კვიპროსსა და საბერძნეთში პაპის ვიზიტის შედეგები ნაწილი I

პაპი მართლმადიდებლურ საბერძნეთში ხუთი წლის მანძილზე მეორედ ჩავიდა. ფოტო: СПЖ

 

2021 წლის 2-6 დეკემბერს რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ეწვია საბერძნეთსა და კვიპროსს.  რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური ამ ქვეყნებში ჩავიდა კათოლიკე ეპისკოპოსების ადგილობრივი კონფერენციებისა და სახელმწიფო ხელისუფლებების მიწვევით. 2-დან 4 დეკემბრამდე პაპი ფრანცისკე კვიპროსში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ის გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც ეწვია ათენსა და კუნძულ ლესბოსს.

6 დეკემბერს ის რომში გაფრინდა. თითქოსდა, ესაა სამუშაო ვიზიტი, რომელსაც ამჟამინდელი პაპი საკმაოდ ხშირად ახორციელებს და აქ ბევრი არაფერია სასაუბრო. შეიძლება ასეც ყოფილიყო, რომ არა რამოდენიმე აღსანიშნავი დეტალი, რომელიც წინ უსწრებდა და თან ახლდა პაპის კვიპროსულ-ბერძნულ ვოიაჟს.

საკმარისია ვთქვათ, რომ ეს პაპი ფრანცისკეს მეორე ვიზიტია საბერძნეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში და ვატიკანის მეთაურის მესამე ვიზიტი ამ ქვეყანაში ბოლო 1000 წლის მანძილზე. ერთი სიტყვით, რკე-ს ამჟამინდელი მეთაურის წინ მხოლოდ ერთი პაპი ჩავიდა საბერძნეთში მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლობას გამოეყო კათოლიკური ეკლესია. ამიტომაც, ფრანცისკეს ესოდენ ღია ინტერესი საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ არ შეიძლება თვალში საცემი არ იყოს.

ისევე როგორც  არ შეიძლება  შეუმჩნეველი დარჩეს მისი ორი შეხვედრა ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლთან, არქიეპისკოპოს იერონიმესთან და  და ერთიც - კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლთან და სინოდთან. ამ შეხვედრების გარდა რომის პონტიფიკემ ტრადიციულად ბევრი ვიზიტი განახორციელა კვიპროსისა და საბერძნეთის უმაღლესი სახელმწიფო რგოლის მეთაურებთან და ჩინოვნიკებთან და ასევე დიდი ყურადღება დაუთმო საკითხებს, რომელიც პირდაპირ არ ეხებოდა რომის ტახტის ინტერესებს. მაშ, როგორი იყო პაპის ოთხდღიანი ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზები ამ ორ მართლმადიდებლურ ქვეყანაში?

 უნიისათვის მომზადება?

მის ვიზიტამდე რამოდენიმე დღით ადრე ბერძნებისა და კვიპროსელებისადმი მიმართვისას პაპმა განაცხადა, რომ „მომლოცველის სახით“ ემზადება ამ ორ ქვეყანაში ვიზიტისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთსა და კვიპროსში მიემგზავრება „პირველი დიდი მისიონერების, განსაკუთრებით, მოციქულ პავლესა და ბარნაბას კვალდაკვალ“, რამდენადაც „კარგია დაუბრუნდე სათავეებს და მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ ისევ იპოვოს მისთვის სახარების სიხარული“. გასაგებია, რომ მართლმადიდებლობას არ დაუხურავს სახარება მისთვის და ეს სიტყვები, უფრო რკე-ს ეხება. თუმცა,  „საწყისებთან“ მითითებას (განუყოფელი ეკლესიის მიმართ)  კავშირი გააჩნია  მართლმადიდებლობასთანაც. სწორედ ამიტომ პაპმა გააგრძელა: „თქვენთან შეხვედრისას, წყურვილს მოვიკლავ ძმობის წყაროში, რომელიც ესოდენ ძვირფასია ახლა, როცა ჩვენ ეს-ესაა დავიწყეთ მსოფლიო სინოდალური მოგზაურობა“.

