მეუ-ს ტომოსი არ შეიძლება გავამართლოთ ეკლესიის კანონებით - კვიპროსის იერარქი

24 November 2020 13:32
28
კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორი. ფოტო: pravoslavye.org.ua კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორი. ფოტო: pravoslavye.org.ua

კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორი დარწმუნებულია, რომ განკვეთის მოხსნა განკვეთილთაგან და ანათემატიზებულთაგან, წინასწარი გულწრფელი და ღრმა მონანიების გარეშე, არაკანონიკურია.

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის, კიკოსისა და ილირიის მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ მეუ-თვის(უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) ავტოკეფალიის მინიჭება კანონიკურად ვერ იქნება გამართლებული, ნათქვამია მეუ სსუდ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტი) ვებ-გვერდზე.

მიტროპოლიტ ნიკიფორის მტკიცებით, - უკრაინის სქიზმატური ჯგუფებისათვის ფსევდო-ავტოკეფალიის მინიჭება ყველა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის,  ისევე როგორც დედა-ეკლესიის (ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესია) წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე არის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საუკუნოვან კანონიკურ ტრადიციასა და საეკლესიო პრაქტიკას; და ვერ იქნება გამართლებული საეკლესიო კანონების თვალსაზრისით. ”

გარდა ამისა, არქიერი დარწმუნებულია, რომ კანონიკას ეწინააღმდეგება წინასწარი გულწრფელი და ღრმა მონანიების გარეშე განკვეთის მოხსნა ანკვეთილთაგან და ანათემატიზებულთაგან.

კვიპროსის ეკლესიის იერარქი ხაზს უსვამს, რომ საეკლესიო კანონები ირღვევა მაშინ როცა „საეკლესიო კანონის წინააღმდეგ ამტკიცებენ, - ეკუმენურ პატრიარქს ოდესღაც ჰქონდა და აქვს უფლება  სააპალაციოდ მიიღოს საჩივრები არა მარტო მის იურისდიქციაში მყოფი ეკლესიებიდან, არამედ ყველა მართლმადიდებლური საპატრიარქოებიდან და ავტოკეფალური ეკლესიებიდანაც კი.”

სწორედ ამიტომ, თვლის მეუფე, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭებას ვერ მოყვება კანონიკური შედეგები, და არ უნდა იქნას გაზიარებული ადგილობრივი მართლმადიდებლური ავტოკაფალური ეკლესების მიერ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ნიკოფორის აზრით, ფანარიონის მიერ საპატრიარქო სიგელის გაუქმება - არამართებულია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