როგორ უნდა უპასუხოთ კითხვას: „რომელია თქვენი დედა-ეკლესია?“

ვინ არის უმე-ის დედა ეკლესია? ფოტო: СПЖ

2024 წ. 13 სექტემბერს არხზე «Суспільне» შედგა საუბარი უმე-ს მიტროპოლიტ კლიმენტსა (ვეჩერა) და რელიგიათმცოდნე ლუდმილა ფილიპოვიჩს შორის. გარდა სხვა დანარჩენისა, ფილიპოვიჩმა თქვა: „ეკლესიის ცხოვრებისთვის  ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ვისგან იღებ არსებობის უფლების სიგელს. კონსტანტინოპოლიდან თუ მოსკოვიდან. ახლა არსებობს ტომოსი, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომლის სათავეში მიტროპოლიტი ეპიფანეა, დედა-ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქო წარმოადგენს“. შემდეგი კითხვა კი მიტროპოლიტ კლიმენტს დაუსვეს: „რომელი ეკლესია წარმოადგენს დედა-ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?“.

მსგავსი კითხვების ლოგიკა
ამ კითხვის ლოგიკა იმ კითხვის ლოგიკის მსგავსია, რომელიც ფარისევლებმა ქრისტეს დაუსვეს: „მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?“ (მთ. 22:17). ეს სწორედ რომ ლოგიკური ხაფანგი იყო, რომელშიც, ფარისეველთა აზრით, მათ ქრისტე მოაქციეს.

მას რომ ეთქვა: „არ მისცეთ“, მემბოხედ გამოაცხადებდნენ, რომელიც ხალხს რომის ხელისუფლების დაუმორჩილებლობისკენ  მოუწოდებდა და ეს  ხელისუფლების მხრიდან ებრაელთა მიმართ სადამსჯელო სანქციების განხორციელებას გამოიწვევდა. მას რომ ეთქვა „მიეცით“, მაშინ ნეოპატრიოტიზმში, კოლაბორაციონიზმში და შემგუებლობაში დაადანაშაულებდნენ, ვინაიდან ებრაელები რომაელებს მჩაგვრელებად მიიჩნევდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ უცხოტომელთა ამ უღელისგან  განთავისუფლებას  და სძულდათ ყველა, ვინც დამპყრობლებთან თანამშრომლობდა.

ზუსტად ასევე აიძულებდნენ მიტროპოლიტ კლიმენტსაც, რომ აერჩია ორიდან ერთი პასუხი. მას რომ ეთქვა, რომ უმე-სთვის დედა-ეკლესია კონსტანტინოპოლია, მაშინ კითხვავდნენ: „რატომ არ დაემორჩილეთ მას, როდესაც პატრიარქმა ბართლომემ დაიბრუნა კიევის მიტროპოლია და აღიარა განხეთქილების მონაწილეები?“. „მოსკოვი“ რომ ეთქვა, პირველ რიგში მას  ნეოპატრიოტიზმში დაადანაშაულებდნენ, რადგან  დედა უწოდა იმ ეკლესიას, რომელმაც აკურთხა ომი უკრაინაში და, შესაბამისად, ყველა ის მკვლელობა და ნგრევა, რომელსაც რფ აწარმოებს ჩვენს ქვეყანაში. მეორე, მას ეტყოდნენ: „როგორ შეიძლება მოსკოვი იყოს დედა, თუ რუსეთის გაქრისტიანება კიევში მოხდა?“.

კლასიკურ ლოგიკაში არსებობს მესამეს გამორიცხვის მეთოდი (ლათ. tertium non datur, ესე იგი „მესამე არ არსებობს), რომელიც ითვალისწინებს, რომ ჭეშმარიტება დევს მხოლოდ ორ შეთავაზებულ მტკიცებულებათა ფარგლებში. ხშირად კი, არც თუ ისე კეთილსინდისიერი პიროვნებები იმისთვის, რომ აიძულონ ოპონენტი გააჟღეროს მისთვის არახელსაყრელი განცხადება, ბოროტად იყენებენ ამ მეთოდს და სთავაზობენ ორიდან ერთის არჩევას, არ აღიარებენ  მესამე ვარიანტის არსებობის შესაძლებლობას, ან კითხვას თავიდანვე არაკორექტულად აყალიბებენ.

