უუს და ბიგუსი: რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის?

გაკვეთილები ფეხსაცმლის სწრაფად გამოცვლის შესახებ, ან რა დაემართა ბიგუსს. ფოტო: СПЖ

რამდენიმე დღის წინ „ბიგუს-ინფოს“ „ჟურნალისტებმა“ გამოსცეს „გამოძიება“ უმე-ს „მედია-პულას“ „უკანონო“ საქმიანობის შესახებ. ამ „გამოძიებაში“ მჟკ, „Перший Козацький“ და „Миряне“ დასახელებულები არიან „უკრაინის მტრებად“ და მათ „სახელმწიფო-აგრესორზე  მუშაობაში“ ადანაშაულებენ. რამდენად შეესაბამება ეს ბრალდებები სინამდვილეს და „ბიგუსის“ „გამოძიება“ - ჟურნალისტურ სტანდარტებს?

„ბიგუსმა“ სახელი გაითქვა თავისი სიუჟეტებით უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციის შესახებ. მათი ქმედებები ხშირად ეხებოდა ძალზე გავლენიან პოლიტიკოსებს და ზოგჯერ ისინი საინტერესოც კი იყო.

2013 წლის 5 ნოემბერს ეთერში გავიდა „ბიგუსის“ პირველი გამოშვება - წამყვანი დიმიტრი ბიგუსი იყო. შემდეგ - ამ პროექტის გამოჩენა ZIK-ზე, „24 канал“-ზე და „Перший“ -ზე. მათი მოღვაწეობის ყველაზე ნათელი და გამოკვეთილი თვისებაა: სკანდალურობა და სიხისტე. ისინი არ იზღუდებიან თავიანთ გამონათქვამებში, ოპერირებენ საინტერსო ფაქტოლოგიური მასალით „ჩვენი ჟურნალისტების ხელში მოხვედრილი“ ჩანაწერების სახით (ასე იყო მედვედჩუკის შემთხვევაში), ხოლო თავდაცვის სამინისტროს  გამოძიებების ცენტრში არის დერჟმაინის ფონდი, ნაცგვარდია და საერთოდ ყველაფერი ის, რაც დიდ თანხებთან და კორუფციულ სქემებთან არის დაკავშირებული.

გასაკვირი არაა, რომ ხელისუფლების მხრიდან ყურადღება

„ბიგუსის“ მიმართ იყო და არის ძალზე გამძაფრებული. და როდესაც ამ წლის დასაწყისში გამომცემლობის ჟურნალისტებს შეემთხვათ „პატარა უსიამოვნება“, გასაკვირი მხოლოდ ის ფაქტი იყო, რომ ეს „უსიამოვნება“ ასე მალე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის შუა რიცხვებში ქსელში დადეს ვიდეო, სადაც „ბიგუსის“ თანამშრომლები საახალწლო კორპორატიულ შეხვედრაზე ნარკოტიკებს მოიხმარენ. თავიდან დიმიტრი ბიგუსმა ეს ფაქტი არ უარყო და საკადრო წმენდას აპირებდა. მაგრამ... მოგვიანებით მთავარი რედაქტორის მოადგილემ ოპანასენკომ გააკეთა განცხადება, რომ „ბიგუსის“ თანამშრომლებს უკვე თითქმის ერთი წელია უუს-ის ხალხი უსმენს, ვიდეოში კი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა, რაც ამ დროის განმავლობაში იყო ჩაწერილი.

შემდეგ „ბიგუსმა“ განაცხადა, რომ  ჟურნალისტების უკანონო თვალთვალისა და მათზე ზეწოლის გამო  მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. ამ ზეწოლაში დამნაშავეები იყვნენ, „ბიგუსის“ აზრით, რა თქმა უნდა უუს-ის თანამშრომლები. მედიის პლატფორმებზე დიმიტრი ბიგუსი აღშფოთებას გამოხატავდა მუშაობის იმ მეთოდებისა და საშუალებების გამო, რომლებსაც უუს-ის წარმომადგენლები მისი თანამშრომლების მიმართ იყენებდნენ. დიმიტრო ბიგუსი სამართლიანობისკენ მოუწოდებდა და ლაპარაკობდა რთულ ურთიერთობებზე ჟურნალისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის, რომ მსგავსი ზეწოლა - „კრემლის მეთოდებია“, რომ არ შეიძლება კორპორატივის სიტუაციაში ბავშვებისა და ოჯახის ჩარევა. კომპლექსი, სადაც კორპორატივი ტარდებოდა, სათვალთვალო კამერებით იყო გამოტენილი - კარადებში, ოთახებში, დერეფნებში.

