დგომა რადასთან და პო-თან: ერისკაცები აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას?
მორწმუნეები იწყებენ გაცნობიერებას, რომ ეკლესია ეს არა მხოლოდ სამღვდელოებაა, ეკლესია ეს ყველა ჩვენ ვართ. ფოტო: СПЖ
20221 წლის 15 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაახლოებით 20 000 მორწმუნე მივიდა უკრაინის უმაღლესი რადას კედლებთან. ლოცვითი დგომის მიზანი, რომლის ინიციატორიც გახლდათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერისკაცები“, გახლდათ კიდევ ერთხელ მიეპყროთ უკრაინის ხელისუფლების ყურადღება კონსტიტუციის საპირისპირო ანტისაეკლესიო კანონების მიმართ. შეგახსენებთ, რომ ეს კანონები უმე-ს სახელის გადარქმევის თაობაზე და უმე-ს ტაძრების მეუ-ს მომხრეების მიერ „გადასვლების“ პროცედურის (არსებითად - რეიდერული მიტაცების) გამარტივება. ეს კანონები ჯერ კიდევ პოროშენკოს დროს იყო მიღებული, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო სააგიტაციო კამპანიის საფუძველში ჩადო ახალი განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურის პროპაგანდა და უმე-თან ბრძოლა. შედეგად, მცირე დროში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მემარჯვენე რადიკალების, ჩინოვნიკებისა და აქტივისტების დახმარებით წაართვეს 120-ზე მეტი ტაძარი, ხოლო ასეულობით სხვაზე მიმდინარეობს სასამართლო დავები უკანონო ხელახალი რეგისტრაციის გამო.
სწორედ ამიტომ უმე-ს მორწმუნეებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ თავიანთი ეკლესიის დასაცავად და შექმნეს ორგანიზაცია „ერისკაცები“, რომლის მართლმადიდებელმა იურისტებმაც მოამზადეს კანონპროექტები, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ ეკლესიის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა. იმისათვის, რომ ეს კანონპროექტები არ შემოიდოს თაროზე, „ერისკაცებმა“ გადაწყვიტეს მათი პირადად გადაცემა სახალხო რჩეულებისთვის. ამასთან, მათ მიიტანეს მილიონზე მეტი მორწმუნეს ხელმოწერა ფაქტიური დევნის შეჩერების მოწოდებით. ლოცვითი დგომა უმაღლესი რადას კედლებთან საათზე მეტხანს გაგრძელდა, შემდეგ კი მორწმუნეებმა გადაინაცვლეს პრეზიდენტის ოფისთან. პო-ს წარმომადგენლისთვის განცხადების გადაცემის შემდეგ, „ერისკაცები“ ტროპარის „ქრისტე აღსდგა!“ გალობით, დაიშალნენ. რა იქნება შემდეგ? შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ეს ერთჯერადი აქციაა ან როგორც ჩერნოგორიაში, უკრაინის ქუჩებშიც გამოვა უკვე არა 20 000, არამედ ათჯერ მეტი მორწმუნე, რათა დაიცვას თავისი ეკლესია? იმისათვის, რომ პასუხები გაეცეს ამ კითხვებს, საჭიროა რამოდენიმე წინასწარი შენიშვნის გაკეთება.
ხელისუფლება და ეკლესია უკრაინაში
ისე მოხდა, რომ უკრაინაში ხელისუფლების დამოკიდებულებას მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ქედმაღლობის ელფერი. პოლიტიკოსები სამღვდელოებასა და მორწმუნეებში უბრალოდ ხედავდნენ ( და ხედავენ) უცნაურ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი სუბკულტურა გააჩნიათ, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს იმ რეალობასთან, რომელშიც თავად პოლიტიკოსები ცხოვრობენ. „ხალხის რჩეულების“ უმრავლესობა სუსტად ან საერთოდ არაა ორიენტირებული რელიგიურ საკითხებში, არ გააჩნია გაგება სამღვდელოებასა და სასულიერო ცხოვრებაზე და ქვეყნის სხვადასხვა საკლესიო ორგანიზაციას იღებს მხოლოდ მათი პოლიტიკური მიზანშეწონილობის ჭრილში. უმეტესად, ეკლესია და მორწმუნეები პოლიტიკოსებს მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. არჩევნების მომდევნო დღეს ეკლესიის მიმართ ინტერესი ქრება მათი მხრიდან ან ტრანსფორმირდება სურვილში ეკლესია მოიქციოს თავისი პოლიტიკური ინტერესების ქვეშ. ხშირად ეს იწვევს დიდ პრობლემებს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს პოლიტიკური კუთხით.
