რელიგიური შუღლის გაღვივების დაუშვებლობა კმეს მნიშვნელოვანი ამოცანაა-დუმენკო
დუმენკომ განაცხადა,რომ მისი სტრუქტურა რომლის წევრებმაც უკვე მიითვისეს უმე-ს 120 ტაძარი, ტრადიციულ მორალურ და სულიერ ფასეულობებს იცავს.
2020 წლის 15 დეკემბერს ეპიფანე დუმენკომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „ეპისკოპოსთა კრებაზე“ განაცხადა, რომ რელიგიური შუღლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი ამოცანაა ახლადშექმნილი რელიგიური ორგანიზაციისთვის.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ „უკრაინაში კონფესიათაშორისი მშვიდობის შენარჩუნება, რელიგიურ ნიადაგზე შუღლისა და დაპირისპირების გაჩენის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი ეკლესიისთვის, რომელიც უმსხვილესი რელიგიური გაერთიანებაა და შესაბამისი ვალდებულებები აქვს საზოგადოების წინაშე.“
დუმენკოს განცხადებით, მის რელიგიურ სტრუქტურას „თითქმის 25 წელია უკრაინელი ქრისტიანების, მუსლიმებისა და იუდეველების თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოს ფარგლებში.“ ამავე დროს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია „ტრადიციულ მორალურ და სულიერ ფასეულობებს იცავს, ისევე, როგორც აღმსარებლობის თავისუფლებას“ და ზრუნავს უკრაინული საზოგადოების „განვითარების სწორ მიმართულებაზე.“
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კაჟვშირმა შაბათს, 2020 წლის 12 დეკემბერს განაცხადა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რეიდერებმა, რომლებსაც ამ სტრუქტურის „მღვდლები“ მეთაურობდნენ, უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მიძინების ტაძრის მორიგი შტურმი მოაწყვეს მიხალჩაში. პოლიციის მოსვლამდე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აქტივისტებმა, რომლებიც ხელკეტებით, ბეისბოლის ბიტებით და კასტეტებით იყვნენ შეიარაღებული, ეკლესიაში შეღწევა სცადეს, მაგრამ ტაძარში შესვლა ვერ მოასწრეს.
შეგახსენებთ, 2019 წლის 10 თებერვლიდან სოფელ მიხალჩას უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიური თემი ლოცვებს აღავლენს ბუკოვინაში მშვიდობისთვის და მართლმადიდებლური რწმენის თავისუფალი აღმსარებლობისთვის. თემს მისი ნების წინააღმდეგ უკანონოდ გადაარქვეს სახელი და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დაარქვეს. ახლადშექმნილი სტრუქტურის მომხრეები რეგულარულ თავდასხმებს ახორციელებენ წმინდა მიძინების ტაძარზე. ტაძრის დაკავების წინა მცდელობის დროს, აქტივისტებმა მისი კარი თვითნაკეთი ტარანით შეანგრიეს. 2019 წელის 23 დეკემბერს მიხალჩას სოფლის საბჭო უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მიწების უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემას დათანხმდა.