რადიკალების პროვოკაციები ლავრასთან: „საშინაო დავალება“ ხელისუფლებისგან?

01 April 2023 18:34
2347
ლავრაში რადიკალები ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას უმე-ის დისკრედიტაციის მიზნით. ფოტო: СПЖ ლავრაში რადიკალები ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას უმე-ის დისკრედიტაციის მიზნით. ფოტო: СПЖ

როგორ ცდილობდნენ „აქტივისტები“ კიევ-პეჩერის ლავრიდან სასულიერო პირებისა

და მორწმუნეების განდევნას.

კიევში დაპირისპირება მიმდინარეობს კიევ-პეჩერის ლავრასთან. 29 მარტს ამოიწურა კულტურის სამინისტროს ულტიმატუმი მონასტრისთვის და თითქოს ძმებმა უნდა გაანთავისუფლონ შენობები და წავიდნენ უცნობი მიმართულებით. ლავრაში ამას არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ კანონის მიხედვით შეიძლება ისინი განდევნონ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება უკანონოა.

29 მარტს კულტურის სამინისტროს კომისია შეეცადა შესულიყო აგაპიტ პეჩერელის ეკლესიაში ქონების აღსაწერად, შემდეგ კი - ღვთისმშობლის შობის აკადემიურ ტაძარში. ორივეჯერ - წარუმატებლად. მორწმუნეებმა კომისია არ შეუშვეს, შიშობდნენ რა, რომ ტაძრებს უბრალოდ დახურავდნენ და დალუქავდნენ, როგორც ეს იყო ტრაპეზისა და მიძინების ტაძრების შემთხვევაში.

30 მარტს კომისია ლავრასთან ისევ გამოჩნდა. ამჯერად, ის მარტო არ იყო. მონასტრისკენ ახალგაზრდა მყვირალა ბიჭები დაიძრნენ, რომლებიც სკანდირებდნენ ერის დიდებისა და მოსკალების სიკვდილის, ასევე „მკვლელი ონუფრის“ მისამართით.

ესენი თავად არ მოსულა, მოხდა მათი ორგანიზება. გვიან ღამით ქსელში გაჩნდა აუდიოფაილები „C14”-ის ლიდერის ევგენი კარასის ინსტრუქტაჟით, რომელიც დეტალურად უყვებოდა თავის ხელქვეითებს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ლავრაში, რათა მოეხდინათ მორწმუნეების პროვოცირება აგრესიაზე და გადაეღოთ ეს ვიდეოზე. რადიკალების ჩანაფიქრით, ევროპელები, როცა ამას დაინახავენ, იტყვიან, რომ უმე ბერები კი არა, ტერორისტები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება და საჭიროა მათი ლავრიდან განდევნა და საერთოდ- განადგურებაც კი.

ევგენი კარასი: „ნუ იქონიებთ თან იარაღს. დაიყავით „სამეულებად“. ორი იღებს, ერთი არის მოსაუბრე. აირჩიეთ ერთნაირი მიზნები. მღვდელი წავიდა ტელეფონზე სასაუბროდ, მიუახლოვდით და მოისმინეთ უსიტყვოდ რას საუბრობს. აი, უსიტყვოდ მოაბეზრეთ თავი, ჩააცივდით, რომ მათ ისტერიკა დაემართოთ. ამოცანა ასეთია - გახდით კატალიზატორი, მიიქციეთ ყურადღება. (აჩვენეთ - რედ.), როგორ იქცევიან ისინი, როგორც აგრესორები და უხეშები. რადგანაც, თუ იქ შევა სპეცრაზმი და ლავრას წაართმევენ, მათი ყველა აგრესიული ქცევა ძალიან დაგვეხმარება. ყველამ რომ თქვას, მათ შორის ევროპელებმა, რომ ეს რაღაც აგრესიული ტერორისტული დაჯგუფებაა და არა ბერები“.

დილით კარასის ხელქვეითებმა დაიწყეს მოქმედება ზუსტად მისი მეთოდით.

არა მგონია, კარასის  ინსტრუქტაჟი იყოს მისი პირადი ინიციატივა. ის ცნობილია სამართალდამცავებთან და მეუ-თან ოდინდელი კავშირებით ჯერ კიდევ პოროშენკოს დროიდან. მაგალითად, ის იყო ვიპ-სტუმრებს შორის 2019 წელს სოფიაში ტომოსის  აღნიშვნისას.

