ლავრისთვის ლოცვით დგომა: 3 აპრილი

04 April 2023 22:13
834
3 აპრილის ლოცვით დგომა ლავრისთვის. ფოტო: СПЖ 3 აპრილის ლოცვით დგომა ლავრისთვის. ფოტო: СПЖ

გთავაზობთ მოვლენათა ქრონიკას, რომელიც ლავრისთვის ლოცვით დგომას ასახავს. 3 აპრილი.

3 აპრილს, დილიდანვე ქსელში გამოჩნდა მეუ-ს ხელმძღვანელის ეპიფანე დუმენკოს ინტერვიუ, სადაც მან რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომლებმაც, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილება გამოიწვიეს.

პირველ რიგში, დუმენკომ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ყველაფერი, რაც ლავრაში ხდება, შეუქცევადი პროცესია, აგრეთვე მან მოუწოდა „ამ „რუსული მშვიდობის“ შეწყვეტა, იმ ყველაფრის, რასაც ჩვენი  სულიერ მონობაში დაბრუნება შეუძლია“.

უცნაურია, მაგრამ ინფორმაციის საეჭვო  წყაროებიდან ეპიფანემ დაასკვნა, რომ ლავრის გვერდით „ანტიუკრაინული განწყობების“ ხალხი დგას. მისი სიტყვებით, ლავრის დაცვა - „ეს პრაქტიკულად „ანტიმაიდანია“ ამ სასტიკი ომის დროს, როდესაც ყოველდღიურად  ჩვენი ახალი გმირები, ჩვენი სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები იღუპებიან“.

ლავრისთვის ლოცვით დგომა: 3 აპრილი - სურათი 1

ალბათ დუმენკომ თავისი დასკვნების გამოტანისას  სულ არ იცოდა, თუ რა ხდება მონასტრის კედლებთან, რომლის „ნაცვალსაც“თავის თავს უწოდებს. სულ ტყუილად. ის რომ დაინტერესებულიყო, გაიგებდა, რომ ლავრის მცველები ნამდვილი პატრიოტები არიან და მათთვის სამშობლოს სიყვარული ხელფასით კი არა, არამედ რეალური ქმედებებით იზომება.

დაახლოებით დილის 10 საათისთვის მოვიდა ამბავი, რომ თითქოს კულტურის სამინისტროს კომისია ჯერ ჯვართამაღლების ტაძარში მივიდა, იქედან სწრაფად გამოვიდა და პირდაპირ ლავრის ნაცვალის სახლისკენ გაემართა.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ ხალხს, რომლებიც თავდაპირველად კულტურის სამინისტროს კომისიად მიიჩნიეს, ტკაჩენკოს სტრუქტურასთან არანაირი შეხება არ აქვთ. ისინი ესუბრნენ ჟურნალისტებს და უთხრეს, რომ უმე-სთვის ტაძრების წართმევის საქმით კი არ არიან დაკავებულები, არამედ ლავრაში ჭების, ნიადაგის და სხვ. მდგომარეობას ამოწმებენ. ბოლო მოვლენების ფონზე კი მათი სურვილი, რომ გაემიჯნონ კულტურის სამინისტროს, სრულიად გასაგებია.

განსაკუთრებით კი, „მუშაობის“ იმ მეთოდებს თუ გავითვალისწინებთ, რომლებსაც ზოგიერთი სახელმწიფო ორგანოები და ხელისუფლების წარმომადგენლები უმე-ს აღმსარებელთა და სამღვდელოების წინააღმდეგ იყენებენ. მაგალითად, ოდესის მიქაელ მთავარანგელოზის მონასტრის იღუმენია სერაფიმამ (შევჩიკი) განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი იერარქია ახლა პრესის ქვეშ იმყოფება, რადგან მას კონფესიის შეცვლას თხოვენ. „ზარი. „დედაო, არ გსურთ ეპიფანესთან შეხვედრა? მეუ-ში გადასვლა? - უარი. კვლავ ზარი - კონსტანტინოპოლში გადასვლა? - უარი. ასეთი ზარი კი ბევრია, - აღნიშნა იღუმენიამ. - უმე-ს მთელ ვერტიკალზე მიდის პრესინგი. მაგრამ როგორ უნდა ვუღალატოთ მრწამსს?!“. შუადღისკენ პროვოკაციული კითხვების დასმის „მუშაობაში“ ჟურნალისტები ერთვებიან. ჯერ მღვდელმონაზონმა რაფაელმა (მოსუნოვი) აუხსნა მათ, თუ როგორ უნდა იმუშავოს კანონმა სამართლებრივ სახელმწიფოში, შემდეგ მამა პავლემ მასმედიის ყურადღება მიაქცია იმას, რომ ისინი ვერ ამჩნევენ უმე-ს აღმსარებლების მიმართ მოწყობილ პროვოკაციებს.

მაგრამ ყველაზე სასიხარული არქიმანდრიტ პოლიკარპეს კომენტარი იყო, რომელიც ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ მიწა, სადაც  კიევ-პეჩერის ლავრა დგას, მონასტერს ჯერ კიდევ კიეველმა თავადებმა აჩუქეს და სწორედ სავანის კულტურული გავლენის წყალობით შესაძლებელი გახდა უკრაინული სახელმწიფოს და ხალხის წარმოშობა.

