ფანარიონმა დიალოგი დაიწყო ისლამთან და იუდაიზმთან, თუ რას წარმოადგენს ის?
ფანარიონი და ვატიკანი სულ უფრო აქტიურად აწარმოებენ დიალოგს მონოთეისტურ რელიგიებთან. ფოტო: СПЖ
2021 წლის 1 ნოემბერს პატრიარქმა ბართლომემ, იმყოფებოდა რა ვიზიტით აშშ-ში, განაცხადა იუდეველებთან და მუსულმანებთან დიალოგის დაწყების შესახებ. „კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, ეკუმენურ მოძრაობაში მის წამყვან მონაწილეობასთან ერთად, ასევე დაიწყო ოფიციალური დიალოგი სხვა რელიგიურ ტრადიციებთან, განსაკუთრებით ორ სხვა მონოთეისტურ რელიგიასთან, იუდაიზმთან და ისლამთან“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა. ვატიკანი ანალოგიურ დიალოგს ძალიან დიდი ხანია ეწევა და მისი შედეგები საკმაოდ საინტერესოა. გავაანალიზოთ, რითი შეიძლება ის იყოს ჩვენთვის საინტერესო.
პროლოგის სახით
სანამ დიალოგის ანალიზს შევუდგებით, რომელსაც ვატიკანი აწარმოებს ისლამთან და იუდაიზმთან, მიზანშეწონილია შევხედოთ იმას, თუ რას წარმოადგენს BLM (Black Lives Matter) იდეოლოგია. რატომ ვავლებთ ასეთ პარალელებს, მკითხველი შემდგომი ტექსტიდან გაიგებს. ჯერჯერობით კი უბრალოდ ვახდენთ კონსტატირებას, რომ ამ იდეოლოგიის თანახმად, თეთრი ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ჩაგრავდნენ და უზომო ტანჯვას ანიჭებდნენ შავკანიანებს ასწლეულების მანძილზე (შავკანიანები ერთმანეთს არანაკლებ ტკივილს აყენებდნენ, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება ახლა მიღებული არაა), დღეს უნდა გადავიხადოთ და მოვინანიოთ შავკანიანების შთამომავლების წინაშე. ისინი უნდა ტიროდნენ, მათ წინაშე მუხლებზე უნდა დადგნენ და ფეხები დაუკოცნონ. სხვათაშორის, რომის პაპი ფრანცისკე სწორედ ასე აკეთებს, თუმცა, ნომინალურად სხვა მიზეზით.
თეთრებმა ასევე უნდა გადაუხადონ მათ სუბსიდიები, მისცენ მათთან შედარებით დიდი უფლებები, თვალები დახუჭონ მათ დღევანდელ დანაშაულებზე და ა.შ. ხოლო შავებმა ეს ყოველივე უნდა მიიღონ შემწყნარებლურად და აიძულონ თეთრები მოინანიონ და კიდევ უფრო მეტი გადაიხადონ.
იუდეურ-კათოლიკური დიალოგი
პუბლიკაციების უმრავლესობაში ამ დიალოგს ეწოდება იუდეურ-ქრისტიანული, მაგრამ უფრო სწორია მას ვუწოდოთ იუდეურ-კათოლიკური, რამდენადაც მას წარმართავს სწორედ ვატიკანი და ამ დიალოგის შედეგები ჯერჯერობით მხოლოდ კათოლიკობაზე ვრცელდება.