რამდენიმე ინტერვიუ ბიგუსმა დასავლეთის მასმედიას მისცა, ხმამაღლა აცხადებდა ზეწოლაზე მასზე და მის კომპანიაზე მათ ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ამ ფონზე ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა „სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ამ ყველაფერს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“. პრეზიდენტის სიტყვებით, „ჩვენ ხომ ასე გვჭირდება ევროპისა და მსოფლიო მედიის მხარდაჭერა“.

უუს ანთავისუფლებს დეპარტამენტის უფროსს - თვალთვალის ორგანიზატორს, და ყველა კმაყოფილი რჩება.

მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებების და მხილებების მოპოვებისა, რომლებიც  „ბიგუსის“ თანამშრომელთა მიერ ნარკოტიკების მოხმარებას ამტკიცებდნენ, მათ წინააღმდეგ საქმე იხურება. ეს იმიტომ, რომ მხილებები „უკანონოდ“ იყო მოპოვებული, უუს-ს საქმიანობა  „ზედმეტად უხეში“ იყო და, რაც მთავარია, ატყდა ხმაური იმის გამო, რომ უკრაინაში „ჟურნალისტებს დევნიან“.

გადაწყვიტეს საქმის „მიჩქმალვა“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული მოთხოვნების სანაცვლოდ. რა მოთხოვნების? ამაზე  ქვემოთ მოგახსენებთ.

ნარკოტიკებთან და უუს-თან „უსიამოვნებებიდან“ სულ რაღაც სამი თვის შემდეგ „ბიგუსმა“ სახელდახელოდ მოამზადა და გამოსცა „ჯინსა“ (ანუ შეკვეთილი მასალა) უმე-ს და ეკლესიის „მედია-პულის“ შესახებ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ უმე-ს შესახებ „ჯინსა“ კეთდებოდა თვით უუს-თან კოლაბორაციაში, რომელმაც „ბიგუსს“ წინასასამართლო გამოძიების მასალები მიაწოდა, რაც თავისთავად უკვე დანაშაულია. უუს-ს „ბიგუსის მთელი მასალა“ აგებულია ძალოვანთა მიერ მიწოდებულ „ფაქტებზე“. სწორედ იმ ძალოვანთა მიერ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, „ბიგუსის“ ჟურნალისტთა სიტყვებით, კრემლის მეთოდებით მუშაობდნენ და სიტყვის თავისუფლებას დევნიდნენ. ეს შეუსაბამობა იმდენად აშკარაა, რომ უმე-ს მოწინააღმდეგეებსაც კი ის თვალში ხვდება.

აი, სახასიათო კომენტარი მჟკ-ს შესახებ იმ ვიდეოს ქვეშ, რომელიც „ბიგუსის“ სიუჟეტს შეიცავს: „ერთი პატარა კითხვა მაქვს. რატომ ხდება ისე, რომ როდესაც უუს-მ ბიგუს.ინფო-ს წინააღმდეგ „თავისი სპეცოპერაცია“ ჩაატარა, თქვენ სამი ვიდეორგოლი გამოუშვით,  რომ ამხილოთ მათი უკანონო საქმიანობა. თქვენ გვაჩვენეთ, თუ როგორ უკანონოდ აგდებდნენ ისინი კამერებს, აჩვენეთ ყველა ფიგურანტი, ჩაატარეთ მთელი გამოძიება იმის საჩვენებლად, რომ უუს ყოველთვის არ არის სიკეთის მხარეს. გვითხარით, რომ უუს ყველა კანონიერი თუ უკანონო გზით ცდილობს თქვენი კამპანიის გაშავებას. ახლა კი, როდესაც იგივე თქვენი მდევნელი უუს ეკლესიას დევნის, აქ ყველაფერი რიგზეა, ჩვენ მას ვენდობით, ეს ხომ უუს-ა. ნუთუ ცოტა ობიექტურობა მაინც არ გაგაჩნიათ, რატომ ენდობით მას მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თქვენთვის ხელსაყრელია!!!? (ps. მე არ ვამართლებ რმე-ს, მაგრამ არ შეიძლება   ყველა იმ „აღმოჩენას და მხილებას“ ვენდოთ, რომლებიც უუს-ს მიერ უმე-ში იყო განხორცილებული).

