როგორ იტაცებდა ზორიას ფანტაზიებში უმე მეუ-ს ტაძრებს

ივანე (ევსტრატი) ზორიამ ბრალი დასდო უმე-ს ტაძრების მიტაცებაში. ფოტო: СПЖ

ადოლფ ჰიტლერმა ერთხელ პირველ მსოფლიო ომში ებრაელების საქმიანობაზე განაცხადა: „რაც უფრო საშინლად მოიტყუები, მით უფრო მალე დაგიჯერებენ“. პრაქტიკულად იგივე ხდება, მაგრამ სხვა სიტყვებით,  მეუ-ს სპიკერმა ივანე (ევსტრატი) ზორიამ განაცხადა: „უმე იტაცებს მეუ-ს თემის ტაძრებს“.

სხვათაშორის, ჰიტლერი და ებრაელები კაცობრიობის ისტორიის საშინელი ფურცელია, ზორიას რიტორიკა - უფრო აბსურდული და კომიკური. მორიგი ვიდეოს ნახვისას, სადაც მეუ-ს რეიდერები ამტვრევენ უმე-ს კიდევ ერთი ტაძრის კარებს, ზორიას სიტყვები შოკისმომგვრელია. და ჩნდება კითხვა - განა შეიძლება ასე ღიად ტყუილის თქმა? პასუხი - თურმე, შესაძლებელია.

რასაკვირველია, ზოგიერთი მკითხველი აღშფოთებული იქნება იმით, რომ მჟკ-ში ამ ანაფორიანი ადამიანის სიტყვებს ყურადღებას აქცევენ და ამით, მას რეკლამას უწევენ. თუმცა, არ დაგეთანხმებით. ზორია მორიგი „ექსპერტი“ არაა პოროშენკოს არხიდან. ის მეუ-ს ოფიციალური სპიკერია, რომელიც მეტყველებს მთელი ამ სტრუქტურის სახელით. ადამიანი, რომელიც მონაწილეობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ღვთიმსახურებებში და იქ ეპისკოპოსების „ხელდასმაშიც“. მოკლედ. ზორიას სიტყვები არის მეუ-ს ოფიციალური სიტყვები, რომლებიც სავსებით შეიძლება იქნეს რეტრანსლირებული ფანარიონზე. ამიტომაც, მოდით განვიხილოთ მისი არგუმენტები.

უმე-ს კონფლიქტის სოფლებში შეჰყავს ადამიანები, რათა „ჩაანაცვლოს“ მათით მეუ-ში გადასული თემი?

ამდენად, ზორია აცხადებს, რომ კონფლიქტის სოფლებში უმე-ს წარმომადგენლები კენჭისყრისას ითვალისწინებენ მხოლოდ თავიანთი მომხრეების ხემებს, თუნდაც ის ერთეული იყოს. შემდეგ კი ის თითქოსდა დაკავებულია რეიდერობით „თემის განდევნითა და მისი ახლით, მს-სადმი ლოიალურით“ ჩანაცვლებით:

„მოსკოვის საპატრიარქო მთელი უკრაინის მასშტაბით, დონბასიდან იმიერკაპრატებამდე, ცდილობს მეუ-ს თემის ტაძრების მიტაცებას. ამავე დროს, კრემლის ჰიბრიდული ომის სტილში, ბრალს სდებს რა „მიტაცებაში“ მეუ-ს... მს-ს (უმე-რედ.) კენჭისყრის შემთხვევებში პრაქტიკულად ყოველთვის ითვლება „თემად“ მხოლოდ მისი მომხრეებისთვის - თუნდაც ის ერთეულები იყოს. ამიტომაც, ირთვება ტაძრების მიტაცების კლასიკური რეიდერული სქემა თემის განდევნითა და მისი ახალი, ლოიალური მს-თი ჩანაცვლებით. იგივეა, რასაც აკეთებდა რუსეთი ყირიმში ყარ-ის უმაღლესი რადას მეშვეობით და დონბასში „რეფერენდუმების“ გზით.

მართალია, ზორიას პუბლიკაცია უფრო მოცულობითია, არანაირი მეტი არგუმენტი თავის სასარგებლოდ ავტორს არ მოჰყავს. მხოლოდ ბრალდებები, რომ უმე „ჯიუტად უწოდებს ყირიმში და დონბასში განვითარებულ მოვლენებს მხოლოდ „კონფლიქტს“ და თუნდაც „სამოქალაქო ომს“.

რა უნდა უპასუხო ამას?