სწრედ პროგრამაში «Суспільне» ფილიპოვიჩმა თავიდანვე, თითქოს ბუნებრივად, მოიყვანა ცრუ მტკიცებულება: „ეკლესიის ცხოვრებისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ვისგან იღებ არსებობის უფლების სიგელს“. ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, მოცემულია წმინდა წერილის ახალ აღთქმაში. არსობრივად, ეს სამ ძირითად მომენტს მოიცავს:


ქრისტეს რწმენა
ქრისტეს ქადაგების საწყის ეტაპზე რწმენის აღმსარებლობა ძალზე მარტივი იყო. როდესაც მოციქული ფილიპე კანდიდეს დედოფლის საჭურისთან ქრისტეზე ქადაგებდა და ამ უკანასკნელმა მონათვლა მოინდომა, მას მხოლოდ ერთადერთი  კითხვა დაუსვეს. „ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა” (საქმე 8:35-37).

დღესდღეობით ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობა არსობრივად იგივეა, მაგრამ „ამ საუკუნის მკითხვარებმა“ უამრავი კითხვა დასვეს და საჭირო გახდა ამ ფორმულირების გაშლა და უფრო ვრცლად გადმოცემა. დღესდღეობით ნათლობისას წარმოითქმება 12 პუნქტისგან შემდგარი ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი.

ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია: „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. ეკლესიის ერთიანობა განმარტებულია მოციქულთა მიერ ადამიანის სხეულის ერთიანობის მაგალითზე. „ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. <...> ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი” (1 კორ. 12:12,27).

მეუ-ს წინამორბედნი, კს-ს უმე-ს და უსმე-ის რელიგიური ორგანიზაციები არ მიეკუთვნებიან ქრისტეს სხეულს და ეს 2018 წლამდე აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ იყო აღიარებული. დღესდღეობით ის, რომ მეუ არ მიეკუთვნება ქრისტეს სხეულს, აღიარებს 14-დან 10 საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი ეკლესია.

თანაც ეს არაღიარება ეხება არა ადმინისტრაციულ ასპექტებს, არა კანონიკურ სტატუსებს, არამედ თავად არსს. 10 ადგილობრივი ეკლესია არ აღიარებს მეუ-ს „სამღვდელოების“ არც მადლს, არც მათი „საიდუმლოებების“ ჭეშმარიტებას. აქედან გამომდინარე, მეუ არ მიეკუთვნება ეკლესიის ერთიან სხეულს და არანაირი ტომოსები, არანაირი სტატუსები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არანაირი დოკუმენტები საქმის არსს ვერ ცვლიან.

ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც მეუ-ს მომხრეები არ ლაპარაკობენ: 10 ადგილობრივი ეკლესია უარყოფს ქრისტეს ეკლესიისადმი მეუ-ს კუთვნილებას და შესაბამისად არ აღიარებს არანაირ მის კანონიკურ სტატუსს და მის „ეპისკოპოსებს“ არ თვლის მადლმოსილ იერარქებად. ხოლო ოთხი ადგილობრივი ეკლესია ამ ყველაფერს აღიარებს, თუმცა გარკვეული შენიშვნებით. ამასთანავე, ეს ოთხი ადგილობრივი ეკლესია აღიარებს უმე-ს კანონიკური სტატუსის გაურკვევლობას, მაგრამ ყველა 14 საყოველთაოდ აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს უმე-ს ევქარისტულ ერთობას მთელ ეკლესიასთან, მისი  საიდუმლოებების ჭეშმარიტებას და იერარქთა მადლმოსილებას.

ეკლესიას აგრეთვე ეწოდება კრებითი

გარდა იმისა, რომ ეკლესია შედგება სხვადასხვა ხალხების, სოციალური, ინტელექტუალური და კულტურული შრეებისგან, ეს ყველაფერი ეკლესიის მმართველობის კრებით პრინციპს განსაზღვრავს.

