მოსკოვის შტატგარეშე კლირიკოსი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს უმე-ში?
ფანარიონი ახორციელებს ახალ მცდელობას განხეთქილება შეიტანოს უმე-ში. ფოტო: СПЖ
ომი მთელი ქვეყნის გამოცდაა. თუმცა, ის განსაკუთრებით მძიმეა უმე-ს სამღვდელოებისა და მორწმუნეებისთვის. გული იგლიჯება, როცა აცნობიერებ, რომ შენსა და შენი ახლობლების წინააღმდეგ ომობენ ადამიანები, რომლებთანაც სულიერ ერთიანობაში იმყოფები. რა უნდა უპასუხო მათ, ვინც ბრალს გდებს აგრესორთან დაკავშირებით? საიდან უნდა მოიტანო ძალები, გახსოვდეს, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული და დგას სამყაროზე, სახელმწიფოებზე, ნებისმიერ გეოპოლიტიკურ კონფლიქტებზე მაღლა? რომ ქრისტიანს არ შეუძლია მოექცეს სიძულვილის ქვეშ, თუნდაც გამართლებულის და სამართლიანის? შეიძლება კი არ გძულდეს, როცა სროლების ქვეშ ექცევა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და - რაც საერთოდ გონებაში არ ჯდება - ღვთის ტაძრები?
ომის შედეგად უმე-ს ერთიანობა საფრთხის ქვეშ მოექცა. უმე-ს უამრავი თემი აღარ მოიხსენიებს პატრიარქ კირილს ღვთისმსახურებისას. გაისმა მოწოდებები გამოცხადდეს სრული ავტოკეფალია, რაც თანაგრძნობას პოულობს სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მნიშვნელოვან ნაწილში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ კირილის მოხსენიების შეწყვეტის შესახებ ყველა განცხადებაში შედის უმე-სა და მისი წინამძღოლის, უნეტარესი ონუფრის ერთგულების დეკლარაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ სამღვდელოება და ერისკაცებიც აცნობიერებენ თავიანთ კუთვნილებას ქრისტეს ეკლესიის მიმართ და არ აპირებენ მასთან ერთიანობის დარღვევას.
კიდევ ერთი არეულობა უკრაინაში
თუმცა, ზოგიერთი წრე ცდილობს ოპერატიულად გამოიყენოს რფ-ს ომი უკრაინის წინააღმდეგ თავის ინტერესებში. მკვეთრად გააქტიურდნენ უმე (კ) -სა და მეუ-ს „მიმპატიჟებლები“. თუმცა, მთავარი საფრთხე, ისევე როგორც სამი წლის წინ, მოდის თურქეთის ტერიტორიიდან. მჟკ-თვის ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვიტა უკრაინაში ჩუმად შექმნას კიდევ ერთი საეკლესიო იურისდიქცია, რომელიც გამოყოფილი იქნება რმე-განაც და მეუ-განაც. მისი ამოცანაა იმ მღვდლების გადაბირება, რომლებიც, ერთის მხრივ, არ თვლიან შესაძლებლად დარჩნენ რმე-ს იურისდიქციაში, ხოლო მეორეს მხრივ, არ სურთ გაერთიანება მეუ-თან. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სტრუქტურა უკრაინაში უკვე არსებობს. ეს არის „უკრაინაში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია“, რომელიც დაფუძნებულია კიევის წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიასი და რომელსაც მართავს კომანის ეპისკოპოსი მიხელი (ანიშჩენკო).
მოკლედ, მსურველებს სთავაზობენ არ დაიბნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხებით, გაერკვნენ ადმინისტრაციებში და ა.შ. უმე-ს განხეთქილების ახალი პროექტის ადეპტები უბრალოდ მოუწოდებენ მსურველებს ღვთისმსახურებისას მოიხსენიონ პატრიარქი ბართლომე.
