როგორ ახდენს ფანარი მეუ-ს აღიარების წინსვლას?
პატრიარქი ბართოლომე ხვდება ჩრდილოეთ მაკედონიის ტოპ-ჩინოვნიკს, ფანარიონის მეორე პირი მიდის ბულგარეთში. რა დგას ვიზიტების უკან და როგორ აისახება ისინი მართლმადიდებლობის ბედზე?
2023 წლის 15 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი დმიტარ კოჩაევსკი ფანარს ეწვია, სადაც პატრიარქ ბართლომესთან შეათანხმა „ორმხრივი ინტერესების შემცველი საკითხები“. ამის პარალელურად ფანარიონის მიტროპოლიტი ემანუელ ქალკიდონელი ბულგარეთში იმყოფებოდა, სადაც მანბულგარეთის პატრიარქისგან მოითხოვა „მოცემული პირობის შესრულება“ და მეუ-ს აღიარება. გარდა ამისა, ემანუელმა ბულგარელებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიას უნდა ეწოდოს „ოჰრიდის სარქისაეპისკოპოსო“ და არა მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესია.
ბუნებრივია, რომ ეს ორივე ვიზიტი შემთხვევითი არაა, ხოლო რმე-ს მღვდელმთავართა ამ დღეებში ჩატარებული თათბირის გათვალისწინებით (სადაც ფაქტიურად გამოცხადდა ფანარს მისწრაფებებისადმი ომი მსოფლიო მართლმადიდებლობაში ძალაუფლების პირველობაზე), ისინი სულ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ მათ მიმართ.
რმე-სა და ფანარს შორის დაპირისპირება გუშინ არ დაწყებულა და მღვდელმთავართა თათბირი მხოლოდ პასუხი იყო იმ სამუშაოზე, რომელსაც აწარმოებს ფანარიონი მისი მეტოქის წინააღმდეგ. ამასთან, საჭიროა აღინიშნოს, რომ ინტრიგების ხლართვაში, კულისებს მიღმა თამაშებსა და „ხანგრძლივ თამაშებში“ ფანარიოტები რმე-საც და ნებისმიერ მეტოქესაც კი უსწრებენ. აქ აისახა ისლამურ გარემოში გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლა და მჭიდრო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან და სპეცსამსახურებთან და თანდაყოლილი „კრეტა-ელინური“ მზაკვრობა (ტიტ. 1, 12).
ამ მაცდურობისა და ინტრიგების ხლართვის ხელოვნების მაგალითად შეიძლება იქცეს სიტუაცია მაკედონიის ეკლესიასთან დაკავშირებით.
ფანარი და მაკედონია
ჯერ კიდევ 2022 წლის 5 ივნისს მაკედონიის ეკლესიამ მიიღო ტომოსი სერბეთის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის შესახებ. თუმცა, მეორე დღეს არქიეპისკოპოსმა სტეფანემ განაცხადა, რომ „ოქრიდის არქისაეპისკოპოსო“ (სწორედ ასე და ეს მნიშვნელოვანი საკითხია - ავტ.) ითხოვს ტომოსს მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის შესახებ, რამდენადაც ეს არის ერთადერთი ეკლესია, რომელსაც უფლება აქვს ასეთი დოკუმენტები მისცეს ტრადიციებისა და კანონების თანახმად“. მან ივარაუდა, რომ მისი მიზანია „ნამდვილი ავტოკეფალიის მიღება, რომელსაც ყველა აღიარებს“, რამდენადაც „ძალაში რჩება კანონიკური ტრადიცია, რომ მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქო იძლევა ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ, ხოლო სხვა ეკლესიები მას კეთილხმოვნად იღებენ“.
რა „კანონიკური ტრადიციაა“ ეს და კერძოდ, რომელ კანონშია ის გაწერილი, არქიეპისკოპოსი სტეფანე დუმდა. სამაგიერო ჩვენ ვიცით, რომ ცნება „ტრადიციები“ ბუნებრივად გადადის ცნებაში „პრივილეგია“. ეს კი უკვე ფანარიონის ხელისუფლების ისტრუმენტია სხვა ეკლესიებზე. ვითარების მსგავსი მდგომარეობა შესანიშნავად იციან რმე-ში და ცდილობენ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
რმე და მაკედონია
მაკედონიის ეკლესიის შიგნით არის ეპისკოპოსების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ფანარსა და რუსულ ეკლესიას შორის დავაში იკავებს კანონიკურ მხარეს და არ თვლის, რომ მათი ეკლესიის ლეგიტიმაციისთვის ასევე არის საჭირო ტომოსი პატრიარქ ბართოლომესგან. მათ შორის ყველაზე ცნობილია კუმანოვისა და ოსოგოვის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფანარიოტული ტომოსისი მიღების აუცილებლობის უარყოფის გარდა, ის ასევე იცავს მმე-ს უფლებას იწოდებოდეს არა „ოჰრიდის სარქისაეპისკოპოსოდ“ (როგორც ამას ფანარი მოითხოვს), არამედ მაკედონიის მართლმადიდებლურ ეკლესიად. უფრო მეტიც, მეუფე გრიგოლმა ასევე დაწერა წიგნი „კონსტანტინოპოლის პატრიარქი პირველი თანასწორთა შორის/გარეშე“, რომლის სათაურიდანაც უკვე გასაგებია, რომ ის ფანარის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა. ამასთან, თავის პოზიციას ის წარმოაჩენს, როგორც „პატრიოტულს“, არქიეპისკოპოს სტეფანეს პოზიციისგან განსხვავებით.