ყველა საკითხი, რომელიც მთელ ეკლესიას ეხება, წყდება კრებითად და არა ერთპიროვნულად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ როგორც 47 წლის სამოციქულო კრება, რომელიც საქმეთა  წიგნშია აღწერილი, ასევე საეკლესიო კრებების მთელი ისტორია. უკრაინის ეკლესიის საქმეებში კონსტანტინოპოლის ჩარევის შემთხვევაში კი ეს პრინციპი აშკარად დარღვეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ  ეკლესიათა უმრავლესობა ამას არ აღიარებს, მიუხედავად მოთხოვნისა, რომ  კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩაატაროს სრულიად მართლმადიდებლური შეკრება და უკრაინის საკითხი კრების  საშუალებით გადაწყვიტოს, ფანარიოტელები და მეუ-ს წარმომადგენლები  სასტიკ უარზე არიან, რომ ეს განახორციელონ. 

ამრიგად, ჩვენ საქმე გვაქვს მრწამსში ჩამოყალიბებული ეკლესიის სწავლების აშკარა დარღვევასთან. ამას კი, თუ არაფერს ვიტყვით კონსტანტინოპოლის ახალ სწავლებაზე, ბევრი განსაზღვრავს როგორც კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესს.

ხელდასხმის მემკვიდრეობითობა
მეუ-ს მომხრეები ხშირად ცდილობენ, რომ ამ საკითხს ყურედღება არ მიაქციონ. შეიმოსე, აიღე ხელში საცეცხლური და უკვე „მღვდელი“ ხარ. თუ გრძელი წვერის გაზრდა მოახერხე, მაშინ საერთოდ არანაირი ეჭვიც არ არსებობს. ვინ, ვის, როდის და როგორ დაასხა ხელი - არც ისე მნიშვნელოვანია. სინამდვილეში კი, საქმე სულ სხვაგვარად არის.

წმინდა წერილში ვხვდებით მაგალითებს, თუ როგორ გადაეცემა სულიწმინდის მადლი სწორედ მოციქულებრივი ხელდასხმის დროს. „ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.” (საქმე 14:23); „იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე” (ტიტე 1:5). სამოციქულოში არის მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ სურდა ერთ კაცს მადლის მოპოვება ფულის სანაცვლოდ: „იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი.  <...> თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.  <...> როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ  და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.“ (8:9-19).

ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ სიმონს მშვენივრად ესმოდა, რომ მადლი მიეცემა მხოლოდ მოციქულებრივი ხელდასხმით, რომ მას თვითონ კი არ შეუძლია მიითვისოს ეს ძალა, არამედ მოციქულებისგან უნდა მიიღოს ის, ე.ი. მათგან, ვისაც თავად გააჩნია ეს მადლი და ძალაუფლება იმისა, რომ სხვებსაც გადასცეს ის.

სამოციქულოში აგრეთვე აღწერილია თვითნებური მითვისების შემთხვევა და, თუმცა ის არ ასახავს საიდუმლოს აღსრულებას, მაგრამ მაინც  შეიძლება გამოდგეს იმის საილუსტრაციოდ, რომ მსგავსი თვითნებობა სიკეთის მომტანი ვერ იქნება: „იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე. მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ? ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.” (საქმე 19:13-17).

მაგრამ საკუთარი თავისთვის მღვდლობის ხარისხის თვითნებური მინიჭების ყველაზე საშინელი შემთხვევა აღწერილია ძველ აღთქმის რიცხვთა წიგნში.

ისრაელელთა  უდაბნოში ხეტიალის დროს ხალხი აღუდგა მოსეს და აარონს და უარყოფდნენ იმას, რომ მხოლოდ მათ გააჩნიათ უფლება იმისა, რომ ღმერთს მსხვერპლი შეწირონ: „ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები, და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები. შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?” (რიცხვ. 16:1-3).

ეს რიტორიკა ხომ მეუ-ს მომხრეთა თანამედროვე რიტორიკის მსგავსია, ასე არ არის? იგივე რიტორიკული კითხვები ისმის უმე-ს ეპისკოპოსთა მიმართ: „რატომ თვლით საკუთარ თავს მადლმოსილებად, ხოლო მეუ-ს იერარქებს უმადლოებად?“.

