ვის მხარეს იქნება ალბანეთის ეკლესია?
ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლი თვლის, რომ ეგზარქატის წარმოქმნა არის ფანარიონის მიერ უკრაინაში განხეთქილების ლეგალიზაციის შედეგი. ფოტო: СПЖ
2022 წლის 8 იანვარს გამოქვეყნდა ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლის არქიეპისკოპოს ანასტასიასის ოფიციალური განცხადება აფრიკაში რუსეთის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნის თაობაზე. რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ის?
განცხადებას საკმაოდ მჭევრმეტყველურად ეწოდება: „განხეთქილება უკრაინიდან აფრიკამდე“. მისი ტექსტი ძალიან პატარაა, ამიტომაც მოვიყვანოთ ის სრულად.
„უკრაინაში საეკლესიო კრიზისის დაწყებასთან ერთად ჩვენ ზეპირად და წერილობით მივუთითებდით, რომ საეკლესიო უთანხმოებები და განხეთქილებები არ იკურნება დროის მიერ. ის, პირიქით, აღრმავებს და ამტკიცებს მათ. მოსკოვის საპატრიარქოს ამასწინანდელი გადაწყვეტილება აფრიკის კონტინენტზე ეგზარქატის დაფუძნების თაობაზე ადასტურებს თავდაპირველ საშიშროებას. განხეთქილებასთან ერთად მილიონობით უკრაინელ მართლმადიდებელს შორის იქმნება ახალი განხეთქილება მგრძნობიარე აფრიკის კონტინენტზე, სადაც ბოლო ათწლეულებში ვითარდება მართლმადიდებლური უცხოური მისია. აფრიკის ქვეყნებში დიდი ხანია ფეხი მოიკიდა სხვადასხვა ქრისტიანულმა კონფესიამ და ასევე ექსპანსიურმა ისლამმა. ამიერიდან, უბრალო აფრიკელებს მართლმადიდებლობაში მიიწვევს ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო, რომელთაც ერთმანეთთან არა აქვთ საკრამენტული ურთიერთობა. სკანდალი და ამ განხეთქილებითი საქმიანობით მართლმადიდებლური მტკიცების შესუტება თვალსაჩინოა. ეს მტკივნეული განვითარებაა.
მტკიცება, რომ მართლმადიდებლობაში არაა განხეთქილება, არამედ უბრალოდ უთანხმოებაა, ჰგავს თეორიას კორონავირუსის არარსებობის შესახებ. განხეთქილება მრავალფეროვანი მუტაციებით თვალსაჩინოა და აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალობის ხერხის ძიება და ვაქცინის გამოყენება, რომელიც განსაზღვრა სამოციქულო თქმულებამ: შერიგება, დიალოგი.
2019 წლის ნოემბერში ჩვენ ყველა მართლმადიდებელ მღვდელმთავარს გადავუგზავნეთ ტექსტი, ასევე გამოვაქვეყნეთ ბეჭდვით სიტყვაში, „მოწოდება-ლოცვა საეკლესიო პოლარიზაციის დაძლევის შესახებ“, რომელშიც ხაზს უსვამდნენ ერთიანობის მოვალეობის უპირობო პრიორიტეტს, დიალოგის გამოყენების აუცილებლობას, ეთნო-რასობრივი ჯგუფების თავიდან აცილებას, სინოდის პრინციპის აქტივაციას, რომელსაც ოდითგან ეყრდნობოდა მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ „სულიწმინდაში გაერთიანებულები, ორიმხრივი პატივისცემითა და ერთადერთი მიზნით ვიპოვოთ მშვიდობიანი დარეგულირება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საყოველთაოდ იქნება მიღებული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ“.
ეს შემაშფოთებელი მოწოდება აბსოლუტურად აქტუალურია დღესაც“.
ალბანელი წინამძღოლის გზავნილის ტექსტი მარტივი და გასაგებია. თუმცა, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან?
მტკიცება, რომ მართლმადიდებლობაში არაა განხეთქილება, არამედ უბრალოდ უთანხმოებაა, ჰგავს თეორიას კორონავირუსის არარსებობის შესახებ.
