მჟკ-ს საქმე: გაუნათლებელი ექსპერტები - უუს-ის მონაპოვარი
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა დახმარება შესაძლებელია რეკვიზიტებით:
ბარათი: 5375 4112 1927 4706
send.monobank.ua
2024 წლის ივნისის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევის სასამართლო ექსპერტიზების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტთა ე. ლიტვინენკოსა და ს. დოლინკოვსკას წინააღმდეგ (რომელთა ექსპერტიზები გახდნენ უუს-ს უმძიმესი ბრალდებების საფუძველი მჟკ-ს ჟურნალისტთა და უმე-ს მღვდლის საქმეში) აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2022 წ. ლიტვინენკოს ექსპერტიზის გაყალბებისთვის ჩამოართვეს ლიცენზია, ხოლო დოლინკოვსკას ქმარი, ანდრეი ოვჩარენკოს ადვოკატის ილია სერაფიმოვის ინფორმაციით, უუს-ს თანამშრომელია. ესე იგი მორალის, პროფესიონალიზმისა და ობიქტურობის მხრივ ამ ხალხის მისამართით შეიძლება გაჩნდეს სერიუზული კითხვები. მაგრამ არის თუ არა ეს სია ამომწურავი? შეგახსენებთ, რომ კესკი-ის ექსპერტიზები - გამოძიების ერთადერთი “არგუმენტია”, რომლის “წყალობით” ჟურნალისტები და უმე-ს მღვდელმსახური ცხოვრების ბოლომდე შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. და რა ცხოვრებაა ციხეში, ოჯახისგან, ბავშვებისგან და ახლობლებისგან შორს? ყველას გვესმის, რომ ეს ცხოვრება კი არა, წამებაა. კესკი-ის ექსპერტებმა პრაქტიკულად თავის თავზე აიღეს ძალზე სერიუზული და საშინელი პასუხისმგებლობა - დაანგრიონ ერთდროულად მრავალი ადამიანის ცხოვრება - ჟურნალისტების და მღვდლის, მათი ცოლების, მოხუცი და სნეული მშობლების, რომელთა დაკრძალვის საშუალებაც არ ექნებათ, და ბავშვების, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვერ შეხვდნენ მამებს. მჟკ-ს რედაქციის განკარგულებაში სწორედ ეს ექსპერტიზები აღმოჩნდნენ, რომელთა საფუძველზე ჩვენს კოლეგებს სამშობლოს ღალატში, აგრესორის მხარდაჭერაში, დანაშაულებრივი ჯგუფის შეაქმნაში და ბევრ სხვა მძიმე დანაშაულში დებენ ბრალს. გთავაზობთ კესკი-ის სპეციალისტთა შემოქმედების ყველაზე ნათელი მომენტების ანალიზს.
„ნატო“ „ნატოვპის“ ნაცვლად: სმენის თუ სინდისის პრობლემები?
კესკი-ის ექსპერტიზაში 1719/24-61/1720/24-36 от 24.05.24 სპეციალისტები აკეთებენ ვიდეოს ანალიზს, რომელიც თითქოს გამოქვეყნებული იყო იუთუბ-არხზე Orthosapiens სახელწოდებით «финал фильм». ხომ უცნაური სახელწოდებაა? მით უმეტეს უცნაურია, რომ ასეთი ვიდეო არხზე ვარ აღმოვაჩინეთ. ალბათ ექსპერტები არჩევდნენ გამოუქვეყნებელ სამუშაო მასალას, რომელიც უუს-ის დახმარებით მოიპოვეს. იგეგმებოდა თუ არა მისი გამოქვეყნება - უცნობია. გადავიდეთ ცოტა წინ და წავიკითხოთ დასკვნები. იქ კი ნათქვამია, რომ ეს ვიდეომასალა „თავისი ობიექტური შინაარსით მიმართულია უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების დაზიანებისკენ“, აგრეთვე „მიმართულია რფ-სთვის დახმარების გაწევაზე საბრძოლო ქმედებების განხორციელებაში, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ნაციონალურ ინტერესებს და უსაფრთხოებას“.