ამავე დროს ზოგიერთი ამ მღვდელმთავარს უწოდებს არაობიექტურს მაკედონიის ეკლესიაში.
მეუფეს ბრალს სდებენ საკმაოდ ხშირ ურთიერთობას სოფიაში რუსული მეტოქის მეთაურთან არქიმანდრიტ ბასიანთან (ზმეევი). თითქოს სწორედ ის ახდენს მოსკოვის პოზიციის „ტრანსლირებას“ ზოგიერთი მაკედონიელი მღვდელმთავრისთვის.
მაგალითად, ერთ-ერთი ღვთისმსახურების შემდეგ მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა, რომ მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესია ფანარიონისა და რმე-ს დავაში მეუ-ს აღიარების საკითხზე „მტკიცედ იკავებს რუსულ მხარეს“.
ამ კონტექსტში ფანარიოტების მიერ მათი ტომოსის წინსვლა გამოიყურება არა როგორც „კანონიკური ტრადიცია“, არამედ როგორც მცდელობა მაკედონიის ეკლესია გაიყვანოს, როგორც რმე-ს, ასევე სერბეთის ეკლესიის „გავლენის ორბიტადან“.
ამასთან, რმე-ს გავლენისგან „თავისუფლების“ ხილულ ნიშნად უნდა იქცეს არა მხოლოდ „სწორი“ ტომოსის გადაცემა, არამედ მეუ-ს აღიარება. საკუთრივ, დუმენკოს გაგება არის იგივე საფასური, რომელიც უნდა გადაიხადო „ნამდვილი ავტოკეფალიისთვის“, რაც არ სურთ მაკედონიელებს.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფანარიოტულ ტომოსს სხვა მხარეც გააჩნია - დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის ეკლესიაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც პატრიარქი ბართოლომე თავის „ტრადიციას“ მისცეს ავტოკეფალია უბრალოდ ასე არ დათმობს და გამოიყენებს მოწინააღმდეგეებზე ზეწოლის ყველა შესაძლო მეთოდს. პირველ რიგში, სახელმწიფო ხელისუფლების მეშვეობით.
სწორედ ამიტომაც ის შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ კოჩაევსკის - რათა შეათანხმოს ტომოსის მიღების პირობები. ის მარტივია - მეუ-ს აღიარება და მაკედონიის ეკლესიისთვის სახელის გადარქმევა და ოქრიდის არქისაეპისკოპოსოდ. სწორედ ამიტომაც ჩრდილოეთ მაკედონია ფიგურირებდა ბულგარეთში ემანუელ ქალკიდონელის ვიზიტის დროს.
ფანარი და ბულგარეთი
ქალკიდონიის მიტროპოლიტ ემანუელის ვიზიტს ბულგარეთში ჰქონდა რამოდენიმე მიზანი:
- მეუ-ს აღიარების წინსვლის მცდელობა;
- აიძულო ბულგარელები უწოდო მაკედონიის ეკლესიას „ოქრიდის არქისაეპისკოპოსო“.
დასახული მიზნის რეალიზაციისთვის მეუ-თვის ტომოსის მთავარმა იდეოლოგმა და ინიციატორმა (შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ემანუელი თავმჯდომარეობდა კიევში „გაერთიანებულ საეკლესიო კრებას“) აირჩია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბულგარელი მღვდელმთავარი - პლოვდივის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
„გარემოებების ბედნიერი დამთხვევის წყალობით“ მეუფე ნიკოლოზი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეპისკოპოსია ბულგარეთში, არამედ ბულგარეთის ეკლესიის შიგნით „რუსული გავლენის“ ცნობილი მოწინააღმდეგეც. მაგალითად, სწორედ მან თქვა უარი 2019 წლის ოქტომბერში მიეღო მონაწილეობა რმე-ს დელეგაციასთან შეხვედრაში, რომელიც მის ქვეყანას ეწვია. აქამდე სამი თვით ადრე ისე „დაემთხვა“, რომ მეუფე ნიკოლოზი იმყოფებოდა ფანარზე, სადაც ის თბილად მიიღო პატრიარქმა ბართოლომემ. ანუ სწორედ მისი არჩევა ფანარიოტებთან მომლაპარაკებლის სახით შემთხვევითი როდია. და ჩვენ ვიცით, რომ ეს მოლაპარაკებები წარმოებდა.
