რმე-ს სინოდის შედეგები: გარდამტეხი მომენტი მართლმადიდებლობის ისტორიაში?

რმე-ს სინოდს შეიძლება ჰქონდეს საბედისწერო შედეგები მართლმადიდებლობისთვის. ფოტო: СПЖ

2021 წლის 23-24 სექტემბერს შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. მისი შედეგები გადაჭარბების გარეშე შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი მართლმადიდებლობის ისტორიაში.

წმინდა სინოდის სხდომის ჟურნალები სხვადასხვა ეპარქიაში უწმინდესი პატრიარქის ვიზიტების, საღვთისმსახურო ტექსტების დამტკიცებისა და საკადრო დანიშვნების  შესახებ ინფორმაციის გარდა, მოიცავს ორ გადაწყვეტილებას, რომელთაც შეიძლება შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს არა მხოლოდ რმე-თვის, არამედ მთელი მართლმადიდებლობისთვისაც. ესაა 2021 წლის აგვისტოში კიევში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის შეფასება და გადაწყვეტილება  აფრიკის კონტინენტზე ახალი საეკლესიო იერარქიის შექმნის მომზადების თაობაზე.

კიევში ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შეფასება

ვიზიტის შეფასებას წინ უსწრებს მოკლე ცნობები ამჟამინდელი საეკლესიო კონფლიქტის წარმოქმნისა და განვითარების ისტორიის შესახებ. ზედმეტი არ იქნება მისი შეხსენება აქაც რამოდენიმე თეზისის სახით:

პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის შეფასება შედის სინოდის დადგენილების პირველ პუნქტში: „ცნოს კიევში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი კანონების, კერძოდ კი, სარდიკიის კრების მე-3 წესისა და ანტიოქიის კრების 13-ე წესის უხეშ დარღევად“.

თუმცა, ამით დადგენილება არ სრულდება. წმინდა სინოდი ახდენს კონსტატაციას, რომ პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკური ქმედებები გრძელდება და მიმართულია მართლმადიდებლობის ერთიანობის დარღვევაზე. ასევე გაცხადდა ვიზიტის ღრმა პოლიტიკურ ხასიათზე და ასევე ის, რომ პატრიარქი ბართლომე დამოკიდებულია ეკლესიის მიმართ გარეშე ძალებზე (წაიკითხე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თაობაზე).

რმე-ს სინოდმა გამოხატა უმე-სა და მისი წინამძღოლ მიტროპოლიტ ონუფრის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ თავად რმე იცავს ეკლესიის წმინდა კანონების ერთგულებას, რომ ის მოუწოდებს ყველას „მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული სიტუაციის სრულიად მართლმადიდებლური განხილვისკენ“ და რომ „პასუხისმგებლობა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის რღვევაზე მთლიანად ეკისრება პატრიარქ ბართლომეს“.

ყოველივე ეს ლოგიკური და სწორია, მაგრამ რმე-ს სინოდის დადგენილებაში არის რამოდენიმე საფრთხილო მომენტი.

კერძოდ, ესაა პ. 4: „ინარჩუნებს რა მადლიერად ხსოვნას წმინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამსახურების თაობაზე  რუსეთის ქრისტეს რწმენის სხივით განათლების საქმეში, იმის ხაზგასმა, რომ წარსულში კონსტანტინოპოლის უწმინდესი პატრიარქების კეთილშობილური საგმირო საქმეები არ ამართლებს პატრიარქ ბართლომეს ამჟამინდელ კანონიკურ დანაშაულებს, რომელმაც მხარი დაუჭირა განხეთქილებას და საეკლესიო ურთიერთობაში შევიდა პირებთან, რომლებიც თავს უწოდებენ მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს, მაგრამ არ გააჩნიათ კანონიკური ქიროტონია“. აქ, საფრთხილოა ის, რომ სინოდი, ასახელებს რა ფანარიონის მეთაურის დანაშაულებს, ახსენებს განხეთქილებაში მყოფთა მხარდაჭერასა და ურთიერთობას პირებთან, რომელთაც არ გააჩნიათ ქიროტონია, მაგრამ არაფერს ამბობს მთავარ მიზეზზე, რომლის მიხედვითაც ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა, კერძოდ კი - მიდრეკილებაზე ეკლესიაში მეთაურობაზე, „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესზე. არადა, სწორედ ამაშია ფანარიონის ყველა ანტიკანონიკური ქმედებების თავი და თავი. პატრიარქ ბართლომეს ყველა დანაშაულის ამ საფუძვლის მითითების გარეშე, იმის გარეშე, რომ სწორედ ამ ერესთან, როგორც ეკლესიის შესახებ მთელი მოძღვრებისადმი საფრთხის შემცველთან ბრძოლაა აუცილებელი, შეუძლებელია შედეგების დაძლევაც.