თავად დიალოგი მისი ამჟამინდელი ფორმით დაიწყო მეორე მსოფლიო ომისა და ებრაელების მასობრივი განადგურების შემდეგ, რომელმაც მიიღო ჰოლოკოსტის სახელწოდება. ამ მოვლენების შემდეგ კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში გაჩნდა ე.წ. „თეოლოგია ოსვენციმის შემდეგ“. ძალიან გამარტივებულად ის დაიყვანება იქამდე, რომ ჰოლოკოსტი გახდა ებრაელი ხალხის იმ ტანჯვის მწვერვალი, რომლის ქვეშაც მას აქცევდნენ ქრისტიანები ორი ათასი წლის მანძილზე. პასუხისმგებლობა ყოველივე ამაზე ეკისრება ქრისტიანებს, რომლებმაც უნდა „გადაიხადონ საფასური და მოინანიონ“ და ასევე შეცვალონ თავიანთი სარწმუნოებრივი სწავლება ისე, რომ არ შეეხონ ებრაელთა გრძნობებს. ამ თემატიკის ერთ-ერთი ასეთი მკვლევარი ს. ლეზოვი წერს:
„დღევანდელ ქრისტიანულ თეოლოგიაში ძირითადად განიხილება არა ქრისტიანების მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ებრაელების გენოციდის გამო: ამჟამად ქრისტაინების უშუალო თანადანაშაული არ იწვევს ეჭვს, უფრო მეტიც, - მისი საჯარო აღიარება სულ უფრო მეტად ხდება კარგი ტონის ელემენტი“. ორთოდოქსი რაბინი სოლომონ ნორმანი, ოქსფორდში ებრაული კვლევების ცენტრის თანამშრომელი წერდა, რომ მისი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ჰიტლერმა ქრისტიანებისგან მიიღო: „არსებითად, ჰიტლერის დამოკიდებულება ებრაელების მიმართ არაფრით არ განსხვავდება ქრისტიანულისგან; განსხვავება მხოლოდ იმ მეთოდებშია, რომლებსაც ის იყენებდა“. ჰეინც-პეტერ კატლევსკი სტატიაში „ღვთისმეტყველება ოსვენციმის შემდეგ“, რომელიც გამოქვეყნდა 2005 წელს Deutsche Welle-ში ამტკიცებს: „ჰოლოკოსტის წინაპირობა იყო დევნა, რომლის ქვეშაც ქრისტიანები აქცევდნენ ებრაელებს 2 ათასი წლის განმავლობაში“.
ორთოდოქსი რაბინი სოლომონ ნორმანი, ოქსფორდში ებრაული კვლევების ცენტრის თანამშრომელი წერდა, რომ მისი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ჰიტლერმა ქრისტიანებისგან მიიღო.
„თეოლოგია ოსვენციმის შემდეგ“ კათოლიკური მხრიდან განვითარდა, როგორც „შერიგების თეოლოგია“ ანუ კათოლიკების მიერ მათი პასუხისმგებლობის ან ყოველ შემთხვევაში, ჰოლოკოსტზე თანაპასუხისმგებლობა, ხოლო შესაბამისად - ბრალის გამოსყიდვა. იუდეველთა მხრიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო. იუდეურ-კათოლიკური დიალოგის იდეოლოგიური ფუნდამენტი ჩადებული იყო იუდეველი ისტორიკოსისა და მწერლის ჟიულ ისააკის (1877-1963) მიერ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. მის წიგნებში „იესო და ისრაელი“ (1946) და „ანტისემიტიზმის გენეზისი“ (1956) ქრისტიანობის დამოკიდებულება იუდაიზმის მიმართ განიხილება, როგორც „ზიზღის სწავლება“. მოციქულები, ევანგელისტები, ეკლესიის წმინდა მამები მათ ახასიათებენ, როგორც თანამიმდევრულ ანტისემიტებს, რომელთაც სძულდათ ებრაელი ხალხი. ჟიულ ისააკის აზრით, მათ ასევე უნდა გაიზიარონ მორალური პასუხისმგებლობა იუდეველების წინაშე ოსვენციმისა და ჰოლოკოსტის გამო. ეს „ზიზღის სწავლება“ უნდა შეიცვალოს „განწმენდის სწავლებით“, რომლის ჩარჩოებშიც ქრისტიანებმა უნდა გააკეთონ შემდეგი:
- გამორიცხონ თავიანთი საღვთისმეტყველო ტექსტებიდან, განსაკუთრებით იმათგან, რომლებიც იკითხება ვნების პარასკევს, ნებისმიერი ხსენება იუდეველთა დანაშაულებზე;
- განაცხადონ, რომ იუდეველებს არ გააჩნიათ არანაირი პასუხისმგებლობა ქრისტეს სიკვდილზე, მხოლოდ მთელს დანარჩენ კაცობრიობასთან ერთად;
- გამორიცხონ სახარების ტექსტებიდან ხსენება ქრისტეს წინააღმდეგ იუდეველთა ქმედებების შესახებ, განსაკუთრებით კი მათეს სახარებიდან შემდეგი ნაწყვეტი: „მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი“ (მათ. 27:25).