მიტროპოლიტმა კლიმენტიმ (ვეჩერია) სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა პრეზიდენტი „ძალიან პრიმიტიულად აღიქვამდა უკრაინის საზოგადოების რელიგიურ კომპონენტს“, ხოლო „მათი ოფისები მუდმივად ქმნიან გარკვეულ რელიგიურ სიმულაკრებს, რომელთაც არაფერი საერთო არა აქვთ რეალობასთან“. აი, ახლაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უმეს მორწმუნეების უმაღლესი რადას კედელთან ლოცვითი დგომის კომენტირებისას, ის შეეშალა ოპს-ს პარტიის მიტინგთან და დგომითი აქციის მონაწილეებს უწოდა „ბაბულიკები ყვითელ კეპებში“.
დიახ, როგორც სწორად შენიშნა პოლიტოლოგმა ელენა დიაჩენკომ, შესაძლოა, პრეზიდენტს უბრალოდ დეზინფორმაცია მიაწოდეს და ის ვერ გაერკვია სიტუაციაში. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ, ზელენსკის არ აინტერესებს რატომ მივიდნენ მორწმუნეები მის ოფისთან. კარგია ეს თუ ცუდი?
ზელენსკი და ეკლესია უკრაინაში
ერთის მხრივ, ეს ცუდია. რადგანაც პრეზიდენტი ვერ ორიენტირდება იმაში, თუ რა ხდება ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში, არ იცის (ან არ სურს იცოდეს) რა პრობლემები აქვს ეკლესიას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია მათი გადაჭრა.
მეორეს მხრივ, ეს კარგია. რადგანაც ზელენსკი მართლაც დისტანცირდა რელიგიური საკითხებისგან, არ ცდილობს მათ ჩართვას მისი პოლიტიკური საქმიანობის სფეროში, ეს კი ნიშნავს იმედის არსებობას, რომ ის ეკლესიას თავს გაანებებს.
ამ ფონზე უცნაურად გამოიყურება ორი მომენტი.
- თუ ზელენსკის, როგორც პოლიტიკოსს, მართლაც არ აინტერესებს რელიგიის საკითხები, რატომ მიიწვია პატრიარქი ბართოლომეოსი უკრაინაში და თანაც, სრულიად უკრაინელი ხალხის სახელით?
- რატომ არ გახდება ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ანტისაეკლესიო კანონების გაუქმების ინიციატორი, რომელმაც უკვე მოუტანა (და კიდევ მოუტანს) ამდენი ტკივილი უბრალო ადამიანებს და ამდენი პრობლემა ხელისუფლების წარმომადგენლებს?
