„უბრალოდ ცდილობენ, რომ მეუ-ში შეგვყარონ“

28 November 2022 13:20
4258
მიტროპოლიტი მელეტი სბუ-ს ჩხრეკის დროს. ფოტო: «Левый берег» მიტროპოლიტი მელეტი სბუ-ს ჩხრეკის დროს. ფოტო: «Левый берег»

ჩერნოვიცკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი მელეტი ყვებოდა უუძ-ს აღვიარახსნილობაზე ეპარქიაში ჩხრეკის დროს.

25 ნოემბერს ჩერნოვეც-ბუკოვინის ეპარქიის სამმართველოში და წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ჩერნოვეცისა და კიევის უუძ-ის მიერ ჩატარდა ჩხრეკა. ის დილის 7 საათზე დაიწყო, ხოლო დამთავრდა მხოლოდ საღამოს 7 საათზე. გარდა ამისა, შუა ჩხრეკის დროს, სადღაც 14 საათისთვის, უუძ-ის რესურსებზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია აბსურდული ბრალდებებით ეპარქიის მისამართით, რომელთა საფუძველზე მიტროპოლიტი მელეტი (რომელიც აგრეთვე იკავებს უმე სსკგ ხელმძღვანელის პოსტს) დაადანაშაულეს სახელმწიფო ღალატში. ბრალდებების არსის შესახებ მჟკ-მ იმ დღესვე დაწერა.  

მეორე დღეს ღვთისმსახურებაზე ქადაგებისას მიტროპოლიტი მელეტი დაწვრილებით ყვებოდა, თუ რა მოხდა იმ დღეს, როგორ მოქმედებდა უუძ და რაში ხედავს ის ამ ვიზიტის მიზეზს. აქვე მოგვყავს მისი სიტყვების ჩანაწერი. 

„გუშინ ეპარქიაში და წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ჩატარდა ჩხრეკა. ამის შესახებ ალბათ წიგნი დაიწერებოდა. წარმოუდგენელია ამაზე მეტი უკანონობა. მანამდე ივან-ფრანკოვსკში  დახურული სასამართლო ჩატარდა, სადაც განიხილეს ჩემი მიმართვა ევროპაში მოღვაწე რმე-ის ეპისკოპოსების მიმართ, რომელიც შეიცავდა თხოვნას, რომ  არ შეგვიშალონ ხელი უკრაინელების დახმარებაში, რომლებიც სამშობლოსგან შორს აღმოჩნდნენ.

ეს იყო პირადი მიმოწერა, სადაც მე ყველა იმ ეპისკოპოსს მივმართავდი, ვინც ევროპაში მსახურობს. არ ვიცი, რა გზით გახდა ეს წერილი ასეთი მისაწვდომი. ხოლო  ამ წერილის საფუძველზე, რომელშიც მე უბრალოდ მივმართავ მიტროპოლიტ ანტონს - ჩვენ გვესმის თქვენი მდგომარეობა, თქვენც გაგვიგეთ ჩვენ - მე სახელმწიფო ღალატი მომაწერეს...

გამომძიებელი მესაუბრა და გამაფრთხილა, რომ არავისთვის არაფერი მომეყოლა, რაც ვნახე და გავიგე (ჩხრეკის დროს - რედ.). მაგრამ უუძ-ის პრეს-სამსახურის „წყალობით“ თქვენ ყველაფერი იცით, რომ გუშინ იპოვეს პირადად ჩემი და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ „საშინელი კომპრომატები“. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია ძალზე შემაშფოთებელია და ეჭვებს ბადებს. ის სწორედ ამას ემსახურება, რომ გაგვთიშოს, რომ მე დამნაშავედ წარმომაჩინოს, თითქოს ჩვენი ეკლესია ისეთ რამეს აკეთებს, რასაც არ უნდა აკეთებდეს.

