რატომ ვერ შეამჩნიეს მეუ-ს „მსვლელობები“ ანუ ვისთან ჩამოდის პატ. ბართლომე?

ფანარიონის მეთაურმა ვერ შეამჩნია უმე-ს ლიტანიობა, ასი ათასობით მორწმუნე. ფოტო: СПЖ

2021 წლის 27 ივლისს შედგა უმე-ს დიდი ლიტანიობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 350 000-ზე მეტმა ადამიანმა. და მართალია, პოლიციამ გააჟღერა 55 000 ადამიანი, ნებისმიერი, ვინც თვალს ადევნებდა შიგნით ლიტანიობას, დამეთანხმება, რომ მონაწილეები უფრო ბევრნი იყვნენ - გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წლებში. მის-ები, როგორც უკრაინის, ასევე უცხოური, საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ ამ მოვლენას. დიახ, მისი შეფასება კარდინალურად შეიცვალა - სიმპათიიდან და სრულიად ნეიტრალური რეპორტაჟებიდან მკვეთრ მიუღებლობამდე და კრიტიკამდე. როგორც არ უნდა იყოს, უმე-ს დიდი ლიტანიობის „არშემჩნევა“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან უბრალოდ არ შეიძლებოდა.

 2021 წლის 28 ივლისს  თავისი ტრადიციული „უკრაინული მსვლელობა“ ჩაატარა მეუ-მაც. ამ ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა პირველად მრავალი წლის განმავლობაში არ გაჟღერებულა - არც ნაცპოლიციის წარმომადგენლების, არც თავად განხეთქილებაში მყოფების მხრიდანაც. მიზეზი მარტივია - არაფერი იყო გასაჟღერებელი. ბიუჯეტზე მყოფების, პოლიტიკისა და ხალხის გარეშე - ასე შეიძლება მეუ-ს „უკრაინული მსვლელობის“ დახასიათება. უფრო მეტიც, მან გაცილებით შეუმჩნევლად ჩაიარა არა მხოლოდ მორწმუნე უკრაინელებისთვის, არამედ უკრაინული მის-ებისთვისაც.

პატრიარქი ბართლომეოსი მუდმივად ამბობს, რომ უკრაინაში მას „მრავალმილიონიანი სამწყსო“ ჰყავს. ამასთან, ფანარიოტები დაჟინებით იღერებენ სახეს, რომ „არ ამჩნევენ“ უმე-ს მართლაც უდიდეს სამწყსოს, იგნორირებას უკეთებენ მის მორწმუნეებს და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ უკრაინაში განხეთქილება დაძლეულია.

ციფრებისა და სამართლის შესახებ

სულ ცოტა ხნის წინ წამყვანი მის-ები  აჭრელებული იყო სათაურებით, რომ მეუ-ს მორწმუნეები 2,5 -ჯერ უფრო მეტია, ვიდრე უმე-სი. ასეთი თეზისების წყაროდ იქცა კერძო კომპანია „კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გამოკითხვის შედეგები. ამის შესახებ გამარჯვებითი პუბლიკაციები გამოჩნდა მეუ-ს ოფიციალურ საიტზეც და ფანარიოტის ინტერნეტ-რესურსებზეც.

ამდენად, ყალიბდება ორი რეალობა - ვირტუალური და ობიექტური. ვირტუალურში უმე-ს თითქმის არა აქვს მხარდაჭერა, ხოლო მეუ-ს ყველა მართლმადიდებელი უკრაინელების 58%, ხოლო ობიექტურში - უმე ასეულობით ათას ადამიანს კრებს ლიტანიობაზე, ხოლო მისი ტაძრები გადავსებულია. და რაც შეეხება მეუ-ს? მისი მცირერიცხოვანი (უმე-თან შედარებით) ეკლესიები ნახევრად ცარიელია, ხოლო ლიტანიობა პრაქტიკულად არაა.

სწორედ საჯარო სივრცეში ვირტუალურ რელობაზე არიან ორიენტირებულები ფანარიონზე. მეუ-ს სოციოლოგიური გამოკითხვების „თბილ აბაზანაში“ ბანაობისას  ფანარიოტები გვიმტკიცებენ „მილიონობით უკრაინელზე“, რომლებიც მათ „ეკლესიას შეუერთეს“. ამდენად, ხდება ჩაკეტილი წრის მიღება, რომლის გახსნაც შეიძლება მხოლოდ საგნების ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ სიმართლით, რომლის თანახმადაც სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და ღვთიმსახურებაში პრაქტიკული მონაწილეობის ციფრები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

ეს იმიტომ, რომ სოცგამოკითხვების თანახმად, უკრაინაში ბართლომეს ჩასვლას „ელოდება“ მილიონობით უკრაინელი, ხოლო რეალობაში მეუ-ს ერთ მთავარ დღესასწაულს ძალით რამოდენიმე ათასი ადამიანი ესწრება. გამოკითხვის ყველა დანარჩენ მონაწილეს არანაირი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. ისინი არ დადიან ტაძრებში, არ მონაწილეობენ ეკლესიის საიდუმლოებებში და უკრაინაში პატრიარქ ბართოლომეოსის ჩასვლა მათთვის სულერთია.