ამ პროექტის მამოძრავებელს საჯარო სივრცეში წარმოადგენს რმე-ს არქიმანდრიტი კირილი (გოვორუნი). დიდი ალბათობით, ის არ წარმოადგენს მთავარ ფიგურას, მაგრამ სწორედ ის ახორციელებს ნარატივების ტრანსლირებას, რომ თითქოს, დროა ყველა დაექვემდებაროს ფანარიონს და მისი მზრუნველი ხელმძღვანელობით შექმნან რაიმე ახალი გაერთიანება. 2022 წლის 12 მარტს კირილ გოვორუნმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი შეტყობინება: „გვქონდა შესაძლებლობა ძალიან დეტალურად განგვეხილა სიტუაცია უკრაინაში. ნათელი იყო, რომ პატრიარქი (ბართლომეოსი- რედ.) გულწრფელად არის უკრაინელ ხალხთან მის ტანჯვაში. ასევე ის მოხარული იყო დაგვენახა, რომ ჩვენ, როგორც ამბობენ, ერთ გვერდზე ვართ ახალი მიზეზების გაგებაში უკრაინელი მართლმადიდებლების კონსოლიდაციისთვის. მაგალითად, ის არ უარყოფს მისი მოხსენების შესაძლებლობას რაიმე დამატებითი კანონიკური პროცედურის გარეშე იმათთვის, ვინც ვერ ხედავს მისთვის სხვა ვარიანტებს, მათ შორის, მეუ-თან მიერთების გარეშე“.
გოვორუნის კანონიკური სტატუსი
საინტერესოა, რომ რმე-ს კლირიკოსის მასშტაბი და კანონიკური სტატუსი ალბათ არ გულისხმობს პირად ურთიერთობას „მართლმადიდებლობის მეთაურთან“ და მითუმეტეს - იმდენად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას უკრაინაში. საერთოდ ვინაა გოვორუნი და როგორ აღმოჩნდა ის ფანარიონზე?
თავად მან 2019 წლის 17 ნოემბერს YouTube-არხისთვის „ რელიგია დღეს“ მიცემულ ინტერვიუში თავის სტატუსზე შემდეგი რამ უპასუხა: „ წარმოვადგენ რმე-ს მოსკოვის ეპარქიის შტატგარეშე კლირიკოსს“. იმ დროინდა, რამდენადაც შესაძლებელია ამის გაგება ინფორმაციის საჯარო წყაროებში, ეს კანონიკური სტატუსი არ შეცვლილა. თავის ფეისბუქ- გვერდზე არქიმანდრიტი კირილი (გოვორუნი) არ მიუთითებს, რომ ის წარმოადგენს კონსტანტინოპოლის ან სხვა ადგილობრივი ეკლესიის კლირიკოსს, ისევე როგორც არ მიუთითებს საერთოდ მის კუთვნილებას ეკლესიასთან.
ასევე ცნობილია გოვორუნის მეუ-ს „მღვდლებთან“ თანამსახურების ფაქტიც. 2020 წლის 7 იანვარს ის მონაწილეობდა კიევის სოფიას სატრაპეზო ტაძრის „ლიტურგიაში“. გამოცანად რჩება, რატომ არ აუკრძალეს მას მსახურება ამის შემდეგ რუსულ ეკლესიაში. მითუმეტეს, რომ გოვორუნს არა ერთხელ საჯაროდ განუცხადებია რმე-ს ბრძანებების იგნორირების შესახებ. 2021 წლის 17 ივნისს YouTube-არხისთვის „Detector.ua” მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის თავისუფლად იმსახურებს ფანარიონის კლირიკოსებთან ერთად: „პრინციპში, ერთ-ერთი ვარ იმ მცირედთაგანს შორის, შესაძლოა, ერთადერთი კლირიკოსიც კი ვარ, რომელიც იმყოფება სრულ ევქარისულ კომუნიასი (ურთიერთობაში - რედ.) მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში“.