- აღიაროს, რომ ეკლესია ორი ათასი წლის განმავლობაში აღვივებდა მტრობასა და სიძულვილს იუდეველების მიმართ;
- იუდეველების წინაშე მონანიება თქვან ამის გამო და ყველა აუცილებელი ძალისხმევა მიიღონ იმ ბოროტების აღმოსაფხვრელად, რომელიც მან მათ მოუტანა.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანული მოძღვრება „გაიწმინდება“, ის უნდა ტრანსფორმირდეს „პატივისცემის მოძღვრებაში“ ანუ აღიაროს იუდაიზმი თავის უფროს ძმად და არ ეცადოს დაარწმუნოს ებრაელები ქრისტეს, როგორც უფლის ძის რწმენის აუცილებლობაში. „თქვენ ჩვენი უფრო ძმები ხართ“, ასე მიმართა რაბინებს პაპმა იოანე პავლე II 1986 წელს რომის სინაგოგაში სტუმრობისას.
„თქვენ ჩვენი უფრო ძმები ხართ“, ასე მიმართა რაბინებს პაპმა იოანე პავლე II 1986 წელს რომის სინაგოგაში სტუმრობისას.
ძალიან ძლიერი ბიძგი იუდეურ-კათოლიკური დიალოგის განვითარებაში გახდა ვატიკანის მეორე საეკლესიო კრება (1965) და მასზე მიღებული დეკლარაცია „ეკლესიის არაქრისტიანული რელიგიებისადმი დამოკიდებულების შესახებ“ (Nostra Aetate), რომელშიც იუდაიზმს ეძღვნებოდა მნიშვნელოვანი ნაწილი. დოკუმენტში შედის რამოდენიმე მტკიცება, რომელიც ძირეულად ცვლიდ კათოლიციზმის დამოკიდებულებას, როგორც იუდაიზმის, ასევე სახარებისეული მოვლენების მიმართ.
ჯერ ერთი, ეს დოკუმენტი არ აკეთებს განსხვავებებს ძველი აღთქმის იუდაიზმსა და ე.წ. პოსტტაძრის იუდაიზმს შორის, რომელიც წარმოიქმნა რომაელების მიერ 70 წელს მეორე ტაძრის დანგრევის შედეგად. მეორეც, არასამიპოსტასიანი იეჰოვა (უფლის სახელის წინასწარვე არასწორი გამოთქმა), რომელსაც თაყვანს სცემენ თანამედროვე იუდეველები, ჭეშმარიტ უფლად არის აღიარებული. მესამეც, ებრაელი ხალხი უდანაშაულოა მაცხოვრის ჯვარცმაში: „თუმცა კი იუდეველეთა ხელისუფლება და მათი მიმდევრები ქრისტეს სიკვდილს იჟინებდნენ, არ შეიძლება ბრალი დავდოთ არც მაშინ მცხოვრებ ყველა იუდეველს, არც თანამედროვე იუდველებს“. აქ ძალიან მკაფიოდ გვხვდება თვალში ის, რომ ებრაელების ბრალი, რომლებიც ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ის!“ არ შეესატყვისება სხვას არავის, გარდა თავად მათისა, მაშინ როცა გერმანელი ფაშისტების ბრალი, რომლებიც კლავდნენ ებრაელებს ოსვენციმში, ეკისრება საერთოდ ყველა ქრისტიანს. მეოთხე, პრაქტიკულად ვაღიარებთ, რომ ებრაელებს ხსნისთვის არ სჭირდებათ ქრისტე, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში რჩებიან უფლის მიერ რჩეულ ხალხად: „იუდეველებმა უმეტესწილად არ მიიღეს სახარება, ხოლო ბევრი მათგანი წინააღმდეგობას უწევდა მის გავრცელებას. ამის მიუხედავად, მოციქულის თანახმად, თავიანთი მამების გამო იუდეველები ამ დრომდე რჩებიან უფლისადმი კეთილად განწყობილები, რომლის ძღვენი და მოწოდებაც უდაოა“.
