„უმე-ს წერილი“ ხელისუფლებას: საქმე გარკვეულია, ველოდებით რეაქციას
ჟურნალისტებმა მისწერეს წერილი მსსე -ს, სადაც დაადასტურეს, რომ ხელისუფლების პრეტენზიები უმე-ს მიმართ, მოგონილია. და რომ მის შემდეგაც თუ არაფერი შეიცვლება, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნებს ამ პრეტენზიების გულწრფელობის შესახებ.
მჟკ-ში უკვე გაარჩიეს რესურს დიალოგის რედაქციის პუბლიკაცია. „უმე-ს წერილი ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში - როგორი შეიძლება იყოს ის“, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუმცა, აი, გამოჩნდა იმავე ჟურნალისტების ანალოგიური „წერილი უმე-გან“, მაგრამ უკვე სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურის ვიქტორ ელენსკის მისამართით.
ამ წერილში აწონ-დაწონილად და არგუმენტირებულად არის გაანალიზებული უმე-ს სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ურთიერთდამოკიდებულებების მთელი სპექტრი. და ეს დოკუმენტი სცდება ერთ-ერთი საეკლესიო რესურსის „ჩვეულებრივი“ პუბლიკაციის ჩარჩოებს. ესაა მანიფესტი, რომლის დებულებებიც არ შეიძლება უარყოფილ იქნეს.
მას ალბათ, წაიკითხავს სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაური ვიქტორ ელენსკიც და ყველა ჩინოვნიკი, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს პოლიტიკიას ეკლესიასთან მიმართებაში. და თუ „წერილის“ წაკითხვის შემდეგ ამ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, ჩვენ შეგვიძლია სავსებით კონკრეტული დასკვნების გამოტანა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თუ რა დასკვნების - ამის შესახებ ვისაუბრებთ „დიალოგი ტუტ“-ის დოკუმენტის მოკლედ გადმოცემის შემდეგ.
უმე-მ დოკუმენტების დონეზე განაცხადა მისი პატრიოტულობის შესახებ
ეკლესიის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე განსაზღვრავს წინამძღოლისა და სინოდის ოფიციალური განცხადებები. უმე-ში დეკლარირება გაუკეთეს უკრაინისადმი თავიანთ მხარდაჭერას ომის პირველ დღეებსა და საათებშიც კი, როცა ყველას როდი ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანა შეძლებდა მტრის შემოჭრის მოგერიებას. ესაა მიტროპოლიტ ონუფრის განცხადებები 2022 წლის 24 თებერვალს და უმე-ს სინოდის განცხადებები 2022 წლის 28 თებერვალს. ამ დოკუმენტებში, პირველ რიგში, გამოიხატა ეკლესიის სრული მხარდაჭერა უკრაინელი მეომრების მიმართ, მეორე - გამოიხატა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, მესამე - მათში გაჟღერდა მიმართვა რმე-ს პატრიარქის მიმართ მოწოდებით ეტთქვა მისი სიტყვა რფ-ს ხელისუფლებისთვის სისხლისმღვრელი ომის შეწყვეტაზე.
ყველაფერი ეს არის უატყუარი ფაქტები. ის შეიძლება ვინმეს მოსწონდეს, მაგრამ მათი იგნორირება არ შეიძლება.
რატომ არ შეიძლება უბრალოდ ადგე და გამოცხადო ავტოკეფალია
დიალოგი.ტუტ სრულიად სამართლიანად წერს, რომ სახელმწიფო ეთნოპოლიტიკაში არსებითარ უმე-გან მოითხოვენ, რომ მან „გამოცხადოს საკუთარი დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია)“. თუმცა, ასეთი თვითგამოცხადება დიდი ალბათობით იწვევს იმას, რომ უმე აღმოჩნდება გაურკვეველ კანონიკურ სტატუსში.
