რეალობა სტატისტიკის წინააღმდეგ: აღდგომა-2024 მეუ-ს და უმე-ს ტაძრებში
ფოტო: СПЖ
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინელთა დიდი უმრავლესობა (60%-ზე მეტი) უმე-ს აკრძალვის მომხრეა. მანამდე ჩატარდა გამოკითხვები, რომელთა შედეგად ნათელი გახდა, რომ უკრაინელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით მეუ სარგებლობს: დუმენკოს სტრუქტურის მრევლად თავს მიიჩნევს ჩვენი თანამემამულეების 54%.
ამავდროულად, ამ გამოკითხვის შედეგად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად, უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს საფარველქვეშ, თავს მიიჩნევს უკრაინელთა მხოლოდ 4%.
უკვე ბევრჯერ დავწერეთ, რომ ასეთი გამოკითხვები შეკვეთის ხასიათს ატარებენ და ისინი რეალობისგან შორს არიან. რადგან კსსი-ის და სხვა სოციოლოგიური ფირმების რიცხვების შემოწმება, რომლებიც მსგავს საქმიანობას აწარმოებენ, მარტივია - საკმარისია მეუ-ს და უმე-ს ტაძრებში შესვლა და ორივე ადგილას ხალხის რაოდენობის შედარება.
ამ მხრივ სუმსკის მიტროპოლიტი ევლოღი სრულიად სამართლიანად აღნიშნავს, რომ „რწმენის საკითხში ადამიანები ხმას აძლევენ არა გამოკითხვებით, არამედ გულით და ფეხებით. ვინაიდან ქრისტე მორწმუნე ადამიანისთვის ნებისმიერ პროპაგანდაზე უფრო გაცილებით მეტი და ძვირფასია - ეკლესიის ისტორია ამას ამტკიცებს მისი მოწამეებისა და აღმსარებლების ცხოვრებით“.
ამიტომ გადავწყვიტეთ ჩავატაროთ პატარა კვლევა და შევამოწმოთ, როგორ შეესაბამება კსსი-ის რიცხვები საქმის რეალურ ვითარებას. ლოგიკა მარტივია: თუ უკრაინელთა 54% მეუ-ს მხარდამჭერია და მხოლოდ 4% - უმე-ს, მაშინ დუმენკოს სტრუქტურის ტაძრებში მრევლი 10-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე კანონიკური ეკლესიის ტაძრებში.
ჩვენი კვლევის ფარგლებში გადავწყვიტეთ ორივე რელიგიური ორგანიზაციის აღდგომის დღესასწაულისა და ბრწყინვალე შვიდეულის პირველი დღეების ღვთისმსახურებების ფოტოების შედარება. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა.
ჯერ ერთი, აღდგომა ყველაზე სათაყვანებელი დღესასწაულია უკრაინელებისთვის და ტაძარში „პასკებს აკურთხებენ“ ისინიც კი, ვინც ტაძარში საერთოდ არ დადის.
მეორე, ბრწყინვალე შვიდეულის პირველი დღეები შევარჩიეთ იმიტომ, რომ მეუ-ს ეპარქიათა უმეტეს საიტებსა და ფეისბუქ-გვერდებზე სააღდგომო „ღვთისმსახურებებიდან“ ფოტოები თითქმის არ არის. სინამდვილეში კი, ეს ძალზე უცნაურია. ვინაიდან, მაგალითად, დიდი შაბათის „ღვთისმსახურებიდან“ -ზოგჯერ არის, ბრწყინვალე შვიდეულის „მსახურებიდან“ აგრეთვე ზოგჯერ გვხვდება, აღდგომიდან კი - ძალზე იშვიათად. პასუხს კითხვაზე, თუ „რატომ ხდება ასე?“ ნახავთ ამ სტატიის ბოლოს.
ასე რომ...
გამოკითხვა რეალობის წინააღმდეგ
გამოკითხვის თანახმად, მეუ-ს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის დასავლეთშია. მოდით, ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ გამოიხატება ეს მხარდაჭერა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი. ჩერნოვეც-ბუკოვინის ეპარქიის მეთაური თეოგნოსტე „სამღვდელმთავრო“ ვიზიტით ჩამოდის ჩერნოვიცის ოლქის ქალაქ ზასტავნაში. და რას ვხედავთ? ქალაქში, სადაც თითქმის 8000 მოსახლეა, მღვდელმთავართან „ღვთისმსახურებაზე“ მხოლოდ 80 ადამიანი მოდის.
გასაგებია, რომ სოცგამოკითხვების გათვალისწინებით, უმე-ს ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიის ღვთისმსახურებებზე 10-ჯერ ნაკლები ადამიანი უნდა იყოს, დაახლოებით - 8. ამის დასტურად საკმარისია ბუკოვინაში უმე-ს ღვთისმსახურებების ფოტოების ნახვა. მაგალითისთვის ავიღოთ არა სამღვდელმთავრო მსახურება, არამედ მსახურება, რომელიც ჩატარდა სტოროჟინცში რიგით სამრევლო ტაძარში. და რას ვხედავთ?