Nostra Aetate-ს დეკლარაციის დებულებები და მითუმეტეს შემდგომი დოკუმენტები, რომლებიც მიღებულ იქნა კათოლიკების მიერ მის საფუძველზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჟიულ ისააკის პროგრამის შესრულება ქრისტიანობის (კათოლიკობის) „ზიზღის მოძღვრებიდან“ „პატივისცემის მოძღვრებაზე“ გადასვლასთან დაკავშირებით. სწორედ ასე იქნა აღქმული იუდეველთა გარემოში. მსოფლიო ებრაელთა კონგრესის წევრი ჟან გალპერინი Nostra Aetate-ს დეკლარაციის თაობაზე წერდა, რომ მან „ნამდვილად გაუხსნა გზა სრულიად ახალ დიალოგს და სათავე დაუდო კათოლიკური ეკლესიის ახალ შეხედულებას იუდეველებსა და იუდაიზმზე, გვიჩვენა რა მისი მზადყოფნა შეეცვალა ზიზღის სწავლება პატივისცემის სწავლებით“.
1973 წელს საფრანგეთის კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენცია Nostra Aetate -ს დებულებების განვითარებაში მიიღო დეკლარაცია „ქრისტიანების დამოკიდებულება იუდაიზმის მიმართ“, რომელშიც სხვა დანარჩენთა შორის საუბარი იყო იმაზე, რომ ის „კატეგორიულად გმობს იუდეველთა ბრალდებას უფლის სიკვდილში“. ანუ კათოლიკე ეპისკოპოსებმა აღიარეს, რომ ებრაელებს, რომლებმაც რომაელი ჯარისკაცების ხელებით მოკლეს ისტორიული იესო ქრისტე, ამასთან, არ მოკლეს უფალი. სწორედ ასე ესმით თავად იუდეველებს.
ებრაელთა მკვლევარი ჰელენ ფრაი, რომელიც კომენტარს უკეთებს Nostra Aetate -ს დეკლარაციას წიგნში „ქრისტიანულ-იუდეური დიალოგი“, დაწერა: „1965 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ იუდეველებს მოუხსნა „უფლის მკვლელობის“ ბრალდება: ადრე ითვლებოდა, რომ იესოს მკვლელობის განხორციელებისას, იუდეველებმა თავად უფალი მოკლეს“. ძნელი არაა იმის შენიშვნა, რომ ეს მტკიცება იესო ქრისტეს ძე-კაცისას, რწმენს სიმბოლოს უარყოფის ტოლფასია, რომელშიც ნათქვამია: „მჯერა ერთიანი უფალი იესო ქრისტესი, უფლის ძისა, მამისგან შობილი ერთადერთის, რომელიც ყველა საუკუნის წინ დაიბადა, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი უფლისგან ჭეშმარიტი უფლისგან. რომელიც ჯვარცმულ იქნა პონტოელი პილატეს დროს...“ ძალიან ნიშანდობლივია, რომ 1986 წელს, როცა პაპი იოანე პავლე II ესტუმრა რომის მთავარ სინაგოგას, მან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც იესო ქრისტე სულ ერთხელ იყო ნახსენები და მას ეწოდა „თქვენი (იუდეველი - რედ.) ხალხის ძე“ და არ იწოდება უფლის ძედ.
დღეს კათოლიკები ვარაუდობენ, რომ თანამედროვე იუდაიზმი და ქრისტიანობა არის ორი გზა, რომელთაც ერთიდამავე მიზნისკენ მივყავართ.