დაგვეთანხმეთ, რომ კითხვა მართებული და ლოგიკურია: მართლაც, რატომ დაიწყო „ბიგუსმა“ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა უუს-თან? როგორც ჩანს, კითხვას უეჭველად უნდა გაეცეს პასუხი.

გადავიდეთ უშუალოდ „გამოძიებაზე“.

სიუჟეტში მუდმივად იხმარება სიტყვათა შეთანხმებები: „მოსკოვის საპატრიარქო“, „ფედერალური სამსახურის აგენტები“, „კრემლის მითითებები“. თუმცა სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია თავისი ვერდიქტი, „გამოძიების“ ფიგურანტები საგამოძიებო იზოლატორში არიან, მათ წინააღმდეგ კი გამოძიება ტარდება. რატომ იმეორებენ „ბიგუსები“ ასე ჯიუტად ამ სიტყვათა შეთანხმებებს? მაყურებლის თავში უნდა შევიდეს ის, რომ ყველა მართლმადიდებელი ჟურნალისტი უკვე დამნაშავეა. როგორ შეიძლება, რომ უუს-მ უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლა მოახდინოს? „ბიგუსმა“ იცის, რომ არ შეიძლება. თუ შეიძლება?

სიუჟეტი იწყება ასეთი შესავლით: დეპუტატი არტემ დმიტრუკი ლაპარაკობს მორიგ განუკითხაობაზე - ტაძრის მიტაცებაზე, მღვდლისა და მორწმუნეთა ცემაზე, მეუფე თეოდოსმა მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ადვოკატი ნიკიტა ჩეკმანი ლაპარაკობს მორწმუნეთა უფლებების დარღვევებზე... წამყვანი კი კიევ-პეჩერის ლავრის ფონზე დასკვნას აკეთებს, რომ უმე „პრომოსკოველ ხუცესთა, პრომოსკოვური მრევლისა და პრორუსული პროპაგანდის ცენტრს წარმოადგენს“.

და თუ სტატისტიკას მივმართავთ? რაზეა ლაპარაკი? 2023 წლის შუაში დასტურდება სამღვდელოებას შორის კოლაბორაციის 12  შემთხვევა, ეს 12 ათას მღვდელს შორის, რომლებიც 9 ათას სამრევლოში მოღვაწეობენ. გამოდის, რომ  მღვდლების საერთო რაოდენობის 0,1 %, ესე იგი მინიმალური მათემატიკური ცდომილების ფარგლებში. უფრო ცოტაა ჩვენი ტაძრების მრევლს შორის.

იმ მართლმადიდებელ მორწმუნეთა რაოდენობა, რომლებიც ამ მომენტისთვის უკრაინას იცავენ, ასი ათასობით არის. ისინიც „პრომოსკოვური კოლაბორანტები“ არიან?

სხვა მხრივ, მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში უუს-მ გამოიძია 2600-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც კოლაბორაციასთან არიან დაკავშირებულები, აქედან 300 სასამართლოშია გადაცემული. ფიგურანტთა შორის  არიან უმაღლესი და საშუალო რგოლის მოხელეები, ძალოვნები, პედაგოგები, უბრალო მოსამსახურეები. გამოდის, რომ ამ 2600 საქმიდან მხოლოდ 12 უმე-ს წარმომადგენელია - ეს უუს-ს ოფიციალური სტატისტიკაა. მაგრამ ამის შესახებ „ბიგუსში“ რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს.