ვხედავთ, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს სტოროჟინცში უმე-ს წმინდა გიორგის ტაძარში მივიდნენ, ვერც კი შეედრება იმას, რაც ჩვენ ზასტავნას მეუ-ს ტაძარში ვიხილეთ.
გავაგრძელოთ და გადავინაცვლოთ ივან-ფრანკოვსკში. აქ მეუ-ს „არქიეპისკოპოსი“ ტიხონ პეტრანიუკი ბრწინვალე შვიდეულის ორშაბათს ეწვია არა რიგით სამრევლო ტაძარს, არამედ თავის ეპარქიაში მეორე საკათედრო ტაძარს ტერნოპოლში. დაგვეთანხმებით, რომ ასეთ დღეს და ასეთ ადგილას ძალზე ბევრი მორწმუნე უნდა იყოს. მაგრამ...
აღმოჩნდა, რომ „მღვდლები“ ამ ტაძარში რიგით მორწმუნეებზე მეტნი არიან, ეს უკანასკნელნი კი თითქმის არ არიან.
როგორც ვიცით, ტერნოპოლში ძალიან ცოტა მართლმადიდებელი ტაძარი დარჩა, ხოლო რაც დარჩა, ისინი, გასაგები მიზეზების გამო, თავიანთი ღვთისმსახურებების ფოტოებს არ აქვეყნებენ. ხოლო ტიხონ პეტრანიუკის „მსახურების“ შედარება მსახურებასთან, რომელიც იმ დღეს პოჩაევოს ლავრაში ჩატარდა არაკორექტულია. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ლიტურგია, რომელიც ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს ჩატარდა და არა უშუალოდ პოჩაევოს ლავრაში, არამედ სულიწმინდის მონასტერში.
მრავალსიტყვიანები რომ არ ვიყოთ, გთავაზობთ ფოტოს შედარებას ამ ვიდეოსთან:
ვინიცა. ამ ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს უმე-ს ერთ-ერთი ყოფილი მღვდელმთავარი, რომელიც მეუ-ში გადავიდა და თან გაიყოლა საკათედრო ტაძარი და რამდენიმე მღვდელი - სვიმეონ შოსტაცკი.
იმ წლების განმავლობაში, რომელიც მან ვინიცაში გაატარა, ამ ადამიანს თითქოს უბრალო ხალხში სერიუზული მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინა. მოვლენეთა გათვალისწინებით კი, ეს მხარდაჭერა უზარმაზარი უნდა ყოფილიყო.
სინამდვილეში კი, თავისი ჩერნოვიცელი და ტერნოპოლელი კოლეგების ფონზე, შოსტაცკი არ გამოიყურება უფრო თვითდაჯერებულად. მის „მსახურებაზე“ ბრწყინვალე სამშაბათს სოფელ ჩერეპაშინცში მოვიდა 30 ადამიანი.
იმავე დღეს და ისევ სოფელში (ლუკაშოვკა) ლიტურგიას ატარებდა უმე-ს ვინიცკის მიტროპოლიტი ბარსანოფი. სოცგამოკითხვების ლოგიკით, უმე-ს იერარქის ღვთისმსახურებას უნდა ესწრებოდეს 3-4 ადამიანი.
სინამდვილეში კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რეალობა, რომელშიც ჩვენი პოლიტიკოსები ცხოვრობენ, განსხვავებულია იმისგან, რომელშიც უბრალო ადამიანები და მათი ეკლესია იმყოფება:
კიდევ უფრო საინტერესო სურათი იკვეთება მეზობელ ხმელნიცკის ეპარქიაში. იქ, როგორც გვახსოვს, მეუ-მ უმე-ს საკათედრო ტაძარი წაართვა, ხოლო კანონიკური ეკლესიიდან ეპიფანეს სტრუქტურაში „გადასვლათა“ რაოდენობა, ხელისუფლების ინფორმაციის თანახმად, იქ ყველაზე მაღალია. ეს კი ნიშნავს, რომ მეუ-ს მხარდაჭერაც შესაბამისი უნდა იყოს - ესე იგი ყველაზე სერიუზული ჩვენს მიერ განხილულ ყველა შემთხვევაში. სინამდვილეში კი რას ვხედავთ?
ვხედავთ იმას, რომ მეუ-ს ხმელნიცკის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულის ფოტოსურათები (თითქმის ყოველდღიური), მაგრამ დიდი შაბათის შემდეგ - არაფერია. დაბადების დღის მილოცვები, გადაპოსტვები სხვა გვერდებიდან და არავითარი ცნობები სააღდგომო ან ბრწყინვალე შვიდეულის „მსახურებების“ შესახებ. თუ რატომ ხდება ასე, ჩვენ მივხვდით, როდესაც ვნახეთ რამდენიმე ფოტო, რომელიც აღდგომის ღამეს ადგილობრივმა დეპუტატმა იური სმალმა გადაიღო, ის ესწრებოდა „ღვთისმსახურებას“ ხმელნიცკის მეუ-ს საკათედრო ტაძარში.