ეს ყველაფერი დამთავრდა ტრაგიკულად არა მარტო თვითმარქვიებისთვის, არამედ მათი მომხრეებისთვისაც: „ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: ასე ელაპარაკე საზოგადოებას: განერიდონ ყოველის მხრიდან დათანისა და კორახის სადგომს. <…> დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ. დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება. ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან. მთელი ისრაელი, რომელიც იდგა შორიახლო, გაიქცა მათ ყვირილზე, იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.” (რიცხვ. 16:23-35).

ეს ისტორია გვასწავლის, რომ მღვდლობა უბრალოდ ლამაზი რიტუალი კი არ არის გალობით: „აქსიოს“. მღვდლობის მადლი არ გადადის მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ წაიკითხა ქიროტონიის ყველა საკითხავი და შეასრულა ყველა მანიპულაცია. „რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია.” (მე-2 რჯ. 4:24). ამ ცეცხლის ირიბი გზებით მოპოვების მცდელობები კარგს არაფერს მოიტანს. ეს თვითმარქვიებს ღვთის მღვდლებად ვერ აქცევს, პირიქით, ღვთის რისხვას იწვევს მათ მიმართ, ვინც ბედავს, რომ ჩაიდინოს ამგვარი საქციელი. მუე-ს იერარქთა თითქმის ყველა „ქიროტონია“ ჩატარებულია ასეთი მკრეხელური გზით: თვითმარქვიების მიერ, ეკლესიის გარეთ, ანათემურ მდგომარეობაში, რომელიც  ეკლესიის მთელი სისავსით  იყო აღიარებული. როგორ უნდა  გადაქცეულიყო შემდგომში ეს მკრეხელური ქმედებები მადლმოსილ კანონიკურ ქიროტონიებად? კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უბრალოდ უარს ამბობს, რომ პასუხი გასცეს ამ კითხვას.

ღვთის მცნებები
ეს მომენტი არც ისე აშკარაა, როგორც წინა ორი, მაგრამ აუცილებელია მასზე ყურადღების გამახვილება. აღსარების საიდუმლოს წესი შეიცავს მღვდლის შემდეგ ლოცვას აღმსარებლის მიმართ: „უფალო ღმერთო მაცხოვარო მონათა შენთაო, რომელი მოწყალე ხარ და სულგრძელ<...> შეაერთე ესე წმინდასა შენსა ეკლესიასა, იესუ ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

ცოდვა განაშორებს ადამიანს ქრისტეს ეკლესიისგან, ამიტომ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ მონანული ცოდვილი გაერთიანდეს ეკლესიასთან. მაგრამ რა ვქნათ, თუ აშკარა ცოდვა არა მარტო გამართლებულია რელიგიური ორგანიზაციის მიერ, არამედ ის სათნოების რანგშიც კი არის აყვანილი?

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ დღესდღეობით ხდება მეუ-ს   შევსება ტაძრებით, რომლებიც რადიკალთა და აქტივისტთა მიერ ძალადობრივად არის მიტაცებული. ისინი არ ერიდებიან მორწმუნეებზე ძალადობას და ტაძრებში შესაღწევად სამშენებლო ინსტრუმენტების გამოყენებას. „ძალაყინისა და კუთხსახეხის ეკლესია“ - ეს ასოციაცია უკვე მტკიცედ დამკვიდრდა მეუ-სთან დაკავშირებით.

მეუ-ს ხელმძღვანელები არა მარტო არ გმობენ მსგავს მეთოდებს, არამედ მათი „გმირობების“ გამო ეკლესიური ჯილდოებით აჯილდოვებენ ამ რადიკალებს და აქტივისტებს. როგორ უნდა დაუშვას მსგავსი რამ ქრისტეს ეკლესიამ? კითხვა რიტორიკულია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი ტაძრებით მეუ-ს შევსების ძალადობრივი მეთოდები უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ხალხი, ვინც ამას აკეთებს, ძალზე შორს არის ღვთის მცნებების დაცვისგან.

