რატომ არის ეკლესიისთვის რეპრესიები გაცილებით უკეთესი, ვიდრე სიყვარული ხელისუფლებასთან
რფ-ში ამაყობენ თავიანთი „მართლმადიდებლური“ ძალაუფლებით და ამბობენ, რომ უკრაინაში ის უღმერთოა. სახელმწიფოს სიყვარული - კარგია კი? და რა იქნება, როცა შეიცვლება ხელისუფლება?
რმე-ს მორწმუნეებისა და წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ხშირად ჟღერს დღეს თეზისი, რომ უკრაინაში ხელისუფლება არის უღმერთო, ხოლო რფ-ში - პირიქით, მთლიანად ქრისტიანული. მართლმადიდებელი რუსები ძალიან ამაყობენ, რომ მათი პრეზიდენტი ესწრება ღვთისმსახურებებს და პირჯვარს იწერს, ხოლო ჩინოვნიკები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ მის მაგალითს მიბაძონ, აგებენ ტაძრებს, აფინანსებენ რმე-ს და ა.შ. ძალიან ბევრი ამაში ხედავს მართლმადიდებლური იმპერიის „რეინკარნაციის“ ნიშანს მართლმადიდებელი მეფით სათავეში. აქედან გამომდინარე, რუსები უკრაინელებს საყვედურობენ, თითქოს, თქვენ იბრძვით თქვენი უღმერთო ქვეყნისთვისო, არადა რფ-ს მხარდაჭერა სჭირდებაო, სადაც მართლმადიდებლებისთვის არის სრული თავისუფლება.
ამ მომენტისთვის ყველაფერი ასე გამოიყურება: უკრაინაში ხელისუფლება ეკლესიას დევნის, რფ-ში - მხარს უჭერს. თუმცა, როგორც ვიცით, „ყველაფერი დინებას მიყვება, ყველაფერი იცვლება“.
2022 წლის ბოლოს მოხსენებაში ეპარქიის კრებაზე პატრიარქმა კირილმა განაცხადა მიგრანტების მხრიდან „არსებული საფრთხის“ შესახებ, რომელიც „მოიცავს დანაშაულისა და კონფლიქტების ზრდას არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო, არამედ ნაციონალურ და რელიგიურ ნიადაგზე, ჩაკეტილი არხების შექმნა ჩრდილოვანი ეკონომიკით და ავტონომიური სოციალური რეჟიმით, დასახლებული ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობენ განცალკევებულად და ხშირად მტრული დამოკიდებულებით ადგილობრივი მოსახლეობისადმი“.
რმე-ს მეთაურის აზრით, „სხვა ადათ-წესების მატარებლების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოქმნა შეიძლება სერიოზულად ცვლიდეს ჩვენი ხალხის ცხოვრებას, მათ შორის, მოიცავდეს საფრთხეს მისი სულიერი საფუძვლებისა და ტრადიციების შენარჩუნების მიმართ“.
„ბევრი ჩვენგანი სამართლიანად სვამს კითხვას: რა ფასეულობებს, როგორი ცხოვრების სტილს ატარებენ მიგრანტები? როგორ უდგებიან ისინი ჩვენი ქვეყნის ძირძველ მოსახლეობას, ჩვენი მრავალშემადგენლობიანი ხალხის სიწმინდეებს, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს? ხომ არაა დრო ვისაუბროთ არა მხოლოდ ხალხის რაოდენობრივ გაფრთხილებაზე, არამედ მისი იდენტურობის შენარჩუნებაზე?“ - იკითხა რმე-ს პატრიარქმა დამსწრეებში.
მართალია, რუსული ეკლესიის წინამძღოლმა არ თქვა, რომელი კონფესიისგან ხედავენ ისინი საფრთხეს „არა რელიგიური ნიადაგის კონფლიქტებისგან“, ეჭვგარეშეა, რომ ის მუსულმანებს გულისხობდა. მოხსენების დროიდან გასული დროის მანძილზე არ შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა.
გთავაზობთ რფ-ში მუსულმანების შესახებ ახალი ამბების შერჩევას მხოლოდ ბოლო ერთი თვის მანძილზე.
მოსკოვსა და მხარეში მეჩეთებში ყურბან-ბაირამზე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ლოცულობდა. მოსკოვის მხოლოდ სამ მეჩეთში (უფრო ზუსტად, მათ ირგვლივ ქუჩებში) დაახლოებით 200 ათასი მუსულმანი შეიკრიბა - თითქმის 70 ათასი ერთ მეჩეთში.
17 ივლისს სანაპიროს ჩელნაზე მუსულმანმა დაჭრა ჩამოსული რუსი შეძახილით „ალაჰ აკბარ“.
