სახ. დეპარტამენტის და ფანარიონის შეტევა: გაუძლებს საქართველო და იერუსალიმი?
ნოემბერში, სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური ეწვია ფანარიონს, საქართველოსა და ისრაელს. რა მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტებს მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსთვის?
ბოლო დღეებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რამდენიმე შეხვედრა გამართა ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ ევროპის მეთაურებთან, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ვარფოლომეისთან და საქართველოს პატრიარქთან ილია II-თან. ეს შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც გაიმართა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის (რომელიც სავარაუდოდ არქიეპისკოპოსის ქრიზოსტომის მიერ დომენიკოს თვითნებური შეწყალების საკითხსაც განიხილავს) შეკრების წინა დღეს. ამიტომ, რთული არაა ვივარაუდოთ, რომ პომპეის ვიზიტები ფანარიონსა და საქართელოში პირდაპირ კავშირშია მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) აღიარებასთან. ამაზეერთდროულად რამდენიმე ფაქტი მიუთითებს.
„აშშ-ს საპატრიარქო"?
მაიკლ პომპეოს თურქეთში ვიზიტი, არანაირად არ ითვალისწინებდა თურქეთის სახემწიფო სტრუქტურებთან შეხვედრას. ე.ი. პომპეო უნდა შეხვედროდა ერდოღანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოულოდნელად შეცვალა განზრახვა და სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური მხოლოდ პატრიარქ ვარფოლომეისთან შეხვედრით დაკმაყოფილდა. ამერიკელი დიპლომატები არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ამაში ვერანაირ პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ხედავენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - თურქეთის ხელისუფლებამ პომპეი დემონსტრაციულად უგულებელყო.
თავად სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პატრიარქ ვარფოლომეის მხოლოდ მსოფლიო რელიგიური თავისუფლების საკითხების განსახილველად ხვდება. მოგვიანებით, უკვე შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში ითქვა, რომ ფანარიონის ხელმძღვანელთან განიხილავდნენ საკითხებს, რომლებიც შეეხებოდა ეკუმენურ საპატრიარქოს, საბარძნეთის დიასპორას, თურქეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებს, მსოფლიო მართლმადიდებლობას, და ქრისტოანობათაშორის დიალოგის მსვლელობას. ფანარიონზე კი ხაზი გაუსვეს, რომ შეხვედრის ფარგლებში „მათ გაცვალეს მოსაზრებები ძირითადი უფლებების პატივისცემისა და მსოფლიო რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელთა გაძლიერებითაც, როგორც ცნობილია აშშ დაინტერესებულია.“
თურქეთში დარწმუნებული არიან, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფანარიონის ურთიერთობა არა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ.
თუმცა, ანკარაში, და ზოგადად მთელს თურქეთში, ამ გამარტივებული განცხადებების მიღმა არა მარტო „რელიგიური კომპონენტი“, არამედ რაღაც სხვაც დაინახეს. ასე რომ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მოუწოდა, რომ სანამ რელიგიურ კონტექსტში თურქეთის პრობლემების განხილვას დაიწყებს „სარკეში ჩაიხედოს“. აღნიშნულმა რჩევამ ნათლად აჩვენა, რომ თურქეთის ხელისუფლება პომპეოს ვიზიტში ხედავს არათუ სურვილს წინ წამოწიოს „რელიგიური თავისუფლების“ საკითხები, არამედ მისწრაფებას რელიგია გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის.
თურქეთში დარწმუნებული არიან - სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფანარიონის ურთიერთობა, პირველ რიგში უნდა განვიხილოთ არა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში.