ამ მომენტებზე სახელმწიფოს მეთაურის ყურადღება მიიპყრო თავის სიტყვაში ლოცვით აქციაზე ვასილკოვისკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი). კერძოდ, მეუფემ სთხოვა ზელენსკის შეწყვიტოს უმე-ს მორწმუნეების დევნა და უკან გაიწვის პატრიარქ ბართოლომეოსის უკრაინაში მიწვევა. „გთხოვთ, უკან გაიწვიოთ თქვენი მიწვევა პატრიარქ ბართოლომეოსისადმი - ის არაა ჩვენი ეკლესიის მეთაური, არც იმ სახელმწიფოს ოფიციალური წარმომდგენელია, საიდანაც არის წარმოშობით. ამან (ტომოსის მეუ-თვის გადაცემამ - რედ.) არ მოუტანა მშვიდობა, ერთიანობა უკრაინის მართლმადიდებელ თემს. უკრაინაში მშვიდობისთვის, რელიგიური მშვიდობისთვის გთხოვთ ამას! ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი უკრაინული სახელმწიფოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და სიცოცხლეს ვწირავთ უკრაინაში მშვიდობისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყურს დაგვიგდებთ“, -განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
აქ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ალბათ, ვლადიმირ ზელენსკი, იწვევდა რა ფანარიონის მეთაურს უკრაინაში, ამას საკუთარი სურვილით როდი აკეთებდა. მოდით გავიხსენოთ, რომ 2019 წლის აგვისტოში პატრიარქ ბართოლომეოსსა და ვლადიმირ ზელენსკის ხელი უნდა მოეწერათ ერთობლივი განცხადებისთვის. თუმცა, ბოლო მომენტში „მხარეებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს“ და პრეზიდენტის გუნდში უარი თქვეს ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც მომზადდა ფანარიონზე სსს-თან (სადაც ჯერ კიდევ ისხდნენ „პოროშენკოს კადრები“) თანამშრომლობით. ანუ უკრაინის პრეზიდენტი ძალიან შორს იყო ფანარიონთან თამაშისგან და მითუმეტეს - მისი კიევში მიწვევისგან.
ესოდენ განსხვავებული ცვლილებების მიზეზებზე მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია, მაგრამ ცხადია სხვა რამ - სახელმწიფოს მეთაურს არ გააჩნია ფანარიონთან თანამშრომლობით დაინტერესება, მაგალითად, პეტრე პოროშენკოსგან განსხვავებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ უფრო დამაჯერებელ არგუმენტებს წარმოვიდგენთ ვიდრე იმათ, რაც მის განკარგულებაშია ახლა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტად შეიძლება იქცეს „ერისკაცების“ პოზიცია.
შესაძლებელია უკრაინაში ჩერნოგორიის სცენარი?
ზელენსკის არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის და ყველა შემთხვევაში სრულდება კრახით. მაგალითები საკმარისზე მეტია. იგივე მიტროპოლიტმა კლიმენტიმ (ვეჩერია) აღნიშნა, რომ „მორწმუნე ადამიანების გრძნობებით სპეკულირება არავის არასდროს გამოსვლია“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ისინი, ვინც ეცდება ამის გაკეთებას, „ყოველთვის იღებდნენ ყველაზე სამწუხარო შედეგს“, რადგანაც „აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია არა ელექტორალურ გათვლას, არამედ უფლის ნებას“, რომლის გაყალბებაც არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია.
პოროშენკო ამის თვალნათელი მაგალითია. რასაკვირველია, ეკლესიას პირდაპირ პეტრე პოროშენკოს მარცხთან კავშირი არ გააჩნია, უმე -ს ოფიციალურად არ გამოუცხადებია მისი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მილიონობით მორწმუნე ხედავდა, რომ პოროშენკო ფაქტიურად ცდილობდა გაენადგურებინა მათი ეკლესია, ამიტომაც ხმა მისცეს სხვა კანდიდატს. თუმცა, თუ ეს კანდიდატი, რომელიც გახდა პრეზიდენტი, გააგრძელებს პოროშენკოს ანტისაეკლესიო ხაზს, შემდეგ არჩევნებზე მას შეიძლება იგივე ბედი ეწიოს. აი, ახლა კი ერისკაცები შეიძლება გაცილებით უფრო აქტიურები გახდნენ. მაგალითად, როგორც მათი ძმები ჩერნოგორიაში.
პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი ამ ქვეყანას 1991 წლიდან მეთაურობდა. თითქოსდა, მისი პოზიციები იყო ურყევი და ჩერნოგორია კიდევ დიდხანს იქნება მის ხელში. თუმცა, ჯუკანოვიჩმა დაუშვა მისთვის ფატალური შეცდომა - ღიად გამოვიდა ეკლესიის წინააღმდეგ და მოახდინა კანონის ინიცირეა, რომლის თანახმადაც მიწები მონასტრებისა და ტაძრების ქვეშ, რომელიც 1918 წლამდე აიგო (როცა ჩერნოგორია შეუერთდა სერბების, ხორვატებისა და სლოვანების სამეფოს), უნდა გადაეცეს სახელმწიფოს. სახელმწიფომ ის, თავის მხრივ, უნდა გადასცეს მათ განხეთქილებაში მყოფ „ჩერნოგორიის მართლმადიდებელ ეკლესიას“. ეს ხვედრი ელოდა 600-ზე მეტ ეკლესიასა და მონასტერს. მართლმადიდებელი ჩერნოგორია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ფეხზე დადგა.