მოდით დავაკვირდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ ექსპერტებს ასეთი სერიუზული ბრალდებებისთვის.
ექსპერტების მიერ ჩატარებული ვიდეოს გაშიფრვა შეიცავს უმე-ს მღვდლების სერგი ჩერტილინის და მამა ვლადიმერის, უცნობი დიაკვნისა და მორწმუნეთა ციტატებს. კონტექსტიდან გამომდინარე, ლაპარაკია კიევის ოლქის სოფ. ტრებუხოვში მომხდარ მოვლენებზე.
აი, კერძოდ, რა ბრალი ედება მამა სერგის.
„წარმოიდგინეთ თავი მღვდლის ადგილას, რომელიც პატარა შვილთან ერთად სახლიდან გამოაგდო აგრესიულმა ნატომ“, - მღვდლის ეს სიტყვები მოჰყავთ ექსპერტებს. რეზოლუციურ ნაწილში კი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ვიდეომასალაში „ვრცელდება ნარატივები, რომლებიც რუსული პროპაგანდის მიერ ვრცელდება და ისინი რუსული სამხედრო აგრესიის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენენ, კერძოდ კი: ...უმე-ს მორწმუნეთა შევიწროვება და დევნა „აგრესიული ნატოს დახმარებით წარმოებს“.
ამავდროულად, მასმედიაში გამოქვეყნებულ ფილმის ფრაგმენტში აშკარად ისმის, რომ მამა სერგი წარმოთქვამს სიტყვებს „აგრესიული ბრბო“ (ორიგინალში უკრაინულად - „აგრესიული ნატოვპი). მღვდლის სიტყვების კონტექსტიც, სადაც ის ყვება მეუ-ში „გადასვლების“ ტექნოლოგიაზე, ეჭვს არ იწვევს - რომ აღმოაჩინო იქ ნატო, უნდა გქონდეს დაქვეითებული სმენა ან მდიდარი ფანტაზია. თუ გავიხსენებთ, რომ ამ ფანტაზიების საფუძველზე ხალხს რფ-ზე მუშაობაში და ნაციონალური უსაფრთხოების საფრთხეში ადანაშაულებენ (უვადო პატიმრობის პერსპექტივით), უფრო მიზანშეწონილია სერიუზულ პრობლემებზე ლაპარაკი სინდისთან დაკავშირებით.
თუ ექსპერტი მეუ-ს და უმე-ს ურევს, ის ნამდვილად ექსპერტია?
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სიტყვა „ექსპერტი“ ნიშნავს მაღალპროფესიონალურ სპეციალისტს გარკვეულ სფეროში. და თუ ეს სფერო რელიგიაა, ექსპერტიზაში უნდა მონაწილეობდნენ ხალხი რელიგიური განათლებით. ყოველ შემთხვევაში, მათ რელიგიურ სფეროში ღრმა ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეთ. აქვთ თუ არა ეს ცოდნა კესკი-ს ექსპერტებს? თავად განსაჯეთ.
სამივე ექსპერტიზაში (2.02.24, 24.05.24 და 31.05.24) ისინი ურევენ უმე-ს და მეუ-ს.
მაგალითად, 24.05.24-ის დოკუმენტში ექსპერტები, მჟკ-ს ავტორთა, „მირიანებისა“ და ორთოსაპიენსების ძირითადი თეზისების გამოყოფისას, მათი სახელით წერენ: „მეუ-ს ტაძრების მიტაცებისას მუშავდება რეიდერული მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ რადილაკები, პოლიცია, სამხედროები... მეუ განიცდის გაუმართლებელ საინფორმაციო თავდასხმებს, რომელთა დროს მას უსამართლოდ ადანაშაულებენ არაპატრიოტიზმში და უკრაინის სახელმწიფოებრიობის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში“. ანალოგიურ ფორმულირებებს შეიცავს 31.05.24-ის ექსპერტიზაც.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ ფრაზებში „მეუ“-ს ნაცვლად აზრობრივად უნდა ფიგურირებდეს „უმე“. თუნდაც იმიტომ, რომ მეუ-ს არც ერთი ტაძარი აქამდე მიტაცებული არ ყოფილა.
