საწყისი ფსალმუნი. რატომ არ ღირს საყოველთაო ღამისთევაზე დაგვიანება

25 November 2020 14:38
706
103-ე ფსალმუნში მეფე დავითი პოეტურად  ხსნის სამყაროს შექმნის დ ა მისი არ სის შესახებ ამბავს. ფოტო : radiovera.ru 103-ე ფსალმუნში მეფე დავითი პოეტურად ხსნის სამყაროს შექმნის დ ა მისი არ სის შესახებ ამბავს. ფოტო : radiovera.ru

ჩვენ ვაგრძელებთ მართლმადიდებლური ღვთისმსახურების შესწავლას. დღევანდელი განხილვის თემა იქნება საწყისი ფსალმუნი - სწორედ მისგან იწყება საყოველთაო ღამისთევა.

სამ სამრევლოში, სადაც მომიწია მსახურება ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომლის ცხოვრების დაკვირვების შესაძლებლობაც მომეცა, - შევამჩნიე ერთი არც თუ ისე სახარბიელო კანონზომიერება: საყოველთაო ღამისთევის დასაწყისში, ხალხი ყოველთვის ნაკლებია ვიდრე დასასრულს, ლიტურღიაზე კი ყოველთვის მეტია ხალხი ვიდრე საყოველთაო ღამისთევაზე. ე.ი. მართლმადიდებლებს მასიურად სჩვევიათ უყურადღებოდ მოეკიდონ ღვთისმსახურებას ან მის ზოგიერთ ნაწილს. საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ არ შეიძლება არ შეგაწუხოს.

ჩვენ, ყველას უამრავი საზრუნავი გვაქვს, რომელთა მოგვარებაც მხოლოდ დასვენების დღეებში შეიძლება. მაგრამ საყოველთაო ღამისთევაზე და ლიტურღიაზე მლოცველი მრევლის რაოდენობებს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ მხოლოდ ობიექტური დაკავებულობით ვერ ავხსნით. თავს უფლებას მივცემ ვივარაუდო, რომ არსებული ვითარების ერთ-ერთი მიზეზი ხალხის მიერ აზრის, სიმბოლიზმის უცოდინრობაა, რასაც შედეგად ღვთისმსახურების სიღრმეების გაუგებრობამდეც მივყავართ.

საყოველთაო ღმისთევა - ეს არ არის მოვალეობა, რომელიც საჭიროა უბრალოდ შეასრულო, გადალახო საბოლოო ჯილდოს, ზიარების მისაღებად. საყოველთაო ღამისთევა - არის ღვთისმსახურების დღიური ციკლის ჰარმონიული და სათუთად აწყობილი ნაწილი, ისეთივე ნაწილი როგორიცაა ლიტურღია. სწორედ ამიტომ, ყველა ვინც ისწრაფვის ქრისტეს ზიარების საიდუმლოების მეშვეობით შეუერთდეს, ასევე უნდა ისწრაფვოდეს მონაწილეობისაკენ, ლოცვისაკენ და მწუხრის, ცისკრის, და სხვა ჩვენთვის ცნობილი ღვთისმსახურების აზრის გაგებისკენ. გარდა ამისა, საყოველთაო ღამისთევას შეიძლება ვუწოდოთ სასულიერო კულტურის უნიკალური გამოვლინება, რომელიც წარმოიშვა ქრისტიანობის განთიადზე და სრული დატვირთვა შეინარჩუნა მეთელი ამ ორიათასწლიანი ისტორიის მანძილზე. რა თქმა უნდა თავდაპირველად მას დღევანდელი ფორმა არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ იდეა, რომ დღესასწაულების წინა ღამე ლოცვაში გაატარონ მორწმუნეებმა, დღემდე ნარჩუნდება.

საყოველთაო ღამისთევას შეიძლება ეწოდოს სასულიერო კულტურის უნიკალური გამოვლინება, რომელიც წარმოიშვა ქრისტიანობის განთიადზე და სრული დატვირთვა შეინარჩუნა მეთელი ამ ორიათასწლიანი ისტორიის მანძილზე.

საყოველთაო ღამისთევის პირველი, ცნობილი წესი IV საუკუნით თარიღდება. ბერი, ნილ სინაიელი წერს, რომ პროცესი წააგავდა სამონასტრო საქმიანობას და ამიტომ მასში არ იყო ტროპარისა და სტიქირის გალობა, რომელთა დიდი ნაწილიც მოგვიანებით შეიქმნა. ღვთისმსახურებაში ერთ-ერთი მთავარი და შედარებით გამოკვეთილი ნაწილი იყო ლიტანიობა.

