შვეიცარიაში ქალი 3 საათის განმავლობაში იჯდა ტახტზე რკე-ს ეკლესიის საკურთხეველში
ქალბატონის თქმით ეკლესიაში ტახტზე ჯდომა ასევე უნდა ასახავდეს ქალთა პოზიციას კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც მომავალში უნდა შეიცვალოს.
2024 წლის 4 მაისს ციურიხში მცხოვრები მხატვარი ბეტინა ფილაკანავო ტახტზე იჯდა სამი საათის განმავლობაში, დონ ბოსკოს კათოლიკური ეკლესიის საკურთხეველში, შტაინჰაუზენში, შვეიცარია.
მისი თქმით, ტაძრის ტახტზე ჯდომამ უნდა გამოხატოს პროტესტი ომის წინააღმდეგ და ასევე „ამაღლდეს ღვთისმშობლის პიროვნება“, რაც „ბიბლიის ყველაზე პოპულარულ ფიგურას იესო ქრისტეს შემდეგ“ ფემინისტურ ელფერს აძლევს.
ეკლესიაში ტახტზე ჯდომა ასევე უნდა ასახავდეს, რომ ქალთა პოზიცია კათოლიკურ ეკლესიაში მომავალში უნდა შეიცვალოს. „მარია თავს უკეთესად გრძნობს, რადგან მჯდომარე პერფორმანსს წარვადგენ“, ამბობს ფილაკანავო.
მას სჯერა, რომ ”თვითონ მარია, რომელიც გამოიარა მთელი ეს ტანჯვა - ომი, დევნა, ბავშვის დაკარგვა - ჩემი, როგორც წინააღმდეგობის გამწევი ქალის მუშაობის ნაწილია, რადგან ის მხარს უჭერს ყველა ქალს, ვინც წინააღმდეგობას უწევს პატრიარქალურ ძალაუფლების სტრუქტურებს და მტკიცედ, შეგნებულად საუბრობს მამაკაცის ძალადობის წინააღმდეგ“.
ბეტინა ფილაკანავო ლურჯ მოსასხამში შეიმოსა და ჩუმად იჯდა საკურთხევლის ტახტზე საღამოს 5:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო "ვიზიტორები დადიოდნენ სამლოცველოში ან აკვირდებოდნენ პერფორმანსს სკამებიდან".
„არ მინდა ამ სიმბოლური სპექტაკლით პროვოცირება, არამედ მინდა ვაჩვენო პოზიტიური ნამუშევარი“, - ამბობს 50 წლის მხატვარი.
აღსანიშნავია, რომ ბეტინა ფილაკანავო უკვე 15 წელია მუშაობს შვეიცარიის ევანგელურ-რეფორმირებული ეკლესიის ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, თუმცა, „პერფორმანსისთვის“ კათოლიკური ეკლესია აირჩია.
მჟკ წერდა, რომ ვენეციის კათოლიკურ ეკლესიაში მამაკაცის საცვლების გამოფენა იმართება.