იგივე ექპერტიზის მიერ მჟკ-ს თეზისთა გამოყოფის კიდევ ერთი მაგალითი, „იდეოლოგიით დამახინჯებული, რფ-ის მთავრობისთვის ხელსაყრელი“: „რწმენისა და რელიგიური კონფესიისადმი ერთგულების გამო, მეუ-ს მორწმუნეები განიცდიან ნეგატიურ დამოკიდებულებას მოქმედი ხელისუფლებისა და უმე-ს მორწმუნეთა მხრიდან, ამიტომ იძულებულები არიან დაიცვან თავიანთი ინტერესები და უპასუხონ თავდასხმებს ხელისუფლებისა და რელიგიურ ოპონენტთა მხრიდან“.
როგორც ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს ესმის, მეუ-ში არავინ არ განიცდის თავდასმებს ხელისუფლებისა და უმე-ს წარმომადგენელთა მხრიდან, ამიტომ ნათელია, რომ ექსპერტებს უბრალოდ აერიათ. არსებობს ექსპერტთა „პროფესიონალიზმის“ სხვა მაგალითებიც, როდესაც ისინი მეუ-ს და უმე-ს ურევენ, მაგრამ პუბლიკაციის მოცულობა არ იძლევა ყველა მაგალითის მოყვანის საშუალებას.
მოსკოვისგან უმე-ს დამოუკიდებულება, როგორც „რუსეთისთვის ხელსაყრელი მანიპულაცია“.
ვაგრძელებთ რა ექსპერტთა „პროფესიონალიზმის“ ანალიზს რელიგიურ სფეროში, მოგვყავს ლაფსუსების მაგალითები, რომლებსაც შეიძლება შოკისმომგვრელები ეწოდოს.
„იდეოლოგიით დამახინჯებული, რფ-ის მთავრობისთვის ხელსაყრელთა“ რიცხვში (რომლებიც მათ მჟკ-ს ახალ ამბებში აღმოაჩინეს), კესკი-ის სპეციალისტები წერენ: „უმე არის მოსკოვისგან დამოუკიდებელი და აღიარებს მხოლოდ სულიერ ერთობას რუსეთის, ბელორუსის და მოლდოვის მართლმადიდებელ ეკლესიებთან, როგორც წამომავლებს ერთიანი ძველი რუსული ეკლესიიდან (2.02.24-ის ექსპერტიზა).
აქ კი ვერაფერს ვერ ვიტყვით. სად არის აქ ტყუილი? რას არ ეთანხმებიან ექსპერტები? იმას, რომ უმე მოსკოვისგან დამოუკიდებელია? თუ გააჩნიათ მათ საწინააღმდეგოს მტკიცებულებები? შესაძლოა, ისინი არ ეთანხმებიან, რომ მოცემული ეკლესიები ისტორიულად ერთიან რუსულ ეკლესიას წარმოადგენდნენ? და აი, მთავარი კითხვა - უმე-ს დამოუკიდებლობა იქნებ „რფ-ის არსებულ რეჟიმს აწყობდეს“?
24.05.24-ის ექსპერტიზაში, მჟკ-ს პუბლიკაციებში „დესტრუქციული გავლენის“ შესახებ სპეციალისტები წერენ: „გამოკვლეული ენობრივი შეტყობინებების მიმართვა უმე-ს იდეის წარმოსაჩენად, როგორც ერთიანი კანონიკური ეკლესიისა“.
პატივცემულებო, საკუთარი ერთიანი და კანონიკური ეკლესიისადმი დამოკიდებულება ხომ ნებისმიერი მორწმუნე ადამიანის უდავო უფლებაა, კონსტიტუციით გარანტირებული. როგორ შეიძლება ეს იქცეს „დესტრუქციულ გავლენად“?