„განხეთქილების საკითხი, ანუ ჩვენი ეკლესიის სტრუქტურის სტატუსში გადასვლის შეუძლებლობის საკითხი, რომელიც არაა მოწოდდებული მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ, რომლის საიდუმლოებების ქმედითობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, წარმოადგენს ყველაზე მწვავეს ჩვენი თვითშეგნებისა და ჩვენი მრავალი ერთგულის გაცნობიერებისთვის. სწორედ ასეთი იყო ორი ათწლეულის განმავლობაში „კიევის საპატრიარქოს“ დებულება და ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ჩვენი ეკლესიის ასეთი ხვედრი. ჩვენთვის ამ საკითხს უფრო პრიორიტეტული მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის ფორმალურ მიღებას თვითგამოცხადების მეშვეობით“, - სამართლიანად წერენ დიალოგში.
აქ მთავარი საკითხია პატრიარქ ალექსის სიგელი, რომელშიც ნათქვაქმია, რომ უმე დაკავშირებულია მსოფლიო ეკლესიასთან რმე-ს მეშვეობით. სწორედ სიგელის ამ პუნქტთან აქვთ მთავარი პრეტენზიები სახელმწიფო ეთნოპოლიტიკაში.
ეს მართლაც არაერთმნიშვნელოვანი ფორმულირებაა. თუმცა, ახლა მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გაურკვევლობა გადაწყდეს ეკლესიის შიგნით და არა გარედან ზეწოლით.
„ჩვენს გაგებაში ასეთი ფორმულირება ადასტურებს ჩვენს კავშირს მსოფლიო მართლმადიდებლობასთან იმ ხერხით, რომლითაც შესაძლებელი იყო ამ სიგელის გამოცხადების დროს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კავშირი მსოფლიო მართლმადიდებლობასთან, ხოლო როგორ შეიცვლება სიტუაცია, რომ ეს გაკეთდეს არა რმე-ს მეშვეობით, რომლის ხელმძღვანელობამაც მხარი დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ ომს, უნდა იყოს დიალოგის საგანი საერთო მართლმადიდებლურ დონეზე“, - ნათქვამია დიალოგის დოკუმენტში.
ჩვენ აქ შეგვიძლია მხოლოდ იმის დამატება, რომ „ჯანსაღი ადამიანის“ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა იყოს დაინტერესებული ეკლესიების სასულიერო კავშირების დეტალების საკითხით. ხელისუფლებას შეიძლება აინტერესებდეს მხოლოდ ადმინისტრაციული ურთიერთდამოკიდებულებები. უხეშად რომ ვთქვათ კიევში ასრულებენ თუ არა მოსკოვის ბრძანებებს, შეიძლება თუ არა უმე-ს მეშვეობით „რუსული მშვიდობის“ იდეის გავრცცელება. 2022 წლის 27 მაისის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო კრება კი თავისი გადაწყვეტილებებით გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას თეორიაშიც კი.
უმე გმობს რმე-ს „სამხედრო რიტორიკას“
ჯერ კიდევ 2022 წლის 27 მაისს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გამოითქვა „დაუთანხმებლობა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციასთან უკრაინაში ომთან დაკავშირებით“.
იმ დროიდან ამას მოჰყვა რიგი განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ უმე-ს გააჩნია პირდაპირ საპირისპირო პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ვიდრე იმას, რასაც აცხადებენ რმე-ში.
დიალოგი.ტუტ- ახსენებს ელენსკის პატრიარქ კირილისადმი სუმის მიტროპოლიტ ევლოგის წერილს არციზის არქიეპისკოპოს ვიქტორის ძალიან ხისტი მიმართვის შესახებ.
უმე არ იღებს მისი ეპარქიების ფაქტიურ ანექსიასაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ამის შესახებ განაცხადა მიტროპოლიტმა ონუფრიმ თავის მიმართვაში სახელმწიფოებრიობის დღეს: „ჩვენი ეპარქიებისა და მორწმუნეების ნაწილი აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ხშირად არ გვაქვს მათთან კავშირი, ჩვენ არ შეგვიძლია რეალურად მათთვის დახმარება, გარდა იმისა, რომ ვილოცოთ მათზე. თუმცა, ესაა ჩვენი ეპარქიები, ჩვენი ხალხი, ჩვენ მათზე ვლოცულობთ, ჩვენ მათ ვთვლით ჩვენს ძმებად და დებად და ველოდებით მათი კავშირის აღდგენას ჩვენთან ერთიან დამოუკიდებელ უკრაინაში“.
