ქრისტეს მხარე: სერბეთის ეკლესია „უკრაინულ საკითხში“

სერბეთის პატრიარქი პორფირი. კოლაჟი: СПЖ

2021 წლის 19 მაისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქმეთა მმართველის, ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩი) მეთაურობით ბელგრადში შეხვდა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს.

იმაზე, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ, გვიამბო უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მეთაურის მოადგილე, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა. მისი სიტყვებით, პატრიარქთან „ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა შედგა“, ხოლო „სერბეთის ეკლესია მტკიცედ დგას უმე-ს მხარდაჭერისა და კანონიკური წესრიგის მხარეს“.

მოგვიანებით,  მიტროპოლიტ ანტონისთან შეხვედრას კომენტარი თავად პატრიარქმა პორფირემ გაუკეთა. კერძოდ, სერბეთის ეკლესიის წინამძღოლმა ხაზი გაუსვა, რომ სმე-ს „უკრაინულ საკითხში“ უკავია მკაცრად კანონიკური პოზიცია და ამის შესაბამისად, მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის მეთაურობით.

პატრიარქ პორფირეს კომენტარი, რომელიც მან მიტროპოლიტ ანტონთან შეხვედრის შედეგების თაობაზე  მისცა, შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად.

პირველი ნაწილი ეძღვნება ეკლესიაში კანონიკურ წესრიგს, რაც წარმოადგენს მართლმადიდებლობის ერთიანობის პირობას.

მეორე ნაწილი ეხება კანონიკური წესრიგისგან სახარებისეული ქადაგების დამოკიდებულებას.

მესამე ნაწილი არის მართლმადიდებლობის ერთიანობის დასტური, რომელსაც პატრიარქ პორფირეს აზრით, მხარს უჭერს სწორედ უმე.

სერბეთის პატრიარქის სიტყვები, როგორც ვფიქრობ, გამოხატავს ყველაზე ჯანსაღ მიდგომას იმ კრიზისის გადაწყვეტის მიმართ, რომელშიც მსოფლიო მართლმადიდებლობა აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მეუ-ს ტომოსის გადაცემის შემდეგ. ამიტომ სწორედ მათზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი დეტალურად.

კანონიკური წესრიგი, როგორც მართლმადიდებლობის ერთიანობის პირობა

პატრიარქ პორფირეს სიტყვებით, „ჩვენთვის განუზომლად მნიშვნელოვანია რწმენის ერთიანობა, რომ ჩვენ დოგმატების ერთიანობა გვქონდეს. თუმცა, ამავე დროს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის ერთიანობისა და შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ეკლესიის კანონიკური წესრიგის შენარჩუნება“.

პატრიარქის ეს გამოთქმა პირდაპირ აპელირებს „პირველი თანასწორთა გარეშე“ იმ თეორიასთან, რომელსაც ამჟამად აქტიურად ანვითარებენ ფანარიოტები. ამის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქს გააჩნია განსაკუთრებული უფლებები მართლმადიდებლობაში და არა მხოლოდ პატივის, არამედ ძალაუფლების პირველობაც გააჩნია. გარდა ამისა, ბოლო ხანებში ამ თეორიის მომხრეთა ბაგიდან სულ უფრო ხშირად ჟღერს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მართლმადიდებლობაში ერთიანობას უნდა ჰქონდეს თავისი ხილული გამოხატულება - კონსტანტინოპოლის პატრიარქის პიროვნებაში.

სწორედ ასეთი სიტყვებით ოპერირებს ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი მიტროპოლიტი იეროფეი (ვლახოსი), ამტკიცებს რა, რომ ფანარიონის მეთაური წარმოადგენს „მართლმადიდებლობის ერთიანობის ხილულ სიმბოლოს“. აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოს ხელმძღვანელი არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „გააჩნია პასუხისმგებლობა მართლმადიდებლობის ერთიანობასა და სარგებელზე მისთვის“.