სახიფათოა ისიც, რომ სინოდმა, ჩამოთვალა რა ფანარიონის მეთაურის დანაშაულები, არ დაასახელა მთავარი - მიდრეკილება ეკლესიაში მეთაურობაზე, „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესი.

შემდეგი პ.5  მეტ კითხვას აჩენს.

ის ასე ჟღერს: „აღსანიშნავია, რომ უკრაინაში განხეთქილების მხარდაჭერით, პატრიარქმა ბართლომემ დაკარგა მილიონობით მორწმუნეს ნდობა. იმის ხაზგასმა, რომ იმ პირობებში, როცა მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობა მათთან არაა საეკლესიო ურთიერთობაში, მას ამიერიდან არა აქვს უფლება გამოვიდეს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლების სახელით და თავი ლიდერად წარმოაჩინოს“. როგორ გავიგოთ ფრაზა: „მას ამიერიდან არა აქვს უფლება გამოვიდეს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობის სახელით“? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადრე, ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტამდე, მას ასეთი უფლება ჰქონდა? რომ მას ჰქონდა „მილიონობით მორწმუნის ნდობა“? და როგორ შეესატყვისება ეს სინოდის იმავე   № 60 ჟურნალის სიტყვებს, სადაც საუბარია, რომ 2018 წლამდე ანუ ფანარიონის ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტამდე ის ხელყოფდა რმე-ს კანონიკურ ტერიტორიას? გამოდის, რომ ამ ხელყოფისას, პატრიარქ ბართლომეს ჰქონდა უფლება გამოსულიყო მართლმადიდებლობის სახელით და თავი მის ლიდერად ჩაეთვალა?

შეიძლება, ითქვას, რომ ეს უბრალოდ სინოდის დადგენილების არასწორი ფორმულირებაა, რომელიც არ გამოიწვევს მნიშვნელოვან შედეგებს, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა. კრეტას 2016 წლის კრებისთვის მომზადების დროს, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც სრულიად მართლმადიდებლური კრება ანუ პრაქტიკულად ისეთივე ავტორიტეტი ჰქონდა, როგორც მსოფლიო კრებებს, ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები თითქმის მზად იყვნენ ეცნოთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ერთგვარ ლიდერად და მასზე განემტკიცებინათ საკოორდინაციო ფუნქციები. ყოველივე ეს აისახა კრეტას კრების შემაჯამებელ დოკუმენტებში, რომელიც უფლის ნებით არ გახდა სრულიად მართლმადიდებლური.

ამჟამად პატრიარქი ბართლომე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს ადგილობრივ ეკლესიებზე მათი იძულების მიზნით ცნონ კრეტას კრების გადაწყვეტილებები, როგორც ზოგადად სავალდებულო. თუმცა, ფანარიონის მეთაურზე ამ საკოორდინაციო ფუნქციების განმტკიცება ავტომატურად ართმევს ნებისმიერ სხვა წინამძღოლს შესაძლებლობას აღასრულოს ისინი სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე. ანუ ჩვენ ვიღებთ იგივე „პაპიზმს“ „ლაითი“ ვერსიით. სიტყვები რმე-ს სინოდის დადგენილების მართლაც წარუმატებელი ფორმულირებიდან წარმოადგენს რმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ადრინდელი მზადყოფნის შედეგებს ეცნო ფანარიონის მეთაურის ლიდერობა და საკოორდინაციო ფუნქცია. ამჟამად, როცა უკვე ცხადი გახდა, თუ რაში გადადის ეს „ლიდერობა“, დაუშვებელია, რომ „კოორდინაცია“ გახდეს ერთგვარი კომპრომისი დღევანდელი საეკლესიო კრიზისის შესაძლო დარეგულირების დროს.

