მოსამართლეს ადვოკატისთვის ლავრის ნაცვალის დაკავების შესახებ დადგენილება არ გადაუცია

18 July 2023 20:40
932
მოსამართლე ვიქტორია ჟოვნოვატიუკი. ფოტო: ukrinform.ua მოსამართლე ვიქტორია ჟოვნოვატიუკი. ფოტო: ukrinform.ua

მიტროპოლიტი პავლეს ადვოკატი იძულებული გახდა ზედიზედ 5 საათის განმავლობაში უშედეგოდ დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე ვიქტორია ჟოვნოვატიუკის კაბინეტთან.

კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვიქტორია ჟოვნოვატიუკმა, რომლის გადაწყვეტილებითაც კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი მიტროპოლიტი პავლე მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, უარი თქვა ეპისკოპოსის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების სრული ტექსტის წაკითხვაზე და  დაცვის მხარისთვის გადაცემაზე. ამის შესახებ მიტროპოლიტის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა თავის ტელეგრამ-არხზე  განაცხადა.

მოსამართლე ჟოვნოვატიუკი ვალდებული იყო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა 2023 წლის 18 ივლისს, 16:00 საათზე, მაგრამ ეს ჯერ არ გამოუქვეყნებია მოუცლელობის მოტივით.

ლავრის მმართველის ერთ-ერთი დამცველი ოლეგ პოვალიაევი სასამართლოში 15:45 საათზე მივიდა და იძულებული გახდა მოსამართლის კაბინეტთან 5 საათის მანძილზე უშედეგოდ მდგარიყო. ჟოვნოვატიუკმა თქვა, რომ ლოდინი შეიძლება შუაღამემდე გაგრძელებულიყო, მაგრამ სასამართლომ სამუშაო დღე 18:00 საათზე დაასრულდა, ხოლო 20:20 საათზე დაცვამ ადვოკატს შენობის დატოვება მოსთხოვა.

მეუფე პავლეს დამცველები აღნიშნავენ, რომ მოსამართლის ასეთი ქმედებების გამო ვერ გაასაჩივრებენ მის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. მამა ნიკიტა ჩეკმანმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ეპისკოპოსის ადვოკატები ამზადებენ განცხადებებს და საჩივრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 14 ივლისს, მოსამართლე ჟოვნოვატიუკმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მიტროპოლიტ პავლეს შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით, რაც შეადგენს 33 მილიონ 330 ათასი გრივნას.

მანამდე, მოსამართლემ და სოლომენსკის სასამართლოს ოფისის თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს მიტროპოლიტ პავლეს საჩივრის განხილვას მისი შინაპატიმრობის გახანგრძლივების შესახებ - მათ საქმის მასალები არ მიაწოდეს სააპელაციო სასამართლოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