დღეს კათოლიკები ვარაუდობენ, რომ თანამედროვე იუდაიზმი და ქრისტიანობა არის ორი გზა, რომელთაც ერთსადაიმავე მიზნამდე მივყავართ. 2018 წელს გერმანულმა კათოლიკურმა ყოველთვიურმა Herder Korrespondenz-მა გამოაქვეყნა ტახტზე არყოფნის შემდეგ პაპი ბენედიქტ XVI წერილი, რომელშიც მან განაცხადა, რომ იუდაიზმი და ქრისტიანობა არის წმინდა წერილის ინტერპრეტაციის ორი ფორმა და რომ ებრაელებს არ სჭირდებათ ქრისტეს ქადაგება. „მისიონერობა იუდეველებს შორის არაა გათვალისწინებული და არ წარმოადგენს აუცილებელს. ქრისტემ გააგზავნა თავისი მოწაფეები ეუწყებინათ კეთილი მაცნე ყველა ხალხისა და კულტურისთვის. ამიტომაც მისიონერული დავალება წარმოადგენს უნივერსალურს, მაგრამ ერთი გამონაკლისით: იუდეველებს შორის ის არაა გათვალისწინებული და არ წარმოადგენს აუცილებელს იმ მიზეზით, რომ მხოლოდ მათ სხვა ხალხებს შორის იცოდნენ „უხილავი უფალი“. ბენედიქტ XVI-ის აზრით, ებრაელებთან დიალოგში საჭიროა სიტყვის წარმართვა „ნაზარეთიდან იესოს პიროვნების გაგებაზე“.
ქრისტიანობის არსიდან კათოლიკების ყველა ამ გადახვევაზე შეიძლება წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვების მოყვანა: „ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა“ (1 იოან. 4:2,3).
როგორც ვხედავთ, კათოლიკებმა სრულად დააკმაყოფილეს საპირისპირპო მხარის სურვილები იუდეველ-კათოლიკეთა დიალოგში და რა მიიღეს მას სანაცვლოდ? მხოლოდ ის, რომ იუდეველები დაეთანხმნენ ეღიარებინათ იესო ქრისტეს დამსახურებები იუდაიზმის პოპულარიზაციაში არაებრაელებს შორის და იმ შენიშვნით, რომ თავად მათ არ სჭირდებათ ის. ჰელენ ფრაი, რომელზეც უკვე ზემოთ იყო საუბარი, იუდეველ-კათოლიკეთა დიალოგის აქტიური მონაწილე ამის შესახებ წერს: „იუდაიზმს მშვენივრად შეუძლია იესოს გარეშეც ფონს გასვლა: არსებობს მდიდარი იუდეური რაბინისტული ტრადიცია, რომელიც განვითარდა ქრისტიანობის პარალელურად და მოწმობს ბიბლიური მემკვიდრეობის არაქრისტიანულ გამოყენებას. თუმცა, ამასთან იუდეველებს შეუძლიათ მიიღონ და იღებენ იესოს, როგორც ადამიანს, რომლის მეშვეობითაც წარმართებმა შეიცნეს ისრაელის მეფე“.
ქრისტიანულ-ისლამური დიალოგი
ქრისტიანების მუსულმანებთან დიალოგის დახასიათება გაცილებით უფრო რთულია იმ მიზეზით, რომ ქრისტიანები გაცილებით უფრო მეტად ურთიერთობენ მუსულმანებთან საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო დონეზე, ვიდრე ებრაელებთან. ბევრ ქვეყანაში ისინი მჭიდროდ მეზობლობენ ერთმანეთთან და უბრალოდ იძულებულნი არიან დიალოგი აწარმოონ ერთმანეთში. ასეთი დიალოგის სირთულეებს განეკუთვნება ისლამში ცენტრალიზებული მართვის არარსებობა. თუ კათოლიკობა წარმოადგენს ერთიან ადმინისტრაციულ სტრუქტურას ცენტრით ვატიკანში, ისლამი წარმოდგენილია მრავალი დამოუკიდებელი მიმდინარეობით, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ჰქონდეს თავისი საკუთარი შეხედულება ქრისტიანობაზეც და მასთან დიალოგზეც.