მაშ ასე, საწყისი ფსალმუნი

ამჟამად, საყოველთაო ღამისთევა იწყება 103-ე ფსალმუნის გალობით. ყოველდღიურ მწუხრზე ეს ფასლმუნი იკითხება ბოლომდე, ხოლო საყოველთაო ღამისთევის მსახურების დროს მგალობლები მღერიან მხოლოდ შერეულ ნაწილებს მისამღერთან ერთად.

მთელი ისტორიის და ღვთისმსახურების ყველა ნაწილის არსის განხილვა, ერთი სტატიის ფარგლებში, შეუძლებელია; ამიტომ, იმისათვის რომ ვცადოთ ტაძარში მსახურების დაწყებამდე მისვლა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ საწყის ფსალმუნზე.

ალბათ ბევრმა ჩვენთგანმა იცის, რომ 103-ე ფსალმუნში მეფე დავითი პოეტურად ხსნის სამყაროს შექმნის და მისი არსის შესახებ ამბავს. წესის მიხედვით ეს ფსალმუნი უნდა შესრულდეს მე-8 ნოტით, რომელიც ცათა სასუფევლის სიმბოლოა - ე.ი. ის მიზანია, რომლისკენაც მიილტვის ყველა ქრისტიანი მიწიერი ნავსაყუდელის გავლით. ამ გალობის დროს მღვდელი აკმევს საკმეველს მთელს ტაძარში, მას წინ მიუძღვება დიაკონი ანთებული სანთლით, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

ამგვარ ქმედებას სიმბოლურად მივყავართ სამყაროს შექმნის საწყისებთან, ამიტომ თუ დავიცავთ თავდაპირველი წესდების წესებს, მაშინ საკმევლის კმევა საჭიროა გალობის დაწყებამდე, სრულ სიჩუმეში და სანთლებით სავსე ტაძარში. ადგილზე სივრცის სიბნელე უნდა აღიქმებოდეს უსახო და ცარიელ დედამიწად, და სიბნელედ, უფსკრულის თავზე (დაბადება 1,2); საკმევლის კვამლი - წყლის თავზე მყოფ ღვთის სულად (დაბადება 1,2); დიაკონის სანთელი კი - პირველი დღის სინათლედ (დაბადება 1,3).

წესის მიხედვით ეს ფსალმუნი უნდა შესრულდეს მე-8 ნოტით, რომელიც ცათა სასუფევლის სიმბოლოა - ე.ი. ის მიზანია, რომლისკენაც მიილტვის ყველა ქრისტიანი მიწიერი ნავსაყუდელის გავლით.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ დავინახავთ, მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ, თუ ევქარისტიის საიდუმლოში ქრისტესთან შეხვედრისთვის მზადებისას, როგორ მოგვიწევს გავლა, განცდა მთელი გზისა სამყაროს შექმნის მომენტიდან მისი გამოსყიდვის გმირობამდე. ტაძრის სიჩუმეში ჩვენ ვიდგებოდით სუნთქვაშეკრული და დავაკვირდებოდით როგორ ვითარდება ჩვენი სამყაროს ისტორია. პირველი ნათელის გამოჩენისთანავე ტაძარში დაიწყება საზეიმო გალობა ფსალმუნისა, რომელიც მოგვიყვება უფლის დიდებული საქმეების შესახებ.

მღვდლისა და დიაკონის პირველი სიმბოლური ქმედებების დანახვით გამოწვეული სულის მღელვარება მთელ ტაძარს უნდა მოედოს, შემდეგი სიტყვების გაგონებისას: „აკურთხე სული, ჩემო უფალო“(ფსალმუნი 103, 1), - რაც წმ. ათანასე დიდის სიტყვების თანახმად, გვასწავლის დავლოცოთ თითოეულ ადამიანზე ღვთის ჩანაფიქრი, მოქმედი მის მიერვე შექმნილი სამყაროს ფარლგლებში. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ფრაზა „თქვენ ძალზე ამაღლდით", რაც ჩვენი მხრიდან უფლის განდიდებაა, უფლის ამაღლებაა, - ერთგვარი საპასუხო ქმედებაა ადამიანის მხრიდან, რომელიც შემოქმედის მადლიერია მასზე ზრუნვისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვები: „ აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ“ (ფსალმუნი 103, 1). უნეტარესი ფიოდორიტი განმარტავს, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ ის, ვინც იყენებს უფლის მიერ გამოგზავნილ წყალობებს, უკვე იციან შემოქმედის შესახებ, აღარ სცემენ თაყვანს კერპებს და მუდმივად განადიდებენ ღმერთს. ეს სიტყვები ჩვენთვის ამოცანაცაა და საყვედურიც, იმდენად რამდენადაც ეს მოგვიწოდებს დავინახოთ უფლის ხელი ჩვენს ცხოვრებაში და მისი მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის რაც გვაქვს. თუმცა ადამიანი მერყევია. ის ყოყმანობს იქაც კი, სადაც ყველაზე დაცემული დემონებიც კი არ არიან უმეცრებაში.