პარალელური იერარქია აფრიკაში

რასაკვრიველია, არანაირი სიტყვები პარალელურ იურისდიქციაზე სინოდის დადგენილებების № 61 ჟურნალში, რომელიც ეხება ალექსანდრიის ეკლესიას, არაა. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილების არსი ნამდვილად ასეთია: რახან ალექსანდრიის ეკლესია შევიდა ურთიერთობაში განხეთქილებაში მყოფებთან და ის, თავად, ასე წავიდა განხეთქილებაში, რმე-ს აქვს კანონიკური უფლება თავის იურისდიქციაში მიიღოს აფრიკაში მართლმადიდებლური თემები.

მოცემულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს ცნობა ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორეს ღალატის აღწერით, რომლის დამალვაც მას არც კი უცდია არანაირი ლეღვის ფოთლით.

ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში, ის ოდესაში ჩავიდა, თანაიმსახურა მიტროპოლიტ ონუფრისთან და განაცხადა: „დარჩით მართლმადიდებლურ რწმენაში! დარჩით კანონიკურ ეკლესიაში! ჩვენი ეკლესიის ისტორიაში იყო რთული პერიოდები, თუმცა, უკრაინაში, ამ კურთხეულ მართლმადიდებლურ ქვეყანაში არის კანონიკური ეკლესია, არის ჩვენი უნეტარესი ძმა ონუფრი - უფლისგან დალოცვილი ადამიანი და ნამდვილი ბერი. მე შევეცდები ჩემი ძალებით ყველას შევატყობინო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. უკრაინის ეკლესია უნდა დარჩეს თავის კანონიკურობაში. არ გვჭირდება მას კიდევ რაიმე მივცეთ, რამდენადაც მას უკვე აქვს ეს, როგორც ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას. დიდი ცოდვა იქნება, რომელზეც პასუხს ვაგებთ მეორედ მოსვლისას, თუ თუნდაც ერთი წვეთი სისხლი დაიღვრება“.

თუმცა, უკვე 2019 წლის ნოემბერში, მან მოიხსენია სერგეი (ეპიფანე) დუმენკო, როგორც „კიევის უნეტარესი მიტროპოლიტი“ და ის  შემდეგში მხოლოდ აღრმავებდა თავის ღალატს, გამოხატავდა რა მეუ-ს მიმართ ყოველგვარ მხარდაჭერას და „დაავიწყდა“ რა საერთოდ მიტროპოლიტ ონუფრის არსებობის შესახებ.

და თუ თავიდან იყო იმის იმედი, რომ პატრიარქი თეოდორე ყურს დაუგდებდა სინდისის ხმას და შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას, ამჟამად ამ იმედისგან კვალიც კი არ დარჩა. 2021 წლის 28 ივლისს ალექსანდრიის ეკლესიის წინამძღოლმა კიევში გაგზავნა თავისი ოფიციალური წარმომადგენელი, ბაბილონის ეპისკოპოსი თეოდორე, რომელმაც გააჟღერა მისალმება ალექსანდრიის პატრიარქის სახელით. 2021 წლის 13 აგვსიტოს კი პატრიარქმა თეოდორემ კუნძულ იმბორსზე (თურქეთი) თანაიმსახურა საღვთო ლიტურგია პატრიარქ ბართლომესთან და სერგეი პეტროვიჩ დუმენკოსთან, რომელსაც განუცხადა მისი მხარდაჭერის თაობაზე. ამის შემდეგ სრულიად ნათელი გახდა, რომ პატრიარქმა თეოდორემ ყველა ხიდი დაწვა და ის არ ცდილობს დაუბრუნდეს მართლმადიდებლური კანონების დაცვას, ისევე როგორც პატრიარქი ბართლომე.