მაინც როგორ უნდა ვუპასუხოთ?
დიახ, უმე-ს მისამართით უხერხული კითხვები აგებულია მანიპულაციაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანს ნაკლებად მნიშვნელოვანით ცვლის. მაგრამ როგორ უნდა გაეცეს ამას პასუხი? პასუხს კვლავ სახარება გვასწავლის. ზემოთ ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ერთი მაგალითი იმ პროვოკაციული კითხვების, რომლებიც იესო ქრისტეს დაუსვეს. არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს პასუხს კითხვაზე: რა უნდა ითქვას სიგელების, ტომოსების და ა.შ. შესახებ.

 „როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა?” (მთ. 21:23). ეს კითხვა სავსებით ლოგიკური და კანონზომიერია. მაგრამ ის დასმული იყო არა იმ მიზნით, რომ  გაეგოთ, მართლა არის თუ არა იესო ნაზარეველი აღთქმული მესია.

მღვდელმთავრებს სულაც არ სურდათ ამ კითხვაზე გულწრფელი, წინასწარმეტყველებებზე დამყარებული პასუხი. ეს იყო უბრალოდ პროვოკაცია, რომ ჰქონოდათ საფუძველი ქრისტეს დადანაშაულებისთვის იმაში, რომ მან მიითვისა საღმრთო ღირსება (რაც შემდგომში კაიაფასთან სასამართლოზე მოხდა). მაგრამ აქ ეს არ მომხდარა.

უფალი არ წამოეგო ამ პროვოკაციას და დასვა შემხვედრი კითხვა: „იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას:  ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?” (მთ. 21:24,25). უხუცესები მიხვდნენ, რომ მათი ნებისმიერი პასუხი ამხელს მათ, ამიტომ მოითათბირეს „და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.” (მთ. 21:27). ამიტომ ჩვენც სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ: პროვოკაციულ კითხვებზე: „რომელია თქვენი დედა-ეკლესია?” და „სად არის თქვენი ტომოსი?“, ოპონენტებს შემდეგი კითხვები უნდა დავუსვათ:


და თუ მეუ-ს მომხრეები ნათლად ვერ უპასუხებენ ამ კითხვებს, უნდა შევახსენოთ მათ ის, რასაც ამბობდა ქრისტე: „მაშინ არც მე გეტყვით…” (მთ. 21:27).

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?

ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?

როგორ უნდა უპასუხოთ კითხვას: „რომელია თქვენი დედა-ეკლესია?“

ხშირად უმე-ს მოწინააღმდეგეები სვამენ ასეთი ტიპის კითხვებს: „რომელია თქვენი დედა-ეკლესია?“ და „სად არის თქვენი ტომოსი?“, რაშიც გულისხმობენ იმას, რომ მეუ-ს ეს ყველაფერი აქვს, ეს კი ნიშნავს, რომ ის სწორია. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად არის.

საეკლესიო კანონების ადგილი ქრისტიანის ცხოვრებაში

თუ ყველა კანონს დავიცავთ, მაგრამ ამავე დროს დაუნდობლები, უმოწყალოები და მოყვასის მოძულენი ვიქნებით, კანონი დაგვეხმარება ქრისტესთან დაახლოებაში?

ლოტიშის გულახდილობა და იუდას ფსიქოლოგია

კიევ-პეჩერის ლავრის ძმებიდან ერთადერთმა, რომელმაც ეკლესიას უღალატა, აბრაამ ლოტიშმა ინტერვიუ მისცა არხს «Прямый»-ს. იუდას ფსიქოლოგია ძალიან მკაფიოდ ჩანს.

მართლმადიდებელი ჟურნალისტების საქმე: აღასრულე და არ შეიწყალო

კიევის სოლომენსკის სასამართლომ მართლმადიდებელი ჟურნალისტების საქმის გამომძიებელი საქმეს ჩამოაცილა და ამავე დროს, ამავე გამომძიებლის მოთხოვნით, ერთ-ერთ მათგანს პატიმრობა გაუხანგრძლივა. რა ხდება?