ისინი დილის 7 საათზე მოვიდნენ, მოულოდნელად და ძალზე ეფექტურად გამოჩნდნენ. ეპარქიაში ყველა კარი შეამტვრიეს, თითქოს ვინმე უკეტავდა. მათ უმრავი საპროცედურო მომენტი დაარღვიეს. ავტომატებით იყვნენ, ყვიროდნენ, კიოდნენ. რომ გამოვედი, ყველა კარი დამტვრეული დამხვდა, შუშები ჩალეწილი. ხან ყვიროდნენ „ადექი“, ხან - „ხელები მაღლა“, ხან - „დაწექი“. მე პაჟამოში ვიყავი, ვეუბნებოდი: სად დავწვე, ყველგან შუშა ყრია? მიპასუხეს: მაშინ იდექი, ხელები აწიე, ახლა ყველაფერი გაირკვევა.  ოთახებში შევარდნენ და დაიწყო თარეში, რომელიც დილის 7 საათიდან საღამოს 7-მდე გაგრძელდა.

შემდეგ წამიკითხეს დადგენილება, გამაფრთხილეს და დაიწყო ჩხრეკა. კომპიუტერებს მოხსნეს დისკები, წაიღეს ჩემი ტელეფონები, ეპარქიის მდივნის ტელეფონები, არქივიდან ზოგიერთი საქმე ამოიღეს. მაგრამ მთავარი ეს არ არის.

მთელი ამ ქმედების დასრულებამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით შუადღეზე, ჩემმა ადვოკატმა (რომელსაც სხვათაშორის ერთი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ) ტელეფონზე მაჩვენა უუძ-ის პრეს-სამსახურის პუბლიკაცია. იქ ეწერა, რომ უკვე ნაპოვნია „მითითებები მოსკოვიდან, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ საეკლესიო მსახურებები ომის დროს“. სხვა სისულელეც დაწერეს, თითქოს ნაპოვნი იყო დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა, ჩემი განცხადება რუსეთის პასპორტის მიღებაზე, „ჩემი“ მედალი „ყირიმის განთავისუფლებისთვის“.

სასაცილოა? თავიდან მეც მეცინებოდა. შემდეგ მათ შეასწორეს და განაცხადეს, რომ რომელიღაც ჩემს თანაშემწეს კომპიუტერში ჰქონდა ამ მედლის ნიმუში, რომ იქ რუსეთის  გმირების ბიოგრაფიები იყო. რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს, რომ ეპარქიის კომპიუტერებში ჩვენ რუსეთის გმირების, სამხედროების კოლექციონირებას ვაწარმოებთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებენ?

მე გამოვხატავ მადლიერებას მრევლის, ჩემი ოჯახის მიმართ იმ ლოცვების გამო, რომელთა შეწევნას მე ვგრძნობდი.

უნდა გითხრათ, რომ არანაირი რუსული პასპორტი არ მაქვს.

მიტროპოლიტი მელეტი

ეს კითხვა მე კი არა, უუძ-ს უნდა დაუსვათ. თუ მე 2007 წელს დავწერე განცხადება ამ პასპორტზე, საიდან უნდა ჰქონდეთ მათ ეს დოკუმენტი? გამოდის, რომ ისინი აგრესორთან თანამშრომლობენ? ეს ანკეტა ჩემი ხელით არ არის შევსებული. ერთადერთი, რასაც ვაღიარებ, ჩემო ხელმოწერა და ჩემი ფეისია.

თუ იქნება რამე ინფორმაცია, ბინძური და ტყუილი, ის კი  რა თქმა უნდა იქნება, იცოდეთ, რომ ეს სამსახურმა  მოინდომა, რომელმაც მსგავსი უკანონობა კი არ უნდა ჩაიდინოს, არამედ უკრაინის უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

საინტერესოა, რომ ეს ნაჯღაბნი, რომელიც მე შემომიგდეს (რფ-ის პასპორტზე განცხადება, - რედ.), მათ მოათავსეს საბუთებში წმინდა ლუკას კლინიკიდან. ეს ახალი დოკუმენტებია, რომლებსაც მე შესანიშნავად ვიცნობ და ვიცი, რას შეიცავენ ისინი. მათში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი სახის განცხადება, რომელიც არც კი ვიცი, ვისი დაწერილია.