ყველაზე უარესი ისაა, რომ ალექსანდრიის ეკლესიიდან არც ერთმა მღვდელმთავარმა ამ დრომდე არ გამოხატა მისი დაუთანხმებლობა პატრიარქ თეოდორეს ანტიკანონიკურ ქცევებთან დაკავშირებით და არ განაცხადა განხეთქილებაში მყოფების აღიარების შეუძლებლობის თაობაზე.  ეს კონტრასტშია სიტუაციასთან, რომელიც ორ სხვა დგილობრივ ეკლესიაშია, რომელმაც „ცნო“ მეუ: კვიპროსისა და ელადის ეკლესიებში. იქ ყველაზე ავტორიტეტულმა მღვდელმთავრებმა გამოხატეს კატეგორიული დაუთანხმებლობა თავიანთი წინამძღოლების ქმედებებთან და განაცხადეს, რომ მათ, როგორც არ უცნიათ, ასევე მომავალშიც არ ცნობენ უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს.

2019 წლის 26 დეკემბერს რმე-ს წმინდა სინოდმა გაწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა პატრიარქ თეოდორესთან და ასევე ალექსანდრიის  ეკლესიის იმ სამ მღვდელმთავართან, რომლებიც მხარს დაუჭერენ მის მიერ მეუ-ს აღიარებას. ახლა ცხადი ხდება, რომ ასეთებად მდუმარედ მიიჩნიეს თავი ალექსანდრიელმა ეპისკოპოსებმა.

თუმცა, თავიანთი წინამძღოლისა და ეპისკოპატის ღალატთან უთანხმოებაში იყო აფრიკაში ბევრი საეკლესიო თემი და სამღვდელოება. მათ დაიწყეს მოსკოვის საპატრიარქოში თხოვნის გაგზავნა მათი რმე-ს იურისდიქციაში მიღების თაობაზე, რაზეც საპატრიარქო ოფიციალურად არანაირ რეაგირებას არ ახდენდა, იმ იმედით, რომ პატრიარქი თეოდორე თავის ღალატს მოინანიებდა. თუმცა, ახლა მოქმედებების დრო დადგა. და აი, წმინდა სინოდმა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯი გადაედგა თავის იურისდიქციაში მათ მისაღებად ანუ ერთი სიტყვით, აფრიკაში შეექმნა საეკლესიო სტრუქტურა, ალექსანდრიის საპატრიარქოს პარალელურად. ამისათვის სინოდმა რმე-ს სსუგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს „ვლადიკავკაზისა და ალანიის პირველუსამღვდელოესობა არქიეპეისკოპოს ლეონიდს დაავალა შემოსული მიმართვების საგულდაგულო შესწავლის შემდეგ წარმოუდგინოს წინადადებები წმინდა სინოდს“.

პრინციპული გადაწყვეტილება აფრიკის მრევლის თაობაზე მიღებულია, ხოლო აღნიშნული წინადადებები ეხება იმას, თუ რა ფორმით მოხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება იურისდიქციაში და როგორ იმართება ეს მრევლი მომავალში.

ანუ პრინციპული გადაწყვეტილება აფრიკის მრევლის თაობაზე მიღებულია, ხოლო აღნიშნული წინადადებები ეხება იმას, თუ რა ფორმით მოხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება იურისდიქციაში და როგორ იმართება ეს მრევლი მომავალში. თავად არქიეპისკოპოსი ლეონიდი სინოდმა გაანთავისუფლა ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმთავრის თანამდებობიდან და დანიშნა ის მოსკოვის პატრიარქის ვიკარიუსად. ეს ნიშნავს იმას, რომ რმე სერიოზულ სამუშაობას აჩაღებს აფრიკაში და მეუფე ლეონიდს უბრალოდ არ ეცლება ეპარქიის მართვისთვის. თავად არქიეპისკოპოსი ლეონიდი 2004 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლის თანამდებობას ალექსანდრიისა და მთელი აფრიკის საპატრიარქოსთან, არაერთხელ მიემგზავრებოდა სამსახურებრივი მივლინებით ეთიოპიაში, კენიაში, ტანზანიაში, სარ-ში, ბოტსვანში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. ის პირადად იცნობს აფრიკის ქვეყნების სამღვდელოებას და თემებს და იცის სიტუაცია შიგნიდან.

