რომის პაპმა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაჭრილების გაცვლისკენ მოუწოდა
პონტიფიკოსი ირწმუნება, რომ რკე ხელს შეუწყობს "ყველა ყველასათვის" გაცვლას.
12 მაისს რომის პაპმა ფრანცისკემ გაიმეორა მოწოდება უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ, განსაკუთრებით, მძიმედ დაჭრილთა და ავადმყოფთა გაცვლაზე, იუწყება Vaticannews.
„იმ დროს, როდესაც ჩვენ მკვდრეთით აღმდგარი უფლის ამაღლებას ვზეიმობთ, რომელიც გვაძლევს თავისუფლებას და გვსურს ვიყოთ თავისუფლები, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთსა და უკრაინას გაცვალონ დაჭრილი მეომრებიდა გარწმუნებთ, რომ ამისათვის ძალისხმევას არ დავიშურებტ, განსაკუთრებიტ საგულისხმოა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები.“ - განაცხადა პონტიფიკოსმა საკვირაო ლოცვის შემდეგ.
რომის პაპმა ასევე უკრაინაში, პალესტინაში, ისრაელსა და მიანმარში მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
როგორც მჟკ იტყობინება, რომის პაპი ფრანცისკე შვეიცარიაში უკრაინის სამიტზე იყო მიწვეული.