უშუალოდ არქიეპისკოპოს იერონიმესთან და არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსთან მიმართვისას, პაპი აქცენტს აკეთებდა „სამოციქულო ძმობასა“ და „ერთიან რწმენაზე“, რომლებმაც უნდა მიგვიყვანონ კვიპროსისა და ელადის ეკლესიების მეთაურთა შეხვედრამდე.

ერთი სიტყვით, კვიპროსსა და საბერძნეთში პაპის ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც მიმართული იყო „სინოდალურ მოგზაურობაზე“ რომთან ერთიანობის მხარეს.

ერთი სიტყვით, კვიპროსსა და საბერძნეთში პაპის ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც მიმართული იყო „სინოდალურ მოგზაურობაზე“ რომთან ერთიანობის მხარეს.

ალბათ, იკითხავთ, რატომ არ მართავს ამ მოლაპარაკებებს  პატრიარქი ბართლომე? და ვინ თქვა, რომ არ მართავს? მართავს და საკმაოდ აქტიურადაც. თუმცა, ფანარიონის მეთაურს სრულიად სხვა უფლებამოსილებები და შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე რომის პაპს. მაგალითად, მას არ შეუძლია დაპირდეს საბერძნეთს „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მფარველობა გარკვეული დათმობის სანაცვლოდ. რომის პაპს კი, ეს შეუძლია და იძლევა კიდეც ამის პირობას. და რაც მთავარია, თუმცა კი ნაწილობრივ, მაგრამ ის მაინც ასრულებს თავის დანაპირებს. აშშ-ს მთავრობამ ტყუილად როდი განაცხადა ბოლო წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, რომ საბერძნეთი - აშშ-ს წამყვანი პარტნიორია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ასეთი რამის თქმა, სულაც არა მშვიდობისმოყვარე ერდოღანის თვალწინ, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თავად ბერძნებისთვის ასეთი თანამშრომლობა საკმაოდ ხელსაყრელია, რადგანაც ეს მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას თურქეთის წინაშე. მართალია, ასეთი „თანამშრომლობისთვის“ რაღაც საფასურის გადახდაც გიწევს. მათ შორის, რწმენის სიწმინდის სახითაც, რაც არაერთხელ მომხდარა ისტორიაში. ასე რომ პაპის ვიზიტი სრულიად ჯდება გარკვეული „სავაჭრო“ შეთანხმების ჩარჩოებში, რომელსაც აშშ აწარმოებს „ჯიბის“ ფანარიონთან, ცდილობს რა დაუკავშირებელის - მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის გაერთიანებას.

რომთან უნიისადმი დამოკიდებულება საბერძნეთში

თუმცა, საბერძნეთის მართლმადიდებელი სამღვდელოება ( მისი ტრადიციული ფრთა) ასეთი პერსპექტივისგან სულაც არაა აღფრთოვანებული. პაპის ვიზიტამდე რამოდენიმე თვით ადრე პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე გამოვიდა პროტესტით, ბრალი დასდო რა პაპიზმს მრავალრიცხოვან ერესსა და ფაშიზმისადმი ხელშეწყობაში.

ფრანცისკეს ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე იმავე მიტროპოლიტმა სერაფიმემ დაწერა მრისხანების შემცველი წერილი, რომელშიც საბერძნეთში პონტიფიკეს ვიზიტს უწოდა „პრობლემური“, რამდენადაც რომის კათოლიციზმს გააჩნია „ერეტიკული, მავნე და მოუნანიებელი ხასიათი, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და გამოხატავს მხოლოდ ცრუ კეთილშობილებას ჩვენი წმინდა ტანჯული ეკლესიის მიმართ“.