ჩერნოგორიის ქალაქების ქუჩებში მშვიდობიან მსვლელობებზე სიწმინდეების დასაცავად ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც სკანდირებდნენ „არ დავთმობთ სიწმინდეებს!“ ზოგიერთ დღეს ლოცვითი მსველობები 300 000-მდე ადამიანს ითვლიდა, ეს კი ჩერნოგორიის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ნაცვლად იმისა, რომ გაეუქმებინა ანტისაეკლესიო კანონები, ჯუკანოვიჩმა გადაწყვიტა რეპრესიები ეკლესიის შედარებით უფრო აქტიური ქომაგების მიმართ. კერძოდ, დააპატიმრეს ბუდიმლიანსკ-ნიკშიჩსკის ეპისკოპოსი იოანე, მისი ვიკარიუსი, ცეტინსკის მონასტრის მმართველი, მეუფე მეთოდი სასტიკად სცემეს, ჩერნოგორსკ-პრიმორსკის მიტროპოლიტ ამფილიოქის (რადოვიჩი) წინააღმდეგ აღძრეს რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე. ხელისუფლების ასეთმა ქმედებებმა აიძულა მიტროპოლიტი ამფილიოქი მიემართა ქვეყნის მოსახლეობისთვის განცხადებით, რომ ჩერნოგორიის ხელისუფლება ახდენდა მის დისკრედიტაციას და ხმა მათ წინააღმდეგ მიეცათ - ანუ ხმა მიეცათ ეკლესიისთვის. შედეგად, მილო ჯუკანოვიჩმა არჩევნები წააგო და თუმცა კი დარჩა პრეზიდენტად, ფაქტიურად დაკარგა ძალაუფლება ქვეყანაში.
ეს ისტორია სამაგალითოა. რადგანაც ის უჩვენებს ამა ქვეყნის პოლიტიკოსებს რამხელა პოტენციალი გააჩნია მორწმუნე ადამიანების გაერთიანებას. თუ ჩვენ ერთიანი ვართ, თუ ჩვენ გვამოძრავებს არა საკუთარი მატერიალური, არამედ დედა-ეკლესიის ინტერესების დაცვის მიზანი, ჩვენთან არის ღმერთი და ჩვენ უძლეველი ვართ. აი, რაზე საუბრობს ჩერნოგორიის მაგალითი.
დიახ, უკრაინა არ არის ჩერნოგორია. რადგანაც ჩვენი მოსახლეობა 40 მილიონია, ხოლო ჩერნოგორიაში - 600 000. დიახ, უკრაინაში ყველა მოქალაქე უმე-ს მორწმუნე როდია. დიახ, უმე ყოველთვის მორჩილად ლოცულობდა და ითმენდა და არანაირ პოლიტიკურ აქციებში არ მონაწილეობდა.
თუმცა, სიტუაცია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა უმე-ს ირგვლი, არასდროს არ ყოფილა მსგავსი. მორწმუნეებიც მილიონობით გვყავს. და თუ ყველა არა, ნახევარი მათგანი მაინც გამოვა საკუთარი სიწმინდეების დასაცავად. რადგანაც, თუ ხელისუფლება არ იცავს ეკლესიას და მის უფლებებს, მაშინ ამის გაკეთება მოუწევთ მორწმუნეებს.
ჯერჯერობით მხოლოდ 20 000 ადამიანი გამოვიდა. თუმცა, მალე კიევის რუსეთში ქრისტიანობის გამოცხადების დღეს, როცა კიევში ლიტანიობაზე ასობით ათასი ერისკაცი, ჩვენი წმინდა ეკლესიის წევრი გამოვა. და თუ ხელისუფლებას სურს დაინახოს, რამდენი ვართ, ჩვენ კვლავ მივალთ პრეზიდენტის ოფისთან. უკვე ყველა ერთად.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?