2023 წლის 15 ივლისს მიტროპოლიტმა ემანუელმა მოითხოვა „დანაპირების შესრულება“, თითქოსდა პატრიარქ ნეოფიტის მიერ იმის თაობაზე მიცემული პირობის, რომ ბულგარეთის ეკლესიის დიპტიხს დაემატოს დუმენკოს სახელი. გარდა ამისა, მან გამოთქვა სურვილი, რომ ბულგარეთის ეკლესიამ გადახედოს თავის დამოკიდებულებას ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის სახელწოდებასთან დაკავშირებით.
თუმცა, როგორც ჩანს, მიტროპოლიტმა ემანუელმა ვერ გათვალა მეუფე ნიკოლოზზე ზეწოლის ძალა და თავისი მოთხოვნები წარმოადგინა საკმაოდ უხეში ფორმით. რაზეც მიიღო პასუხი: ეკლესიაში არავინ არ უნდა მიისაკუთროს უფლება იყოს ჭეშმარიტების საბოლოო წყარო.
რითი დასრულდა მოლაპარაკებები ჯერჯერობით უცნობია. ისევე როგორც უცნობია ის საფასური, რომელიც შესთავაზეს ფანარიოტებმა ბულგარელებს მეუ-ს აღიარების სანაცვლოდ. თუმცა, შესაძლებელია ზოგიერთი ვარაუდის გაკეთება.
მეუ-ს აღიარების „ბულგარული საფასური“
საქმე იმაშია, რომ პლოვდივის მიტროპოლიტი ნიკოლოზი წარმოადგენს ბულგარელი მღვდელმთავრების ჯგუფს, რომელიც გამოდის დიპტიხებში ბულგარეთის ეკლესიის ადგილის გადახედვის მომხრედ. 2019 წლის ოქტომბერში, განმარტავდა რა მისი სურვილის არქონას მონაწილეობა მიიღო რმე-ს დელეგაციის მიღებაში, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დაწერა, რომ „დრო, როცა ბულგარეთის საპატრიარქოს პოზიცია (მეუ-ს აღიარების საკითხზე - ავტ.) გააჟღერდება და მას სხვა ადგილობრივი ეკლესიები გაიგებენ, დამოკიდებულია დიპტიხში ჩვენთვის განკუთვნილ ადგილზე“.
მან გააგრძელა, რომ „რასაკვირველია, ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთმანეთის თანასწორია და არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს უფრო მნიშვნელოვანს, მეტსა და დიდს, ვიდრე სხვები და ყველა ეკლესიას შეუძლია განაცხადოს საკუთარ პოზიციაზე ნებისმიერ დროს, როცა საჭიროდ ჩათვლის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მოცემულ მომენტში პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია დიპტიხში წესრიგის დაცვას. ასე რომ თუ ვინმე თვლის, რომ ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია და საჭიროა მისი სასწრაფოდ მოსმენა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალურია 927 წლიდან“.
დასასრულს, მეუფემ დაწერა, რომ „შეიძლება პატარებად და ღარიბებად მიგვიჩნიონ მაგრამ ის, რომ შენ პატარა და ღარიბი ეკლესია ხარ, არ უშლის ხელს დავიცვათ ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ღირსება და მოვითხოვოთ, რომ მას პატივისცემით ეპყრობოდნენ. ისეთივე პატივისცემით, როგორც ჩვენ ყოველთვის ვეპყრობით დანარჩენებს“.
გასაგებია, რომ ყველა ეს სიტყვა დიპტიხებში ადგილის შესახებ ითქვა ბულგარეთის ეკლესიაზე ზეწოლის კონტექსტში მეუ-ს უსწრაფესი აღიარების საკითხში. თუმცა, როგორც ვფიქრობთ, სწორედ მათ იყენებენ ახლა ფანარიოტები ამ აღიარების ანაზღაურების სახით. უფრო მეტიც, თავად მიტროპოლიტი ნიკოლოზი არა ერთხელ გამოსულა „უკრაინის ავტოკეფალიის“ მომხრედ.