უკრაინული მის-ები და მეუ

კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღის წინ მთელი უკრაინა აჭრელებული იყო სერგეი დუმენკოს რეკლამით ძალიან უცნაური წარწერით: „მეუ: 1033 წელზე მეტი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში“. რეკლამა იყო ბილბორდებზე ქუჩების გასწვრივ, ტელევიზიით, მეტროში და საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებშიც.

სერგეი დუმენკოს რეკლამა „ინტერსიტის“ მატარებელში კიევი-ხარკოვი. ფოტო: СПЖ

უკრაინის მის-ები კი, მეუ-ს დღესასწაულის მასობრივი რეკლამირების წინა წლებში კიევის რუსეთის მართმადიდებლობის დღეს, ამ წელს სამარცხვინოდ დუმდნენ. თუ გუგლის საძიებო სისტემაში შევიყვანთ სიტყვათშეთანხმებას „მეუ კიევის რუსეთის მოქცევა“, მიიღებთ მთელ... 4 შედეგს. მათგან ორი ეკუთვნის „რადიო თავისუფლებას“, ხოლო შემდეგი ორი - „ლევი ბერეგს“ (მარცხენა სანაპიროს) და „უკრინფორმს“ ( ეს მეუ-ს საინფორმაციო სივრცის რესურსებია).

დიახ, იყო ტრანსლაციები „პოროშენკოსეულ“ „პრიამოისა“ და „მეხუთეზე“, „UA პერშიზე“ (ეს გასაგებია) და კიდევ რამოდენიმე YouTube-ზე. ახალი ამბების ლენტა არაა გადატვირთული მეუ-ს ზეიმზე “კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღის“ თაობაზე. ჩვენ ვხედავთ მრავალ რეპორტაჟს და იმ გამოცემებსაც კი, რომლებიც ტრადიციულად ახდენენ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების სიმპატიზირებას, პრაქტიკულად დუმდნენ მათ ღონისძიებაზე. ხოლო თუ საუბრობდნენ, ძალიან განყენებულად.

ძნელი არაა მივხვდეთ, რომ ეს დუმილი, პირველ რიგში, გამოწვეულია უმე-სა და მეუ-ს ზეიმის საკმაოდ თვალსაჩინო კონტრასტით. დიახ, დუმენკოს სტრუქტურა მრევლის არარსებობას კიევში „ზეიმზე“ ხსნის იმით, რომ გამოცხადებული იყო  „უკრაინული მსვლელობის“ გაუქმებაზე. არადა ის შედგა!

კიევში მეუ-ს უამრავი „სასულიერო პირი“ ჩამოვიდა რეგიონებიდან, იყვნენ ერისკაცებიც მათი ეპარქიებიდან (რაც კარგად ჩანს ვიდეო-ტრანსლაციაზე) და ადამიანები მიხეილის მონასტრიდან ვლადიმირის მთისკენ მიდიოდნენ - ზუსტად ისე, როგორც წინა წლებში. გარდა ამისა, მეუ-ს „მღვდლები“ ამბობდნენ, რომ ქალაქ კიევის „სასულიერო პირების“ ბოლო კრებაზე დუმენკო მათ შეუთანხმდა მომავალი „ლიტანიობის“ დეტალებზე, რომელიც ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, მაინც დაიგეგმა და შედგა. რატომ არ იყო ისეთი რეკლამა, როგორც ჩვეულებრივ?

აქ კი ჩვენ ვუბრუნდებით იმას, საიდანაც დავიწყეთ. საქმე იმაშია, რომ ყურადღება, რაც მის-ებმა გამოიჩინეს მეუ-ს აქციების მიმართ, ნაკარნახევი იყო არა ამ რელიგიური სტრუქტურისადმი ინტერესით, არამედ პირველადი სიდიდის პოლიტიკოსებისა თუ ხელისუფლების მონაწილეობით.

მაგალითად, 2018 წელს განხეთქილებაში მყოფების (მაშინ ჯერ კიდევ უმე (კ))„უკრაინულ მსვლელობაში“  მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტიმა, პრემიერ-მინისტრმა, ბევრმა პოლიტიკოსმა და ჩინოვნიკმა. ყველაფერი ორგანიზებული იყო სახელმწიფო დონეზე - ტელევიზიებით ტრანსლაციებიდან ბიუჯეტზე მყოფების ჩამოყვანამდე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ „მსვლელობაში“. და მართალია, ეს პოლიტიკური აქცია არაფრით ჰგავდა ლიტანიონას, მან მაინც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მის-ებში. 2019 წელს „მსვლელობაში“ მონაწილეობდა პოროშენკო და მის-ების გამოძახილი ისევ საკმაოდ მაღალი იყო.