და ბოლოს, ალუბალი ტორტზე: 2024 წლის თებერვლის დასაწყისში უუს-მ განაცხადა ფედერალური სამსახურის აგენტთა ქსელის გამოაშკარავებასა და დაპატიმრებაზე, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებისგან შედგება. თანაც მტკიცებულებით ბაზასთან დაკავშირებით  საქმე ძალზე სერიუზულად არის: ლაპარაკია კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულად გადმოცემულ ინფორმაციაზე, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ენერგეტიკას და თავდაცვას ეხება. 

ხომ გესმით? უუს-ს ათობით თანამშრომელი, რომლებიც კონკრეტულად მტრის სასარგებლოდ მუშაობენ, აწვდის  მას ინფორმაციას სტრატეგიულ ობიექტების შესახებ  და არის უმე-ს 12 მღვდელი, რომლებმაც სოცქსელებში გააზიარეს პოსტები, ან პირად საუბრებში ან პირად მიმოწერებში „ავრცელებდნენ პრორუსულ ნარატივებს“! ხედავთ განსხვავებას?

თუ ხედავთ, ჩნდება კითხვა: რატომ არავინ არ ითხოვს, რომ უუს „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ აღიარონ, რომელიც მტერზე მუშაობს? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს კანონში არ არსებობს „კოლექტიური დანაშაულის“ ცნება, ხომ მართალია?

მაგრამ „ბიგუსის“ ჟურნალისტს ეს არ აჩერებს და ის დარწმუნებით აცხადებს ფედერალური სამსახურის „აგენტთა“ მთელი ქსელის გამოაშკარავების შესახებ, რომელიც თითქოს „მოსკოვის საპატრიარქოს“ მფარველობის ქვეშ მოქმედებს.

ამ ქსელს დაუკავშირეს სახალხო დეპუტატები და ამერიკელი სამართალდამცავი და უმე-ს ადვოკატი რობერტ ამსტერდამიც კი. „ბიგუსის“ სიტყვებით, სწორედ ამ „ქსელის“ დამსხურებით ხდება უკრაინის საერთაშორისო დახმარების ბლოკირება.

აქ კი უკვე ლუბიანკა გვახსენდება - იქ კი მხურვალე აპლოდისმენტებია. კორუფციის საშინელი სკანდალები ჯარში, ქურდობები ჰუმანიტარულ დახმარებაში, კტც-ის თანამშრომელთა ქრთამები, უშძ-ისთვის განკუთვნილი ფულის გაფლანგვა, ცნობილი კვერცხები, რომლებსაც ჯარისთვის სამმაგ ფასში ყიდულობდნენ და უამრავი სხვა რამ - ეს  ყველაფერი ლუბიანკაზე აპლოდისმენტებს არ იმსახურებს (ალბათ იმიტომ, რომ ქვეყანას ნამდვილი „პატრიოტები“ ღუპავენ), სამაგიეროდ აპლოდისმენტებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები უმე-ს ტაძრების მიტაცებებზე ყვებიან.

საინტერესოა, თვითონ „ბიგუსებს“ ეს ყველაფერი ესმით თუ არა? მათ ეს უნდა ესმოდეთ, ისინი ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში კორუფციული სკანდალებით იყვნენ დაკავებულები.

შემდეგ ჟურნალისტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარლამენტში კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ პირველი მოსმენის შემდეგ აღარ გაგრძელებულა და რა ცუდი დეპუტატები გვყავს, იმიტომ რომ  მათ უმე-ს აკრძალვა არ სურთ. შემდეგ კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ყველა ამ დეპუტატს  სპეციალური სამსახურები მიხედავენ, თუ ისინი ხმას არ მისცემენ.

ჯერ-ჯერობით კი ამ კანონის ბლოკირებაში „ბიგუსები“ ბრალს დებენ „სააგენტო ქსელს“, რომელიც მჟკ-ს, «Перши Козацьки»-ს ჟურნალისტებისგან და ზოგიერთი მღვდელმსახურისგან შედგება, რომლებსაც მართლმადიდებლურ მედია-სფეროსთან აქვთ ურთიერთობა.