თუმცა, რაც შეეხება სწორედ საღვთისმეტყველო დიალოგს, ისიც ისევე, როგორც იუდეურ-ქრისტიანული დიალოგი, წარმოებს უპირატესად მუსულმანებსა და კათოლიკებს შორის. ამ დიალოგის ჩარჩოებში ასევე ფუძემდებლურ დოკუმენტებს წარმოადგენს Nostra Aetate -ს დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა მეორე ვატიკანის კრებაზე (1965) და იქ მიღებული დეკლარაცია Lumen Gentium, რომლის მე-16 პარაგრაფში საუბარია იმაზე, რომ მხსნელი უფლის ნება მოიცავს ასევე იმათაც, „ვინც აღიარებს შემოქმედს და მათ შორის, პირველ რიგში, მუსულმანებს, რომლებიც აღიარებენ თავიანთ ერთგულებას აბრაამის რწმენის მიმართ, ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ერთიან, გულმოწყალე უფალს, რომელიც ადამიანებს განსჯის ბოლო დღეს“. შეიძლება ითქვას, რომ ისლამთან მიმართებაში მეორე ვატიკანის კრებამ ძირეულად შეცვალა თავისი შუა საუკუნეების ტრადიცია, რომლის თანახმადაც ისლამი აღიარებული იყო ერესად, ხოლო მუსულმანური რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი ცრუ წინასწარმტეყველად და ანტიქრისტედაც კი. ახლა, როგორც 1985 წელს განაცხადა იოანე პავლე II, მიმართა რა მუსულმანებს: „ჩვენი და თქვენი ღმერთი ერთია და ჩვენ წარმოვადგენთ ძმებსა და დებს აბრაამის რწმენაში“.
პაპმა იოანე პავლე II,1985 წელს მიმართა რა მუსულმანებს, განაცხადა: „ჩვენი და თქვენი ღმერთი ერთია და ჩვენ წარმოვადგენთ ძმებსა და დებს აბრაამის რწმენაში“.
თუმცა, მსგავსი ცვლილება ეხება არა მხოლოდ ისლამს, არამედ საერთოდ ყველა არაქრისტიანულ რელიგიას. თუ მეორე ვატიკანის მსოფლიო კრებამდე კათოლიკური ეკლესია აღიარებდა ყველას, ვინც არ ეკუთვნოდა მას, ჯოჯოხეთის მემკვიდრეებად, ახლა, ეს დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარია. Nostra Aetate -ს მეორე პარაგრაფში საუბარია: „კათოლიკური ეკლესია არ უარყოფს არაფერს იქედან, რაც ჭეშმარიტი და წმინდაა ამ რელიგიებში. ის გულწრფელი პატივისცემით განიხილავს მოქმედებისა და ცხოვრების იმ სახეს, იმ მითითებებსა და სწავლებებს, რომლებიც ძირითადად განსხვავდებიან იმისგან, რასაც ის ემხრობა და რასაც ასწავლის, მაინც ხშირად მოაქვთ ჭეშმარიტების სხივი, რომელიც ყველა ადამიანს ანათებს“.
2019 წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ვიზიტისას პაპმა ფრანცისკემ და უმაღლესმა იმამმა ალ-აზჰარა აჰმედ ელ-ტაიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ „დოკუმენტს ადამიანთა ძმობის შესახებ“, რომლის მთავარი გზავნილი მდგომარეობდა კონფესიათშორისი ტოლერანტობის დამყარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაში. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პარაგრაფი გვატყობინებს: „ჩვენ მოვუწოდებთ ინტელექტუალებს, ფილოსოფოსებს, რელიგიურ მოღვაწეებს, მხატვრებს, მის-ის პროფესიონალებს, კულტურის წარმომადგენელ ქალებსა და კაცებს მსოფლიოს ყველა ნაწილში, ხელახლა აღმოაჩინონ მათთვის სამყაროს, სამართლიანობის, სიკეთის, სილამაზის, ადამიანური ძმობისა და თანაარსებობის ფასეულობები, რათა დავადასტუროთ ამ ფასეულობების, როგორც ყველასთვის ხსნის ღუზას მნიშვნელობა და ყველგან წავწიოთ ის წინ“. გამოდის, რომ რომის პონტიფიკემ, რომელიც თავს დედამიწაზე ქრისტეს ვიკარიუსად წარმოაჩენს, ხელი მოაწერა იმას, რომ „ხსნის ღუზას“ წარმოადგენს ყველაფერი, მხოლოდ არა უფალი იესო ქრისტე.