ზუსტად ასევე  შევიდნენ ბუღალტერიაში, მანამდე მოაგზავნეს თავისი კაცი, რომლის ფოტოს გადაღება არაფრით არ უნდოდათ (რაც პროცედურის თანახმად უნდა ყოფილიყო, - რედ.). მან მოიტანა რაღაც წიგნი და კაბინეტში შეიტანა. შემდეგ ჩვენ გასაჩხრეკად შევედით. მე მითხრეს: აი, უყურეთ, აბა გადაშალეთ ბოლო გვერდზე. ეს წიგნი მათთვის უკვე ნაცნობი იყო, ისეთი შელახული, რომ ალბათ ყველა ჩხრეკაზე მას იყენებენ. ბოლო გვერდზე პატრიარქ ტიხონის „რუსეთისთვის ლოცვაა“. ალბათ ასე ლოცულობს ჩვენში ბევრი ადამიანი (ირონიით, - რედ.). ისიც ნამდვილად „კომპრომატებს“ მიამატეს.

კიდევ ერთი პატარა პუნქტი განსაზღვრავს იმის არსს, რაც მოხდა.

კერძო საუბარში ერთ-ერთმა ასეთმა „კეთილმა ადამიანმა“ გამიყვანა ეზოში და მითხრა: „თუ გსურთ, რომ ასეთი ცირკი აღარ ნახოთ და მშვიდად იცხოვროთ შემდგომში, გადადით მეუ-ში“. მიტრიალდა და წავიდა. მინდოდა მისი ჩვენება, ტელეფონით ჩაწერა, მაგრამ ნიღბით იყო, ხოლო ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა.

მის ამოცნობას ახლა, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ. მაგრამ თუ კითხვებს დამისვამენ შევჩენკოზე (უუძ-ის ოფისი ჩერნოვეცში, - რედ.), ამ ფაქტს დავადასტურებ.

ვხედავდი, რომ მათ შორის, ვინც ჩხრეკაზე მოდიოდა, თეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ, რომლებიც უუძ-ში მუშაობენ.

რა ვთქვა? მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. მივიღოთ ეს როგორც განსაცდელი, რომელიც უნდა გადავლახოთ, დავითმინოთ, გადავიტანოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ.

დღეს ეკლესია ზეიმობს დიდი წმინდანის იოანე ოქროპირის ხსენების დღეს. მის ცხოვრებაში მთავარი სიტყვები იყო: „დიდება უფალს ყველაფრისთვის“. და დღეს ჩვენ ვმადლობთ მას ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის, რასაც უფალი გვაძლევს - ტკბილსა და მწარეს. ამიტომ გთხოვთ ყველას - ილოცეთ ჩემთვის, არ უსმინოთ იმ პროვოკატორებს, ვინც  ჩვენ  გამიჯვნას ცდილობს, ცდილობს, რომ ერთმანეთის წინაშე წარმოგვაჩინოს ისეთები, როგორებიც არ ვართ. გთხოვთ, არ იღელვოთ. ჩვენთან არს ღმერთი მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით. უფალი არ მიგვატოვებს.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ყველაფერი ეს ახლა მოვყევი არა იმიტომ, რომ ჩრდილი მივაყენო ჩემს სამშობლოს, უკრაინას, ან წარმოვაჩინო მათი სიბრიყვე, ვინც მის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ მსურს კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც ამის შესახებ წერენ მასმედიაში.

ამავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანამშრომლებს, რომლებიც გუშინ კორექტულად იქცეოდნენ, ზრდილობიანად, არ ამტვრევდნენ ფანჯრებს, არ აყირავებდნენ ავეჯს და არ ყრიდნენ ნივთებს. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა და მზად ვართ, რომ ჩვენთან მოვიდნენ და აკონტროლონ ჩვენი საქმიანობა.

ამიტომ ვლოცულობთ, ვითხოვთ ღვთის წყალობას და კეთილ ქრისტიანებად ვრჩებით. ხოლო მოახლოებული საშობაო მარხვა ამაში დაგვეხმარება“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