საინტერესოა, რომ გოვორუნი მიიღო პატრიარქმა თეოდორმაც, რომელმაც მისი მეშვეობით ამცნო სამყაროს, რომ გადაწყვეტილება მეუ-ს აღიარების შესახებ მას „დიდი ხნის ფიქრისა და ლოცვის შემდეგ“ მოუვიდა აზრად.
ალბათ შემთხვევითი არაა ფანარიონის სტუმრობა და რმე-ს კლირიკოსის შემდგომი აქტიური მედიურობა უკრაინის საეკლესიო მომავლის თაობაზე.
ყველა ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ გოვორუნი უბრალოდ რიგითი არქიმანდრიტი არაა: თეოდორისა და ბართოლომეოსის მასშტაბის პიროვნებები ასეთებთან უბრალოდ ასე არ ურთიერთობენ. ეს არის ეკლესიის ირგვლივ დინების ერთგვარი „მატა ჰარია“, რომელიც საჭიროა განსაკუთრებული დელიკატური დავალებების შესასრულებლად. ალბათ შემთხვევითი არაა ფანარიონის სტუმრობა და რმე-ს კლირიკოსის შემდგომი აქტიური მედიურობა უკრაინის საეკლესიო მომავლის თაობაზე.
მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო სქემას ვიღებთ: მოსკოვის ეპარქიის შტატგარეშეი კლირიკოსი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთის მოქალაქესთან უკრაინის ტერიტორიაზე ერთგვარი მოქმედებების შესახებ, რომელიც ასახავს რფ-ს სამხედრო აგრესიას. ამასთან, ამ მოქმედებებმა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, უნდა გამოიწვიოს უმე-ს განხეთქილება მაშინ, როცა პრეზიდენტი და რელიგიური ლიდერები ამტკიცებენ, რომ ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა ქვეყნის შიგნით.
უმე-ს განხეთქილების პროექტი
პროექტის არსი გოვორუნის მიერ გადმოცემულია სააგენტო „Громадське радіо» -თვის მიცემულ ინტერვიუში 2022 წლის 5 მარტს.
„ყველაზე გავრცელებული იდეა, რომელიც ამჟამად განიხილება უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოში - ლიტურგიაზე პატრიარქ კირილის მოხსენიების შეწყვეტა. ეს ყველაზე მარტივია, მაგრამ ეს მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია. ამის პარალელურად მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ უმე (კ) გამოაცხადოს ავტოკეფალია. ეს იგივეა, რასაც ოდესღაც აკეთებდა პატრიარქი ფილარეტი.
ვარიანტი, რომელსაც მე გთავაზობთ არის ის, რომ მრევლს უკვე შეუძლია მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება თავის ლიტურგიებში. შემდეგ, როცა იქნება მშვიდი დრო, ეკლესიები ისევ შეძლებენ შეკრებას ერთად... და მეუ-თან ერთად განხილვას, თუ როგორ იარსებონ მათ ერთად. უკრაინის მართლმადიდებლობის გაერთიანების პროცესი შეიძლება ახლა დასრულდეს, როგორც ამ ომის შედეგი. ამისათვის, რასაკვირველია, საჭიროა თვითგანკვეთა თითოეული უკრაინული ეკლესიისთვის“, - განაცხადა გოვორუნმა.
მისი ბოლო სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ის გულისხმობს არა განხეთქილებას, არამედ პირიქით, უკრაინული კონფესიების გაერთიანებას. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში აქ მზაკვრობა იწყება უმე-ს ავტოკეფალიის შესაძლო გამოცხადების (ამასთან არა ნათელის) სიტყვებიდან - აქ ტოლობის ნიშნის დასმიდან ფილარეტ დენისენკოს 1992 წლის მოქმედებებთან. ეს კი სრულიად არაკორექტულია.