ყველას მათ ეძლევათ არაობიექტური შეფასებითი დახასიათება, ხოლო „ბიგუსის“ წამყვანი კატეგორიულად აცხადებს, რომ ისინი „კრემლის მითითებებით“ მუშაობენ, ადგენენ ათასობით და ათასობით ტექტს და კრემლისთვის აუცილებელ სურათს ქმნიან. ანუ კრემლისთვის სურათს ქმნიან არა ისინი, ვინც ტაძრებს იტაცებს, ცემს უმე-ს მრევლს და მღვდლებს, ბულდოზერებით და კუთხსახეხებით ამტვრევს ბოქლომებს, არამედ ისინი, ვინც ამის შესახებ ყვება! მოკლედ, თქვენთვის გასაგებია.

თუმცა სულ რაღაც სამი თვის წინ დიმიტრი ბიგუსი ლაპარაკობდა თავისი თანამშრომლების მიმართ უუს-ის განუკითხაობაზე და იყენებდა პრაქტიკულად იგივე გამოთქმებს, მაგრამ არა უმე-ს მისამართით, არამედ... თვით უუს-ს მისამართით!

მაინც კონკრეტულად რაშია მჟკ-ს დანაშაული? არ დაიჯერებთ, მაგრამ „ბიგუსის“ ვერსიით იმაში, რომ 2018 წელს ჩვენს რესურსს პოროშენკო აკრიტიკებდა! დასტურად „ბიგუსმა“ 6 წლის წინანდელი სკრინშოტიც იპოვა. შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ყოველი ადამიანი, ვინც აკრიტიკებს დღეს (ან ადრე აკრიტიკებდა) „სივოჩოლოვს“, ის კრემლის აგენტია, რომელიც „მოსკოვის მითითებებით“ სარგებლობს.

კარგად გვესმის „ბიგუსების“? თუ გვესმის, მაშინ „კრემლის აგენტებში“ დღესდღეობით შედის პრეზიდენტ ზელენსკის მთელი პარტია და უკრაინელ დეპუტატთა, პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა  დიდი უმრავლესობა.

თუ მჟკ-ს პატრიარქ კირილეს ციტირებაში ადანაშაულებენ, ანუ ეს როგორ შეიძლება. მაგრამ თუ ჟურნალისტებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ციტირებენ პატრიარქ კირილეს ან, მაგალითად, ვლადიმერ პუტინს, მაშინ უნდა გასამართლდეს ყველა, მათ შორის „ბიგუსებიც“. რადგან მარტო „პატრიოტული“ რესურსები მუდმივად ციტირებენ პატრიარქ კირილეს, დაწყებული „სულიერი ფრონტიდან“ დამთავრებული «РБК-Украина»-თი.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე მეტად წამყვან გოგონას აშფოთებს ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლურ მედია-რესურსზე აქტიურად აშუქებენ პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის რელიგიურ სფეროში არსებობს: ფილარეტის (დენისენკო) ქმედებები, უმე-ს სამრევლოთა მუდმივი მიტაცებები და ზეწოლა ხელისუფლებისა და ნაციონალისტთა მხრიდან, მორწმუნეთა შევიწროვება და მათი მოქალაქეობრივი უფლებებისა და აღმსარებლობის თავისუფლების  დარღვევა.

„ბიგუსი“ ყველფერს ისე წარმოადგენს, თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს, ის კი, რაზეც მართლმადიდებლურ მედიასფეროში ლაპარაკობენ ტყუილი კი არა, არამედ სიცრუე და უკრაინის წინააღმდეგ ნამდვილი პროვოკაციაა.

„ბიგუსები“ ყველანაირად ცდილობენ თავის მოჩვენებას, რომ „ჩვენთან ყველაფერი კარგად არის“,  მაგრამ „ფედერალური სამსახურის აგენტები“ ცრუობენ.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ უმე-ს მიმართ განუკითხაობა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც არის ცნობილი, სადაც სულ უფრო ხშირად ისმის ზელენსკის მთავრობისთვის უხერხული კითხვები რელიგიურ სფეროში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. შეიძლება არა მარტო ტაკერ კარლსონისა და ამერიკელ პოლიტიკოსთა განცხადებების, არამედ გაეროს ანგარიშების გახსენება უკრაინაში რელიგიურ სფეროში უფლებებისა და თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით. შეუძლებელია უმე-ს დევნის ფაქტების დაფარვა. სხვა მხრივ, ხელისუფლებამ კი არ უნდა დამალოს, არამედ აღკვეთოს ისინი. განსხვავება აშკარაა.

