"მაგრამ მოვა დრო": დუმენკომ განაცხადა, რომ "დროებით იტანს" უმე-ს უკრაინაში
სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა მეუ-ს კანონიკური ტერიტორიაა, უმე კი აქ დროებით იმყოფება.
უმე-ს ხელმძღვანელმა სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა მხოლოდ "დროებით იტანს" კანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამაზე მან განაცხადა "პირდაპირთან" ინტერვიუში.
სერგეი დუმენკოს აზრით, "უკრაინა არის კანონიკური ტერიტორია მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინაში. ის დარწმუნებულია, რომ უმე "აქ დროებით იმყოფება" და ფანარმა უკვე გადაწყვიტა უმე-ს სტატუსი.
სერგეი პეტროვიჩმა გამოთქვა იმედი, რომ პატრიარქი ბართლომე უკრაინას ესტუმრება წლევანდელ 2021 წელს და შეხვდება მეუ-ს წარმომადგენლებს. დუმენკო იტყობინება, რომ ფანარის ხელმძღვანელის ვიზიტი გაიმართება "როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე საეკლესიო დონეზე." და ეს ვიზიტი დუმენკოს აზრით ცხადყოფს, რომ "უკრაინა- მეუ-ს კანონიკური ტერიტორიაა ''. ამიტომაც პრეზიდენტის მოწვევით მსოფლიო პატრიარქი მობრძანდება აღიარებული მეუ-ს ტერიტორიაზე.
ასევე სერგეი პეტროვიჩმა დააკომენტარა დამოკიდებულება უმე-სთან (რომელსაც ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდებს).
"უკვე განსაზღვრულია მსოფლიო პატრიარქისაგან მათი სტატუსი. ჩვენ მათ ვიტანთ დროებით, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ისინი შეუერთდებიან აღიარებულ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენ ვიქნებით ერთიანი, აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინისა",-დარწმუნებულია დუმენკო.
ადრე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქი ბართლომე დროებით იტანს უმე - ს არქიეპისკოპოსებს უკრაინაში.