დასავლეთ გალილეაში, ტამრას მეჩეთში სასტიკად მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მკვლელობა ქალაქ ტამრას არაბულ სექტორში მოხდა.
ლოდ სამიჰ ალ-ჯალილის 50 წლის მკვიდრი დილით ისრაელის დასავლეთ გალილეაში, ტამრას მეჩეთში სიცოცხლის ნიშნების გარეშე და სასტიკი ძალადობის ნიშნებით იპოვეს. როგორც news.israelinfo იუწყება, მას ხელკეტებით სცემეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა MADA-ს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „ის იატაკზე იწვა მთელ სხეულზე მძიმე ჭრილობებით ჰქონდა დაფარული. ვერაფრით ვუშველეთ - ადგილზე დავაფიქსირეთ სიკვდილი“, - თქვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელმა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
,,აბრაამის ინიციატივის’’ სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში არაბულ სექტორში მკვლელობების მხოლოდ მეხუთედი იქნა გახსნილი.
ქალაქი ტამრა ხშირად ჩნდება დანაშაულებრივ ცნობებში: იქ თითქმის ყოველთვიურად ხდება სროლები და მკვლელობები.
როგორც მჟკ წერდა, უგანდაში მუსლიმებმა მოკლეს ქრისტიანი მოქადაგე.