ასეთი სიცრუის მაგალითის სახით მიტროპოლიტმა სერაფიმემ მოიყვანა პაპი ფრანცისკეს მიერ „ადამიანისმაგვარი მონსტრის“, კარდინალ ალოიზ სტეპინაცის „კანონიზაცია“ ზაგრებიდან, რომელიც „ტრიბუნალის მიერ მსჯავრდებული იყო მეორე მსოფლიო ომის დანაშაულებების გამო, როგორც ათასობით მართლმადიდებელი სერბის საშინელი და მტანჯველი მკვლელობების წამქეზებელი“. გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სერაფიმემ შეგვახსენა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ფრანცისკემ გამოავლინა „ყბადაღებული უპატივცემლობა“ ელადის ეკლესიის მიმართ, დანიშნა რა „ათენის ცენტრში ტახტზე ესპანელი ბენედიქტელი რომაელ-კათოლიკე „მღვდელი“, ბატონი ემანუელ ნინა „კარაკავიის, არარსებული ბერძნული თემის ბერძნული მართლმადიდებლური ეპისკოპოსის“ სახით“.

პირეის მიტროპოლიტის აღშფოთება გარკვეულწილად იქნა შესმენილი და პაპი არ შეხვდა ემე-ს სინოდალებს და არ ჩაატარა არცერთი „ეკუმენური“ ლოცვა, არც კვიპროსზე და არც საბერძნეთში. თუმცა, პრინციპში, მას ამის იმედი არც უნდა ჰქონოდა, რამდენადაც, უბკე-ს კლირიკოსის მტკიცებით, რომელიც არისტოტელეს სამშობლოში ცხოვრობს, ბერძენი მღვდლები არასდროს მონაწილეობენ კათოლიკურ ან უნიატურ ღონისძიებებში, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობენ ტოლერანტულ ევროპაში.

და თუ უმაღლესი იერარქია ცდილობდა რამენაირად შეენარჩუნებინა „დიპლომატიური სახე“ და გამოეხატა სიხარული პაპთან შეხვედრისგან, უბრალო სამღვდელოება და ხალხი მისადმი დამოკიდებულებას არ მალავდა.

ასე, მაგალითად, პაპის მიერ ემე-ს ათენის არქისაეპისკოპოსოს მონახულებისას საბერძნეთში პატივსაცემმა მღვდელმა, მისიონერმა და ღვთისმეტყველმა იოანე დიოტისმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ პაპი არის ერეტიკოსი, რომელმაც უნდა მოინანიოს. საინტერესოა ის, რომ ხანშიშესულ მღვდელს (ის უკვე 80 წელზე მეტისაა) უმალ თავს დაესხა რამოდენიმე პოლიციელი, რომლებმაც ის მიწაზე დაანარცხეს. აი, როგორ ყვება ის ინციდენტზე: „მე ვეუბნები მათ - რა ხდება, რა დავაშავე? პოლიციაში მიყვანისთვის უნდა ვიყო ეჭვმიტანილი რამე კონკრეტლ ქმედებაში. მითხარით, რა დავაშავე. უბრალოდ ის ვთქვი, რომ ის ერეტიკოსია და მან უნდა მოინანიოს. მათ ვერ გამცეს პასუხი“.

მართლაც, რაშია დამნაშავე მღვდელი, რომელმაც პაპს ერეტიკოსი უწოდა? არაფერში. და ბერძნულმა პოლიციამაც კარგად იცის ეს. პრობლემა იმაშია, რომ ამას ვერ ხვდება ბევრი ბერძენი მღვდელმთავარი, რაც მთავარია - ვერ ხვდებიან ფანარიონზე. სწორედ ამიტომ პატრიარქი ბართლომე საბერძნეთსა და კვიპროსზე  პაპის ვიზიტის წინ აცხადებდა, რომ XXI საუკუნე არის რკე-სა და მართლმადიდებლობას შორის ერთიანობის აღდგენის საუკუნე, ხოლო პაპმა მოუწოდა მართლმადიდებლობასთან „ცრურწმენების კედლის“ ნგრევისკენ, რამდენადაც მას სწყურია ევქარისტული ერთიანობა მართლმადიდებლობასთან.