ინდივიდუალური და არა კოლექტიური პასუხისმგებლობა
დიახ, უმე-ში არიან კლირიკოსები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ კოლაბორაციონიზმით. თუმცა, საერთო ჯამში, უმე-ს მღვდელმსახურებისა და ბერების რიცხვი არის ზღვაში წვეთი, პროცენტის მეასედი. კოლაბორანტები არიან ნებისმიერი ფორმაციით - სახელმწიფო მოსამსახურეებში, პოლიციაში, უუს-ში, სახალხო დეპუტატებს შორისაც. და მოღალატეების პროცენტი იქ ხშირად გაცილებით მაღალია, ვიდრე უმე-ში. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვესმის გამონათქვამები „მოსკოვის მენტი“ ან „მოსკოვის სბუ-ელი“, გვესმის მხოლოდ „მოსკოვის მღვდელი“. და ეს მის-ში ყბადაღებული კამპანიის შედეგეია, რომელსაც, სამწუხაროდ აქეზებს ხელისუფლება.
მეუ-ში ტაძრების გადაყვანა არ ნიშნავს იქ ადამიანების გადასვლას
დიალოგი.ტუტ სამართლიანად მიუთითებს, რომ ძალადობრივად მეუ-ში გადაყვანილი ტაძრები ცარიელი დგას, ადამიანები კი სალოცავად ქოხებში ან მიმდებარე შენობებში გადადიან; გაპიარებული „უკრაინის მეუ-ს ლავრა“ აღმოჩნდა სიცრუე - 250 ბერიდან დუმენკოსთან მხოლოდ ერთი გადავიდა. ანუ ხელისუფლების ზეწოლას ეკლესიაზე არ მოაქვს არანაირი შედეგი. როგორც დიალოგი. ტუტ წერს, ამ მეთოდებმა „საზოგადოების ცნობიერებაში თავი ამოწურა“.
ბრძოლა უმე-ს წინააღმდეგ - ბრძოლა ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ
დიალოგი.ტუტ ახდენს ფაქტის კონსტატაციას, რომ უმე-ს იერარქები ბევრჯერ მოუწოდებდნენ უკრაინელებს ერთიანობისკენ და ხაზს უსვამდნენ, რომ რეპრესიები საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგ ასეთ ერთიანობს არღვევს.
ჩვენ აქ დავამატებთ სპ-ს ექს-მრჩევლის ალექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ უმე-ს თავს მინიმუმ 6 მილიონი ადამიანი მიაკუთვნებს. მოსახლეობის რაოდენობის ბოლო მონაცემების მიხედვით კი, ეს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია.
„ჩვენ გვსურს ნორმალურ ზესახელმწიფოდ ყოფნა თუ გვსურს ვიყოთ იდიოტები განხეთქილების პრიმიტიული ტექნოლოგიის სასარგებლოდ? ეს ხომ პოლიტექნოლოგიაა და არა კულტურული პოლიტიკა. ყველაფერი ძალიან მარტივია: ჩვენ ან ვიქცევით, როგორც გონიერი ადამიანები ან როგორც იდიოტები. ჩვენ ჯერჯერობით, ვიქცევით, როგორც იდიოტები“, - თქვა არესტოვიჩმა. განა შეიძლება მას არ დაეთანხმო?
დიალოგი.ტუტ სამართლიანად წერს ელენსკის, რომ „პოლიტიკა უმე-დან მეუ-ში მრევლის გადასვლის თაობაზე, თქვენთვის დაქვემდებარებული სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის გაერთიანების ნაცვლად ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას ორ ნაწილად ყოფს“. და ეს ჭეშმარიტი სიმართლეა.
ხელისუფლებას რეალურად შეუძლია დაეხმაროს უმე-ს
დიალოგი. ტუტ ხელისუფლებას სთავაზობს უმე-ს წინააღმდეგ რეპრესიების ნაცვლად გადადგას ნაბიჯები, რომელთაც რეალურად შეუძლიათ სარგებლის მოტანა მილიონობით უკრაინელისთვის - საერთო მართლმადიდებლურ დონეზე დიალოგის ორგანიზებაში დახმარება. შეუძლია ამის გაკეთება ხელისუფლებას? უდაოდ. თუმცა, საკითხი მდგომარეობს შემდეგში - გააჩნია თუ არა მას ასეთი სურვილი?