12 მარტის მჟკ-ს ჟურნალისტთა დაპატიმრებების მომენტიდან ჩვენ ყველა გავხდით არა მარტო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, არამედ დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძვლის - სიტყვის თავისუფლების შელახვის მოწმეები.

ასე რომ, 15 წუთის განმავლობაში გოგონა „ბიგუსიდან“ ციტირებდა ამონარიდებს მჟკ-ს ჟურნალისტთა შიდა მიმოწერიდან, ციტირებდა სხვადასხვა ხალხის მიმოწერას სამუშაო ჩათიდან, ყვებოდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრების შესახებ. ეს ყველაფერი კი მოწოდებულია როგორც უკანონო ქმედება.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ კანონთან დათანახმება ან არდათანხმება, აგრეთვე კანონიერი გზების მოძებნა, რომლებსაც მისი მიღების შეჩერება შეუძლიათ - სწორედ ეს არის დეპუტატის სამსახური.

ჩვენი სახალხო დეპუტატები რობოტები კი არ არიან, რომლებმაც ღილაკს „დიახ“ უნდა დააჭირონ, არამედ ადამიანები, რომლებიც ვალდებულები არიან იფიქრონ, ანალიზი გააკეთონ, შეადარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ იმუშავებენ და არა ხელისუფლების შეკვეთებსა და სურვილებს შეასრულებენ. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ეკლესიის საწინააღმდეგო კანონზე.

გარდა ამისა, წამყვანი აღშფოთებულია იმ ყველაზე მეტად ცნობილი ინტერვიუთი, რომელიც რობერტ ამსტერდამმა ტაკერ კარლსონს მისცა. ამსტერდამზე საუბრისას, „ბიგუსი“ მას სწორედ „მოსკოველ ლობისტს“ უწოდებს, ხოლო თხრობისა და საკითხის დაყენების საერთო ლოგიკიდან გამომდინარე, გამოდის, რომ რობერტ ამსტერდამი აგრეთვე არის უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი „ფედერალური სამსახურის აგენტი“.

თანაც შეგახსენებთ, რომ ამსტერდამი რუსეთში პერსონა ნონ-გრატაა, ეს არის ადამიანი, რომელიც რუსეთის  ოპოზიციონერებს იცავდა და შეიძლება პუტინის რეჟიმის მტრად ჩაითვალოს. რატომ დაიწყებდა ის კრემლისთვის სამსახურს? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას უკრაინის კონსტიტუცია შეახსენა? უცნაური ლოგიკაა. როგორც სრულიად უცნაურად გამოიყურება ამსტერდამის დადანაშაულებაც იმაში, რომ თავისი სამსახურისთვის ის ფულს იღებს.

დიახ, იღებს. ვინაიდან ადამიანები, რომლებიც სპეცსამსახურების მიერ კომპრომატის გამო გამოჭერილები არ არიან, ჩვეულებრივ ანაზღაურებისთვის მუშაობენ. სხვა მხრივ, საზოგადოებისთვის თანხების წარდგენა, რომლებსაც ამსტერდამის ორგანიზაცია (და არა ერთი ადამიანი) იღებს თავისი სამსახურისთვის (დაახლოებით 1400 დოლარი საათში), იმ თანხების ფონზე, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამერიკის პარლამენტში და მასმედიაში უმე-ს წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყო (დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარი) - უბრალოდ სასაცილოა.

„ბიგუსებს“ განსაკუთრებით აღაშფოთებს (უფრო სწორედ, მათ დამკვეთებს) ამსტერდამის მხრიდან უკრაინელი დეპუტატების გაფრთხილება კრიმინალური პასუხისმგებლობის  შესახებ ხმის მიცემის და 8371 კანონის მიღების გამო: ყველას, ვინც ხმას მისცემს მას,  შეიძლება დაეკისროს აშშ-ს სანქციები. მთლიანობაში კი მონიშნულია გზავნილი, რომ ამსტერდამის მორვაწეობა განხეთქილებას იწვევს უკრაინის საზოგადოებაში.