არქიეპიკოპოსი ანასტასიუსი
დასკვნა 1: განხეთქილება არსებობს
საკუთრივ, ეს მტკიცება უკვე განცხადების სახელწოდებაშია, თუმცა უნდა გვესმოდეს, ვისკენაა ეს მიმართული. პირველ რიგში, პატრიარქ ბართლომეს მიმართ. არადა სწორედ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღოლი ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ არანაირი განხეთქილება მართლმადიდებლობაში არ არსებობს. მაგალითად, 2021 წლის იანვარში გაზეთ „ვიმა ტის კირიაკისისადმი“ მიცემულ ინტერვიუში მან არაორმნიშვნელოვნად განაცხადა: „ვიმეორებ, განხეთქილება მართლმადიდებლობაში არაა“. სხვადასხვა ფორმულირებით ეს მტკიცება გვხდება ფანარიონის მეთაურის სიტყვებში საკმაოდ ხშირად. რადგანაც განხეთქილება არ არსებობს, დასარეგულირებელიც არაფერია და მითუმეტეს, არ ღირს კრების ღონისძიებების მოწვევა, როგორიცაა წინამძღოლების საბჭოს კრება.
და აი, ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლი პირდაპირ საპირისპიროს ამტკიცებს - განხეთქილება არის! უფრო მეტიც, ის განხეთქილების უარყოფას ადარებს კორონავირუსის უარყოფას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პატრიარქი ბართლომე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მგზნებარე მებრძოლს კოვიდთან ვაქცინაციისა და ყოველგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების მეშვეობით, კიდევ უფრო გასაგები ხდება, რომ ეს მესიჯი მიმართულია სწორედ ფანარიონის მეთაურისკენ.
ასევე არქიეპისკოპოსი ანასტასიასი ამბობს, რომ განხეთქილება თავისთავად არ გაიწოვება. და ეს წარმოადგენს პატრიარქ ბართლომესადმი კიდევ ერთ პასუხს. „ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ადრე თუ გვიან აღიარებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა ჯერ კიდევ 2019 წელს „ტსნ.ტიჟდენისადმი“ მიცემულ ინტერვიუში და იმ დროიდან მისი თვალსაზრისი მცირედითაც კი არ შეცვლილა. არქიეპისკოპოსი ანასტასიასი ამბობს - არა, განხეთქილება მხოლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და გახდება პრაქტიკულად შეუქცევადი.
დასკვნა 2: უკრაინა და აფრიკა - ეს არის მიზეზი და შედეგი
რმე-ს მოქმედებებს აფრიკაში ეგზარქატის შექმნის თაობაზე არქიეპისკოპოსი ანასტასიასი პირდაპირ დამოკიდებულებაში აყენებს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინაში მეუ-ს შექმნასთან. როგორც ფანარიონმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში პარალელური იურისდიქცია, ასევე რმე მოიქცა ანალოგიურად აფრიკაში. ფაქტიურად არქიეპისკოპოსმა ანასტასიასმა უკრაინაში მეუ და აფრიკაში რუსეთის ეგზარქატი ერთმანეთს გაუთანაბრა, უწოდა რა ამ უკანასკნელს ახალი განხეთქილება. შეიძლება კი ამას დავეთანხმოთ? არა, არის პრინციპული განსხვავება უკრაინისა და აფრიკის სიტუაციებს შორის. უკრაინაში მეუ-ს შექმნის მომენტისთვის არსებობდა კანონიკური უმე მისი იერარქიით, რომელსაც არავინ, მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც, არ თვლიდა განხეთქილებაში მყოფად. აფრიკაში ეგზარქატის შექმნის მომენტისთვის ალექსანდრიის ეკლესიის იერარქია თავად წავიდა განხეთქილებაში, აღიარა რა მეუ და იმსახურა რა მის „იერარქებთან“, რომელთაც არ ჰქონდათ კანონიკური ქიროტონიები. თუმცა, ამის მიუხედავად, არქიეპისკოპოსმა ანასტასიასმა თავის განცხადებაში აღნიშნა შემდეგი - ყველა იმან, ვინც გამოვა აფრიკაში რუსული ეგზარქატის წინააღმდეგ, უნდა მიიღოს ანალოგიური განცხადებები მეუ-თან მიმართებაშიც.
რმე-ს მოქმედებებს აფრიკაში ეგზარქატის შექმნის თაობაზე არქიეპისკოპოსი ანასტასიასი პირდაპირ დამოკიდებულებაში აყენებს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინაში მეუ-ს შექმნასთან.