თავად პატრიარქი ბართოლომეოსი დარწმუნებულია, რომ „ჩვენ მართლმადიდებლებმა უნდა გამოვიყენოთ თვითკრიტიკა და გადავხედოთ ჩვენს ეკლეზიოლოგიას, თუ ჩვენ არ გვსურს გავხდეთ პროტესტანტული ტიპის ეკლესიების ფედერაცია“. ერთი სიტყვით, ეკლესიის მთლიანი მოწყობა მას რატომღაც „პროტესტანტიზმს“ აგონებს. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი ან ვერ ხვდება ან მას არ სურს გაიგოს განსხვავება მართლმადიდებლურ ერთიანობასა და პროტესტანტულ ფედერაციულობას შორის. მართლმადიდებლობაში ერთიანობა არის სიცოცხლე სულიწმიდაში, სადაც ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდება ერთობლივად და მოითხოვს საერთო საეკლესიო რეცეფციას. ასეთი მოწყობის დროს ეკლესიაში მთავარი არის ქრისტე და არა რომელიმე იერარქი. მაშინ, როცა „პროტესტანტულ ფედერაციაში“ თითოეული „თავის თავის მეთაურია“, ხოლო გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ბევრი.

თუმცა, პატრიარქი ბართოლომეოსი არ ჩერდება ამაზე და უფრო შორს მიდის. მისი აზრით, ერთიანობის პრობლემის გადაჭრა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ვაღიარებთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ეპისკოპოსი, რომელიც სხვა ეპისკოპოსებზე უფრო მაღლაა და მას განაკუთრებული ძალაუფლება გააჩნია: „რამდენადაც ეპისკოპოსად  ხელდასმაში ჩვენ ფიცს ვდებთ დავემორჩილოთ მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ განუყოფელ მსოფლიო მართლმადიდებლობაში არის მხოლოდ ერთი „პირველი“, არა მხოლოდ პატივით, არამედ „პირველიც“ განსაკუთრებული ვალდებულებებითა და კანონიკური უფლებამოსილებებითაც, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ არის დაკისრებული“.

პატრიარქი ბართოლომეოსი იქამდე საუბრობს, რომ ამბობს - ვინც წყვეტს ევქარისტულ ერთიანობას „ფანარიონთან“, ის „რისკავს მოიკვეთოს თავი მართლმადიდებლური ეკლესიის სხეულისგან“. გამოდის, მისთვის მართლმადიდებელი ეკლესია გაიგივებულია ფანარიონთან და არა ქრისტეს სხეულთან. ღირს კი გაკვირვება, რომ ზოგიერთი ფანარიოტის აზრით, ეკლესიას მეთაურობს არა ქრისტე, არამედ პატრიარქი ბართოლომეოსი?

ამიტომაც, სრულად ნათელია, რომ ეკლესიაში კანონიკური წესრიგის შენარჩუნების აუცილებლობაზე მითითებისას, პატრიარქ პორფირეს მხედველობაში აქვს არა კანონების ის გაგება, რომელიც ამჟამად ფანარიოტებისთვისაა დამახასიათებელი. სერბეთის ეკლესიის წინამძღოლისთვის, კანონები არის ქრისტეში მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობის პირობა, მაშინ როცა ფანარიონებისთვის კანონები მხოლოდ ძალაუფლების ინსტრუმენტია, ხოლო ერთიანობის ხილულ გამოხატულებას წარმოადგენს კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი და არა ეკლესიისადმი მორჩილება. აი, რა უნდა გვახსოვდეს.

ეკლესიის სიცოცხლე და არა პირადი სიმპათიები

პატრიარქი პორფირე თვლის, რომ „კანონიკურ წესრიგზე ღელვა არ წარმოადგენს ერთის მიმართ მეტი, ხოლო მეორის მიმართ ნაკლები სიმპათიით ჩვენი დამოკიდებულების გამოხატულებას“. და ამ სიტყვებს ძალიან ყურადღებით უნდა მივუდგეთ.