ჩვენ ვიცით, როგორ ხდებოდა იქ რეფერენდუმებზე ყირიმსა და დონბასში (ზორია, როგორც ჩანს, იქ იყო და სიტუაციის კურსშია), მაგრამ უმე-ს ტაძრების პრაქტიკულად ყველა მიტაცება ხდებოდა სოფლებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომაც სიტყვები, რომ მეუ-ში „გადასულ“ თემს უმე-ს წარმომადგენლები დევნიან და მათ ანაცვლებენ ჩამოსული ადამიანებით, უბრალოდ სასაცილოა. გამოდის, რომ უმე-ს შეჰყავს და ასახლებს კონფლიქტის ზონის სოფლებს ათეულობით და ასეულობით ჩამოსულით, რათა „ჩაანაცვლოს“ მათით მეუ-ში გადასულები? როგორ არის ეს ყველაფერი პრაქტიკაში? აგროვებენ თუ არა მთელი უკრაინის მასშტაბით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გადავიდნენ სადღც შორეულ, კონფლიქტის ზონის სოფელში, ყიდულობენ ან აშენებენ იქ ახალ სახლებს, ეძებენ სამუშაოს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათგან ახალი თემი შეიქმნას და მეუ-ს ეწყინოს? განა, ასეა?

გამოდის, რომ უმე მთელი უკრაინის მასშტაბით აგროვებს ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გადავიდნენ სადღც შორეულ, კონფლიქტის ზონის სოფელში, ყიდულობენ ან აშენებენ იქ ახალ სახლებს, ეძებენ სამუშაოს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათგან ახალი თემი შეიქმნას?

ძნელია ითქვას, რა აუდიტორიაზეა გათვლილი მსგავსი არგუმენტები, მაგრამ ზორიას მისი წარმომადგენლები ნამდვილად არ მიაჩნია მაღალი ინტელექტუალური უნარების ადამიანებად. თუნდაც ერთ ასეთ შემთხვევას ჰქონდეს ადგილი, მას უკვე ფართო რეზონანსი ექნებოდა. გვსმენია კი თუნდაც ერთ მსგავ შემთხვევაზე? არ გვსმენია. და, როგორც ჩანს, არც ზორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ მაგალითს მოიყვანდა.

რეალურად ასევე ტარდებოდა კენჭისყრა გადასვლასთან დაკავშირებით?

მოდით გავიხსენოთ, კანონის მიხედვით, როგორ უნდა ჩატარდეს საეკლესიო თემის კონფესიური კუთვნილების შეცვლის კრება.  კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თაოაზე (მუხლი 8) გვამცნობს: „გადაწყვეტილება დაქვემდებარების ცვლილებისა და წესდებაში შესაბამისი ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე მიიღება რელიგიური თემის საერთო კრების მიერ.  რელიგიური თემის ასეთი საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს მისი წევრების მიერ. გადაწყვეტილება დაქვემდებარების ცვლილებისა და წესდებაში შესაბამისი ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე მიიღება რელიგიური თემის წევრების რაოდენობის არა ნაკლებ ორი მესამედის მიერ, რაც აუცილებელია რელიგიური თემის საერთო კრების  უფლებამოსილად ცნობისთვის რელიგიური თემის წესდების შესაბამისად“.

ჩვენ შემთხვევით არ გამოგვიყვია  სიტყვათშეთანხმება „რელიგიური თემი“. მასში პასუხია ყველა არსებულ კითხვაზე და გაურკვევლობაზე. ანუ საეკლესიო თემის ბედის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც მის წევრს წარმოადგენს. არა სოფლის ყველა მაცხოვრებელს ან მეზობელი სოფლებიდან „დასახმარებლად“ ჩამოყვანილს, არც ბაპტისტს, არც უნიატს, კათოლიკეს, პროტესტანს და ათეისტს, არამედ მხოლოდ იმ მართლმადიდებლებს, ვინც რეგულარულად ესწრება ღვთისმსახურებას, აბარებს აღსარებას, ეზიარება და რეგულარულად მონაწილეობს თემის ცხოვრებაში. ამაზე საუბარია უმე-ს თემების წესდებაშიც.