1992 წელს უმე-მ სრულად ხარკოვის ტაძარში მიიღო გადაწყვეტილება ფილარეტის უმე-ს წინამძღოლის პოსტიდან გადაყენებისა და მისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ. ამის შემდეგ ფილარეტმა რამოდენიმე „ეპისკოპოსის“ ცრუ ქიროტონია შეასრულა და მათთან ერთად მოიწვია ცრუ კრება, რომელზეც გამოაცხადა „ავტოკეფალია“. უფრო ზუსტად, არათუ გამოაცხადა, არამედ დეკლარირება გაუკეთა გაერთიანებას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ამასთან, უამე-ს მეთაურის „პატრიარქ“ მსტისლავისთვის შეტყობინების გარეშე.
ეს იყო ნამდვილი განხეთქილება, რომელშიც პირადად წავიდა ფილარეტი და უმე-ს კიდევ ორი მღვდელმთავარი, რომელთაც უკვე აკრძალული ჰქონდათ მღვდელმსახურება. მათ შეუერთდა ზოგიერთი თემი, მაგრამ განხეთქილებაში არ წასულა არც ერთი ეპარქია, არც ერთი მონასტერი, არც ერთი სასწავლო დაწესებულება.
უმე-ს ავტოკეფალიის შესაძლო გამოცხადებაზე არ ვისაუბრებთ, რამდენადაც არ შეიძლება იმის ანალიზი, რაც არაა. ხოლო ისეთი ეკლესიების ავტოკეფალიაზე, როგორიცაა რუმინეთის, ბულგარეთის და ზოგიერთი სხვა, საუბარი შეიძლება. მათ ავტოკეფალია გამოაცხადეს ცალმხრივი წესით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აზრის საპირისპიროდ, თუმცა ეს გამოცხადება ხდებოდა მთელი ეპისკოპატისა და ეკლესიური ხალხის სახელით. ანუ პრაქტიკულად მთელი ეკლესია შესაბამის ტერიტორიაზე ავტოკეფალიის მიღწევას ცდილობდა და არა ცალკეული პიროვნებები, ისევე როგორც ფილარეტ დენისენკოს შემთხვევაში.
შემდეგი მომენტი, რომლითაც მანიპულირებს გოვორუნი - „თითოეული უკრაინულ ეკლესიათა შორის“, რომლებიც, მისი აზრით, უნდა წავიდნენ „თვითგანკვეთაზე“ „ერთიანობის“ სახელით.
თუმცა, უმე არის ქრისტეს ნამდვილი ეკლესია, ხოლო მეუ, როგორც მისი წინამორბედები - უმე (კ) და უამე - დენომინაციები, რომლებიც გამოეყვნენ ეკლესიას. ამასთან, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება ეკლესიასთან „ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების“ შერწყმის შესახებ, არაფერს ცვლის. განხეთქილების ცოდვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცოდვა, მონანიებით განიკურნება და არა სხვა რამით. მონანიება და გაერთიანება ეკლესიასთან, სწორედ რომ არ ყოფილა. როგორ გავიგოთ ამ კუთხით გოვორუნის მოწოდება „თვითგანკვეთისკენ“ უმე-თან მიმართებაში? ის უნდა განიკვეთოს უფლის მადლისგან, რომელიც მასში არაა და დაეთანხმოს იმას, რომ მადლი ასევე არის განხეთქილებაში?
რატომ არ შეიძლება წამოეგო ცდომილებაზე
ჯერ ერთი, გოვორუნი მოგვიწოდებს მოვიხსენიოთ პატრიარქი ბართოლომეოსი, ხოლო შემდეგ გავმართოთ ახალი საეკლესიო კრება არა სრულიად უმე-ს სამღვდელოებასა და მითუმეტეს მთელს საეპისკოპატოში, არამედ მათთვის, „ვინც ვერ ხედავს თავისთის სხვა ვარიანტებს, მათ შორის, მეუ-თან გაერთიანების მეშვეობითაც კი“. ანუ უკვე შემოთავაზებულია დაყოფა.