იგივე ექსპერტიზაში მითითებულია, რომ მჟკ-ს და „მირიანების“ პუბლიკაციების მთავარი იდეა, აგრეთვე ფილმისა მამა სერგი ჩერტილინის მონაწილეობით, არის „უკრაინის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია“ რფ-სთვის ხელსაყრელი იდეოლოგიის სასარგებლოდ და მათ შორის აღნიშნეს შემდეგიც: „ხელისუფლების მიერ რადიკალთა დაჯგუფებების გამოყენება რმე-სთან ბრძოლაში“.
პატივცემულებო, უკრაინაში ხომ რმე არ არის, არის მხოლოდ უმე. და არიან ადამიანები, რომლებიც თავს ექსპერტებს უწოდებენ და ეს არ იციან. რა ნდობაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?
თუმცა, მათი ეს განცხადებები სრულიად კანონზომიერად გამოიყურება, თუ გავაანალიზებთ, რომ მჟკ-ს პუბლიკაციებში მათ „მანიპულაციებად“ თვლიან.
მაგალითად, უნეტარესი ონოფრეს და უმე-ს მღვდლების ციტირება - „ავტორიტეტების მოშველიების ფორმით მანიპულირებაა“. მაგალითისთვის ექსპერტებმა მოიყვანეს მიტროპოლიტის განცხადება უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც მან რფ-ის შეჭრიდან რამდენიმე საათში გააკეთა. აბსურდია? დიახ, აბსურდია. მაგრამ იმაზე მეტი აბსურდიც არ არის, როგორც სხვა შემთხვევებში.
მაგალითად, მჟკ-ს პუბლიკაცია (უმე-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით): „უმე-ში განმარტეს, თუ რატომ არის მისი სტატუსი უფრო ავტოკეფალური, ვიდრე მეუ-ს“. ექსპერტები „გამოეკიდნენ“ სიტყვებს, რომ „უმე-ს წესდებაში არ არის მისი მოსკოვთან კავშირის არანაირი ნიშანი“. მათ განაცხადეს, რომ ეს არის „მანიპულაციური ტექნოლოგიები დარწმუნების ფორმით“.
აქ კი იბნევი - როგორ შეიძლება, რომ მრავალმილიონიანი კონფესიის ოფიციალური დოკუმენტის ფორმულირებები (რომლებიც, სხვათაშორის, ღია და ხელმისაწვდომია), აღმოჩნდეს „მანიპულაცია“? ბატონებო, ლიტვინენკო და დოლინკოვსკა, ჩაგიხედავთ კი მათში? როგორ შეიძლება ამ ხალხს ექსპერტები ვუწოდოთ, რომლებიც თეთრზე გულწრფელად შავს ამბობენ?
ციტატების გამო ციხეში ჩასმა?
ნებისმიერი ადამიანის პოზიციის მიწოდება (თუნდაც შენს ქვეყანაში მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იყოს) - ობიექტური ჟურნალისტიკის აუცილებელი პირობაა. მაგალითისთვის, უკრაინის წამყვანი მასმედია თითქმის ყოველდღე აწარმოებს პუტინის, პესკოვისა და ქვეყანა-აგრესორის სხვა მაღალჩინოსანთა ციტირებებს. და ამის გამო მას არავინ ბრალს არ სდებს იმაში, რომ ეს მუქარაა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. მჟკ-ს შემთხვევაში კესკი-ს ექსპერტები სწორედ ამას აწარმოებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ ახალ ამბებში მოყვანილია სპიკერის რაღაც „არასწორი“ გამონათქვამები, ეს შეიძლება გახდეს იმ ჟურნალისტის პასუხისმგებლობაში გადაცემის საფუძველი, რომელმაც ეს გამოაქვეყნა.