ალბათ, სწორედ ბოლო სიტყვები, რომლებიც უკრაინული იდენტობის ფორმირებაზე ქრისტიანობის კოლტურულ-შემოქმედებით როლს ეხებოდა, განსაკუთრებით არ მოეწონათ რადიკალებს, რომელთა  ლიდრემა ევგენი კარასმა მამა პოლიკარპეზე „საფარი“ გამოაცხადა და ამით კიდევ ერთხელ გვიჩვენა ანტიქრისტიანული არსი ყველა იმ ადამიანისა, ვინც უმე-ს წინააღმდეგ გამოდის.

საძმოს ლიტანიობის მერე, იმ დროს, როდესაც ღვთისმშობლის დაუჯდომელი დაიწყო, რადიკალთა მცირერიცხოვანი ჯგუფი სიმღერებით ცდილობდა გალობის ჩახშობას, თუმცა მათ  დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობოდათ. სამაგიეროდ ბევრი მათგანი ცნობადი სახე გახდა ლავრაში, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ მათ ყოველდღიურ მონაწილეობას „პროტესტებში“.

ლავრისთვის ლოცვით დგომა: 3 აპრილი - სურათი 2

ამავდროულად „აქტივისტებს“ შორის ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. მართალია, ისინი არანაირი ორიგინალობით არ გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ერთმა ქალმა, რომელიც, გამომდინარე ასაკიდან, ალბათ პირველი მაისის აღლუმებში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ კს უმე-ის დასაცავად იყო მოსული, ლავრაში კი მუზეუმი უნდა იყოს.

სიტუაცია ცოტა გამძაფრდა, როდესაც გაირკვა, რომ 34-ე კორპუსში იყვნენ ბერები, რომლებიც თითქოს ნაკრძალში მომუშავე ხალხმა ჩაკეტა. რატომ გააკეთეს ეს და სინამდვილეში ვინ ჩაკეტა ბერები, უცნობია. მღვდელი, რომელიც ვერ გადაადგილდებოდა, კორპუსში ცუდად გახდა და ლავრაში სასწრაფო გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. აგრეთვე იქ უკვე იმყოფებოდა კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატი, დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი. საბოლოოდ კორპუსი გააღეს, არქიმანდრიტ მათეს მედიკოსებმა დახმარება გაუწიეს, რომ გრძნობაზე მოსულიყო, ხოლო მამა ნიკიტამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ყველაფერი რაც მოხდა „უცნობი ხალხის“ პროვოკაციაა.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ყველას ყურადღება 34-ე კორპუსისადმი იყო მიპყრობილი, სემინარისტებმა მსურველთათვის ჩაატარეს ექსკურსია ლავრაში, ხოლო სავანის შესასვლელთან უკვე იკრიბებოდნენ „რადიკალი“ ბავშვები, რომელთა ასაკი არა უმეტეს 14-15 წელი იყო, და მორიგი სატანისტები.

თუმცა, როგორც სწორად თქვა დეკანოზმა ვიაჩესლავ იაკოვენკომ, ლავრის მცველები თავს მხნედ გრძნობდნენ. საინტერესოა, რომ მხნე და კარგი განწყობა მიტროპოლიტმა პავლემაც აღნიშნა, რომელმაც, მიუხედავად შინაპატიმრობისა, მორწმუნეებს მიმართა მოწოდებით, რომ მოსულიყვნენ ლავრის დასაცავად. რამდენიმე სიტყვით მეუფემ მონასტრის საძმოსაც მიმართა, ბევრი მათგანი მისი აღზრდილია, ამ სიტყვის სულიერი გაგებით: „არ წახვიდეთ ლავრიდან, არ უარყოთ ქრისტე! ტანჯვა ჯერ არ დამდგარა, თქვენ კი უკვე შეშინდით“. მეუფემ თქვა, რომ თუ ვინმეს ძალიან სურს ლავრიდან წასვლა, ჯობს ერში წავიდეს - „თხების მწყემსად“ და არა მეამბოხეებთან. „სულზე იფიქრეთ“, - უთხრა მეუფემ საძმოს.

დავუბრუნდეთ რადიკალებს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ  ბიჭის გამოჩენა პლაკატით, სადაც ეწერა «Kristallnacht», რაც, გერმანულიდან თუ ვთარგმნით, „ბროლის ღამეს“ ნიშნავს და ეს აგრეთვე როგორც „ჩამსხვრეული ვიტრინების ღამე“ არის ცნობილი. ასე უწოდებენ ანტიებრაული დარბევების ტალღას, რომელიც 1938 წლის 9 და 10 ნოემბერს მოხდა და მთელი გერმანია, ანექსირებული ავსტრია და ჩეხოსლოვაკიის სუდეთის ოლქი მოიცვა, რომელიც მანამდე გერმანელი ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. პოლიციამ თქვა, რომ პლაკატი  მოეშორებინათ  და ამ ბიჭს წასვლა თხოვა.

ამ დღეს კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომელიც საყურადღებოა, კონკრეტულად კი - ლავრის მცველთა მხარეს გადავიდა ადამიანი  უკრაინული დროშით ხელში.

მთლიანობაში კი, 3 აპრილის შედარებით წყნარი დღე ლავრის მცველებისთვის ლიტანიობით და ლოცვით დასრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