კერძოდ, თურქულმა გაზეთმა „Aydinilik” პრაქტიკულად, ამ ორი „ძირითადი პარტნიორის“ შეხვედრის დღეს გაუშვა სტატია, რომელშიც მოიყვანა ფანარიონის „FETÖ“-თან, „ფეტჰულაჰისტების ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ (თურქ.Fethullahçi Terör Örgütü (FETÖ), კავშირის კონკრეტული (მათი აზრით) მაგალითები. თურქეთის ხელისუფლების აზრით, სწორედ ამ ორგანიზაციამ და მისმა მეთაურმა ფეტჰულაჰ გიულენმა 2016 წელს ერდოღანის წინააღმდეგ პუტჩი მოაწყო.
„Aydinilik”-ის გამომცემლობამ კი, აშშ-ში ფანარიონის საეპსკოპოსოს მღვდელსა და პროგრამის „Rumi Forum” ხელმძღვანელს, რასიტ ტელბისოღლუს შორის მიმოწერა გამოაქვეყნა. თავის მხრივ, ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ „Rumi Forum” წარმოადგენს აშშ-ში „FETÖ“-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას, რომლის ცენტრიც ვაშინგტონშია.
სხვა სტატიაში, იგივე გამომცემლობამ, ფაქტიურად დაადანაშაულა პატრიარქი ვარფოლომეი, რომ ის შეერთებული შტატების „ჯაშუშია“. სტატია სათაურით „ეს აშშ-ს საპატრიარქოს სტილშია“ ირწმუნება, რომ „დღეს ფანარიონი უფრო მეტად აშშ-ს მხარესაა ვიდრე თურქეთის, და ის აგრძელებს თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არა მარტო რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ საკითხებშიც.“
თურქული გამომცემლობის „Aydinilik” სტატია სათაურით „ეს აშშ-ს საპატრიარქოს სტილშია“ ირწმუნება, რომ „დღეს ფანარიონი უფრო მეტად აშშ-ს მხარესაა ვიდრე თურქეთის, და ის აგრძელებს თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არა მარტო რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ საკითხებშიც.“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პატრიარქ ვარფოლომეის კვლავ შეახსენეს გიულენთან მეგობრობის შესახებ და ღიად მიანიშნეს, რომ მისი უკიდურესად აქტიური პრო-ამერიკული საქმიანობა შეიძლება ცუდად დასრულდეს. ამ კონტექსტში გასაგები ხდება თურქეთის სახელმწიფოს ქმედება, როდესაც მან წმინდა სოფიას ტაძარი და ხორას მონასტერი მეჩეთად გადააკეთა - რითაც ფანარიონს განუმარტა, რომ აშშ მის დაცვას ვერ შესძლებს.
მეორეს მხრივ, პომპეის და პატრიარქ ვარფოლომეის შეხვედრა შეიძლება განვიხილოთ აშშ-ს მხრიდან თურქეთის ხელისუფლებისადმია აშკარა მინიშნებად, რომ თავი დაანებოს ფანარიონს. რა მეთოდებით დაიცავს აშშ- თავისი „მნიშვნელოვანი პარტნიორის“ ინტერესებს - ეს უკვე სახვა საკითხია. რადგან სრულიად აშკარაა, რომ სახელმწიფოს დეპარტამენტის „პროტექტორატი“, ფანარიოტებს ყველა შემთხვევაში ძვირი დაუჯდებათ. და აქ პირველ ადგილზე გადმოვა ფანარიონის მხრიდან აშშ-ს ინიციატივების არა მხოლოდ ვერბალური მხარდაჭერა, როგორიცაა მაგალითად „რელიგიური საკითხების“ კიდევ უფრო აქტიურად წამოწევა, არამედ კონკრეტული ქმედება მართლმადიდებლობის შემდგომი დაყოფისთვის. შექმნილ ვითარებაში, ეს ნიშნავს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან მეუ-ს აღიარების უფრო აქტიურ ხელშეწყობას.
საქრთველო: შანტაჟი აფხაზეთით?
აღნიშნული ვარაუდი დასტურდება პომპეოს ვიზიტის პროგრამის შემდეგი ნაწილით. პატრიარქ ვარფოლომეისთან მოლაპარაკებების მომდენო დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თბილისში გაემგზავრა, სადაც შეხვდა საქართველოს პატრიარქ ილია II-ს. აშშ-ს საელჩოს განცხადებით პომპეომ და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რელიგიის თავისუფლების დაცვისა და განვითარების საქმეში.
