რისთვის იყო საჭირო სკანდალი „რუსული“ გალობით ლავრაში

23 November 2022 10:28
2933
 დუმენკომ ჩაატარა სპეცოპერაცია ლავრის დასაპყრობად? .ფოტო: СПЖ დუმენკომ ჩაატარა სპეცოპერაცია ლავრის დასაპყრობად? .ფოტო: СПЖ

ლავრაში „რუსული“ გალობის სკანდალის შემდეგ, რომელიც ინიცირებული იყო მეუ-ს „მღვდელის“ მიერ, უუს ჯერ ატარებს მასობრივ ჩხრეკებს მონასტრებსა და ეპარქიებში, ხოლო პოროშენკოს სახალხო დეპუტატები საუბრობენ მთელი უმე-ს აკრძალვაზე.

უუს-მ 22 ნოემბერს ჩაატარა მასობრივი ჩხრეკები უმე-ს მონასტრებსა და ტაძრებში: კიევ-პეჩორის ლავრაში, კიევის ზვერინეცკის მონასტერში, კორეცკის მონასტერში, ვოლინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში და ასევე უმე-ს სარნენსკ-პოლესის ეპარქიის შენობებში. ძალოვანები იმედოვნებდნენ იქ დივერსანტებისა და იარაღის აღმოჩენას. აბსურდზე მეტია, მაგრამ სწორედ ასეთი ფორმულირება იყო მითითებული უუს-ს ოფიციალურ რესურსებზე.

ჩხრეკების მიზეზი გახლდათ კიევ-პეჩორის ლავრის ერთ-ერთ ტაძარში გალობის გამოძიება, სადაც ჟღერდა სიტყვები „ზარების რეკვა ეფინება რუსეთს, ხდება დედა-რუსეთის აღორძინება“.

გალობის ვიდეო ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს ნოემბრის შუა რიცხვებში მეუ-ს მომხრეებმა.

ამ პუბლიკაციას ჰქონდა ბომბის გავარდნის ეფექტი. გალობა განიხილეს ყველა მის-სა და სოცქსელებში. უუს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რფ-ს აგრესიის ხელშეწყობისა და აგრესორის განდიდების მუხლით. კუტლურის მინისტგრმა განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო აღმოჩნდება აუთენტური“, საჭირო გახება საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ დაწყება უმე-ს ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. ახლა კი ჩატარდა ჩხრეკები უმე-ს რამოდენიმე მონასტერში. დიახ, ტაძრებში რუსეთის განდიდება, თანაც ომის დროს სრულიად უადგილოა. თუმცა, იყო თუ არა ეს განდიდება? და საერთოდ, რა გალობაა ეს? მას ეწოდება „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გალობა“.

„ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო,

სინათლის, სიყვარულისა და სიკეთის დედაო,

შენ ხარ ჩემი იმედი, ღვთისმშობელო,

სასწაულებრივი განჭვრეტის ჟამი დგება“.

ტექსტი ძალიან გრძელია და არსებითად წარმოადგენს ვედრებას ღვთისმშობლისადმი დაცვის თხოვნით. მასში საუბარია ღვთისმშობლის ხატებზე, ასევე აღწერილია მისი სახელობის ტაძრების აგება. გალობა დაწერილია 2000-იან წლებსი (რწმენის აღორძინების ხანა სსრკ-ს დაშლის შემდეგ), ამიტომაც ავტორმა გამოიყენა სიტყვები „ხდება დედა-რუსეთის აღორძინება“. ანუ საქმე ეხება უშუალოდ სულიერებასა და რწმენას. რა პარალელის გავლება შეიძლება აქ?

ყველა მორწმუნემ იცის, თუ რა არის წმინდა მიწა და ცდილობს იქ მოხვედრას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის ადიდებს იქ მცხოვრებ ებრაელებს ამ მუსულმან-პალესტინელებს? არა, ქრისტიანისთვის ესაა წმინდა მიწა, რადგანაც ის ქრისტე დააბიჯებდა. და თუ წარმოვიდგენთ, რომ ისრაელის ხელისუფლება უცებ დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ რაიმე არამეგობრულ მოქმედებას, იერუსალიმი ჩვენთვის დარჩება სიწმინდედ. რადგანაც რწმენა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს პოლიტიკოსების მოქმედებებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში ცხოვრობენ ამ მიწაზე.