უმე-ს მღვდელმსახურების მეთაურობა, პირიქით, მოგვიწოდებს ერთიანობისკენ და ამბობს, რომ უმე-მ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი მხოლოდ ერთიანად. მაგალითად, უმე-ს საქმეთა მმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ჯერ კიდევ 2022 წლის 2 მარტს აცხადებდა: „ნუ წამოეგებით პროვოკაციებზე - ყველა საეკლესიო საკითხი უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი მხოლოდ კანონიკური გზით და ერთიანი გონებით. და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა საბრძოლო აფეთქებების ხმაურის ქვეშ, არამედ ქრისტესმიერ მშვიდობასა და ლოცვაში“.
ანუ სათავეში ექცევა არა ცალკეული ადამიანების აზრი და თუნდაც არა ავტოკეფალიის სურვილი მორწმუნეთა მნიშვნელოვან ნაწილში, არამედ უფლის ნება, რომელიც ვლინდება სწორედ გადაწყვეტილებების მიღების ერთიან ხერხში. ერთი სიტყვით, თუ არის უფლის ნება - უმე -ს ექნება ავტოკეფალია, თუ არა - არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში მან უნდა შეინარჩუნოს თავისი შინაგანი ერთიანობა.
მეორე, გოვორუნი მოგვიწოდებს თვალი დავხუჭოთ მეუ-ს „ეპისკოპატის“ ქიროტონიების არაკანონიკურობაზე (მოკლედ რომ ვთქვათ - არარსებობაზე) და უბრალოდ ყველა ერთად გავერთიანდეთ ან შევთანხმდეთ თანაარსებობაზე. ამასობაში, სწორედ ქიროტონიების არანამდვილობა არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ჩავატაროთ რაიმე სახის გაერთიანების მოქმედებების მეუ-ს წარმომადგენლებთან, არამედ ხელს უშლის სხვა ადგილობრივ ეკლესიებსაც ცნონ ეს სტრუქტურა.
მაგალითად, ამის შესახებ საუბრობს ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლი არქიეპისკოპოსი ანასტასიოსი:
„იგივე წუხილი და მტანჯველი მღელვარება მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნების შესახებ გვაიძულებს გამოვხატოთ საფუძვლიანი ეჭვები უკანა რიცხვით იმ ქიროტონიების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, რომელიც განხორციელებულია ხარისხიდან გადაყენებული, განკვეთილი და ანათემას გადაცემული პირის მიერ... მთელი ის დრო, სანამ ბატონი ფილარეტი იყო ჩამოქვეითებული და ანათემისთვის გადაცემული, ის ახორციელებდა არაკანონიკურ მიმდევრობებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ნამდვილად საიდუმლოს. ამიტომაც, მის მიერ განხორციელებული ქიროტონია წარმოადგენს ბათილს, ცარიელს, უფლის მადლისა და სულიწმინდის მოქმედებებს მოკლებულს. მათ შორისაა უშუალოდ დიაკონად, მღვდლად და ბოლოს, ეპისკოპად მისი მდივნის სერგეი დუმენკოს, ამჟამად მიტროპოლიტ ეპიფანეს ქიროტონია.
სრულიად მართლადიდებელთა მიერ ძირითადი ეკლესიოლოგიური პრინციპის სახით ცნობილია, რომ ერეტიკოსებისა და სქიზმატიკოსების, განსაკუთრებით ხარისხჩამორთმეულთა და განკვეთილთა ქიროტონია, როგორც „საიდუმლო“, განხორციელებული ეკლესიის გარეთ, არის ბათილი. ეს ძირითადი პრინციპი უწყვეტად უკავშირდება მართლმადიდებლურ მოძღვრებას სულიწმინდის შესახებ და შეადგენს მართლმადიდებელი ეპისკოპოსების სამოციქულო მემკვიდრეობის საფუძველს. ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ დაუშვებელია ამ პრინციპის უგულებელყოფა“.
