უმე-ს სტატუსი დღეს: რას ლაპარაკობენ „გოვორუნები“?

არქიმანდრიტი კირილი (გოვორუნი). ფოტო: СПЖ

გოვორუნის შეხედულებებში გავერკვევით ინტერვიუს მაგალითზე, რომელიც აიღო ვინმე ბერმა ანდრონიკემ და რომელიც დევს Youtube-არხზე Cyril Hovorun სახელწოდებით «Беседа с монахом Андроником» (საუბარი ბერ ანდრონიკესთან). თუმცა ამ ინტერვიუში გამოთქმული აზრები უნიკალური არ არის, გოვორუნი მუდმივად ტრანსლირებს მათ ამა თუ იმ ინტერპრეტაციით.

მეტიც, მისი თეზისები უმეტესწილად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციას გამოხატავენ, რომლის კლირიკოსი ის დღესდღეობით არის. ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ამ თეზისებს წარმოაჩენს ფანარიონი უკრაინაში და სწორედ ეს პოზიცია სურს მოახვიოს თავს არა მარტო უკრაინელ რელიგიურ მოღვაწეებს, არამედ ყველა სხვა ადგილობრივ ეკლესიას. აგრეთვე, ჩვენი აზრით, გოვორუნისა და ფანარიონის პოზიცია უმე-სთან დაკავშირებით ამ მომენტში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციას ემთხვევა.

ამიტომ, მოდით გავერკვეთ.

და სად არის სახარება?
მაგრამ სანამ კონკრეტული თეზისების გარჩევას დავიწყებდეთ, უნდა აღინიშნოს ერთი  შთაბეჭდილება ინტერვიუს შესახებ. აი, ზის ორი ბერი, ერთი გამოიყურება როგორც ინტელექტუალი, ამქვეყნიური გაგებით, მეორე - გრძელი სპეტაკი წვერით. ისინი მთელი ერთი საათის განმავლობაში  საუბრობენ საეკლესიო საქმეებზე, ძალზე მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებზე და არც ერთხელ არ ახსენებენ სიტყვებს: ქრისტე, სახარება, ცხონება, სულიერი ბრძოლა და საერთოდ, აზრობრივადაც არ ეხებიან ამ თემებს. ისინი არ საუბრობენ სამართლიანობაზე, მოწყალებაზე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე.

მსგავსი არაფერი არ არის! არის მხოლოდ  კანონებში და ისტორიულ მოვლენებში წიაღსვლები, წარუმატებელი მცდელობები, რომ ეს ყველაფერი ჩვენს დროს მიესადაგებოდეს, მოერგოს ჩვენი ეკლესიის პრინციპულად სხვა ცხოვრების პირობებს და გამართლდეს კონსტანტინოპოლელ იერარქთა არასახარბიელო ქმედებები, კანონიკური წესებითა და ისტორიული პრეცედენტებით ჟონგლირებები. ვინმე შეიძლება არ დაგვეთანხმოს, რადგან  საუბარი ეხებოდა სწორედ კანონიკურ მომენტებს და რა შუაშია აქ ქრისტე და მოყვასისადმი სიყვარული? საქმე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თუ გადავშლით ახალ აღთქმას და მოციქულთა ეპისტოლეებს წავიკითხავთ, სულ სხვა სურათს დავინახავთ, განსხვავებით იმისგან, რაც ჩვენ ინტერვიუში ვნახეთ.

მოციქულები კათოლიკე ეპისტოლეებში, მით უმეტეს პავლე მოციქული კონკრეტულ მიმართვებში, არჩევდნენ არა ნაკლებ საკონფლიქტო სიტუაციებს, ვიდრე დღევანდელი საეკლესიო სიტუაციაა უკრაინაში, წყვეტდნენ არა ნაკლებ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხებს. მაგრამ მათთან  ყველაფერი ღვთისა და მოყვასის სიყვარულით იყო გაჟღენთილი, მათთან ყველაფერი ადამიანთა სულების ცხონებისკენ იყო მიმართული, წყალობისკენ, სინანულისკენ, ღვთისადმი მისწრაფებისკენ. ხოლო „ბერ ანდრონიკესთან საუბარში“ ჩვენ სულ სხვა მისწრაფებებს ვხედავთ: იმის გარკვევას, თუ ვინ ვის უნდა ეკუთვნოდეს, ვინ უნდა მბრძანებლობდეს და ვინ ემორჩილებოდეს, ვის რა სტატუსი აქვს, ვისზეა დამოკიდებული ეს სტატუსი და ასე შემდეგ.

ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ასე არა მარტო ბერი ანდრონიკე ესაუბრება არქიმანდრიტ კირილეს. ასევე იქცევა ბევრი იერარქი, სამღვდელოება და საეკლესიო მოღვაწე. ისინი კამათობენ კანონიკურ ტერიტორიებზე, იღწვიან თავიანთი საპატრიარქოს დიდებისთვის (უკეთეს შემთხვევაში), ზოგჯერ კი - თავისთვის და ამასობაში ავიწყდებათ ის, „რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი წყალობა და რწმენა“ (მთ. 23, 23).

ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც უკრაინაში ხდება?
თუ „კონსტანტინოპოლის ტახტის“ პრესტიჟისთვის საჭიროა სიცრუე, წყენა, საკუთრების მიტაცება, უკრაინაში მილიონობით მორწმუნის სასტიკი რადიკალების დარტყმის ქვეშ მოქცევა, ამგვარი მოღვაწეები დაუფიქრებლად მიდიან ამაზე. გავიხსენოთ, თუ რას ამბობდნენ ფანარიოტელები, როდესაც 2018 წ. ჩაებნენ უკრაინაში საეკლესიო გაყოფის საკითხის გადაწყვეტაში. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს ძალზე შეწუხებულები არიან, რომ კს-ს უმე და უამე ეკლესიის მიღმა არიან, რომ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს მათი მიერთება და თანაც ხელს გააყოლეს ყველა მართლმადიდებელი კონფესია უკრაინაში, 1686 წ. კიევის მიტროპოლიის სახის  დასაბრუნებლად.

ვუპასუხოთ კითხვას: ნუთუ უკრაინაში ავიწროვებდნენ  კს-ს უმე-ს და უამე-ის მომხრეებს? ვინმე აგდებდა მათ ტაძრებიდან, რომლებიც მათ თავიანთი შრომითა და საშუალებებით ნანგრევებიდან აღადგინეს, რესტავრაცია ჩაუტარეს და მორთეს? ვინმე ართმევდა მათ საეკლესიო ქონებას? ვინმე აგდებდა მათ მღვდლებს ცოლებთან და პატარა ბავშვებთან ერთად სოფლის ეკლესიებთან მდებარე სახლებიდან? ვინმე სცემდა მათ მრევლს? ემუქრებოდა, აშინებდა? ვინმე იღებდა მათი საქმიანობის შეწყვეტის კანონებს? ვინმე დევნიდა მათ და ტონობით ბინძური ტყუილით ავსებდა მასმედიას და სოცქსელებს? განა მათ არ უშვებდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში? განა მათ გაშლილი ხელებით არ ხვდებოდნენ, როგორც მამა ხვდებოდა თავის უძღებ შვილს სახარებისეულ იგავში. მაშინ რით ხელმძღვანელობდნენ ფანარიოტელები? იქნებ ცდილობდნენ,  რომ კონსტანტინოპოლის პირველობა მთელ მსოფლიოში გაბატონებულიყო? იქნებ სურდათ, რომ ყველას დაენახა, თუ ვინ არის უფროსი და წამყვანი? იქნებ კონსტანტინოპოლის იერარქთა ტრადიციული პირფერობა ამა სოფლის ძლიერთა  წინაშე გახდა უკრაინაში ჩარევის მიზეზი?

ის ფაქტი კი, რომ ფანარიონის ჩარევის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თავს დაატყდა ყველა ზემოთ აღწერილი  უბედურება, თვით ფანარიოტელებს ნაკლებად აღელვებთ. მათ მხოლოდ კანონებში ქექვა სურთ, საკუთარი პრესტიჟისა და განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად, რომ გაამართლონ თავიანთი ქმედებები იმით, რაც ასობით წლის წინ ხდებოდა სრულიად სხვა ისტორიულ პირობებში.

