავრებზე „გავლენა“ მეუ-ს აღიარების არაკანონიკურობასთან დაკავშირებით შეიძლება  სერიუზული ბრალდება იყოს თანამედროვე პირობებში.

აღიარებს კი ბულგარეთი მეუ-ს?
მეუ - სახდეპარტამენტის ნაშიერია და ბუნებრივია, რომ ამ სტრუქტურის აღიარება შედის ამერიკელ გეოპოლიტიკოსთა დიდ ინტერესთა სფეროში. ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რა ზეწოლას ახდენენ აშშ-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლები სხვა ადგილობრივ ეკლესიათა იერარქებზე მეუ-ს აღიარების საქმეში. ამიტომ სიტუაცია ზმეევთან ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

სხვა მხრივ, დღეს მეუ-ს არაღიარება  სასამართლოსთვის ან ადამიანის დევნისთვის უკვე საკმარის საფუძველს წარმოადგენს. ამის მაგალითად შეიძლება უკრაინელი მღვდელმთავრები მოვიყვანოთ, რომლებსაც ასამართლებენ იმისთვის, რომ შავზე არ ამბობენ თეთრიაო. ამიტომ ზმეევის ისტორია გაკვირვებას არ იწვევს.

საინტერესოა ის, თუ რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი.

ახლა სიტუაცია ბულგარეთისა და რუსულ ეკლესიებს შორის უფრო მწვავდება. რმე-ის მღვდლების სოფიიდან გაძევების შემდეგ რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაიკეტება. მაგრამ მალევე ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ გასცა განკარგულება დაენიშნა ამ ტაძარში ბულგარელი მღვდლები და ამით მიუთითა, რომ სწორედ ის არის ამ ტაძრის მფლობელი.

სწორედ ამის დასტურია ბულგარეთის საპატრიარქოს რუსენსკის მიტროპოლიტის ნაუმის განცხადება, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი სოფიაში ბმე-ის საკუთრებაა.

თავისი პოზიციის მტკიცებულებად, მიტროპოლიტმა ნაუმმა მოიყვანა ის ფაქტი, რომ ტაძარი იყო აშენებული 1914 წელს ბულგარეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით (შეიძლება ითქვას, სუსტი მტკიცებულებაა). მან აგრეთვე დაწერა, რომ „ბოლო წლებში წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან საპატიო მიზეზების გარეშე  გააძევეს ბულგარელი მღვდლები, რაც აბსურდულია“.

ბუნებრივია, რომ რმე-ში თვალს არ დახუჭავენ მღვდლების დანიშვნაზე და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის „მიტაცებაზე“. პირველ რიგში, იმ მიზეზის გამო, რომ ბულგარეთის პატრიარქის ასეთი ქმედებები გამოხატავენ „არამეგობრულ“ დამოკიდებულებას რმე-ის მიმართ. გავიხსენოთ, რომ მსგავსი რამ მოხდა მოსკოვში, როდესაც რმე-მ  ფაქტიურად წაართვა კულიშკებში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ალექსანდრიის საპატრიარქოს, რომელმაც აღიარა მეუ.

და შემთხვევით მოხდა ის, რომ იმ დღესვე, როდესაც პატრიარქმა ნეოფიტემ დანიშნა მღვდლები სოფიაში რმე-ის ტაძარში, მას ეწვია (ოფიციალურად) ალექსანდრიის საპატრიარქოს დელეგაცია?

აღსანიშნავია, რომ პტოლემაიდის მიტროპოლიტის ემანუილის გარდა, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა, მის შემადგენლობაში იყო არქიმანდრიტი ბართლომე, ათონის მონასტრის ახალი ესთიგმენის იღუმენი და არქიმანდრიტი აპოსტოლი. ორივე ათონელი პატრიარქ ბართლომეს ერთგული მომხრეა და მისი იდეების მქადაგებელი, პირველ რიგში მეუ-ს აღიარების საკითხში.

ვვარაუდობთ, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაარწმუნოს პატრიარქი ნეოფიტე მეუ-ს აღიარების აუცილებლობაში, რაზეც მას უკვე ესაუბრა  ქალკედონიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ემანუელი.

ყველაფერი ზემოხსენებული მეტყველებს იმაზე, რომ ფანარიონი მტკიცედ და სისტემატურად აგრძელებს სვლას თავისი მიზნისკენ - აიძულოს ადგილობრივი ეკლესიები, რომ  აღიარონ უმე.

შესაძლებელია?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