თუმცა, მოდით დავსვათ კითხვა, - ნამდვილად თამაშობს თუ არა საქართველო იმდენად მნიშვნელოვან როლს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, რომ რეალურად შეძლოს დახმარება ისეთი მნიშვნელოვანი საკითების წინ წამოწევასა და დაცვაში, როგორიცაა რელიგიური თავისუფლება? პასუხი ისედაც ნათელია.
პატრიარქ ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, საეჭვოა რომ პომპეოსთან „რელიგიური თავისუფლების“ საკითხების განხილვა დიდად აინტერესებდა წინამძღვარს. ამიტომ, აშშ-ს მხრიდან ფანარიონის ინტერესების აშკარა მხარდაჭერა რომ არა (რომელთაგან ყველაზე დიდი ინტერესად აუცილებელია გამოვყოთ მეუ-ს შემდგომი ლეგალიზაცია), შეხვედრას შესაძლაბელის მხოლოდ სავალდებული ფორმა ჰქონოდა.
აშკარაა რომ პომპეოსა და პატრიარქ ილიას შეხვედრის მიზანი, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს წინამძღვარი დაერწმუნებინა ეღიარებინა ეს ახლადშექმნილი რელიგიური სტრუქტურა.
არპირდაპირ მტკიცებულებად იმისა, რომ ფანარიონმა უფრო აქტიურად დაიწყო საქართველოს გადაბირება, შეიძლება ჩაითვალოს კვიპროსის ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის სიტყვებიც, რომელმაც მეუ-თან დაკავშირებით თავისი პოზიციის არგუმენტად მოიყვანა ის, თითქოს მერ-მა (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია) საქართველოს წაართვა კანონიკური ტერიტორიები. უნდა აღინიშნოს, რომ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი ამის შესახებ ალაპარაკდა ფანარიონზე ვიზიტის შემდეგ. რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სერიოზულად განიხილავს ქართულ ეკლესიას თავის შესაძლო „პარტნიორად“.
აშკარაა, რომ პომპეოსა და პატრიარქ ილიას შეხვედრის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს წინამძღვარი დაერწმუნებინა ეღიარებინა ეს ახლადშექმნილი რელიგიური სტრუქტურა.
და ეჭვიც არ შეგვეპაროს იმაში, რომ უფრო მეტი „შეთანხმებულობისთვის“ ფანარიოტების მიერ შეიძლება „არგუმენტად“ გამოყენებულ იქნას, აფხაზეთში მარგნალურ სქიზმატური ჯგუფების ფანარიონის მიერ „აღიარება“. მითუმეტეს, რომ „აღიარებაზე“ მოთხოვნა აფხაზებმა 8 წლის წინ დაწერეს, 2019 წელს კი მიტროპოლიტი ემანუელი უკვე ცდილობდა მოლაპარაკებოდა საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობას მეუ ეღიარებინა, ემუქრებოდა რა მას სწორედ ამ „აღიარებით“.
ამჯერად, რამდენად წარმატებული იყო მოლაპარაკებები - ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ვიცით რა პატრიარქ ილიას დამოკიდებულებები, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სანამ ის ცოცხალია - ქართული ეკლესია უკრაინელ სქიზმატებს არ აღიარებს.
იერუსალიმი და „ამერიკელი მეგობრები“
კიდევ ერთი შეხვედრა გამართა პომპეომ 2019 წელს - შეხვედრა ისრაელის ხელმძღვანელობასთან. სახელმწიფო დეპარტამენტში ესმით, რომ პატრიარქ თეოფილოსზე პირდაპირი ზეწოლა ძნელად თუ იქნება შესაძლებელი. არ არის ასე ვთქვათ, „აფხაზურის“, „ჩერნოგორგკის“ ან „მაკედონურის“ მსგავსი „არგუმენტები“. იერუსალიმის ეკლესია, რომ აიძულო ამერიკულ-ფანარიოტული პირობები მიიღოს, ერთადერთი გზაა საპატრიარქოს მაქსიმალურად გაურთულო ისედაც არც თუ ისე მარტივი ცხოვრება. სახსრები ამისათვსი არსებობს - საკმარისია გავიხსეოთ უძრავი ქონების უკვე კარგად დამკვიდრებული პრობლემა ძველ ქალაქში.