მაგრამ როგორც პავლე მოციქული წერდა, „...ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს” (ებრ. 4, 12). ქრისტიანობა საკუთარი თავის უსიცოცხლო ძეგლი კი არ არის და არც გაშეშებული ისტორიული დეკორაცია. ქრისტიანობა - ეს არის „მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ” (მთ. 28, 20), ეს არის, რაც ცოცხალი და ქმედითია დღეს და არა შორეულ წარსულში.

დღეს კი, მეტწილად ფანარიონის წყალობით, უმე-ს მომხრეები განიცდიან ნამდვილ დევნას, მათ უსამართლოდ ექცევიან, ამცირებენ, აგდებენ, გისოსებს მიღმა ათავსებენ, კანონით კრძალავენ, უსწორდებიან. იმის მაგივრად, რომ ღვთის მცნებები აღასრულონ აქ და ახლა, ჩვენ გვეუბნებიან: „რომელიღაც იმ საუკუნეში კი იყო ასე...“

უფალმა თქვა: და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. (მკ. 12, 30-31). მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს აღასრულონ თანამედროვე ხალხის მიმართ,  ჩვენ გვეუბნებიან: „ერთი წუთით, არის ასეთი კანონი და და ასეთი წესი და ასეთი პრეცედენტიც“.

თვით საეკლესიო კანონებს და გადაწყვეტილებებს კირილე გოვორუნის მსგავსნი ხსნიან ისე, როგორც მათ აწყობთ და რაც არ აწყობთ - უბრალოდ არ ამბობენ. და ახლა, ბოლოს და ბოლოს, გადავიდეთ გოვორუნის კონკრეტულ თეზისთა განხილვაზე და ვნახოთ, სინამდვილეში როგორ ამახინჯებენ საეკლესიო კანონთა შინაარსს, აქცევენ კანონებს ფარისევლობის თავისებურ ფორმად.

უმე-ს სტატუსი: პირველი ინტერპრეტაცია
ინტერვიუს ერთ-ერთი პირველი საკითხი იყო უმე-ს სტატუსის საკითხი. კირილე გოვორუნმა თქვა, რომ ეს სტატუსი თითქოს საერთოდ არც არსებობს და განმარტა, რომ არის უმე-ს სტატუსის სამი ინტერპრეტაცია: „...პირველი ინტერპრეტაცია - ეს ინტერპრეტაციაა, რომ უმე არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი“.

გოვორუნმა თქვა, რომ ეს არის  თვით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ზოგიერთი სხვა ადგილობრივი ეკლესიის და აგრეთვე თვით პატრიარქ კირილეს და პუტინის ინტერპრეტაცია. ნახსენები იყო აგრეთვე ის, რომ „ამ ინტერპრეტაციას აგრეთვე რაღაც პარადოქსულად უკრაინაში ბევრი იზიარებს“, მაგრამ ვის გულისხმობდა ამ „ბევრში“, გოვორუნმა არ ახსნა. მას ხომ შეეძლო ეთქვა, რომ სწორედ ამ  მოსაზრებას იზიარებს უკრაინის ხელისუფლება, რომელიც უმე-ს დევნის და კრძალავს მის მოღვაწეობას. რატომ არ უნდა დასახელდეს ზელენსკის, ელენსკის, ერმაკის გვარები? ეს ხომ მართალია. გამოდის, რომ აქცენტი იმაზე, რომ ასე თვლის პუტინი, შესაძლებელია, ხოლო ის, რომ ზელენსკიც ასე თვლის, არ შეიძლება?

უმე-ს სტატუსი: მეორე ინტერპრეტაცია
შემდეგ გოვორუნმა თქვა: „მეორე ინტერპრეტაცია არის ის, რომ უმე - დამოუკიდებელი ეკლესიაა, მაგრამ დამოუკიდებელია ისეთი ფორმით, რომ ის არც ავტონომიური, არც ავტოკეფალურია“.

ფაქტიურად, მან დასცინა ამ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ მას არავინ არ იზიარებს, თვით უმე-ს გარდა და რომ ისტორიაში ასეთი შემთხვევები უბრალოდ არ ყოფილა. მაგრამ, ჯერ ერთი, საეკლესიო კანონებში არ არსებობს ზუსტი განმარტება იმისა, თუ რა არის ავტოკეფალური ეკლესია, რით განსხვავდება ის ავტონომიურისგან, რა უფლებები აქვთ მათ და ასე შემდეგ.