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში პაპი ფრანცისკეს ვიზიტიდან მალევე წარმოდგენილ იქნა აბრაამის სამი რელიგიის: ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის სატაძრო კომპლექსის მშენებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ მუსულმანებთან დიალოგში ვატიკანმა არ დაუშვა საკუთარი რწმენისგან ისეთი უკანდახევა, როგორც იუდეველებთან დიალოგში. თუმცა, ეს აიხსნება იმით, რომ ისლამი წარმოიქმნა VII საუკუნის დასაწყისში, როცა ქრისტიანული მოძღვრება უკვე ძირითადად ჩამოყალიბებული იყო. გარდა ამისა, მუსულმანებმა თავიდანვე აღიარეს იესო ქრისტე, როგორც წინასწარმეტყველი და პატივს სცემდნენ მას და ასევე მის ყოვლადწმინდა დედას. მუსულმანებში ქრისტიანულ სამყაროსთან კონფლიქტები ძირითადად იყო არა საღვთისმეტყველო, არამედ სამხედრო-პოლიტიკური და ის ვლინდებოდა დაპყრობების ან კოლონიზაციის ფორმით. ამიტომაც კათოლიკურ-მუსულმანური დიალოგის მიმართულება ძირითადად კონცენტრირებულია მშვიდობიან თანაარსებობაზე და ომების და ტერორიზმის თავიდან აცილებაზე.
დასკვნები
ჯერ ერთი, პატრიარქ ბართლომეს სიტყვები, რომ „კონსტანტინოპოლის ეკლესიამ დაიწყო ოფიციალური დიალოგი ორ სხვა მონოთეისტურ რელიგიასთან, იუდაიზმთან და ისლამთან“ ადასტურებს ფანარიონის განზრახვას შევიდეს ამ დიალოგში თვისობრივად ახალ დონეზე, ახალი მიზნებითა და ამოცანებით, რამდენადაც თავად ასეთი დიალოგები უკვე დიდი ხანია იმართება სხვადასხვა ეკუმენური სტრუქტურის ფარგლებშიც.
მეორე, რამდენადაც ფანარიონის შესვლა დიალოგში ხდება ვატიკანთან გაერთიანების პროცესის აქტივიზაციასთან ერთად, ეს ნიშნავს ფანარიონის ფაქტიურ ჩართვას დიალოგში, რომელსაც უკვე მრავალი ათწლეულია ეწევა ვატიკანი.
მესამე, კათოლიკების გამოცდილება ადასტურებს, რომ ასეთი დიალოგის ჩარჩოებში ხდება ვატიკანის უკან დახევა თავისი მოძღვრებისგან დიალოგში მისი პარტნიორების სასარგებლოდ. ეს განსაკუთრებით ეხება იუდეურ-კათოლიკურ დიალოგს. თუმცა, არანაირი საპასუხო ნაბიჯი პრაქტიკულად არ ხდება.
მეოთხე, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ფანარიონი ამ დიალოგის ჩარჩოებში არ გაჰყვება უკანდახევის გზას და დარჩება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მოძღვრების ერთგული.
და მეხუთე, დღეს უკვე არ რჩება არანაირი ეჭვი, თუ რა გზით მიდის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. მასთან ერთად სიარული ან დარჩენა მართლმადიდებლობისადმი ერთგულად - აი, რა საკითხი დგას ახლა ყოველი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. და ყველა ეკლესიამ თავად უნდა გასცეს მასზე პასუხი.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?