მაგალითისთვის, პუბლიკაციაში „კადიროვმა კომენტარი გააკეთა პაპის სიტყვებზე, რომლებიც ეხებოდა ჩეჩენთა სისასტიკეს „სსო“-ში“, ექსპერტებმა დაინახეს „იმ პირთა გლორიფიკაციის ნიშნები, რომლებიც აწარმოებდნენ უკრაინის წინააღმდეგ რფ-ის სამხედრო აგრესიას“. და ეს იმ დროს, როდესაც თავად ტექსტში არ არის არანაირი შეფასებები, არამედ მხოლოდ ციტატებია. საინტერესოა, რომ იგივე ინფორმაცია (პაპზე და კადიროვზე) თავის დროზე გამოაქვეყნა უკრაინის ათამდე საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც „ესპრესო“, „კორესპონდენტი“, „უკრნეტი“, „ცენზორი“ და სხვა. რატომ არ უყენებენ მათ ბრალდებებს რფ-ის ჯარისკაცთა გლორიფიკაციაში?
არის სხვა მაგალითებიც. კერძოდ, მჟკ-ს პუბლიკაცია „რმე: დონბასის რფ-სთვის მიკუთვნება - წმინდა რეალობაა“, სადაც აგრეთვე არაფერია, გარდა პატრიარქ კირილეს ციტატებისა, - არც კომენტარები, არც შეფასებები. მიუხედავად ამისა, ექსპერტებმა განაცხადეს, თითქოს ის შეიცავს „რფ-ის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას უკრაინის წინააღმდეგ და მისი ტერიტორიის ოკუპაციის“.
კიდევ ერთი მაგალითი. პუბლიკაცია „სმე-ის იერარქი: ეკლესიების უმრავლესობა მოქალაქე დუმენკოს იგნორირებას ახდენს“, სადაც ციტირებულია ბაჩის ეპისკოპოსის ირინეოსის სიტყვები. მათში ექსპერტებმა ზუსტად ისევე დაინახეს „უკრაინის წინააღმდეგ რფ-ის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა“. მათი დასკვნები კი გახდა საფუძველი იმისა, რომ ჟურნსალისტებისთვის წაეყენებინათ ბრალდებები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტატიით. ამ დასკვნების გამო ისინი უკვე 4 თვეა გისოსებს მიღმა არიან.
ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ წარგიდგენთ? მაშინ რუსეთის მასმედიასთან გაგაერთიანებთ.
31.05.24-ის ექსპერტიზაში სპეციალისტებმა გააერთიანეს მჟკ-ს პუბლიკაციები დენის ჟარკიხის, ეკატერინე ჟარკიხის ფეისბუქების საარქივო პოსტებთან და აგრეთვე, ყურადღება... რუსეთის არხ «Радонеж ТВ»-ის ეთერთან. და უკვე ამ მასალების ანალიზის შედეგების მიხედვით ისინი აკეთებენ საერთო „დანაშაულებრივ“ დასკვნებს. მკითხველს ალბათ განსაკუთრებული ახსნაც არ ჭირდება, რომ ეს „მეთოდი“ სწორედ რომ კლასიკური მანიპულაციაა. ყოველი ჟურნალისტი ან რედაქტორი მხოლოდ საკუთარ ნამუშევარზეა პასუხისმგებელი. მჟკ-ში კი ნამდვილად ვერ აგებენ პასუხს რუსეთის მასმედიის მასალებზე. იქნებ მადლობა უნდა გადავუხადოთ უუს-ს და ექსპერტებს, რომ მათ მჟკ-ს მასალები სოლოვიოვის ან «Россия 1»-ის ეთერებთან არ გააერთიანეს?
დეზინფორმაცია თუ სიმართლე?
როდესაც ექსპერტთა დასკვნებს კითხულობ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ეპიფანე დუმენკოს სტრუქტურის პრეს-სამსახურში მუშაობენ.
თავად განსაჯეთ. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მჟკ-ს, „მირიანების“ პუბლიკაციები და ვიდეო მამა სერგი ჩერტილინის მონაწილეობით „მიზანდასახული დეზინფორმაციის გზით აუდიტორიის დეზორიენტირებას ახდენენ“, „აყალბებენ ფაქტებს“ და იყენებენ „დაფარული ლატენტური სიცრუის მეთოდს“. თანაც მათ არ მოჰყავთ არც დეზინფორმაციის, არც გაყალბების, არც სიცრუის არც ერთი ფაქტი. ექსპერტები მხოლოდ ხაზს უსვამენ ტექტებში მათი აზრით არასწორ გამონათქვამებს. ასეთი ხაზგასმა კი მათ დოკუმენტებში ძალზე ბევრია. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.