ესოდენ გრძელი ციტატა აქ მოყვანილია იმ მიზნით, რომ გვიჩვენოს, თუ რამდენად სერიოზულს წარმოადგენს მეუ-ს „ეპისკოპატის“ მადლის არქონის საკითხი. და არქიეპისკოპოსი ანასტასიოსი ამაში მარტო არაა.
არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებები, არც რფ-ს სამხედრო აგრესია არ ხდის მეუ-ს „ეპისკოპატს“ მადლიანად.
პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლი მიტროპოლიტი საბა პატრიარქ ბართოლომეოსის მოთხოვნის პასუხად ეღარებინათ მეუ 2018 წლის ბოლოს აცხადებდა: „ფილარეტ დენისენკოს ჩამოერთვა ხარისხი და საერო მდგომარეობამდე იქნა ჩამოქვეითებული. შემდეგ ის „აკურთხებდა“ თავის ახალ მიმდევრებს. ესენი არიან ადამიანები საიდუმლოს მადლის გარეშე... ფილარეტსა და მის მიმდევრებში ვერ დავინახეთ მონანიება, მორჩილება, რაც ჩვეულებრივ წინ უსწრებს აკრძალვების მოხსნას! ეს არც იყო. და სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა. ამიტომაც არ შეიძლება ისინი ჩაითვალონ მოძღვრებად, რომელთაც შეუძლიათ საიდუმლოს განხორციელება. ე.წ. „მიტროპოლიტ“ ეპიფანეს, ხოლო სინამდვილეში კი საერო ადამიანს, ზიანი მიადგა“.
ერთი სიტყვით, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებები, არც რფ-ს სამხედრო აგრესია არ ხდის მეუ-ს „ეპისკოპატს“ მადლიანად.
მესამე, მეუ-თან გაერთიანების გარეშე მომავალში პატრიარქ ბართოლომეოსის დღევანდელი მოხსენიება მისი წინამძღოლის სახით ნიშნავს უმე-სა და მიტროპოლიტ ონუფრის ღალატს და ფაქტიურ გადასვლას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. ამასთან, არსად წასულა ორი პროცესი, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მიმდინარეობს და რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლობის, როგორც ასეთისგან განსვლას. ეს არის კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის განვითარება, რომლის თანახმადაც ეკლესიის მეთაურს ფაქტიურად წარმოადგენს კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ვატიკანთან გაერთიანების კურსი, არსებითად არის ახალი უნია, რომელშიც უცვლელად ჩართული იქნება ყველა ის, ვინც აღიარებს პატრიარქ ბართოლომეოსის უზენაესობას მასზე.
თუ ვივარაუდებთ, რომ უმე-ს თუნდაც რაღაც თემის ნაწილი მოექცევა ცდუნების ქვეშ და გოვორუნის რჩევებს გაითვალისწინებს, უმრავლესობა მაინც დარჩება უმე-სა და მიტროპოლიტ ონუფრის ერთგული ანუ მოხდება ნამდვილი განხეთქილება უმე-ს შიგნით. ამიტომაც, ის, რასაც გოვორუნი აჟღერებს, ეს არანაირი გაერთიანება არაა, არამედ პირიქით, მორწმუნეთა გაყოფაა. ზუსტად ისეთივე გამიჯვნა, რომელიც მოხდა მეუ-ს შექმნის შედეგად. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უმე-ს ეპისკოპატის უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს ფანარიოტული „ავტოკეფალიის“ იდეას უკრაინისთვის, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის განხეთქილებას შეიტანს უმე-ში.
შესაძლოა, სწორედ ამის მიღწევას ცდილობდნენ ამ პროექტის ინიციატორები. თუმცა, უმე ერთიანი დარჩა. ის ორმა მღვდელმთავარმა დატოვა, რამოდენიმე ათეული თემი მეუ-ში გადავიდა ნებაყოფლობით და კიდევ რამოდენიმე ასეული ტაძარი მიტაცებულ იქნა. თავად მეუ-ში, შექმნიდან მალევე, წარმოიქმნა თავისი განხეთქილება. ფილარეტ დენისენკო გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან და ახლა აქტიურად ახორციელებს უმე (კ) -ს აღდგენას.