ეკლესიის ისტორიაში მრავალი შემთხვევა იყო, როდესაც სხვადასხვა საეკლესიო სტრუქტურებს ჰქონდათ გაურკვეველი სტატუსი, ადგილობრივი ეკლესიის ცნება სრულიად არ იყო ისეთი, როგორიც ახლა არის, ხოლო სხვადასხვა საპატრიარქოები პრეტენზიას გამოთქვამდნენ სხვადასხვა საეკლესიო სტრუქტურების  ამა თუ იმ სტატუსზე.

მაგალითად, პირველ ათასწლეულში არსებობდა მოსაზრება, რომ ნებისმიერი საეკლესიო სტრუქტურა უნდა შედიოდეს ხუთი საპატრიარქოდან ერთ-ერთში. რაღაც იმის მსგავსი, რაც ახლა არის, რომ აუცილებელია რომელიმე აღიარებული ადგილობრივი ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნა. მაგრამ არსებობდა კვიპროსის, ქართული და ზოგიერთი სხვა ეკლესია, რომლებიც დამოუკიდებლები იყვნენ. და პირიქით, იყო დრო, როდესაც უძველესი ეკლესიები, იერუსალიმის, ანტიოქიის და ზოგიერთი სხვა შედგებოდნენ მხოლოდ კონსტანტინოპოლში მცხოვრებ მცირერიცხოვან  იერარქებისგან, რომლებიც სრულიად იყვნენ დამოკიდებულები კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან და ბიზანტიის იმპერატორისგან, მოგვიანებით კი თურქეთის სულთანისგან. მაგრამ ეს არავის არ აწუხებდა და არავინ არ ამბობდა, რომ მათ დაკარგეს თავიანთი ავტოკეფალია,  თუმცა ფაქტიურად ეს ასეც იყო.

უმე-ს სტატუსი: მესამე ინტერპრეტაცია
შემდეგ გოვორუნმა გაახმოვანა მისი აზრით ყველაზე სწორი ინტერპრეტაცია: „არსებობს მესამე ინტერპრეტაცია, ის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე კანონიკური“. ის შეიცავს იმ ფაქტს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წ. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში გადასცა, ხოლო 2018 წ. კი უკან დაიბრუნა. „... აი ეს სიგელი (1696 წ. - რედ.) გაწვეული იყო თვრამეტი წლის ოქტომბერში და ამგვარად აღდგენილი იყო კიევის მიტროპოლია“, - სხვათაშორის განაცხადა გოვორუნმა.

მას სულაც არ აწუხებს ის, რომ გასულია 300 წელზე მეტი, რომ კიევის მიტროპოლიის რაოდენობა და მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა, რომ შეიცვალა საზღვრები და ასე შემდეგ. რომ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ეპარქიების კანონიკური ტერიტორიების შეცვლას, თუ გასულია სულ 30 (არა 300, არამედ 30) წელი. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ კონსტანტინოპოლი უმე-ს მილიონობით მორწმუნეს მოექცა ისე, როგორც ვიღაც ყმებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. თითქოს  რაღაც უსულო საგანი მოინდომეს და უკან წაიღეს.

გოვორუნმა ისიც მშვენივრად იცის, რომ მოსკოველმა დესპანებმა  შეძლეს სტამბულში პატრიარქის და მღვდელმთავრების დარწმუნება იმაში, რომ გადასცენ კიევის მიტროპოლია მოსკოვს არა უფასოდ, არამედ სრულიად კონკრეტული მატერიალური ანაზღაურების: 200 ოქროს მონეტისა და 120 სიასამურის ტყავის სანაცვლოდ. და თუ ყველაფერს ისტორიული დოკუმენტებით  და სხვა ფორმალობებით განვსაზღვრავთ, მაშინ ფანარიონმა ჯერ 120 სიასამური დაუბრუნოს მოსკოვს, შემდეგ კი დაიწყოს 1686 წ. სიგელის გაუქმება. უფრო ვრცლად ამის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ სტატიაში „დააბრუნებს თუ არა კონსტანტინოპოლი 120 სიასამურს?“ («Вернет ли Константинополь 120 соболей?» ).ხოლო ვისაც სურს უფრო დაწვრილებით გაეცნოს კიევის მიტროპოლიის გადაცემის საქმეს, ვთავაზობთ სტატიას „სწორედ ის სიგელი: გადასცა თუ არა კონსტანტინოპოლმა უკრაინის ეკლესია მოსკოვს“ («Та самая Грамота: так передавал ли Константинополь Церковь Украины Москве»).