საქმე იმაშია, რომ ბერძნულ-წარმართული ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები ძალიან ხშირად მეუ-ს ტომოსს აღიქვამენ, როგორც ფანარიონის მხრიდან მსოფლიო მართლმადიდებლობაში რუსული ეკლესიის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში იძულების ზომას. შესაბამისად, „უკრაინის საკითხსაც“ ისინი განიხილავენ უშუალოდ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოს დაპირისპირების ჭრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მათი გადაწყვეტილება, გარკვეული გაგებით, პოლიტიკურად და ნაციონალურად მოტივირებულია.

მაგალითად, ელადის ეკლესიის მიტროპოლიტები, რომლებმაც ცნეს მეუ, ბერძნულ გამოცემა „ვიმა ორთოდოქსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ საბერძნეთის კლესია ტრადიციულად უჭერს მხარს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და ის სხვაგვარად ვერ მოიქცევა.

ასევე, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა განუცხადა მისი სრული მხარდაჭერა ფანარიონს  იმ „განუყოფელი სულიერი და ისტორიული კავშირების არსებობის მიზეზით, რომელიცა აკავშირებს ფანარიონს კვიპროსის ეკლესიასთან“. წარმოქმნილ განხეთქილებაში არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი რმე-ს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ „თუნდაც თუ დავეთანხმებით იმას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია... არსებობს ათასი წელი, ჩვენ, ძველი საპატრიარქოები და კვიპროსის ეკლესია, ორი ათასი წელია ვარსებობთ. აი, რატომ უნდა გაიმართოს კონსულტაცია ჩვენთან. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მართლმადიდებლობა მიიღო მსოფლიო საპატრიარქოსგან, რომელსაც დღეს პატივს არ სცემს. ყველა სხვა უმცროსი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მსოფლიო საპატრიარქო წარმოადგენს დედა-ეკლესიას“. გამოდის, რმე-მდა უნდა „მოუსმინოს“ და „პატივი სცეს“ ფანარიონს მხოლოდ იმიტომ, რომ ის უმცროსია! მაგალითად, ისე, როგორ მას უსმენს ელადის ეკლესია.

ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები მიტროპოლიტი იეროფეი (ვლახოსი) წერს: „ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ეკლესიის ხმას, რომელიც გამოხატულია ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ... ჩვენ გვაქვს ეკლესია, რომელსაც დავექვემდებარებით და ჩვენ არ მოვუსმენთ თითოეულ მღვდელმსახურს, ღვთისმეტყველს, მოძღვარს, მასწავლებელს, რომელიც ჩვენს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას აცნობს  უცხოურ ტრადიციებთან, უცხოურ მორალთან, უცხოურ მოძღვრებებთან, ინდივიდუალურ და რელიგიურ პარადიგმებთან“.  და ამ სიტყვებს ამბობს მართლმადიდებელი (?) მღვდელმთავარი! „დაექვემდებარო“, „უცხოური ტრადიციები“, „უცხოური მორალი“... რატომღაც ყოველთვის გვეჩვენებოდა, რომ მართლმადიდებლობაში არის მხოლოდ სახარებისეული მორალი, მისთვის კი მთავარია - ქრისტესადმი მორჩილება. აღმოჩნდა, არა. არსებობს კიდევ ერთი, „ნაციონალური“ მორალი და არსებობს „ეკლესია“, რომელსაც უნდა „დაექვემდებარო“.

აი, სინამდვილეში რა არის მთავარი - არა მოსკოვის ან ფანარიონის „სიმპათიები“ და „მხარე“, არა ნაციონალური ან პოლიტიკური ინტერესები, არამედ მხოლოდ ქრისტეში ეკლესიის ცხოვრება.

გამოდის, რომ ბევრი ბერძენი ეპისკოპოსის გამონათქვამებში „უკრაინული საკითხის“ შესახებ საქმე ეხება არა ქრისტესთან ერთიანობის შენარჩუნების სურვილს, არა ეკლესიის დებულებებს ან კანონებს, არამედ მხოლოდ ნაციონალურ სოლიდარობას. მაგრამ, სადაა ეკლესია? მისი სიცოცხლე, კანონების მიე რეგლამენტირებული?