ასევე რუსეთთან მიმართებაშიც. აბსურდული და უსამართლო ომი, რომელსაც რფ-ს ამჟამინდელი ხელისუფლება აწარმოებს უკრაინელების წინააღმდეგ არ აუქმებს იმას, რომ იქ ცხოვრობდნენ ეკლესიის უდიდესი წმინდანები: სერაფიმ საროველი, სერგეი რადონეჟელი, ოპტინეს უდაბნოს მამები და სხვა ათასობით მამა. მათ არ შეუძლიათ პასუხის გაცემა პუტინისა თუ შოიგუს მოქმედებებზე. ამ წმინდანებს პატივს სცემდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რუსეთის შესახებ გალობაზე, იგივეა, რაც მომლოცველებს იერუსალიმში ბრალი დასდო ამ მიწაზე მუსულმანი ტერორისტების მხარდაჭერაში.

უმე-ს მორწმუნეები ფრონტზე იბრძვიან საკუთარი მიწა-წყლისთვის, იღუპებიან მტრის ჭურვებისგან მშვიდობიან ქალაქებში, ყველასთან ერთად იტანჯებიან სინათლის, წყლისა და სითბოს გარეშე. მათი ბრალდება მტრისთვის ხელშეწყობაში არის აბსურდული. თუმცა, ეს ობიექტური რეალობაა.

თუმცა, მეუ-ს სულ სხვა რეალობა აქვს.

ომი მისთვის არის ოქროს ხანა. აღვივებს რა სიძულვილს უმე-ს მიმართ, ფეიკ ნაკრების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უბრალოდ ძალისმიერი მიტაცების მეშვეობით, დუმენკომ თებერვლიდან მოახერხა მასთან „გადაეყვანა“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ასეულობით ტაძარი. თუმცა, მთავარი სიწმინდეები მაინც უმე-ს რჩება.

დუმენკოსთან კიევ-პეჩორის ლავრაზე პრეტენზიების თაობაზე ბევრჯერ ისაუბრეს.

სერგეი დუმენკო: „უკრაინის ეკლესია უნდა იყოს კიევ-პეჩორის ლავრაში. ასეც იქნება, ეს შეუქცევადი პროცესია“.

მაისში მეუ-ს „სინოდმა“ შექმნა ფეიკ-ორგანიზაცია „კიევ-პეჩორის ლავრა“ და ხელისუფლებისგან მოითხოვა გადაეცათ მისთვის თუნდაც ერთი ტაძარი ზედა ლავრაში. თუმცა, ამაზე დადებითი პასუხი მან ვერ მიიღო.

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურმა ელენა ბოგდანმა მაშინ ირიბად მიანიშნა, რომ მეუ-ს ლავრა ფაქტიურად არ სჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ დუმენკოს არ ჰყავს ბერები იქ დასახლებისთვის.

ელენა ბოდგანი: „იმავე ლოკაციაში (რაშიც არის კიევ-პეჩორის ლავრა - რედ.) არის მეუ-ს ტაძარი. თუ იქ შეხვალთ კვირას ღვთიმსახურებაზე, დაინახავთ, თუ რამდენი ადამიანია იქ“.

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურმა თქვა თვალსაჩინო რამ და მათ სერგეი დუმენკო ვერაფრით დაფარავს, გარდა იმისა, რომ აღშფოთებული სახე მიიღოს და განაცხადოს, რომ თითქოს, სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის საქმე არაა, თუ რამდენი ბერ-მონაზონი ჰყავს მას.

სერგეი დუმენკო: „ჩინოვნიკების საქმე არაა კომენტარი გააკეთოს მსგავს საგნებზე“.

თითქოსდა სიტუაცია ლავრასთან დაკავშირებით ყველასთვის გასაგებია - დუმენკოსთვის მნიშვნელობა არა აქვს, ჩატარდება თუ არა იქ ღვთისმსახურება, ის მას უბრალოდ სჭირდება, როგორც ნადავლი, რაზეც პირდაპირ განაცხადეს უმე-ში.

მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერია): „ მათ უბრალოდ ფიზიკურად არ ჰყავთ ბერ-მონაზვნები. ამიტომაც ლავრა მოცემულ შემთხვევაში მეუ-ს სჭირდება უბრალოდ, როგორც ნადავლი, რათა მასხრად აიგდოს“.