როგორ უნდა მივიღოთ ეკლესიაში განხეთქილების მონაწილეები?
კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი იყო ის, თუ როგორ ადვილად ლაპარაკობდა  გოვორუნი ანათემირებულ განხეთქილების მონაწილეთა მიღებაზე. თითქოს ეს რაღაც უმნიშვნელო გარემოება იყოს, რაც  ყურადღების ღირსი არ არის. და გამოდის, რომ კვლავ ყველაფერი ფანარიონის ხელშია: ოც წელზე მეტია არ აღიარებდნენ საიდუმლოთა მადლმოსილებას, მათ შორის განხეთქილების მონაწილეთა ქიროტონიასაც, ესე იგი თავად ისინი იყვნენ უმადლონი.

შემდეგ, 2018 წ. ყველამ აღიარა, კეთილი ინებეთ, დააბრუნეთ დრო და დაე, ღვთის მადლი დაბრუნდეს და ყველაფერი გაანათლოს. ასეა? მართლმადიდებელ იერარქთა და ღვთისმეტყველთა უმრავლესობა კი ასე არ ფიქრობს. მათთვის  მსგავსი  მანიპულაციები სცილდება არა მარტო საეკლესიო კანონთა ფარგლებს, არამედ საღი აზრის ფარგლებსაც კი.

აი, მაგალითად, რას წერს ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ანასტასი პატრიარქ ბართლომეს: „სრულიად მართლმადიდებლობის მიერ ძირითად ეკლესიოლოგიურ პრინციპად აღიარებულია ის, რომ ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა ქიროტონიები, განსაკუთრებით კი განკვეთილების, ასევე შესრულებული საეკლესიო „საიდუმლოებები“ - ჭეშმარიტი არ არის. ეს ძირითადი პრინციპი უშუალოდ დაკავშირებულია სულიწმიდის შესახებ მართლმადიდებლურ  სწავლებასთან და შეადგენს მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა სამოციქულო მემკვიდრეობის ურყევ საფუძველს. დარწმუნებულები ვართ, რომ დაუშვებელია ამ პრინციპის უგულებელყოფა“. მაგრამ გოვორუნი, სხვა დანარჩენ ფანარიოტელთა  მსგავსად, თვლის, რომ სრულიად დასაშვებია. როგორც იტყვიან, როდესაც არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა...

გააჟღერა რა მსუბუქად თეზისი იმის შესახებ, რომ კიევის მიტროპოლია 2018 წ. დაუბრუნდა თურქეთის ქვეშევრდომის ბართლომეს (არქონდონისის) ომოფორს და უმადლო სქიზმატიკოსები ერთი ხელის მოსმით გადაიქცნენ მადლმოსილებად, გოვორუნი გვთავაზობს შემდეგ ოპუსს.

უმე-ს აკრძალვა და „თვითგამორკვევა“
ის ამტკიცებს, რომ ფანარიონმა ყველა უკრაინულ კონფესიას მისცა თვითგამორკვევის და გადაწყვეტილების მიღების საშუალება, თუ რა სტატუსით სურთ მათ შემდგომი არსებობა.

„შემდგომშიც ამ მიტროპოლიის ნაწილს მიეცა თვითგამორკვევის უფლება და საშუალება, თუ ვინ უნდა იყვნენ ისინი. მათ მსოფლიო  საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიაში დარჩენა სურთ თუ თავიანთი დამოუკიდებელი ეკლესია. და აი, 2018 წლის დეკემბერში კიევის სოფიაში შეიკრიბა ამ მიტროპოლიის ნაწილი  და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სურთ ავტოკეფალურ ეკლესიად ყოფნა“, - განაცხადა გოვორუნმა.  