არსებითად, სწორედ პატრიარქი პორფირე აჟღერებს ყველაზე ჯანსაღ აზრს პრობლემაზე, რამდენადაც ის გამოდის არა მოსკოვის ან ფანარიონის „მხარეს“, არამედ ეკლესიის „მხარეს“, რომელიც ქრისტესთან უნდა იყოს. სმე-ს მეთაური იცავს საეკლესიო-კანონიკურ და არა ნაციონალურ ან სხვა თვალსაზრისს „უკრაინის საკითხზე“.

მაისის დასაწყისში სერბეთის პატრიარქმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან არგუმენტირებულად გადმოსცა ეს პოზიცია. მისი აზრით, განხეთქილება მართლმადიდებლობაში შეიძლება დავძლიოთ, რამდენადაც „წერტილის არსებობის რწმენა, საიდანაც შეუძლებელია დაუბრუნდე ნორმალურ საეკლესიო ცხოვრებას, არ იღებს მხედველობაში იმ ფაქტს, რომ ეკლესია არ არის ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზაცია, რომელიც იმართება სხვადასხვა ინტერესებით და უპირატესად ადამიანური ფაქტორის გავლენით, მაგრამ არსებობს ერთიანი, წმინდა, მთლიანი და სამოციქულო რეალობა“.

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენმა ეკლესიამ არ აირჩია მოსკოვის ან კონსტანტინოპოლის „მხარე“ ან კიდევ სხვა, მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა კანონიკური წესრიგისა და სრული მზადყოფნის  ერთგული, პატივი სცეს ამ წესს და დაადასტუროს ეს“.

აი, რა არის მთავარი სინამდვილეში - არა მოსკოვის ან ფანარიონის „სიმპათიები“, არა „მხარე“, არა ნაციონალური ან პოლიტიკური ინტერესები, არამედ მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის სიცოცხლე. აქაც, როგორც თვლის პატრიარქი პორფირე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ კანონიკური წესრიგი, რომელიც „წარმოადგენს პირობას, რომლის გარეშეც ჩვენ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ შეგვიძლია ვამტკიცოთ სწორად ჩვენი მხსნელის თაობაზე“.

უმე-ს მხარდაჭერა, როგორც ქრისტეში ერთიანობის დასტური

პატრიარქ პორფირესთვის ცხადია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ განხეთქილებაში მყოფი მეუ-თვის ტომოსის მინიჭება არის ეკლესიაში კანონიკური წესრიგის და შესაბამისად, მისი ერთიანობის პირდაპირი დარღვევა. თავის მხრივ, ეს დარღვევა მეტყველებს არა უბრალოდ ფანარიონის მეთაურის „პაპისეულ ამბიციებზე“, არა უბრალოდ მისი „ პირველობის სურვილზე“ მსოფლიო მართლმადიდებლობაში, არამედ თავად ეკლესიის ცხოვრების დარღვევაზე. დარღვევაზე, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქრისტეს ქადაგებაზე: „კანონიკური ეკლესია წარმოადგენს პირობას, რომლის გარეშეც ჩვენ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ შეგვიძლია ვამტკიცოთ სწორად ჩვენი მხსნელის შესახებ“.

სწორედ ამიტომ, ამბობს პატრიარქი „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონიკური წესრიგი, რომელიც დღეს უკრაინაში კრიზისშია, გაუნებელყოფილ იქნეს“, ხოლო „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით მხარდაჭერილ იქნება ჩვენი ეკლესიის მხრიდან და ეს იქნება მართლმადიდებლებს შორის დადებული ერთიანობის დასტური“.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით ჩვენი ეკლესიის მხრიდან იქნება მხარდაჭერილი და ეს იქნება მართლმადიდებლებს შორის დადებული ერთიანობის დასტური“.