პაპმა მოუწოდა კვიპროსის ეკლესიას „კათოლიკებთან სრული ერთიანობისკენ“

როგორც ჩანს, ბრძოლის დაწყება „ცრურწმენებთან“ სწორედ რომ იყო ჩადებული კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიებთან ურთიერთობაში. ასე, მაგალითად, პაპმა მოუწოდა კვიპროსის ეკლესიას „კათოლიკებთან სრული ერთიანობისკენ“, ხოლო ელადის ეკლესიის წინამძღოლთან ურთიერთობისას, მან პატიება ითხოვა ყველა იმ შეცდომის გამო, რომელიც დაშვებულ იქნა მისი წინამორბედებისა და საერთოდ, კათოლიკების მიერ: „ვაღიარებ, რომ მოქმედებებმა და გადაწყვეტილებებმა, რომელთაც მცირე კავშირი ან საერთოდ არა აქვთ კავშირი იესოსთან და სახარებასთან, არამედ ამოდიან უფრო ძალაუფლებისა და გამორჩენის მიღების გამო, შეასუსტეს ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთთან. ისტორიას გააჩნია თავისი წონა და დღეს, აქ ვგრძნობ აუცილებლობას ისევ მივმართო უფალს და ჩვენს ძმებსა და დებს თხოვნით იმ შეცდომების პატიებისთვის, რომელიც ბევრი კათოლიკეს მიერ იქნა დაშვებული“.

მიაქციეთ ყურადღება - არც სიტყვები დოგმატებზე, როგორც კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის განხეთქილების მთავარ მიზეზებზე, არამედ მხოლოდ სიტყვები „ცრურწმენებზე“, „სარგებლის მიღებასა“ და „ძალაუფლების წყურვილზე“. ანუ პაპის აზრით, სწორედ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს იმისთვის, რომ შედგეს ესოდენ ნანატრი ერთიანობა მართლმადიდებლებთან? როგორც ჩანს, დიახ.

თუმცა, სრულიად სხვა განწყობა სუფევს საბერძნეთის მორწმუნე ქრისტიანების გარემოში. ასე, მაგალითად, რამოდენიმე თვის წინ რომის კარდინალი, რომელიც ბერძნულად საუბრობს, ეწვია ათონის წმინდა მთას, კერძოდ წმინდა პავლეს მონასტერს და ესაუბრა მის იღუმენს - არქიმანდრიტ პართენიუსს, რომელსაც თანამედროვე ხუცესად თვლიან. კარდინალმა მას აცნობა, რომ კათოლიკები და მართლმადიდებლები კონფერენციებს ატარებენ, რათა საერთო გახადონ აღდგომის დღესასწაული, ცდილობენ რაღაც ცვლილებების შეტანას თავიანთი ეკლესიების ლიტურგიულ და ასკეტურ პრაქტიკაში. „როგორ ფიქრობთ, მოიტანს თუ არა ეს კონფერენციები რაიმე შედეგს?“, - ჰკითხა მან არქიმანდრიტს. მან უპასუხა: „ მათ შეუძლიათ რაღაც გააკეთონ. ნულიდან ნულამდე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არაფერს უტოლდება“. კარდინალი: „როგორ ამბობთ ამას?“ მამა პართენიუსი: „ასე იმიტომ ვსაუბრობ, რომ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც იციან ჭეშმარიტება, მაგრამ არ აღიარებენ მას. ისინი ერთმანეთის გადასაფარად მიდიან. ისინი კოჭს უგორებენ საუბარში ერთმანეთს. ისინი დაკავებულნი არიან პოლიტიკით და არა ჭეშმარიტებით“.

მართლაც, დიალოგი და ბოდიშები შეცდომების გამო - კარგია. თუმცა, რატომ გაჩნდა ეს შეცდომები? რადგანაც მათ წინ უსწრებდა დოგმატური შეცდომები. რწმენა და პრაქტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და თუ მართლაც არის რაიმეს შეცვლის სურვილი, უნდა დავიწყოთ რწმენიდან - ჭეშმარიტებასთან დაბრუნებით და არა „ცრურწმენებთან ბრძოლით“. თუმცა, პაპმა ამის შესახებ არაფერი თქვა არც საბერძნეთსა და კვიპროსში ვიზიტამდე და არც მას შემდეგ. და არც იტყვის. რადგანაც მას სხვა მიზანი აქვს.