უტყვი ბუნება, ცხოველებიც კი თავისებურად განადიდებენ შემოქმედს. ჩვენ კი, ქრისტიანები, ხშირად ვივიწყებთ ამას. ეკლესიისგან შორს მყოფ ხალხზე, აღარაფერს ვამბობ.

უფლის მზრუნველობა ვრცელდება ყველა ქმნილებაზე

ღვთისმსახურების ტექსტები - ეს მხოლოდ ლოცვის საშუალება კი არაა, არამედ სიბრძნის წყაროა. და სწორედ 103-ე ფსალმუნი ყოველკვირეულად გვახსენებს, რომ აუცილებელია გასცე რამე უფლისათვის და არა მარტო მოითხოვო. სხვა რა შეიძლება მივუძღვნათ ღმერთს, თუ არა მადლიერებისა და ქების სიტყვები. ამიტომ, საყოველთაო ღამისთევაზე დაგვიანება, ან საერთოდ უგულებელყოფა - სულიერი სამყაროსთვის ყოველთვის გარკვეული დანაკარგია.

შემდეგ იმღერება ფსალმუნის მე-10 ლექსი: „რომელმან გადმოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დადიოდნენ წყალნი“. რატომ გამოიყოფა, კონკრეტულად ეს სიტყვები გვიხსნის იოანე ოქროპირი:

„აი უფლის ჩანაფიქრის ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ის აკმაყოფილებს არა მარტო ადამიანების საჭიროებებს, არამედ ყოველთა ცხოველთა მოთხოვნებს. უფალმა წყალი ხევთა შორის წყაროებად აღმოადინა, ხოლო მთათა შორის - მდინარეებად, რათა მხოლოდ ადამიანებმა კი არ შეძლონ უხვად სარგებლობა წყლის ნაკადით, არამედ ყოველმა ცისა და მიწის ცხოველმა მოიკლას წყურვილი."

ღვთის მზრუნველობა ყველა ქმნილებაზე ვრცელდება. ზემოხსენებულთან საკმარისია ასევე გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ფრინველნი „არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ“ მათე 6,26). წმინდა იოანე მოყვანილ სიტყვებს ალეგორიულ მნიშვნელობასაც ანიჭებს. უფალი სწუხს ცხოველებზე, ხოლო ცხოველები შეიძლება დავყოთ ტყისად და მინდვრისად. ტყის ცხოველები - ეს დემონებია, მიუხედავად იმისა, რომ მათაც ეხებათ უფლის ჩანაფიქრი, მათი შეცვლა უკვე შეუძლებელია. მინდვრის ცხოველები კი - ცოდვილნი არიან, როგორც მინდვრის ცხოველის მოთვინიერებაა შესაძლებელი, ასევე ცოდვილმა შეიძლება მოინანიოს და მამასთან დაბრუნდეს. სახასიათოა ასევე ცხოველის სახეც, მაგრამ დაე მასზე ყველამ თავად იმსჯელოს.

ფსალმუნის მღერა მთავრდება სიტყვებით: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა“ - ეს არის მისამღერით დამატებული 24-ე სტროფი; ჰარმონიულად დამასრულებელი სულის ის აღმაფრენა, რაც მან შეიძინა სამყაროს შექმნის ჭვრეტისას და მისი გააზრებისას. ნეტარი ფიოდორიტი კი დასძენს, რომ დავითმა „თანმიმდევრობით განიხილა რა ყველაფერი ზემოთთქმული და ჩაწვდა რა უფლის უდიდეს მზრუნველობას, შუა თხრობაში შემოგვთავაზა საგალობელი, ამბობდა რა, რომ ყველა ქმნილება უფლის საოცრებაა, უსაზღვრო გაკვირვების ღირსია და სავსეა სიბრძნით.“

*   *   *

დაე, რაც აქ ნათქვამია არა ჩემს მიერ, არამედ წმიდა მამების მიერ, ჩაიწეროს ჩვენს გონებაში, ჩაიბეჭდოს ჩვენს ტვინსა და მეხსიერებაში, და ყოველ ჯერზე, 103-ე ფსალმუნის გალობის გაგონებისას, გაგვახსენდეს ის. მოდით, ნუ დავიზარებთ ღვთისმსახურების შესწავლას და მასზე დასწრებას; ეს ხომ საგანძურია, რომლის მოსაპოვებლადაც დიდი შრომა არაა საჭირო, მთავარია მოვინდომთ მისი აღება და მიღება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