ეკლესია პატივს მიაგებს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსოვნას

09 October 10:05
880
წმინდა მოციქული იოანე. ფოტო: catholic.ru წმინდა მოციქული იოანე. ფოტო: catholic.ru

იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქულს უწოდებენ, რადგან ის გვასწავლიდა, რომ სიყვარულის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ მიეახლება.

9 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს წმინდა მოციქულისა და ევანგელისტის იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების დღეს (II ს. დასაყისი).

რატომ მიაგებს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ამ მოციქულს ასეთ  განსაკუთრებულ პატივის?

 მოციქული იოანე ქრისტეს მოწაფეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. მაცხოვარს ის უყვარდა თავგანწირული სიყვარულისა და სიწმინდის გამო. უფლის მიერ მისი მოხმობის შემდეგ, ის არ განშორებია მას და იყო ერთ-ერთი იმ სამ მოწაფეთა შორის, რომლებიც უფალმა განსაკუთრებით დაიახლოვა.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ესწრებოდა უფლის მიერ იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგინებას და იყო უფლის ფერიცვალების მოწმე თაბორის მთაზე. საიდუმლო სერობის დროს ის უფლის გვერდით იჯდა და, მოციქულ პეტრეს მინიშნებით, მკერდზე მიეყრდნო მაცხოვარს და გამცემის სახელი ჰკითხა.  

წმინდა მოციქული და ევანგელისტი იოანე ღვთისმეტყველი იყო ძე ზებედესი და სალომეასი - იოსებ დამწინდველის ქალიშვილის. თავის უფროს ძმასთან, იაკობთან ერთად ის გენესარეთის ტბაზე მოიხმო იესო ქრისტემ  და ორივე შეუერთდა მის მოწაფეებს.

მოციქული იოანე უფალს განსაკუთრებით უყვარდა მისი მორჩილებისა და სიწმინდის გამო.

უფლის მიერ მისი მოხმობის შემდეგ, წმინდა იოანე უკვე აღარ განშორებია მას.

ჯვრის კვარცხლბეკთან ის ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა და ჯვრის სიმაღლიდან ჯვარცმული ღმერთის სიტყვები მოესმა, რომლებიც მათ მიმართ იყო თქმული. მას შემდეგ იოანე მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამზე და მის მიძინებამდე ემსახურებოდა მას. ის მუდმივად  იერუსალიმში იმყოფებოდა.

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულ იოანეს წილი ხვდა, რომ  წასულიყო სახარების საქადაგებლად ეფესოში და მცირე აზიის სხვა ქალაქებში, მას ახლდა მისი მოწაფე პროხორე.

ნერონის მიერ გაჩაღებული ქრისტიანთა დევნის დროს, მოციქული იოანე ბორკილებით წაიყვანეს რომის სასამართლოში, სადაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ ღვთის ძალით ის ცოცხალი დარჩა: მან დალია შეთავაზებული თასი მომაკვდინებელი შხამით და მდუღარე ზეთით სავსე  ქვაბიდან უვნებელი გამოვიდა.

მოციქული გადაასახლეს საპატიმროში კუნძულ პატმოსზე, სადაც მან მრავალი წელი იცხოვრა. ის  სახარებით ანათლებდა კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას, დევნიდა საკერპეებში მყოფ ეშმაკებს, კურნავდა ბევრ სნეულს.

კუნძულ პატმოსზე მოციქულმა დაწერა გამოცხადების წიგნი.

დაახლოებით 95 წელს მოციქულმა იოანემ ეფესოში დაწერა სახარება. მან ყველა ქრისტიანს მოუწოდა, რომ უყვარდეთ უფალი და ერთმანეთი და ამით აღასრულონ ქრისტეს სჯული.

მოციქულმა იოანემ ამქვეყნად 100 წელზე მეტი იცხოვრა და იყო ერთადერთი ცოცხალი ადამიანი, რომელსაც იესო ქრისტე მისი მიწიერი ცხოვრების დროს ჰყავდა ნანახი.

ყოველწლიურად, მაისში,  წმინდა მოციქულ იოანეს საფლავიდან ამოდიოდა თხელი ფერფლი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და იკურნებოდნენ სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