ემიგრანტები

მართლმადიდებლურ ბერძნულენოვან ქვეყნებში პაპის ვიზიტის ყველა პრეს-რელიზში ხაზგასმული იყო, რომ ის იქ მიდის, სხვა დანარჩენთან ერთად, რათ გადაწყვიტოს საკითხი მიგრანტების შესახებ. ისევე როგორც წინა ვიზიტის დროს კუნძულ ლესბოსზე, პაპმა კვლავ თან წაიყვანა რამოდენიმე ასეთი ადამიანი. ყველაფერი ჰგავდა სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს „ღარიბ და მიუსაფარ“ მიგრანტებთან და არა რევიზიას, რომელსაც უმაღლესი რგოლის ჩინოვნიკი ახორციელებს მისი ხელქვეითების მიმართ.

მისი „მიგრანტული ინტერესის“ ხაზგასასმელად, პაპმა ცალკე შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთის ყოფილ პრემიერთან ალესის ციპრასთან, რომლის წყალობითაც ქვეყანა ჩაერთო ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. გასაგებია, რომ შეიძლება მასზე პასუხის გაცემა იმით, რომ პონტიფიკე განიცდის ფილანთროპულ გრძნობას და მართლაც განიცდის მიუსაფარი მიგრანტების ბედს. რომ არა ერთი „მაგრამ“ - მიგრანტების ფეხების დაბანისა და მათი იტალიაში გადაყვანის გარდა პაპს არაფერი გაუკეთებია მათთვის. მას არ დაუგმია ომები, რომელიც მიმდინარეოდა ავღანეთში, ლიბანსა და სირიაში, რამაც გამოიწვია ევროპაში ლტოლვილთა ნაკადი. უფრო მეტიც, მას არ წაუყვანია არც ერთი მათგანი ვატიკანში, თუმცა კი შეეძლო ეს. მაშინ რატომ ღელავს ის , რომ მართლმადიდებელმა საბერძნეთმა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ლტოლვილი უპირატესად ისლამური სახელმწიფოებიდან? გასული წლების განმავლობაში ხომ მათ უკვე მოასწრეს კუნძულზე თავის გამოჩენა ვანდალიზმით მართლმადიდებლური ტაძრების მიმართ.

რატომ ღელავს ის,  რომ მართლმადიდებელმა საბერძნეთმა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ლტოლვილი უპირატესად ისლამური სახელმწიფოებიდან?

ამ კითხვაზე პასუხს უკვე ზემოთ ნახსენებ მიტროპოლიტ სერაფიმესთან  ვპოულობთ. მისი აზრით, „მთავრობის მიერ ბ-ნ ფრანცისკეს მიღება წარმოადგენს დიდ შეცდომას, რამდენადაც ესაა ჰიბრიდული ომის გაძლიერების აქტი, რომელიც ორგანიზებულია მეზობელი ქვეყნის (თურქეთის - რედ.), პრეზიდენტ ერდოღანისა და სუნიტური ბლოკის მიერ ჩვენს ქვეყანასთან, ევროპის კონტინენტთან და კულტურულ და რელიგიურ ევროპულ იდენტურობასთან მიმართებაში“.

მიტროპოლიტმა შეგვახსენა, რომ „ისლამი გაფართოვდა ორი გზით. პირველი მათგანია ე.წ. რელიგიური ომი (ჯიჰადი) და მეორეა მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება  შობადობის ზრდის ხარჯზე და გადასახლება“. სწორედ ეს მეორე გზა „აირჩია სუნიტურმა ბლოკმა ევროპის კონტინენტის ოკუპაციისა და ისლამიზაციისთვის“ ,- დარწმუნებულია მეუფე.

