წარმატებებიც და ნიჭიც - ეს ყველაფერი „ჩვენი არ არის“, ყველაფერი ღმერთის მიერ არის მოცემული, - ლომაჩენკო
ვასილი ლომაჩენკომ თქვა, რომ მას ნამდვილი რწმენა ჩაესახა გულში რინგზე მოულოდნელი მარცხის შემდეგ.
კრივში მსოფლიო ჩემპიონმა ვასილი ლომაჩენკომ მჟკ-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, წარმატებებსაც და მარცხსაც ღმერთი უგზავნის ადამიანს მის სასიკეთოდ.
სპორტსმენის თქმით, 33 წლის ასაკში, ტეოფიმო ლოპესთან წაგების შემდეგ, მის ცხოვრებაში სულიერი შემობრუნება მოხდა, რამაც საშუალება მისცა საკუთარი თავისთვის გარედან შეეხედა.
სწორედ ამ მომენტმა, როგორც ლომაჩენკომ აღნიშნა, შეცვალა მისი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისა და რწმენის მიმართ.
„ყოვლისშემძლემ მომცა სპორტდარბაზში თავდაუზოგავად ვარჯიშის ნიჭი, გავმხდარიყავი ისეთი მოკრივე, როგორიც დღეს ვარ. მაგრამ ამას ახლა ვხვდები. დღეს მესმის, რომ ეს ყველაფერი უფლის წყალობითაა. რომ არა მისი მხარდაჭერა, რომ არა ყოვლისშემძლეს ნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე გამომსვლოდა, ”- თქვა მან.
ლომაჩენკო ასევე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი რაც ეძლევა ან რასაც კარგავს ადამიანი, მხოლოდ უფლისგან მოდის.
„პრობლემები, რაც მქონდა, წარმატებები, რაც მქონდა... დავიწყე უბრალოდ იმის გაგება, საიდან მოვიდა და ვისგან მოვიდა. თუ ადრე მეგონა, რომ სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებდა, ახლა მივხვდი, რომ ძლიერ ვცდებოდი“, - დასძინა მოკრივემ.
როგორც მჟკ იტყობინება, ვასილი ლომაჩენკომ თქვა, რომ უმე უნდა დავიცვათ ისე, როგორც საკუთარ მსობლებს ვიცავთ თავდაუზოგავად.