მაშ ასე, რადიკალური დაჯგუფების „Ateret Cohanim” წარმომადგენლები წაჟინებით მოითხოვენ საკუთრების უფლებას მართლმადიდებლურ უძრავ ქონებაზე, რომელიც ღვთის საფლავის მახლობლად მდებარეობს და იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფება.
Ateret Cohanim – მემარჯვენე რადიკალური ორგანიზციაა, რომლის მიზანია, „აახდინოს თაობათა დიდი ხნის ოცნება, - აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს ერთიანი იერუსალიმი“. დღესდღეობით, ეს დაჯგუფება 59 უძრავი ქონების ობიექტს ფლობს იურუსალიმის ძველ ქალაქში და პრეტენზიას აცხადებს კიდევ რამდენიმე ათეულ ობიექტზე. ალბათ არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ მთავარი მიზნის რეალიზების საქმეში „Ateret Cohanim”-ს უდიდეს დახმარებას უწევს ორგანიზაცია, რომლის სახელია „Ateret Cohanim-ის ამერიკელი მეგობრები” და რომლის ოფისიც ნიუ-იორკშია. გარდა ამისა, „Ateret Cohanim”-თან უმჭიდროვეს კავშირშია აშშ-ს ამჟამინდელი ელჩი ისრაელში დევიდ ფრიდმანი, რომელიც მას არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, არამედ მსხვილ თანხებსაც იხდის მისი განვითარებისათვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იერუსალიმის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოდის ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს აშშ-ს მთავრობა, რომელიც თავის მხრივ, იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან მეუ-ს აღიარებითაა დაინტერესებული. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ პომპეოს ისრაელში ვიზიტი, სხვა მიზნებთან ერთად, უკავშირდება პატრიარქ თეოფილოსზე ზეწოლის გაძლიერებას.
„საპატრიარქო, ყველაფერზე წამსვლელია, რათა დაიცვას და გადაარჩინოს თავისი საკუთრება იაფას კარიბჭესთან და მთლიანად საეკლესიო ქონება“.
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოსი
ამ თვალსაზრისით, უკიდურესად საგანგაშოდ გამოიყურება იერუსალიმის ეკლესიის მეთაურის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ „საპატრიარქო, ყველაფერზეა წამსვლელი, რატა დაიცვას და გადაარჩინოს თავისი საკუთრება იაფას კარიბჭესთან და მთლიანად საეკლესიო ქონება“. პატრიარქმა ონუფრიმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ „იერუსალიმში ქრისტიანობის არსებობის დაცვა ლოზინგებით კი არა, რეალური ქმედებებით მიიღწევა“.
რა იქნება შემდეგში?
სულაც არ არის ფაქტი, რომ პომპეო თანამდებობაზე დარჩება აშშ-ში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგაც. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგი ხელმძღვანელი მის საქმიანობას გააგრძელებს - არა მარტო იმიტომ რომ ამერიკაში ცდილობენ შეინარჩუნონ მთავრობის უწყვეტობა, არამედ იმიტომაც, რომ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული გეგმები ამ ქვეყანაში წლების წინაა შემუშავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მომავალშიც წამოწევს წინ მსოფლოს მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან მეუ-ს აღიარების საკითხს. ამ ყველაფერის გათვალისწინებით არ არის გასაკვირი პომპეოს გააქტიურება.