მაგალითად, 2022 წლის მარტში მეუფემ განაცხადა, რომ „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უკრაინულ ეპარქიაში რამოდენიმე წლის წინ დაიწყო სწრაფვა გამოყოფისა და ავტოკეფალიისკენ...არსებობს უძველესი კანონიკური წესი, რომლის თანახმადაც ეკლესიები ემხრობიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას და სახელმწიფო საზღვრებს და ახალი ტერიტორიულ-სახელმწიფო ერთეულის შექმნის დროს უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი ავტოკეფალური საეკლესიო ორგანიზაცია“. იმავე წლის დეკემბერში, მს სსკგ-ს მეთაურთან მიტროპოლიტ ანტონთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ „ომი უკრაინაში არის იურისდიქციის შესახებ ეკლესიათშორისი დავის გაგრძელება, რომელიც დღეს უკვე ემუქრება თავად წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულს და ამიტომაც ჩვენ ვალდებულნი ვართ ის შევწყვიტოთ“.
მეუფე ნიკოლოზის ამ სიტყვებიდან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა არის „იურისდიქციის შესახებ ეკლესიათშორისი დავის დასრულება“. ერთი სიტყვით, უარის თქმა უკრაინაზე პრეტენზიების მქონე რომელიმე მხარეზე. შესაძლოა, მათ შორის მეუ-ს „ავტოკეფალიის“ აღიარების მეშვეობითაც.
რა იქნება შემდეგ?
თუ შევაჯამებთ ზემოთ აღნიშნულს, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ფანარიოტებმა არ თქვეს უარი თავიანთ იდეაზე სასამართლო მოუწყონ პატრიარქ კირილს, რომელსაც ისინი ახმოვანებდნენ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორის მეშვეობთით 2022 წელს. მაშინ უკრაინაში ომის გამო ეს სასამართლო არ შედგა. კიდევ ერთი მიზეზი არის დაუთანხმებლობა დიპტიხში ეკლესიების განლაგების თაობაზე. მოცემული მომენტისთვის მსოფლიო პრაქტიკულად ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში პატრიარქ კირილის სახელის ხსენება ხდება იერუსალიმის პატრიარქის სახელის შემდეგ ანუ მეხუთე ადგილას. იგივე ბულგარელები - მერვე ან მეცხრე ადგილას, ხოლო კვიპროსელები - საერთოდ მე-10 ადგილას. ამიტომაც, იმისათვის, რომ მოხდეს პენტარქიის სასამართლოს ორგანიზება, საჭიროა, რომ წინამძღოლი - „მოსამართლე“ იყოს 5. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის პატრიარქის ადგილი უნდა დაეთმოს იმ ეკლესიას, რომელიც უფრო ძველია ან უფრო ავტორიტეტული, ეს არაა მნიშვნელოვანი.
აქ მნიშვნელოვანია თავად პრეცედენტი - დიპტიხის ცვლილება. მითუმეტეს, რომ ეს იდეა პატრიარქმა ბართლომემ ჯერ კიდევ 12 წლის გააჟღერა, როცა მან განაცხადა „ძველი ეკლესიების“ (ოთხი აღმოსავლეთის პატრიარქი და კვიპროსის ეკლესიის) წინამძღოლთა საეკლესიო კრების მოწვევის თაობაზე. ამ წინამძღოლების გაფრთხილებისას, ფანარის მეთაურმა განაცხადა შემდეგი: „მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი საპატრიარქოები კვიპროსის უწმინდეს ეკლესიასთან ერთად... წარმოადგენენ მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი შენობისა და შემადგენლობის ღერძს“.
ასე რომ, ჩვენი აზრით, ფანარიოტებმა სასამართლოს წინაშე პატრიარქ კირილის დაყენება დააპაუზეს და ახლა ისინი მუშაობენ მასზე სერიოზული საფუძვლების შექმნაზე - წინ სწევენ დიპტიხებში რიგითობის ცვლილებას. გარდა ამისა, ისინი ასევე მუშაობენ იმაზე, რომ რამოდენიმე ტომოსი მისცენ ახალ ეკლესიების, რომლებიც ამის სანაცვლოდ მხარს დაუჭერენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჰიპოთეზურ მართლმადიდებლურ საეკლესიო კრებაზე ან წინამძღოლების თათბირზე.
როგორც ვხედავთ, „საეკლესიო სატახტო თამაშები“ მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბულად, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ხმამაღალი მოვლენები თითქოს არ ხდება.
რითი დასრულდება ყოველივე ეს ამის ვარაუდი ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი რამ: დღეს მართლმადიდებლობაში ერთიანობას ადგილი არა აქვს.