ეს ნიშნავს იმას, რომ განხეთქილება მართლმადიდებლობაში, რომელიც პატრიარქმა ბართლომემ თავისი ანტიკანონიკური ქმედებებით განახორციელა და რომელზეც ის პირადადაა პასუხისმგებელი, შედგა და იწყებს თავისი საორგანიზაციო ფორმების მიღებას. დაბრუნება სიტუაციაზე, რომელიც იყო მართლმადიდებლობაში 2018 წლამდე, სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ხდება. ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს. პატრიარქი ბართლომე გამოვა მიმართვით მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლების მიმართ და იტყვის: მაპატიეთ, ძმებო, შევცოდე, უარვყოფ ყოველგვარ ერესს და შეცდომას? მის კვალდაკვალ ალექსანდრიის, კვიპროსისა და ელადის ეკლესიების წარმომადგენლები გაიხმობენ მათი მხრიდან მეუ-ს აღიარებას და დაუბრუნდებიან კანონიკურ ველს? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უფრო დასაშვებია სხვა სცენარი: რმე-ს სინოდის გადაწყვეტილება აფრიკის თემების თავის იურისდიქციაში შესაძლო მიღების შესახებ გამოიწვევს ალექსანდრიის ეკლესიის მკვეთრად ნეგატიურ რეაქციას. რმე-ში გადასულ კლირიკოსებს აუკრძალავენ მღვდელმსახურებას და ეცდებიან მრევლისა და ტაძრების დაცვას. კონსტანტინოპოლის, კვიპროსისა და ელადის ეკლესიები იძულებულები იქნებიან მხარი დაუჭირონ თავიანთ ალექსანდრიელ ძმას. განხეთქილება კიდევ უფრო განმტკიცდება და ის შეუქცევადი გახდება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებს, რომლებმაც პატრიარქ ბართლომეს ხელებით ჩაიფიქრეს მართლმადიდებლობის გახლეჩა, შეუძლიათ იზეიმონ გამარჯვება: მათი გეგმა შესრულდა.

პატრიარქი ბართლომე გამოვა მიმართვით მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლების მიმართ და იტყვის: მაპატიეთ, ძმებო, შევცოდე, უარვყოფ ყოველგვარ ერესს და შეცდომას?

სწორია კი რმე-ს სინოდის მოცემული გადაწყვეტილება? პასუხი ამ კითხვაზე დევს პრიორიტეტების განლაგების სიბრტყეში: რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - რწმენის სიწმინდე თუ ეკლესიის მოჩვენებითი ერთიანობა. ერთი სიტყვით, ვეთანხმებით თუ არა ამ მოჩვენებითი ერთიანობის შენარჩუნების სანაცვლოდ, მდუმარედ ავიტანოთ „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესი, დავეთანხმოთ წმინდა კანონების ფეხქვეშ გათელვას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან? ეკლესიის ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებების მამები არ მიდიოდნენ არანაირ კომპრომისებზე ჭეშმარიტი რწმენის სწავლების საკითხში, ისინი ერესს ერესს უწოდებდნენ და ცრუ მოძღვრებას - ცრუ მოძღვრებას. ისინი მწუხარებით უყურებდნენ, თუ როგორ არ ეთანხმებოდა ეკლესიის ზოგიერთი ნაწილი ამ ჭეშმარიტების მიღებას და სცილდებოდა მართლმადიდებლობას, მაგრამ ისინი არ სწირავდნენ მსხვერპლად ჭეშმარიტებას მოჩვენებითი ერთიანობის სანაცვლოდ. ამიტომაც რმე-ს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება უნდა ვცნოთ სწორად, ხოლო განხეთქილებაში მყოფთა შესახებ ვიდარდოთ და ვილოცოთ, რათა უფალმა გონება მისცეს მათ და დააყენოს ისინი ჭეშმარიტების გზაზე.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?