ამის მიუხედავად, დუმენკოსთან გააგრძელეს ლავრის დაუფლების სამუშაოები, უბრალოდ სხვა გზით. სწორედ ასე უნდა განვიხილოთ სკანდალი „რუსულ“ გალობასთან დაკავშირებით.

მიხეილ ომელიანი, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა უბრალოდ რიგითი კლირიკოსი როდია. ის არის დუმენკოს ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, პოლიტექნოლოგი, რომელიც პასუხს აგებს მეუ-ში მედიის დღისწესრიგზე. ის, რომ სწორედ მან გამოაქვეყნა ეს ვიდეო შემთხვევითობა როდია.

სიტყვა „რუსეთი“ „ღვთისმშობლისადმი გალობაში“ გაკვრით არის ნახსენები, სულ ბოლოს, მე-6-7 წუთზე. წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ ეს სიტყვა იქ იყო.

გამოდის, მეუ-ს მომხრეებმა, რომლებიც იღებდნენ ვიდეოს, შესანიშნავად იცოდნენ, ლავრას რომელ ტაძარში  და რა დროს უნდა მისულიყვნენ, როდის ჩაერთოთ ჩამწერი, რათა ეს „კრიმინალი“ აღებეჭდათ. დუმენკოს მრიდან ეს არის შესანიშნავი სპეცოპერაცია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჩაუშვას მეუ-თვის ლავრის გადაცემის პროცესი. ვფიქრობ, სწორედ აქ არის საჭირო პრობლემის არსის ძებნა. დუმენკომ ბევრჯერ დადო პირობა, რომ მისი სტრუქტურა დაიკავებდა კიევ-პეჩორის ლავრას და ეძებდა გზებს. ახლა კი უმე-ზე ძლიერი შეტევა მიდის.

ახლა კი მეუ-ს ჟურნალისტი უყვება პრეზიდენტს, რომ მთელი უმე არის მტერი და აქვე უსვამს მას კითხვას - როდის შეუშვებენ მეუ-ს ლავრაში: „არის მეუ. მათ მიმართეს კულტურის სამინისტროს, რადგანაც კიევ-პეჩორის ლავრა ექვემდებარება კულტურის სამინისტროს, რათა მათ შეძლონ იქ წირვის შესრულება“.

ახლა კი მიმდინარეობს სისტემური სამუშაო ქვეყანაში სიტუაციის დამუხტვის თაობაზე. პოროშენკოსეული სახალხო დეპუტატი გონჩარენკო დეპუტატთა თხოვნებს სწერს მინისტრთა კაბინეტს მოთხოვნით ლავრადან განდევნონ უმე და იქ შეუშვან მეუ. პოროშენკოსეული პროპაგანდისტი „5 არხი“ იგივეს მოითხოვს. ასევე აღინიშნა პოროშენკოს სხვა სახალხო დეპუტატების განცხადებებიც. ნიკოლოზ კნიაჟიცკიმ დაწერა კანონპროექტი უმე-ს აკრძალვის თაობაზე. ტომოსის ერთ-ერთი მამა როსტისლავ პავლენკო იყო იმ მრგვალი მაგიდის ორგანიზატორების რიცხვში, სადაც განიხილებოდა უმე-ს აკრძალვის საკითხი.

და ყველა ეს ადამიანი ცდილობს ხელისუფლებამდე მიიტანოს ერთი აზრი - თითქოს, უმე არის მარგინალური და მცირერიცხოვანი. მისი აკრძალვა არანაირ შიდა დაპირისპირებას არ გამოიწვევს. მოდით ავკრძალოთ - იქ გამოჩნდება ყველაფერი. იმის გათვალისწინებით, რომ უმე -ს ეკუთვნის ასობით ათასი, თუ არა მილიონობით ადამიანი, ეს სიტყვები არის სიცრუე. რთული არაა იმის შენიშვნა, რომ დუმენკოც და პოროშენკოც განგებ ატრიალებენ საეკლესიო სიტუაციას ქვეყანაში, რათა თავიანთი ამოცანები გადაჭრან. მეუ-ს ამოცანაა ლავრის, ტაძრების მაქსიმუმის დაუფლება და უმე-ს განადგურება. პოროშენკოს გეგმაა მისი ყოფილი სტატუსის დაბრუნება. შიდა დაპირისპირებამ შეიძლება ამას ხელი შეუწყოს. აცნობიერებს თუ არა ამას უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება - დიდი საკითხია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