21 ივლისს მოსკოვში შეძახილით „ტაკბირ, ალაჰ აკბარ!“ მუსულმანების კოლონამ ჩაიარა, რომლებიც აპროტესტებდნენ ძალოვანების მიერ ერთ-ერთი მეჩეთის შემოწმების წინააღმდეგ.
28 ივლისს მუსულმანები ეწვივნენ რმე-ს მეომარ ვიქტორის ტაძარს კოტელნიკში და იქ პარასკევის ლოცვა აღავლინეს, რამდენადაც ძალოვანებმა განაცხადეს მათი მეჩეთის „დანაღმვის“ შესახებ, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლშია განთავსებული.
ივლისის 20-იან რიცხვებში მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში სკანდალი აგორდა ჩეჩნების ჯგუფის ირგვლივ, რომლებიც კომპლექსის მაცხოვრებლებს უკრძალავდნენ ძაღლების გასეირნებას, რამდენადაც ძაღლი მუსულმანებში უწმინდური ცხოველია.
და ეს მხოლოდ კონფლიქტებია რელიგიური სარჩულით. ამის გარდა მატულობს საყოფაცხოვრებო კონფლიქტებიც, სადაც მიგრანტი-მუსულმანები ავიწროებენ ადგილობრივ რუს მოსახლეობას. ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ რუსული სოცქსელები სავსეა ასეთი ცნობებით. მაგალითად, რმე-ს ბლოგერი მამა სვიატოსლავ შევჩენკო გვატყობინებს, რომ მის მშობლიურ ბლაგოვეშჩენსკში შორეულ აღმოსავლეთში მუსულმანი-მიგრანტების ჯგუფმა განდევნა რუსი მოზარდები საფეხბურთო მოედნიდან, რათა თავად მათ ეშამათ. და ეს ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი მაგალითია. არის შემთხვევები, როცა შემთხვევები უფრო სამწუხაროა, ლეტალური დასასრულით.
„მუსულმანურ საფრთხეზე“ რმე-ს წინამძღოლის კვალდაკვალ საუბარს იწყებენ რმე-ს ხელმძღვანელობაშიც. მაგალითად, პატრიარქ კირილის ვიკარიუსი ეპისკოპოსი საბა (ტუტუნოვი) აცხადებს, რომ რფ-ში მიგრანტები ენის ცოდნის გარეშე საკმაოდ მარტივად იღებენ პასპორტს და ამის მაგალითად მან მოიყვანა შემთხვევა „რუსი ქალის“ მკვლელობასთან დაკავშირებით.
„შეიძლება რამდენიც გინდა იმდენი ვიშვიროთ ხელი საფრანგეთის მხარეს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ გავუძლებთ ეროვნული დარბევას რამოდენიმე წელი ისევე ირონიულად და განსაკუთრებული შედეგების გარეშე, როგორც ფრანგები? განა ჩვენ რამოდენიმე ასეული წყვილი ავტომობილის დაწვით შემოვიფარგლებით?“ - სხვამს კითხვას მღვდელმთავარი.
თავის სხვა პუბლიკაციაში ის წერს, რომ მეჩეთების დიდი რაოდენობით წარმოქმნა მოიცავს რუსების სულიერი ტრადიციების შენარჩუნების საფრთხეს: „შუა აზიიდან სტუმრები სამუშაოდ ჩამოდიან თუ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის?“ იგივე მამა სვიატოსლავ შევჩენკო საუბრობს ამ პრობლემაზე უფრო გაშლილად.
„იცით, უკვე არაერთხელ დავწერე, რომ მუსულმანების წილი რუსეთის არაისლამურ რეგიონებში უწყვეტად იზრდება. მომავალში ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ სიტუაციას, როცა ქვეყანაში ისლამის წარმომადგენლები უდიდესი უმრავლესობა იქნება. ჩვენი უწმინდურების გამო ღმერთმა შეიძლება ჩვენი მიწა მისცეს მასთ - ადამიანებს, რომლებიც მიესალმებიან მრავალშვილიანობას, არ იკეთებენ აბორტებს, თვალს ადვენებენ თავიანთ ფიზიკურ ფორმას, პატივს სცემენ თავიანთ რწმენას.
არის ხალხური სიბრძნე, რომ სანამ ურემი არ გადაბრუნდება, რუსი კაცი პირჯვარს არ გადაიწერსო. სავსებით დასაშვებია, რომ საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში ყოფნის შემდეგ, იქნებ, ბოლოსდაბოლოს მოეგოს გონს რუსი ადამიანი - შეეშვას ლოთობას, დაიწყოს სპორტით დაკავება, გააჩინოს შვილები, მიმართოს წინაპრების რწმენას- მართლმადიდებლობას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩამოვყალიბდეთ ჯგუფებად, რომ გადავრჩეთ. მაშინ უფალი დაგვეხმარება სხვაგვარად შევხედოთ ჩვენს სამშობლოს“, - წერს რმე-ს მღვდელი.