მისი აზრით, კს-ს უმე-ს და უამე-ს სურთ დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) მათ მალევე ფანარიონმა უბოძა. ხოლო უმე-ში დამოუკიდებლობა არ მოინდომეს და ისინი უბრალოდ  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპარქიები გახდნენ, 1686 წ. სიგელის გაუქმების თანახმად. თანაც თვით უმე-ს აზრი არაფერს ნიშნავს. სურთ თუ არ სურთ, იაზრებენ თუ ვერ იაზრებენ, ისინი მხოლოდ ბართლომეს სურვილით ეკუთვნიან ფანარიონს. და ეს აშკარა აბსურდი არანაირად არ აბრკოლებს ღვთისმეტყველ კირილე გოვორუნს.

უფრო ცინიკურად გამოიყურება გოვორუნის პოზიცია უმე-ს აკრძალვის კანონის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ უმაღლესმა რადამ მიიღო. ის თვლის, რომ, ჯერ ერთი, კანონი არ იმოქმედებს.

„ფაქტიური იმპლემენტაცია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია ან გაიწელება მრავალი წლით, რადგან სამრევლოს შეუძლია ამ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის შეტანა, აპელაცია კი შეიძლება უკრაინის უმაღლეს სასამართლომდე და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლომდეც კი მივიდეს“. 

ის, რომ უკრაინელმა რადიკალებმა აღიქვეს ეს კანონი, როგორც ბრძანება „მიდი“ და ჯერ კიდევ კანონის ძალაში შესვლამდე გაორმაგებული ძალებით შეუდგნენ  უმე-ს სამრევლოთა რბევას, გოვორუნს ნაკლებად აღელვებს. როგორც ის, რომ ამ კანონით, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, შესაძლებელია   უმე-ს სამრევლოებისთვის ათასობით ტაძრის წართმევა, რომლებიც მათ თავის დროზე გადაეცა ან არენდით აიღეს. უმეტესწილად გადაეცათ ნანგრევები და შემდგომში ისინი მორწმუნეთა შრომით იყო აღდგენილი. გოვორუნი ამ ფაქტიურად ძარცვის შესახებ მშვიდად საუბრობს, თითქოს ეს რაღაც უმნიშვნელო უსიამოვნებები იყოს.

მეორე, გოვორუნი ბედავს იმის მტკიცებას, რომ უმე  საერთოდაც კომფორტის ზონაში იმყოფება, ხოლო კანონი აკრძალვის შესახებ მას მხოლოდ ამ ზონიდან გამოსვლას აიძულებს.

„სასარგებლო ნაწილი (უმე-ს აკრძალვის კანონის - რედ.) მდგომარეობს იმაში, რომ გამოაფხიზლოს უმე, გამოიყვანოს კომფორტის ზონიდან, რომ მან დაიწყოს რეალური დაახლოება მსოფლიო მართლმადიდებლობასთან, პირველ რიგში მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობის აღდგენით“, - განაცხადა გოვორუნმა. 

ნუთუ უმე კომფორტის ზონაშია? ეტყვის კი გოვორუნი ამ სიტყვებს ნაცემ მღვდლებს, საკუთარი სახლებიდან გამოყრილ ბავშვებს, უმე-ს დაცვის გამო საგამოძიებო იზოლატორში მყოფ ჟურნალისტებს?!

ისტორია მეორდება?
მაგრამ ეს ჯერ კიდევ ფსკერი არ არის! გოვორუნის შემდეგი განცხადება კი საერთოდ შოკისმომგვრელია: „...უმე სინამდვილეში აღმოჩნდა ნახევრად სექტანტურ მდგომარეობაში, მას არ აქვს ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტეს ნაწილთან, ის ფაქტიურად გაეთიშა მსოფლიო მართლმადიდებლობას. აღმოჩნდა წყვდიადში, ასე ვთქვათ, კანონიკურ წყვდიადში“.

უმე გაეთიშა მართლმადიდებლობას და გახდა ნახევრად სექტა! რა უნდა იყოს ამაზე უფრო მეტად  ცინიკური და ცრუ?! იმის გამო, რომ უმე იცავს სარწმუნოებას, იმის გამო, რომ ის ამა სოფლის ძლიერთა წინაშე თავს არ ხრის, იმის გამო, რომ ის მართლმადიდებლობის სიწმინდეს იცავს, მას ნახევრად სექტას უწოდებენ?! ოდესმა შერცხვება კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყოვლად პატივსაცემ არქიმანდრიტს ეკლესიის ამ ცილისწამების გამო?