აღსანიშნავია ის, რომ არქიეპისკოპოსი ანასტასიასი არ გამოხატავს არანაირ პროტესტს ან უთანხმოებას რმე-ს მოქმედებებთან, თუმცა კი თვლის ეგზარქატის წარმოქმნას მართლმადიდებლობაში განხეთქილების გაღრმავებად. სხვათაშორის, რუსული ეგზარქატი შეიქმნა 2021 წლის 29 დეკემბერს ანუ თითქმის ორი კვირა გავიდა და არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას, ფანარიონის გარდა, არ მიუღია რაიმე გარკვეული განცხადება ამასთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა, რომელიც შედგა 2022 წლის 11 იანვარს, დაადგინა „ გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია აფრიკის კონტინენტზე კანონიკური წესრიგის აღსადგენად“. როგორ აპირებს პატრიარქი ბართლომე ამის გაკეთებას, გამოცანად რჩება. შესაძლოა, იმავე ადამიანების მეშვეობით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომლებმაც უზრუნველყვეს უკრაინაში მეუ-ს შექმნა.
დასკვნა 3: საჭიროა კრების მოწვევა
არქიეპისკოპოსი ანასტასიასი შეშფოთებულია და ამბობს, რომ საჭიროა რაღაც ზომების მიღება და პრობლემის გადაწყვეტისთვის მთავარ საშუალებად ის თვლის „სინოდის პრინციპის სასწრაფო აქტივაციას“ ანუ კრების მოწვევას, რომელიც გადაწყვეტდა კონფლიქტს, რომელიც მართლმადიდებლობაში წარმოიქმნა. ამასთან, ბევრი მართლმადიდებელი იერარქი თვლის, რომ სრულიად მართლმადიდებელთა საეკლესიო კრების მოწვევის უფლება აქვს მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქს. მაგალითად, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა კვიპროსის მიტროპოლიტმა ესაიამ, რომელმაც არ აღიარა მეუ და დუმენკო. ის თვლის, რომ აუცილებელია სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები წინამძღოლების კრების მოსაწვევად, თუმცა, ამასთან აცხადებს, რომ მას უნდა უმეთაუროს მხოლოდ პატრიარქმა ბართლომემ.
ეს აზრი არანაირად არაა დასაბუთებული. კანონიკური უფლება არ იძლევა პასუხს კითხვაზე იმის შესახებ, თუ ვის აქვს უფლება მოიწვიოს ასეთი კრება ან თათბირი. ყველა საეკლესიო კრება მოწვეული იყო იმპერატორების მიერ. იმპერატორები ასევე აფინანსებდნენ საეკლესიო კრებების ჩატარებას, აგვარებდნენ მისი ორგანიზების საკითხებს. საეკლესიო კრებებს იმპერატორები ესწრებოდნენ პირადად ან აგზავნიდნენ თავიანთ წარმომადგენლებს. საიდან მომდინარეობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ კრება უშუალოდ უნდა იყოს მოწვეული კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ, ნათელი არაა და მითუმეტეს ვერსად ვპოულობთ რომელიმე სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლის მიერ ამის აკრძალვას.
არ არსებობს კანონიკური წესები, რომლებიც კრების მოწვევას მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიაწერენ.
პატრიარქი ბართლომე კრების მოწვევის მოწოდებას უარით პასუხობს. ის ამტკიცებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში აბსოლუტურად სწორად მოიქცა - თითქოს, განხეთქილება მართლმადიდებლობაში არაა, გამოსასწორებელიც არაფერია და ეს კი ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო კრებაზე განსახილველი საგანიც არ არის. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? არქიეპისკოპოსი ანასტასიასი ამაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა, თუმცა, მკითხველებს მისი ორი წლის წინანდელ განცხადებაზე მიუთითებს, რომელსაც ეწოდება: „მიმართვა - ლოცვა საეკლესიო პოლარიზაციის დასაძლევად“. მასში საეკლესიო კრების მოწვევის თაობაზე შემდეგია ნათქვამი: „ნებისმიერი დაგვიანება აუარესებს ისედაც მტკივნეულ სიტუაციას. და თუ გადაწყვეტილება ნაპოვნი იქნება „ბოლოსდაბოლოს“, „მომავალში“, მართლმადიდებლობის ისტორიაში უკვე დაგროვდება ბევრი უსიამოვნო გვერდი. სინოდალური პრინციპი, რომელიც ყოველთვის იდო მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის საფუძველში, წარმოადგენს ერთადერთს, რომელსაც შეუძლია არსებული კრიზისის საბოლოოდ გადაწყვეტა. სანამ სინოდალური პრინციპის გამოყენება გადაიდება სრულიად მართლმადიდებლურ დონემდე, მრავალმხრივი დაყოფა მართლმადიდებლურ სამყაროში კიდევ უფრო სახიფათო გახდება“.