ის ხაზს უსვამს, რომ „ ამ მიზნის მისაღწევად იხარჯება მილიარდები ჟურნალისტური სტატიების, ჩრდილოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რადგანაც ცხადია, რომ მუსულმანი მოსახლეობა, რომელიც მიისწრაფვის „უკეთესი ცხოვრებისკენ“, შეიძლება ადვილად იყოს მიმართული საუდის არაბეთში, რომელსაც შეუძლია 3 000 000 ადამიანის მიღება და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“.

ასეთ სიტუაციაში პაპი თამაშობს ქრისტიანული და ევროპული ცივილიზაციის მესაფლავის, ახალი ადამიანური იდენტურობის მაცნეს და შესაძლოა, ახალი სინსკრეტული რწმენის მაცნეს როლს, რომელიც გააერთიანებს ისლამს, ქრისტიანობასა და მიწისადმი თაყვანისცემის კულტს (აქედან მოდის ბრძოლა ეკოლოგიისთვის). როგორც არ უნდა იყოს,  პაპის ინტერესი მიგრანტების მიმართ, განსაკუთრებით იმისადმი, რომ საბერძნეთმა მიიღოს ისინი, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით, უფრო ნაკარნახევია იმით, რომ როგორც მინიმუმ შესუსტდეს მართლმადიდებლური გავლენა ამ ქვეყანაში ან ის დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე. რატომ? იმავე მიზეზით - მოხდეს ფანარიონთან უფრო სწრაფი და უმტკივნეულო ერთიანობა. და აქ შეიძლება არც კი შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ ვატიკანისთვისაც და ფანარიონისთვისაც ყველა საშუალება კარგია. რაზეც საუბარი იქნება ჩვენს მომდევნო სტატიაში.

ლოტიშის გულახდილობა და იუდას ფსიქოლოგია

კიევ-პეჩერის ლავრის ძმებიდან ერთადერთმა, რომელმაც ეკლესიას უღალატა, აბრაამ ლოტიშმა ინტერვიუ მისცა არხს «Прямый»-ს. იუდას ფსიქოლოგია ძალიან მკაფიოდ ჩანს.

მართლმადიდებელი ჟურნალისტების საქმე: აღასრულე და არ შეიწყალო

კიევის სოლომენსკის სასამართლომ მართლმადიდებელი ჟურნალისტების საქმის გამომძიებელი საქმეს ჩამოაცილა და ამავე დროს, ამავე გამომძიებლის მოთხოვნით, ერთ-ერთ მათგანს პატიმრობა გაუხანგრძლივა. რა ხდება?

ვიქტორ ელენსკი: ზელენსკის რეიტინგის განადგურება პოროშენკოს მეგობრების ხელით

ამ სტატიაში განვიხილავთ კითხვას, თუ როგორ იმოქმედა ვიქტორ ელენსკის და პეტრო პოროშენკოს წარმომადგენლების პოლიტიკამ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

უმე-ს სტატუსი დღეს: რას ლაპარაკობენ „გოვორუნები“?

არქიმანდრიტმა კირილემ (გოვორუნი) მისცა ინტერვიუ, სადაც მან გააჟღერა ფანარიონის პოზიცია უკრაინაში სიტუაციასთან დაკავშირებით. საინტერესოა გარკვევა, თუ რაში მდგომარეობს ეს პოზიცია და რატომ არის ის არასწორი.

"ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ": ფილოსოფოსი ბაუმეისტერი უმე-ზე ზეწოლაზე

უკრაინელმა ფილოსოფოსმა ანდრეი ბაუმეისტერმა დეტალურად შეისწავლა 8371 კანონის მრავალი პრობლემური ასპექტი და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკრაინას არანაირ სარგებელს არ მოუტანს. რატომ?

ვიქტორ ელენსკი: გზა ათეისტიდან პრეზიდენტის სულიერ სწავლებამდე

სესთ-ის ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ინტენსიურად ავრცელებდა 8371 კანონს. რა როლს თამაშობს ელენსკი თანამედროვე უკრაინაში?