პატრიარქი პორფირე

ეს ერთიანობა მიუთითებს ეკლესიის მთლიანი წყობის, მისი დოგმატური და კანონიკური სისუფთავის დაცვის აუცილებლობას. ის, ძირითადად გამოიხატება ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაშიც. ასე, მაგალითად, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფიის მიტროპოლიტი  ნეოფიტი ფანარიოტებსა და მათ მომხრეებს ახსენებს, რომ მიტროპოლიტი ონუფრი და უმე „ყველამ აღიარა: ჩვენმა ეკლესიამაც და მსოფლიო საპატრიარქომაც, საბერძნეთმაც, ალექსანდრიამაც და იერუსალიმმაც - ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბოლო დრომდე აღიარებდნენ, რომ ის წარმოადგენს კიევის კანონიკურ ეპისკოპოსს, სრულიად უკრაინის არქიეპისკოპოსს“.

თუმცა, ფანარიონის მეთაურის აზრით, მართლმადიდებლობის „ერთიანობის დასტურად“ უნდა ჩაითვალოს... მეუ-ს აღიარება. დუმენკოს სახელის თავიანთ დიპტიხებში ჩართვის თაობაზე ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის წინამძღოლების გადაწყვეტილების კომენტირებისას, პატრიარქმა ბართოლომეოსმა განაცხადა, რომ ეს არის „არსებითი წვლილი მართლმადიდებლობის ერთიანობის საქმეში, როგორც მისი ეკლეზიოლოგიის პრაქტიკული შედეგი და გამოხატულება“. პატრიარქ ბართოლომეოს აზრით, „უკრაინის ავტოკეფალია წარმოადგენს დასრულებულ საეკლესიო მოვლენას და ერთადერთი ეკლეზიოლოგიურად თანამიმდევრული პოზიცია არის მისი აღიარება მართლმადიდებელი ძმები-წინამძღვრების მიერ, როგორც ეს მოხდა რუსული ეკლესიისგან მართლმადიდებელი ეკლესიების ყველა უმცროსი ძმების ავტოკეფალიის შემთხვევაში“.

სერბეთის პატრიარქის აზრი, რომ უმე-ს აღიარება და მხარდაჭერა წარმოადგენს „მართლმადიდებლებს შორის დადებული ერთიანობის მტკიცებას“, სრულად ეწინააღმდეგება ფანარიონის მეთაურის პოზიციას.

სერბეთის პატრიარქის აზრი, რომ უმე-ს აღიარება და მხარდაჭერა წარმოადგენს მართლმადიდებლებს შორის დადებული ერთიანობის მტკიცებას, სრულად ეწინააღმდეგება ფანარიონის მეთაურის პოზიციას. ამასთან, დღეისათვის ამ აზრს იზიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობა, რომელიც კანონიკურ ერთიანობაში არის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

როგორც არ უნდა იყოს, თავისი სიტყვებით, პატრიარქმა პორფირემ რამოდენიმე, ძალიან არსებითი მომენტი აღნიშნა, რომელსაც უფრო მეტი ყურადღების გამახვილება სჭირდება მეუ-ს მომხრეებთან პოლემიკის დროს.

ჯერ ერთი, ეკლესიის სიცოცხლე დამოკიდებულია არა მხოლოდ დოგმატურ სისუფთავეზე, არამედ კანონიკურ წესრიგზეც.

მეორე, საუბარი საჭიროა არა ფანარიონის ან მოსკოვის „მხარეზე“, არამედ უშუალოდ ქრისტეს „მხარეზე“. „უკრაინულ“, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ „საკითხში“ უნდა სჭარბობდეს არა სიმპათიები, არა ნაციონალური ან პოლიტიკური ინტერესები, არამედ უშუალოდ სურვილი დარჩე ქრისტეში და ქრისტესთან.

მესამე, კანონიკური წესრიგი შეიძლება გაუნებეყოფილ იქნეს უმე-ს მხარდაჭერით.

და მეოთხე, პატრიარქმა პორფირემ მკაფიოდ უჩვენა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების წარმომადგენლებს, რომ მისი სახით მათ შეიძინეს ეკლესიის კანონების შეურიგებელი დამცველი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მეუ-ს არანაირი აღიარება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არ იგეგმება.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?