ანუ არქიეპისკოპოსი ანასტასიასი საუბრობს იმაზე, რომ სანამ დაველოდებით სრულიად მართლმადიდებლური კრების მოწვევას ან პატრიარქ ბართლომეს თანხმობას მის მოწვევაზე, სიტუაცია შეიძლება საკმაოდ შორს წავიდეს.
ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს თუ არა, რომ ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლი მოუწოდებს მოიწვიოს კრება პატრიარქ ბართლომეს გვერდის ავლით? ამის თქმა ძნელია, მითუმეტეს, რომ არქიეპისკოპოსი ანასტასიასი არ წავიდა ამანში 2020 წლის თებერვალში ეკლესიების წინამძღოლებთან შეხვედრაზე და არც კი გააგზავნა იქ თავისი წარმომადგენლები. ამანის შეხვედრა სწორედ რომ იყო მცდელობა „მომხდარიყო სინოდალური პრინციპის აქტივაცია“, რისკენაც მტკიცედ მოგვიწოდებს არქიეპისკოპოსი ანასტასიასი. დიდი ალბათობით, ახლო ხანებში ჩვენ გავიგებთ ამანის ფორმატში ახალი შეხვედრის თაობაზე და აი, მაშინ საბოლოოდ გასაგები გახდება, ნამდვილად გამოდის თუ არა არქიეპისკოპოსი ანასტასიასი სინოდალრი პრინციპის ( იგივეა, რაც კრების პრინციპი) მომხრედ თუ მას მხედველობაში ჰქონდა ერთიანობა მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეთაურობით.
დასკვნა 4: სიტყვები „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ შესახებ
არქიეპისკოპოსი ანასტასიასი ცხარედ და დამაჯერებლად საუბრობს დიალოგის აუცილებლობაზე,, სინოდალური პრინციპის აქტივაციაზე და რაც შეიძლება მალე განხეთქილების მოგვარებაზე. თუმცა, ის არაფერს საუბრობს ამ განხეთქილების წარმოქმნის პირველმიზეზების შესახებ. ასეთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქების რწმენა, რომ ფანარიონს უფლება აქვს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ თავის საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე, არამედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების ტერიტორიაზეც. ერთი სიტყვით, ესაა კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესი, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილებები სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის თაობაზე. საბოლოო ჯამში, მართლმადიდებლობაში დღევანდელი უთანხმოებების საფუძველში დევს სწავლება ეკლესიის შესახებ, ეს კი უკვე დოგმატური საკითხია, რომელიც არ შეიძლება გადაწყდეს კომპრომისებისა და ორმხრივი დათმობის გზით.
არქიეპისკოპოს ანასტასიასს, ისევე როგორც ბერძენი იერარქების უმრავლესობას, შიში აქვს მინიშნება გააკეთოს ფანარიონის ერესის არსებობაზე ან დაუშვას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეუძლია იყოს არასწორი თავის გადაწყვეტილებებში.
სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა არქიეპისკოპოს ანასტასიასის წერილი პატრიარქ ბართლომეს მიმართ, რომელშიც განმარტებული იყო ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდის უარი აღიაროს მეუ. უარის ძირითად მიზეზად დასახელებული იყო ქიროტონიების ბათილობა, რომელიც განხორციელდა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მიმართ.
კერძოდ, წერილში საუბარი იყო: „თუმცა, ჩვენ ვსვამთ კითხვას: როგორ მიიღო ქიროტონიებმა, რომელიც შედგა ბატონ ფილარეტის მიერ განკვეთისა და ანათემის ქვეშ უკანა რიცხვით, კანონიკური ქიროტონიის გარეშე სულიწმინდაში კანონიერება და სამოციქულო მემკვიდრეობის ჭეშმარიტი ბეჭედი? სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე ფუნდამენტურის სახით აღიარებულია ისეთი ეკლესიოლოგიური პრინციპი, რომ განხეთქილებაში მყოფებისა და ერეტიკოსების ქიროტონიები, მითუმეტეს, ხარისხის გარეშე დარჩენილი და ეკლესიისგან განკვეთილის „საიდუმლოებები“, განხორციელებული ეკლესიის მიღმა, წარმოადგენს ბათილს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ფუნდამენტური პრინციპის, რომელიც უწყვეტად უკავშირდება მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმინდის შესახებ, რომელიც შეადგენს მართლმადიდებელი ეპისკოპოსების სამოციქულო მემკვიდრეობის ურყევ საფუძველს, უგულებელყოფა შეუძლებელია. ძნელია გაგებით მოვეკიდოთ იმას, რომ ბათილი და არარსებული ხდება სულიერების მატარებელი „იკონომიის მიხედვით“; რომ მოქმედებები, რომელიც წარმოადგენს სულიწმინდის ერთჯერად გმობას (როგორიცაა, მაგალითად, სულიწმინდის აღიარება მაშინ განკვეთილ უფალ ფილარეტთან: „ღვთიური მადლი... ქადაგებს... ვილოცოთ მასზე, დაე, მასზე გადმოვიდეს სულიწმინდის მადლი“) აღიარებულია უკანა რიცხვით „იკონომიის მიხედვით“. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მიტროპოლიტ ეპიფანეს სახელის წმინდა დიპტიხებში ჩართვასთან დაკავშირებით“.