და ეს მისი პირადი აზრი როდია. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ რფ-ში გესლიანად წერდნენ ევროპაში მსგავს პრობლემებზე, რომელმაც უამრავი მიგრანტი-მუსულმანი მიიღო. ახლა კი რუსები იდენტურ სიტუაციას ეჯახებიან. და რა იქნება, როცა მუსულმანები მოვლენ ხელისუფლებაში? თუ რფ-ში პრეზიდენტი იქნება პირობითი კადიროვი? ყველა „მშვიდობისმყოფელი“ განცხადების მიუხედავად, მუსულმანებს ძალიან დაბალი ტოლერანტობა გააჩნიათ ქრისტიანობისა და ქრისტიანული სიწმინდეების მიმართ. საკმარისია გავიხსენოთ „დემოკრატიული“ თურქეთი, სადაც 2020 წელს მეჩეთად გადააქციეს წმინდა სოფია და სხვა უძველესი ბიზანტიური ტაძრები. თალიბანში კი ჩინოვნიკები პირდაპირ საუბრობენ, რომ მუსულამენის ამოცანაა „ჯვრების გატეხვა და განადგურება“.
ამიტომაც არის დიდი ალბათობა, რომ რფ-ში ხელისუფლებაში მუსულმანების მოსვლის შემთხვევაში რუსულ ეკლესიას, რომელიც ხელისუფლებასთან „თბილი აბაზანის“ მიღებით არის განაზებული, შეიძლება ძალიან, ძალიან რთული ხანა დაუდგეს, რომელიც ედრება ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლას ასწლეულით უკან. და მაშინ ყველა საუბარი მესამე რომზე მართლმადიდებელ რუსებს მწარე დაცინვად მოეჩვენება.
ასეთი კატასტროფული სცენარი აუცილებლად დადგება, ადრე თუ გვიან მოხდება. ქრისტე ხომ არასდროს საუბრობდა - თითქოსდა, ხმელეთის 1/6 ჩემი სამეფო იქნება, რომელიც სამარადისოდ იდგება. არა, ის სრულიად სხვა რამეს ამბობდა: „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური...“(იოან. 18:36). თავისი მოწაფეები კი გააფრთხილა: „ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არ ხართ, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას...თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოან. 15:19-20).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანების ნებისმიერი მცდელობა „მოერგოს“ სამყაროს წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგანაც სამყარო არ ღებს ქრისტეს და საბოლოო ჯამში, ის შეიძულებს მის მიმდევრებს. აქედან გამომდინარეობს ძალიან მარტივი დასკვნა - ეკლესია არ უნდა ემეგობრებოდეს ძალაუფლების მქონეთ, განსაკუთრებით მაცხოვრის მცნებების საზიანოდ. იმათ, ვინც ეს ავიწყდება, საშინელი დარტყმები ელოდება.
არ შეიძლება ითქვას, რომ უკრაინისთვის, რომელიც კარგავს თავის მოსახლეობას, მაგავსი საფრთხე არ არსებობს. არსებობს. დღეისათვის, უმე, რომელსაც ხელისუფლება დევნის, გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანია რუსულ ეკლესიაზე, რომელსაც ეფერება ხელისუფლება. ეს იგივეა შეადარო ორი სპორტსმენი, რომელთაგან ერთ-ერთი დამქანცველი ვარჯიშებით იღლის თავს, მეორე კი „ძალებს ზოგავს“, ფაქტის მიხედვით კი - ცხიმებს აგროვებს დივანზე წამოწოლილი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანები უკრაინაში „უკეთესები“ არიან, ვიდრე რფ-ში. უბრალოდ, ღმერთმა უმე-ს წაართვა „დივანი“ და ის „სპორტდარბაზში“ გადასვა. და ეს საბოლოო ჯამში ეკლესიას სასიკეთოდ ადგება, ხდის მის სამწყსოს მზადმყოფს ნებისმიერი განსაცდელის მიმართ. ეს რომ იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
მართალია, მხოლოდ ღმერთმა იცის, რა გველოდება ხვალ. თუმცა, დღეისათვის უკრაინის ქრისტიანები მზად არიან ამ „ხვალისთვის“ გაცილებით უკეთ. რფ-ს ქრისტიანები კი უკვე დღეს უნდა დაფიქრდნენ იმაზე, აკეთებენ თუ არა ისინი ყველაფერს სწორად. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სანამ დღეს რუსები უკრაინაში იღუპებიან, ებრძვიან რა „ბანდერებს“ და „გეებს“, მათ ტაძრებს ხვალ ვერავინ დაიცავს ისლამში „გადაყვანისგან“. მოახერხებენ თუ არა მაშინ მართლმადიდებლები მათ დაცვას? შეძლებენ კი ისინი დივანიდან წამოდგომას?