ის, რასაც გოვორუნი აჟღერებს, ეს არანაირი გაერთიანება არაა, არამედ პირიქით, მორწმუნეთა გაყოფაა.
ახლა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლის იდეა პატრიარქ ბართოლომეოსის უბრალო მოხსენიებით ღვთიმსახურებაზე, მიზნად ისახავს უმე-ს დაყოფას.
დუმენკო უკმაყოფილოა
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეუ-შიც სულაც არ უხარიათ ის იდეები, რომელთაც გოვორუნი აჟღერებს. თუ ფანტაზიას მივმართავთ, რომ უმე ბართოლომეოსის დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო შემდეგ დათანხმდება „გამაერთიანებულ საეკლესიო კრებას 2.0“, ის დომინირებადი იქნება მისი ეპისკოპატისა და მორწმუნეების რაოდენობის მიხედვით.
როგორც ჩანს, თავად გოვორუნიც მიხვდა ამას, რამდენადაც ფეისბუქზე გამოაქვეყნა მისი პოზიციის დაზუსტება, რომელიც, მას არსებითად ცვლის: „ვხედავ, დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა მქონდა მხედველობაში, გამაერთიანებელი კრების შეთავაზებისას. უკვე დავწერე, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს 2018 წლის 15 დეკემბრის სადამფუძნებლო საეკლესიო კრებას და ასევე მსოფლიო საპატრიარქოს 2019 წლის 6 იანვრის ტომოსს. საქმე ეხება კანონიკური თანაარსებობის ფორმატის ერთობლივ მთლიან განხილვას უმე (კ)- ში მსურველებთან ერთად“.
ანუ უკვე არაა „საჭირო თვითგანკვეთა თითოეული უკრაინული ეკლესიისთვის“ და არ ამტკიცებენ, რომ „უკრაინის მართლმადიდებლობის გაერთიანების პროცესი შეიძლება დასრულდეს ახლა, როგორც ამ ომის შედეგი“. და რა მაშინ? აი, რა: უმე-ს დაყოფა იმ ჯგუფად, ვინც ინარჩუნებს მიტროპოლიტ ონუფრისადმი ერთგულებას და იმათად, ვინც გადავა პატრიარქ ბართოლომეოსთან. ანუ რელიგიური სიტუაცია კიდევ უფრო აირევა, რელიგიური კონფესიების გარემოში კიდევ უფრო მეტი მტრობა და უთანხმოება იქნება, ხოლო უკრაინულ საზოგადოებას კიდევ ერთი გამყოფი ხაზი შეემატება.
კეთილი მწყემსისადმი, უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრისადმი ერთგულება არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ყველა ამ უსიამოვნებას გადავლახავთ და კიდევ უფრო ძლიერები და შეკრულები ვიქნებით.
ამის ნაცვლად, უმე გვთავაზობს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებას, სამშობლოს ერთად დაცვას, იმათ დახმარებას, ვინც იტანჯება და არის უპოვარი, ლოცვას მშვიდობის უსწრაფეს დამყარებაზე. მას შემდეგ, რაც ეს მშვიდობა დადგება, ლოცვასა და თანხმობაში ერთად გადავწყვიტოთ უმე-ს შემდგომი კანონიკური ბედი. ჩვენ ახლა პასუხისმგებელნი ვართ უკრაინის ბედსა და ჩვენი ეკლესიის ბედზე. შტორმში ნავის გაყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაღუპვა. და პირიქით, გუნდის ერთიანი მოქმედებები, კეთილი მწყემსის, უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრისადმი ერთგულება არის იმი გარანტი, რომ ჩვენ ყველა ამ უსიამოვნებას გადავლახავთ და კიდევ უფრო ძლიერები და შეკრულები ვიქნებით.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?