ჯერ ერთი, როგორც უკვე ვთქვიტ ის შეიძლება წავიდეს, რაც ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცდილობს, მინიმუმ გააძლიეროს მართლმადიდებლობის გაყოფის საქმეში მიღწეული „წარმატებები“, რომ მის მემკვიდრეს არ მოუწიოს ყველაფრის ნულიდან დაწყება.
მეორე, სახელმწიფო დეპარტამენტში ესმით რომ საჭიროა უკიდურესად სწრაფი რეაგირება „კვიპროსის პრობლემაზე“; რადგან იმ შემთხვევაში, თუ 23 ნოემბერს ამ ეკლესიის სინოდი მაინც გაიმართება, არ არის გარანტია იმისა, რომ ამერიკულ-ფანარიოტული ალიანსისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ კვიპროსის სინოდალები შეძლებენ ეკლესიის კანონების დაცვას, მაშინ მეუ-ს „ჰიბრიდული აღიარების“ პროცესი სამუდამოდ თუ არა, მინიმუმ მრავალი წლის განმავლობაში შეჩერდება.
მეტიც, იმ შემთხვევაში თუ კვიპროსის სინოდალები შეძლებენ ეკლესიის კანონების დაცვას, მაშინ მეუ-ს „ჰიბრიდული აღიარების“ პროცესი სამუდამოდ თუ არა, მინიმუმ მრავალი წლის განმავლობაში შეჩერდება.
და მესამე, მოქმედებს რა „რელიგიური თავისუფლების“ მცნების საფარქვეშ სახელმწიფო დეპარტამენტი დაკავებულია სხვადასხვა, თავისთვის ხელსაყრელი პროექტების წინ წამოწევით, რომელთა შორის არც თუ ბოლო ადგილზეა მეუ-ს აღიარება. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ამ სტრუქტურის გამოჩენისთანავე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მეუ-ს ჩამოყალიბება „ისტორიული მოვლენა იყო უკრაინისთვის“, ხოლო აშშ „აგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და თვლის, რომ რელიგიის თავისუფლებას არ უნდა გადაეღობოს გარე დაბრკოლებები“.
აქედან ნათელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანი მეუ-თან დაკავშირებით არის არა ის, რომ უკრაინელთა ნაწილს ჰქონდეს გარანტირებული „უფლება“ ილოცოს ამ „ეკლესიაში“ (მათ ამ უფლებას არც არავინ ართმევს), არამედ ის, რომ დაასუსტოს რუსული ეკლესია სრულიადნმართლმადიდებლურ დონეზე და აიძულოს როგორც ის, ასევე სხვა ეკლესიები, იყვნენ უფრო დამთმობნი იმსაკითხებში, რომელთა წამოწევაც აშშ-ს ინტერესებში შედის.
მითუმეტეს, რომ მეუ-ს აღიარება ორმხრივად მომგებიანია: ფანარიონი აძლიერებს პოზიციებს მართლმადიდებლურ სამყაროში და ფაქტიურად იქვემდებარებს ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს მძლავრ იარაღს აღმოსავლეთ ევროპასთან, ბალკანეთთან და რუსეთთან დაკავშირებით საკუთარი გეგმების განსახორციელებლად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში პომპეოს ბოლო მოგზაურობა მოწმობს იმას, რომ აშშ აგრძელებს ადგილობრივ ეკლესიებზე ზეწოლას მეუ-ს აღიარების საკითხში. და რაც უფრო დიდი ხანი დასჭირდებათ ამისათვის, მით უფრო იძულებულნი იქნებიან მიმართონ რადიკალურ ზომებს, - დაწყებული „ტომოსის“ შანტაჟიდან დამთავრებული პოლიტიკური ზეწოლით ან პირდაპირი დაშინებით. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს მაინც დასრულდება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მოცემულ მომენტში, სულ უფრო მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხვდება, რომ უკრაინული განხეთქილება - ეს სუფთად პოლიტიკური პროექტია, რომელსაც საფუძველში არაფერი აქვს საერთო ღვთის რწმენასა და ეკლესიასთან.