როდესაც ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ, გაუნათლებელი ბრბო ყვიროდა: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ის!“, ხოლო ღვთისმეტყველმა ფარისევლებმა ძალზე არგუმენტირებულად და ლოგიკურად სწორად ამ მოთხოვნას საღვთისმეტყველო საფუძველი მოუძებნეს. ახლაც ანალოგიური ხდება: რადიკელები უკრაინაში ქრისტიანულ სამრევლოებს არბევენ, ძლიერნი იღებენ კანონებს აკრძალვის შესახებ, ხოლო გოვორუნის მსგავსი ინტელექტუალურად დახვეწილი ღვთისმეტყველები ძალზე ლოგიკურად ასაბუთებენ იმის სიმართლეს და კანონზომიერებას, რაც ხდება, აყალიბებენ მთელი ამ უკანონობის ცრუ, მაგრამ ძალზე ხელსაყრელ გამართლებას.

როგორც ქრისტეს დროს ფარისევლები მანიპულირებდნენ ბრბოთი, ეძებდნენ „საღვთისმეტყველო“ გამართლებას გალილეველის ჯვარცმისთვის, ახლა გოვორუნიც ასევე ინიღბება რელიგიური არგუმენტებით, უხსნის ხალხს უმე-ს განადგურების „აუცილებლობას“ და გარდაუვალობას.

ზუსტად ასევე, როგორც ქრისტეს დროს, თანამედროვე ეკლესიის დევნა გამართლებულია „სწორი“ ლოგიკით... მაგრამ ამ ლოგიკის უკან იმალება იგივე სურვილი - გაანადგუროს ისინი, ვინც ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე მორჩილი არ არის, ვისთვისაც  ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება.

 

მართლმადიდებელი ჟურნალისტების საქმე: აღასრულე და არ შეიწყალო

კიევის სოლომენსკის სასამართლომ მართლმადიდებელი ჟურნალისტების საქმის გამომძიებელი საქმეს ჩამოაცილა და ამავე დროს, ამავე გამომძიებლის მოთხოვნით, ერთ-ერთ მათგანს პატიმრობა გაუხანგრძლივა. რა ხდება?

ვიქტორ ელენსკი: ზელენსკის რეიტინგის განადგურება პოროშენკოს მეგობრების ხელით

ამ სტატიაში განვიხილავთ კითხვას, თუ როგორ იმოქმედა ვიქტორ ელენსკის და პეტრო პოროშენკოს წარმომადგენლების პოლიტიკამ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

უმე-ს სტატუსი დღეს: რას ლაპარაკობენ „გოვორუნები“?

არქიმანდრიტმა კირილემ (გოვორუნი) მისცა ინტერვიუ, სადაც მან გააჟღერა ფანარიონის პოზიცია უკრაინაში სიტუაციასთან დაკავშირებით. საინტერესოა გარკვევა, თუ რაში მდგომარეობს ეს პოზიცია და რატომ არის ის არასწორი.

"ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ": ფილოსოფოსი ბაუმეისტერი უმე-ზე ზეწოლაზე

უკრაინელმა ფილოსოფოსმა ანდრეი ბაუმეისტერმა დეტალურად შეისწავლა 8371 კანონის მრავალი პრობლემური ასპექტი და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკრაინას არანაირ სარგებელს არ მოუტანს. რატომ?

ვიქტორ ელენსკი: გზა ათეისტიდან პრეზიდენტის სულიერ სწავლებამდე

სესთ-ის ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ინტენსიურად ავრცელებდა 8371 კანონს. რა როლს თამაშობს ელენსკი თანამედროვე უკრაინაში?

მართლმადიდებლობა უკრაინაში: ფილარეტის გეგმა და ჩინოვნიკების იდეა

ფანარის დელეგაციის შეხვედრების ფონზე უმე-ისა და მეუ-ს წარმომადგენლებთან, შეხვედრა ფილარეტ დენისენკოსთან რატომღაც სრულიად შეუმჩნეველი იყო. მაგრამ ამაოდ.