2021 წელს არავინ „ვარსკვლავებიდან“ არ მოვიდა. და  დუმენკო მისი ერთი მუჭა მიმდევრებით არავისთვის აღმოჩნდა საინტერესო. აქ კი პატრიარქ ბართოლომეოსს დაფიქრება მართებს.

რაზე უნდა დაფიქრდეს ფანარიონის მეთაური?

პირველ რიგში, მორწმუნე ხალხის არარსებობა მეუ-ს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულზე მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინაში ფანარიონს არანაირი „მრავალმილიონიანი სამწყსო“ არ ჰყავს. არის რამოდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც მეუ-ში ეძებენ არა ქრისტეს, არამედ მათი ნაციონალისტური ამბიციების დაკმაყოფილებას (ამიტომაც მოიტანა „მსვლელობაზე“ უკრაინის უზარმაზარი დროშა). მათთვის ბართოლომეოსი არის არა სათნოება, არამედ მოტეხილი ნაჭერი, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და „შეუძლია წავიდეს“.

მეორეც, მეუ-ს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულზე ხელისუფლების დაუსწრებლობა არის მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი სიგნალი ფანარიონის მეთაურისთვის. ზელენსკიმ მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ საეკლესიო საკითხების მიმართ გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს. უკრაინის პრეზიდენტი, თუ ინტერესს ავლენს საეკლესიო სფეროს მიმართ, ამას იძულებით აკეთებს, მაგრამ მისი სურვილის მიხედვით. დიახ, ზელენსკი დაინტერესებულია აშშ-ს კეთილგანწყობით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ იძულებულია ყურადღების ნიშნები გამოხატოს მეუ-ს მიმართ ფანარიონთან ერთად და გააკრიტიკოს უმე. თუმცა, რამდენად არის ამით პირადად დაინტერესებული?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს მიწვევა ხდება არა მეუ-ს მიმართ ზელენსკის განწყობიდან, არამედ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს იმას, რომ სიხარულს ვლადიმირ ალექსანდროვიჩი პატრიარქ ბართლომესთან აგვისტოს შეხვდრის გამო არ განიცდის. ისევე როგორც არ ლოდება „განსაკუთრებით თბილ ატმოსფეროში“ შეხვედრას ფანარიონის მეთაურთან. ამას ემატება უამრავი პრობლემა, რომელიც უკავშირდება „მასით“ უზრუნველყოფას. ასე რომ ყველაფერი იქნება პროტოკოლის მიხედვით და ოფიციალურად.

მესამეც, პატრიარქ ბართლომეს ჩასვლას არ ელოდებიან სოცგამოკითხვების მონაწილებიიც. ის მათთვის უინტერესოა. ისევე როგორც, მეუ. ტელევიზიით - კიდევ შეიძლება, მაგრამ ისე ცოცხლად, კიევში - არა. არაა საინტერესო.

მეოთხე, უკრაინულ და უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არ აინტერესებთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. შეადარეთ: უმე-ს ზეიმს 455 ჟურნალისტი აშუქებდა, რომელთაგან 22 უცხოური გამოცემების წარმომადგენელია, რომელთა შორისაც იყვნენ Agence France Presse, Deutsche Welle, BBC World Service და სხვები. რამდენმა ჟურნალისტმა მიიღო აკრედიტაცია მეუ-ს „ზეიმზე“? უცნობია.

აქედან გამომდინარე, ძნელი არაა დავასკვნათ, რომ თუ უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩასვლის დროს მეუ-ს „ღვთისმსახურებას“ არ დაესწრება ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკი - „ღვთისმსახურებაც“ შეუმჩნევლად ჩაივლის. ამასთან, როგორც მის-ების, ასევე მორწმუნე უკრაინელების უმრავლესობის მხრიდანაც. რადგანაც როგორც არ უნდა იმშვიდებს თავს პატრიარქი ბართოლომეოსი ზღაპრით, რომ ტომოსმა ეკლესიას დაუკავშირა უკრაინის „მილიონობით“ მკვიდრი, ეს ზღაპარი არ შეესაბამება რეალობას. მან ფანარიონს შეუერთა რამოდენიმე ათასი განხეთქილებაში მყოფი. შეუერთა მონანიებისა და სამყაროს აღქმის ცვლილების გარეშე. ისინი, არსებითად, დარჩნენ ნახევრად წარმართებად, რომელთაც ძალიან ძნელია ასწავლო „დიდება უკრაინას!“ ნაცვლად „ქრისტე აღსდგა!“, რომელთაც რთულია განუმარტო, რომ ლიტანიობაზე მიაქვთ ხატები და არა დროშები და რომელთა დარწმუნებაც შეუძლებელია - ესაა სიყვარულის და არა სიძულვილის რელიგია.

და ამის დანახვა პატრიარქ ბართლომეს შეუძლია უკვე მიმდინარე წლის აგვისტოში.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?