***
დიალოგელების წერილი - ძალიან ფაქტოლოგიურია. შეიძლებოდა, მისი შევსება რაღაც ფაქტებით, მაგალითად, იმ ფაქტით, რომ ფრონტზე იბრძვის უმე-ს მორწმუნეების უდიდესი რაოდენობა, მათ შორის, მღვდლების ნათესავები და შვილები. მთლიანობაში ეს დოკუმენტი სრულად ავლენს ხელისუფლებისა და უმე-ს ურთიერთდამოკიდებულებების არსს, ალაგებს მათ „თაროების მიხედვით“. მასში მოყვანილია არგუმენტები, რომლის იგნორირებაც და უარყოფაც ობიექტურ ადამიანს არ შეუძლია (ხაზს ვუსვამთ - ობიექტურს).
და თუ ელენსკისადმი მისი პუბლიკაციის შემდეგ, მისი სსმე-სა და მისი ორგანოების მხრიდან უმე-ს მიმართ არაფერი შეიცვლება, ეს იქნება მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელი - ყველა მათი მოთხოვნა და პრეტენზია ეკლესიის მიმართ არის უბრალოდ მოთხოვნები და პრეტენზიები. უმე შეასრულებს მათ, ამას მოყვება შემდეგი, მათ ისევ სხვა და ა.შ.
ეს რაღაცით ჰგავს უკრაინისადმი დასავლელი პატრნიორების „სურვილებს“ შევიდეს ნატოსა და ეკ-ში. ერთი პირობა იცვლება მეორეთი, მეორე - მესამეთი და ა.შ. ყველა თანხმდება, რომ უბრალოდ იქ ჩვენი ნახვა არ სურთ, ხოლო მორიგი მოთხოვნები არის საბაბი, რომლითაც ისინი ამართლებენ თავიანთ უსურვილობას მიგვიღონ.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რამდენად გულწრფელია ხელისუფლება უმე-ს მიმართ მის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ ზედმეტი მოძრაობები არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში. ჩვენ შეგვიძლია „დიდხანს და დაჟინებით“ შევასრულოთ პეტიციები, ვწეროთ ღია წერილები, წარმოვაჩინოთ ჩვენი უდიდესი დახმარება ფრონტისთვის, დავამტკიცოთ ყველა ხერხით ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და ა.შ. თუმცა, თუ აღმოჩნდება, რომ ყოველივე ეს დროის უბრალოდ ხარჯვაა? თუ ხელისუფლებას ჩვენგან სჭირდება სრულიად სხვა რამ - მზადყოფნა შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა: არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ კანონიკური (რაც უკვე ხდება) და დოგმატური (შეიძლება მოხდეს ხვალ) კუთხითაც?
მაშინ რა იქნება? მორჩილად „ბრმად მიყოლა“, უბრალოდ რომ არ გაანაწყენო ხელისუფლებაში მყოფები თუ მაინც განაცხადო შენი მტკიცე „არა“? დიალოგის მიერ მოყვანილი ფაქტები მიუთითებენ იმას, რომ უმე მისდევს აბსოლუტურად მოგონილ მიზეზებს, ამიტომაც ჩვენს „გარიყვასა“ არ ექნება საზღვარი და კიდე, სანამ არ აღმოვჩნდებით ეკლესიის მიღმა. თუ ეს არა მხოლოდ უმე-ს, არამედ მთელი უკრაინის რღვევის გეგმაა, რამდენადაც ზოგიერთი უკრაინელის სხვებთან მიზანმიმართული შეზრდა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს განადგურება.
და ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, არც ფიქრობენ აქ ცხოვრებას, არ ფიქრობენ, რომ აქ იცხოვრებენ მათი შვილები. შეიძლება, ასეთი სიტყვები კონსპიროლოგიურად ჟღერს, მაგრამ სხვაგვარად შეუძლეელია ახსნა მიმდინარე მოვლენები.