„ჩვენმა მორწმუნეებმა შეგნებულად აირჩიეს აღმსარებლობა, ჭეშმარიტი ეკლესია, ქრისტეს ეკლესია...“ (სხვათაშორის, გაშიფრვაში ექსპერტებმა სიტყვა „ქრისტეს“ შეცდომით დაწერეს - «ХрЕстову»).
„მეუ არ ცნობს 11 ადგილობრივ ეკლესიას...“.
„უმე უნეტარესი ონოფრეს წინამძღოლობით მიჩვეულია იყოს ძლიერი და დაიცვას თავისი სარწმუნოება“.
„ჩვენ არ ვართ საკუთარი სახელმწიფოს მტრები და არ ვიმსახურებთ მოღალატეებისა და კოლაბორანტების დაღს“.
ეს და ბევრი სხვა ფრაზა, ექსპერტთა აზრით, წარმოადგენს „სამანიპულაციო ენობრივი ქცევის გამოვლენას“, რომელიც ხალხს მეუ-ს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ახვევს თავს. მეტიც, სპეციალისტთა აზრით, პუბლიკაციები „მიმართულია კონფრონტაციისკენ და კონფლიქტების გამწვავებისკენ უმე-ს მორწმუნეთა და მათ რელიგიურ ოპონენტთა შორის“.
სწორედ ასეთი „ობიექტურობაა“. მეუ-ს წარმომადგენლები კი არ ქმნიან კონფრონტაციას ასობით ტაძრის მიტაცებით. დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ამაზე ლასპარაკობს. მეტიც, ისინი, ვინც ამაზე ლაპარაკობს და „ფაქტებს და მოვლენებს დამახინჯებით აშუქებს“. აქაც ექსპერტების მიერ დამახინჯების არც ერთი მაგალითი არ არის მოყვანილი. მაგალითად, მათ მოჰყავთ ჟურნალისტთა რამდენიმე თეზისი, რომლებსაც აპრიორი თვლიან ყალბად. წარმოგიდგენთ მათ ციტირებაა მოკლე კომენტარებით.
- „უკრაინის ხელისუფლებას უმე-ს მორწმუნეთა გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე გადაჰყავთ მათი ტაძრები მეუ-ს დაქვემდებარებაში იმისთვის, რომ მომავალში შეწყდეს მათი რელიგიური მოღვაწეობა“.
მჟკ-ს საიტი გადავსებულია მაგალითებით, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება აწარმოებს სამრევლოთა გადაყვანას მეუ-ში. ათობით ადგილობრივი საბჭო „კრძალავს“ უმე-ს თავის რეგიონებში. ივან-ფრანკოვსკისა და ლვოვის მერები თავს იწონებენ იმით, რომ მათ დახურეს და დაანგრიეს უმე-ს უკანასკნელი ეკლესიები და მათი ოლქები ახლა „გაწმენდილია“. და რა, ეს ყველაფერი „დეზინფორმაციაა“? მაშინ მოვიყვანთ საოლქო პროკურატურის უფროსის მრჩევლის მ. პოდოლიაკის სიტყვებს, რომელიც პრაქტიკულად ხელისუფლების სპიკერია: „უმე თანდათან გადავა რუსეთის ქალაქებში და იქ რამით დაკავდება. უკრაინაში კი იქნება მხოლოდ მეუ, მხოლოდ მეუ“.
- „უმე-ს მორწმუნეთა ჩაგვრა და დევნა ხდება „აგრესიული ნატოს“ დახმარებით“.
კომენტარების გარეშე.
- „უკრაინაში არ არის სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლება“.
ნუთი ეს „დეზინფორმაციაა“? ის ფაქტი, რომ დღეს საეკლესიო ჟურნალისტები, მღვდლები და მიტროპოლიტები აბსურდული ბრალდებებით გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, მრავლისმეტყველია. ასე არ არის?