როგორც ვხედავთ, აღდგომა ღამეს მეუ-ს საკათედრო ტაძარი პრაქტიკულად ცარიელია. პავლე იურისტის მრევლის ყველა წევრის თითებზე ჩამოთვლა შესაძლებელია. და ეს იმ ქალაქში, სადაც მეუ ყველაზე თავისუფლად გრძნობს თავს! ასე რომ, ამ „იერარქის“ სააღდგომო „ღვთისმსახურების“ ფოტოების არარსებობა ეპარქიის ოფიციალურ მასმედიაში მარტივი ასახსნელია - „მეუფე“ პავლემ გადაწყვიტა არ შერცხვეს და არ გამოაქვეყნოს ცარიელი ტაძრების ფოტოები. ხოლო სმალის გაფრთხილება დაავიწყდათ.
კიდევ უფრო სამწუხარო სურათია მეზობელ იურისტთან - მეუ-ს კამენეც-პოდოლსკის „ეპისკოპოს“ გერმანთან, რომელიც აღდგომაზე თავის ცარიელ საკათედრო ტაძარში „წირავდა“.
სულ სხვა სურათია უმე-ს ხმელნიცკის არქიეპისკოპოს ვიქტორის ღვთისმსახურებებზე. აი, რამდენიმე ფოტო უმე-ს საკათედრო ტაძრის სააღდგომო ლიტურგიიდან, რომლებიც ყველაზე ნათლად ასახავენ იმ სურათს, რაც ეკლესიაში ხდება:
რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია?
ჩვენი ეკლესია რთულ დროში ცხოვრობს. სიბინძურე და ცილისწამება, რასაც მღვდელმთავრებზე, მღვდლებზე და უმე-ს მორწმუნეებზე ანთხევენ - წარმოუდგენელია. სურთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვა და ამიტომ უბრალო ხალხს არწმუნებენ, რომ მეუ-ს მღვდლები არიან „ფედერალური სამსახურის ანაფორიანი თანამშრომლები“, „მოღალატეები“, „მეხუთე კოლონა“ და ასე შემდეგ. ძალით იტაცებენ მეუ-ს ტაძრებს, ცემენ მორწმუნეებს და სამღვდელოებას, ეპისკოპოსებს ციხეებში ათავსებენ.
ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარის შესახებ სიმართლის თქმას ბედავენ, იზოლატორებში ამყოფებენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აწარმოებენ და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. ტელევიზიაში და ინტერნეტში წარმოებს მასშტაბური ანტიეკლესიური კამპანია და თითქოს ამ ზომებს თავისი შედეგები უნდა ჰქონოდა. რა შედეგები? მდევნელთა განზრახვით, ხალხი უკვე აღარ უნდა დადიოდეს იმ ეკლესიის ტაძრებში, რომელიც სახელმწიფომ, ჯერ-ჯერობით თუნდაც არაოფიციალურად, მაგრამ კანონგარეშე დააყენა. სინამდვილეში კი რას ვხედავთ?
სინამდვილეში კი ვხედავთ, რომ ჩვენი ეკლესიები გადავსებულია. არა შემთხვევითი ადამიანებით, ვინც ტაძარში უბრალოდ შემოიარა, არამედ მრევლით - ადამიანებით, რომლებმაც გააკეთეს საკუთარი არჩევანი და მოვიდნენ სალოცავად, მიუხედავად ზიზღის, სიძულვილის, ლანძღვის და დევნის საფრთხისა,
ზემოთხსენებული მიტროპოლიტი ევლოღი ამბობს: „საკუთარი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო: მიუხედავად საოცარი ზეწოლისა, ცილისწამების, სიცრუის, ძალადობის, აშკარა დაშინების ნაკადებისა, ჩვენს ეკლესიაში ბევრად გაიზარდა მორწმუნეთა რაოდენობა. პირადად ჩემთვის ამ მხრივ სამაგალითო ვნების შვიდეული და ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია“.
ის ყვებოდა, რომ სუმსკის ოლქში ყოფნის წლებში ვნების კვირის ღვთისმსახურებებზე არასდროს არ უნახავს მრევლის ასეთი დიდი რაოდენობა. თანაც, მისი დაკვირვებით, ეს შემთხვევითი ადამიანები არ ყოფილან, არამედ ისინი, ვინც მართლა ლოცულობდა, თვალს ადევნებდა მსახურების მიმდინარეობას წიგნებისა და გაჯეტების საშუალებით. ისინი ქრისტეს წმინდა ნაწილებს დიდ ხუთშაბათს, შაბათს და აღდგომას ეზიარებოდნენ.
იგივე სიტუაციას ადასტურებენ სხვა ტაძრების წინამძღვრებიც.
და სრულიად სხვა სურათია მეუ-ს ტაძრებში - იქ აღდგომაზეც კი სიცარიელე იყო, როდესაც ეკლესიაში ისინიც კი მიდიან, ვინც იქ არასდროს არ დადის. და აქ ჩნდება ერთი კითხვა: რატომ ხდება ეს?
ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხია: უმე-ს ასობით და ათასობით მომლოცველი - ეს ის ხალხია, ვისაც წყურია ჭეშმარიტი სიტყვის მოსმენა და ამ წყურვილში ის ეწაფება ცოცხალ და არა მკვდარ წყაროს.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?