როგორ მიიღეს სულიწმინდაში ქიროტონიები, რომელიც შედგა ბატონ ფილარეტის მიერ განკვეთისა და ანათემის ქვეშ უკანა რიცხვით და სამოციქულო მემკვიდრეობის ჭეშმარიტი ბეჭედი?
არქიეპისკოპოსი ანასტასიასი
ამის პასუხად 2019 წლის 20 თებერვალს პატრიარქმა ბართლომემ დაწერა წერილი, რომელშიც შეეცადა დაერწმუნებინა ალბანეთის ეკლესიის იერარქები თავიანთ სისწორეში, თუმცა, მისი არგუმენტები ცნობილ იქნა დაუკმაყოფილებლად.
და მაინც, რომელ მხარეს აღმოჩნდება, საბოლოო ჯამში, ალბანეთის ეკლესია?
არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს, როგორ ალბანეთის ეკლესიამ და ასევე დანარჩენმა ადგილობრივმა ეკლესიებმა, უკვე არ შეიძლება გადაიდოს. 2022 წელს უნდა შედგეს ორი ალტერნატიული ღონისძიება, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა დაიყოს მართლმადიდებლური სამყარო. ესაა ამანის ფორმატში მეორე შეხვედრის ჩატარება და ფანარიონის მიერ 2022 წლის აპრილში სულიწმინდის მირონის ხარშვის წოდება, რომელშიც დაგეგმილია სხვა ადგილობრივი ეკლესიების და ასევე მეუ-ს წარმომადგენელთა მონაწილეობა. ამ ღონისძიებაზე დასწრება იქნება მეუ-ს ფაქტიური და შესაბამისად - ფანარიონის პრეტენზიების მართლმადიდებლობაში განსაკუთრებული უფლებამოსილებების აღიარების ნიშანი. პირიქით, ამანის ფორმატში მონაწილეობა არის დაუთანხმებლობის განცხადება ფანარიონის პოლიტიკასთან, რამდენადაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ამ ფორმატის კატეგორიული წინააღმდეგია.
როგორც მართებულად აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ანასტასიასმა, სიტუაცია მიზანმიმართულად პოლარიზებისკენ მიდის. მხარეები აკეთებენ განცხადებებს იმაზე, რომ არ აპირებენ შეცვალონ თავიანთი პოზიციები და გადადგან ნაბიჯები შერიგებისკენ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ განხეთქილება ფაქტიურად უკვე შედგა და ახლა წყდება საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს აღმოჩნდებიან ისინი.
პატრიარქ ბართლომეს მიმართ 2019 წლის 21 მარტს წერილის ბოლოში არქიეპისკოპოსი ანასტასიასი წერს: „ნებისმიერი ხელახლა განმარტების თავიდან ასაცილებლად ჩვენ განვმარტავთ, რომ განხეთქილების (ღმერთმა დაიფაროს!) ტრაგიკულად დასრულების (სახით) შემთხვევაში ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია დარჩება მსოფლიო საპატრიარქოსთან, უცვლელად საუბრობენ რა სიყვარულთან ჭეშმარიტებაზე“. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ალბანეთის ეკლესიამ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი? ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არა. წინამძღოლის წერილი ჯერ კიდევ არაა საეკლესიო გადაწყვეტილება და არც გადაწყვეტილება საერთოდ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო განხეთქილებები, რომელთა საფუძველშიც იდო დოგმატური უთანხმოებები, არ ყოფდა ეკლესიას რაიმე ნაწილებად, არამედ აფიქსირებდა ეკლესიისგან იმათ გამოყოფას, ვინც ემხრობოდა მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელ შეხედულებებს.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?