დუმენკო: უმების თემები არ გადადიან მეუში, არამედ აშენებენ ახალ ტაძრებს
მეუ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მისი სტრუქტურის წინააღმდეგ საჩივრები შეაქვს და თავის ტაძრებს იცავს.
2020 წლის 15 დეკემბერს ეპიფანე დუმენკომ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის „ეპისკოპოსთა კრებაზე“ განაცხადა, რომ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის თემები მათკენ არ გადადიან, რადგან მათ ახალ ტაძრებს უშენებენ.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ ადგილას მათ თემს და ეპარქიის მმართველებს „უწევთ შეტაკება სუბიექტურ წინააღმდეგობებთან სარეგისტრაციო საქმეებში, განსაკუთრებით, როცა საქმე იურისდიქციის შეცვლას ეხება.“
მისივე თქმით „მთელი რიგი საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციები გაუმართლებლად წელავენ რეგისტრაციის დროს. ისინი დაუსაბუთებელ მოთხოვნებს გვიყენებენ დოკუმენტებთან დაკავშირებით ან უკან გვიბრუნებენ მათ წვრილმანი, მაგალითად, გრამატიკული შეცდომების გამო.“
გარდა ამისა, იმ სტრუქტურის წარმომადგენელმა, რომელმაც კანონიკურ ეკლესიას 120 ტაძარზე მეტი წაართვა და ამისთვის, არც ფიზიკურ ძალადობას ერიდება, განაცხადა, რომ თემის მიერ იურისდიქციის ცვლილების დროს, ის თითქმის ყოველთვის ეჯახება საინფორმაციო, ფიზიკურ ან იურიდიულ წნეხს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს და მისი მოკავშირე პოლიტიკური და ბიზნეს-სტრუქტურების მხრიდან. თემისა და რეგისტრატორის წინააღმდეგ შეაქვთ სარჩელები სასამართლოში, ხდება ქონებასთან წვდომის ბლოკირება, დაშინება და ზეწოლა აქტიურ მრევლზე.
ასევე დუმენკო მიიჩნევს, რომ „თუ ზეწოლისა და შანტაჟის ყველა ეს მეთოდი შედეგს არ იძლევა - დასახლებულ პუნქტებში დონორების სახსრებით ახალ ნაგებობებს აშენებენ მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეებისთვის, უხდიან ფულს და მატერიალურ დახმარებას უწევენ რუსული ეკლესიის ყველაზე აქტიურ მომხრეებს.“
„შედეგად, ის თემებიც კი, რომლებმაც ხმათა უმრავლესობით მიიღეს უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლის გადაწყვეტილება, ამის გაკეთებას დიდხანს ვერ ახერხებენ,“ - დაიწუწუნა დუმენკომ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ დუმენკოს თქმით, მისი სტრუქტურა, რომლის წევრებმაც უკვე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 120-ზე მეტი ტაძარი მიითვისეს, ტრადიციულ მორალურ და სულიერ ფასეულობებს იცავს.