- „მეუ შექმნილია მეხუთე პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მიერ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების რეალიზებისთვის“.
გავიხსენოთ სულ ორი ფაქტი.
1. პოროშენკო თავმჯდომარეობდა „გაერთიანებულ კრებას“, მისი სახელი კი ტომოსის ტექსტშია ჩაწერილი.
2. პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო «армія, мова, віра». პოლიტტექნოლოგმა პოროშენკომ 2018 წ. ღია ტექსტით მიმართა ტ. ბერეზოვეცს, რომ ახალი ეკლესიის შექმნა „ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტექნოლოგიაა“. სად არის აქ, ექსპერტთა აზრით, ტყუილი?
- „ტაძართა იერიშები ბოქლომების მოჭრით, კარების მტვრევით, ჩხუბით, ცემით, დაშინებით, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით წარმოებს“.
ქსელში (მათ შორის მჟკ-ს რესურსებშიც) არის ათობით და ასობით ვიდეო, სადაც საკუთარი თვალით შეიძლება დარწმუნდე, რომ ყველაფერი ზემოთქმული სრული ჭეშმარიტებაა.
- „მეუ-ში გადასვლა - რწმენის ღალატია და უკრაინელთა უმრავლესობას არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა“.
იგივე მჟკ-ში უამრავი პუბლიკაციაა, სადაც მორწმუნეები, რომელთაც ტაძრები წაართვეს, ახლებს აშენებენ ან ღვთისმსახურებებს ქოხებში, ბინებში, ფარდულებში, გარაჟებში და სხვა სპეციალურად გადაკეთებულ ფართებში აგრძელებენ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ მეუ-ში გადასვლა. და სად არის „დეზინფორმაცია“? შეიძლება სიმართლეს სიცრუე ეწოდოს, მაგრამ ის მაინც სიმართლედ რჩება.
დასკვნები
დოკუმენტები, რომლებიც უუს-ის დავალებით კესკი-ს ექსპერტებმა შეადგინეს, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის საოცარი მაგალითია. მხოლოდ „აგრესიული ნატოს“ მაგალითი ფრაზაში, სადაც არანაირი ნატო ნახსენები არ ყოფილა, მართლაც გამაოგნებელია. ეს ხომ სასკოლო თემა არ არის, ეს დოკუმენტია, რომელიც ერთდროულად უამრავი ადამიანის ცხოვრებას ანგრევს. შეგახსენებთ, რომ კესკი-ს სპეციალისტები უმე-ს წესდების დებულებებს მანიპულაციას უწოდებენ, მათ ეშლებათ უმე-ს და მეუ-ს სახელწოდებები, ახალი ამბების პუბლიკაციებს, რომლებიც ჟურნალისტთა სტანდარტების ყველა წესის დაცვით არის შესრულებული, იყენებენ მათი ავტორების სისხლის სამართლის დევნის საფუძვლად,ისინი მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებენ ჟურნალისტებს ტყუილში და დეზინფორმაციაში. ყველაფერი ეს, ჩვენი აზრით, არ იძლევა საშუალებას, რომ განვიხილოთ ექსპერტიზის მონაცემები როგორც ჩვენი კოლეგების ბრალეულობის ძირითად და ერთადერთ „მტკიცებულებად“. დაახლოებით ასეთი ხარისხის დოკუმენტები ფიგურირებდნენ ასი წლის წინ მღვდელთა და მორწმუნეთა საქმეებში. მაშინაც მათ ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან სახელმწიფო უშიშროებას. მაგრამ არა რფ-ის, არამედ „იმპერიალისტთა“ სასარგებლოდ.
თუმცა განსხვავებებიც არის. მაშინ შინსაქკომის თანამშრომლები და მათი დამხმარეები იდეისთვის მუშაობდნენ. კესკი-ს ახლანდელი ექსპერტები ყოველი ექსპერტიზისთვის, მჟკ-ს ინფორმაციით, სერიუზულ თანხებს იღებენ - რამდენიმე ათეულ ათას გრივნას. ასე რომ, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?