ინსაიდერულ წყაროებში გვატყობინებენ, რომ კარასის რადიკალებს კურირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მათ მისცეს დავალება მოეხდინათ ერთგვარი ემოციური ნაბიჯების პროვოცირება „საჭირო“ სურათის მისაღებად. უბრალოდ, როგორც ერთგვარი „ანტიკრიზი“. ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება სჩადის უმე-თან მიმართებაში, ამას მტელი მსოფლიო განიხილავს. მისადმი მხარდაჭერა გამოხატეს  ანტიოქიის  , სერბეთის, ბულგარეთის, რუსეთის, საქართველოს, ამერიკის, იერუსალიმის, პოლონეთის ეკლესიებმა, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიამ, ჩერნოგორიის მიტროპოლიამ, ეკლესიების მსოფლიო საბჭომ. ლავრას მხარდაჭერა გამოუცხადა რომის პაპმაც. ფართოდ გავრცელდა ივანო-ფრანკოვოში უკანონობის კადრებმა, სადაც მეუ ცრემლსადენი გაზის მეშვეობით იკავებს უმე-ს უკანასკნელ ტაძარს მხარეში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციის შესახებ თავის ბოლო ანგარიშში განაცხადა გაერომაც. ამიტომაც ხელისუფლებას აუცილებალდ სჭირდებოდა სურათი, სადაც მორწმუნეები გამოხატავენ აგრესიას ნებისმიერი ფორმით, სადაც ისინი წარმოადგენენ მსხვერპლს და არა დამნაშავეებს.

თუმცა, გეგმა ჩაიშალა. მორწმუნეები მზად იყვნენ და პროვოკაციებს არ წამოეგნენ. ზოგიერთი კი ტროლავდა რადიკალებს, ეკითხებოდა რა მათ კარასზე.

ლავრის შესასვლელთან დაპირისპირების სურათი მართებულად ჩანდა. აგრესიას ავლენდნენ რადიკალები, ხოლო მორწმუნეები კი ლოცულობდნენ. აი, ძალიან სახასიათო კონტრასტი ოპონენტებს შორის.

აქტივისტი: „დიდება უკრაინას - გმირებს დიდება! დიდება ნაციას - სიკვდილი მტრებს!“

აქტივისტი: „დიდება წინასწარმეტყველ მუჰამედს“.

კონტრასტი ბავშვებისთვისაც კი შესამჩნევია. ერთ მხარეს მეუ და მოზარდი-რადიკალები პლაკატით „გაეთრიეთ რუსებო“. მეორე მხარეს - პატარა ბიჭი ჯვარცმით.

რისთვის ლიუშვა ლავრასთან რადიკალები ხელისუფლებამ? რისთვის დევნიან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ყველა სიწმინდიდან? იმისთვის, რომ იქ მეუ შეუშვას. აი, რაზე საუბრობს პრეზიდენტის ოფისის სპიკერი მიხეილ პოდოლიაკი: „ყველაფერი, რაც უმე-ს ირგვლივ ხდება, სწორედაც რომ ბოლოსდაბოლოს ამ ჩირქგროვას ქირურგიულად დახურავს. და ჩვენ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ შემთხვევაში, რადგანაც ისინი მიდიან ესკალაციაზე. უკრაინაში იქნება მეუ. მხოლოდ მეუ“.

ანუ ხელისუფლება უსამართლოდ დევნის მღვდლებს, ძმებს, რათა ისინი ჩაანაცვლოს მეუ-ს სახელმწიფო „სწორი“ ეკლესიით. დუმენკოს სტრუქტურის წარმომადგენლები უკვე მონასტრებისკენ ილტვიან. თუმცა, მოდით შევხედო იმათ, ვინც მოვიდა ამ სტრუქტურის მხარდასაჭერად.

უბრალოდ შეხედეთ მეუ-ს ერთი მომხრის სამოსს. მაისურზე უწერია: „თუ გაქვთ ერთი წუთი, რომ ისაუბროთ უფალზე და ჩვენს მხსნელ სატანაზე“. და ეს სიტუაცია ძალიან შეესატყვისება ამჟამინდელ სიტუაციას. ძალიან სიმბოლურია, რომ ადამიანი ასეთი სამოსით მოდის ეკლესიის მისი სიწმინდიდან გამოსადევნად.

მთავარი დასკვნა ამ მოვლენებიდან ამაში როდია. დასკვნა იმაშია, რომ ადამიანები არიან მათ ეკლესიასთან, ისინი მზად არიან დაიცვან ის, მზად არიან დაიცვან მათი ლოცვის უფლება. მათ აშინებენ, ემუქრებიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. ამიტომაც გვაქვს ჩვენ მომავალი.

როგორც მჟკ გვატყობინებს, მორწმუნეების მხარეზე ასევე გამოვიდნენ საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