ერთი კითხვა გვაქვს: იქნებ ამსტერდამი ინიცირებდა ტაძრების მიტაცებებს, ჟურნალისტთა, მღვდელმთავართა დაპატიმრებებს და მათ სასამართლო პროცესებს?

შეგახსენებთ, როდესაც სამი თვის წინ ბიგუსი უუს-ს ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, ისინი მარტო სიტყვის თავისუფლებაზე და ინფორმაციის სწორად მიწოდების საშუალებაზე  კი არ ლაპარაკობდნენ, ისინი ყვიროდნენ ამის შესახებ ყველა მათთვის მისაწვდომ პლატფორმაზე და მთელი ძალით ცდილობდნენ დასავლეთის მედია-პლატფორმებზე მოხვედრას. და უცებ მკვეთრად შეცვალეს გეზი. უცნაური არ არის?

საბოლოოდ, არანაირი სერიუზული ფაქტი, რომელიც მიუთითებს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა არასამართლებრივ ქმედებებზე, წარმოდგენილი არ ყოფილა. ყველა „ფაქტი“, რომელიც „ბიგუსის“ ხელში აღმოჩნდა, უუს-დან მოდიოდა და სიუჟეტი მასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაკეთდა. მისი ბინძური ხასიათი იმდენად აშკარაა თვით „ბიგუსისთვისაც“, რომ მათ ვერ გაბედეს მისი გამოქვეყნება თავიანთ იუთუბ-არხზე, რომელიც უცხოელი მომხმარებლებისთვის არის.

მაგალითად, თუ თქვენი ანგარიში დარეგისტრირებულია აშშ-ში ან ავსტრიაში, თქვენ უმე-ს ჟურნალისტებზე „გამოძიებას“ „ბიგუს.ინფოს“ არხზე ვერ ნახავთ. საკითხავია, რატომ? იმიტომ რომ ეს სიუჟეტი „გამოძიებაზე“ კი არ არის, არამედ დევნაზე - სიტყვის თავისუფლების, უკრაინაში ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დევნაზე. დევნაზე, რომელიც უუს-ს მიერ იყო ინიცირებული და „ბიგუს.ინფოს“ მიერ განხორციელებული.

იმედი გვაქვს, რომ დიმიტრს და მის გუნდს რცხვენიათ ამის გამო. გვესმის, რომ მათი ინტერესი ეკლესიის მიმართ აიხსნება მარტივად: „რელიგია - ოპიუმია ხალხისთვის“.

გამოვიტანოთ დასკვნები.

მთელი პროგრამის განმავლობაში „ბიგუსები“ ოპერირებენ სულ რამდენიმე ნარატივით: „მოსკოვის ეკლესია“, „ფედერალური სამსახურის ხუცესები“, „პრორუსი ხუცესები“, „ფედერალური სამსახურის აგენტები“, „კრემლის მითითებები“.

„გამოძიების“ ძირითადი მიზანია - უმე-ს მაქსიმალური გაშავება და უმე-ს წინააღმდეგ კანონისთვის პოზიტიური ხმის მიცემის მიღწევა.

მეორე მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ ერთხელ შთააგონონ რიგით ობივატელს, რომ უკრაინის მთავარი მტრები ხუცესები და ეკლესიაა.

მესამე - მართლმადიდებელ ჟურნალისტთა, მღვდლების, იერარქების, მრევლის და ზოგადად უმე-ს მიმართ ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამართლება.

მიღწეულია ეს მიზნები? ბლოგოსფეროს და კომენტარების რეაქციის მიხედვით, ნაწილობრივ მიღწეულია. მაგრამ სინამდვილეში მარტო ეს მიზნები არ არის მიღწეული. თავად სიუჟეტის მიერ რეალურად ხდება საზოგადოების გახლეჩა, უკრაინის მოქალაქეთა ერთი ნაწილის შფოთის და ზიზღის გაღვივება მეორე ნაწილის მიმართ.

და სწორედ ახლა შეიძლება „კრემლის ინტერესზე“ ლაპარაკი...

 

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?