რა ხდებოდა 2019 წლის დასაწყისში „პოროშენკოსეული“ „გადასვლების“ტალღაში, როცა პოროშენკოს ბრძანებით  ჩატარდა თითქმის ყველა მსგავსი კენჭისყრა? ყველგან ერთიდაიგივე სქემა იყო. ადგილობრივი ხელისუფლება მეუ-თან ერთად სოფლის კლუბში, სკოლასა თუ სოფლის საბჭოში მთელი სოფლის კრებას ატარებდა და იქ აყენებდა საკითხს „გადასვლის“ შესახებ. ამით ირღვეოდა სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონის ერთდროულად ორი პუნქტი:

სტატიის მასშტაბი არ გვაძლევს საშუალებას მეტი მაგალითი მოვიყვანოთ, ვიმეორებთ, ასეულობით. თუმცა, ყველგან ყველაფერი ერთიდაიგივე სცენარით მიდიოდა: საეკლესიო თემი ატარებდა თავის კანონიერ კრებას და წყვეტდა უმე-ში დარჩენას, მაგრამ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებდა მას და თავის კრებას ატარებდა. რელიგიური თემის სახით იკრიბებოდა სოფელი და უმე-ს მრევლი „გადაჰყავდა“ მეუ-ში. ტაძარი რეგისტრირდებოდა მეუ-ს სახელზე, ხოლო თემს ქუჩაში აძევებდნენ.

სიტყვა მივცეთ სარნენის ეპარქიას, ზაბოლოტიეში ბოლო ხმაურიანი მიტაცების მცდელობის კონტექსტში. აი, რას წერდნენ იქ 2019 წელს, მაშინ, როცა წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის თემის მრევლმა ინტერნეტიდან (!) გაიგო, რომ ისინი „გადაიყვანეს“ მეუ-ში.

„ტარდება სოფლის კრება, ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაც რელიგიური თემის გადაწყვეტილებებად ასაღებენ. თავად თემი ამაში მონაწილეობას არ იღებს, ლოცულობს და აგრძელებს მის ჩვეულ საქმიანობას - განმარტავენ ეპარქიის პრეს-სამსახურში. - თუმცა, ხელისუფლება ამას არ ითვალისწინებს, მას არ აინტერესებს, არსებობს თუ არა ასეთი თემი, ერთგული თუ არა ის უმე-სი, ხოლო ასეთი უკანონო კრების ინიციატორები სიხარულით მიიღებიან და იღებენ ახალ დოკუმენტებს ჩვენი მრევლის ზუსტი სარეგისტრაციო მონაცემებით. ამდენად, ხელისუფლების მიერ ხდება პირდაპირი ბიძგის მიცემა ტაძრის შემდგომი რეიდერული მიტაცებისთვის“.

ამდენად, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებას „გადასვლების“ შესახებ იღებდნენ არა საეკლესიო თემის წევრები, არამედ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ ტაძართან ახლოს და საუკეთესო შემთხვევაშო, იქ შედიოდნენ აღდგომას კულიჩის და შობას ძეხვის შესაწირად.

გადაწყვეტილებას „გადასვლების“ შესახებ იღებდნენ არა საეკლესიო თემის წევრები, არამედ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ ტაძართან ახლოს და საუკეთესო შემთხვევაშო, იქ შედიოდნენ აღდგომას კულიჩის და შობას ძეხვის შესაწირად.

ასეთ სქემებზე დეტალურად ყვებოდნენ დევნილი თემების ყრილობაზე „ერთგულები“, რომელიც 2021 წლის 22 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 350 მორწმუნემ უმე-ს 130ზე მეტი თემიდან.

აბსურდული სიტუაციის თვალსაჩინოებისთვის, როცა ტაძრის ბედი წყდება ტერიტორიული თემის მიერ, მოდით შესატყვისი ანალოგის მოდელირება განვახორციელოთ. რატომ არ უნდა შეიკრიბონ კიეველები, რომლებიც ცხოვრობენ მეუ-ს მიქაელის სახელობის  ტაძრის ახლოს და არ მივცეთ ხმა იმას, რომ ის რომელიმე სხვა კონფესიაში გადავიყვანოთ? მაგალითად, მუსულმანურში ან ორმოცდაათიანალებში? თუ ზორია დუმენკოსთან ერთად აღშფოთდება, რატომ არ უნდა ვუთხრათ ამ კიეველებს, რომ მეუ იტაცებს გადასული თემისგან (მუსულმანების ან ორმოცდაათიანელების) მათ ტაძარს? განა ასეთი ლოგიკა რაიმეთი განსხვავდება ზორიას ლოგიკისგან?

ნუთუ არავინ გადადიოდა მეუ-ში ნებაყოფლობით?

2019 წლის დასაწყისიდან მეუ-ს აქტივისტები პოლიტიკოსებისა და რადიკალების მხარდაჭერით 120-ზე მეტი ტაძარი იქნა მიტაცებული. კიდევ უფრო მეტი 240 უკანონოდ იქნა რეგისტრირებული (რაც, როგორც უკვე ვიცით, წარმოადგენს ფუნდამენტს შემდგომი მიტაცებისთვის). თუმცა, უმე-ს ჰყავდა ისეთი მრევლი, რომელმაც ხმა მისცა (საეკლესიო თემის მიერ, კანონის თანახმად) და ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება მეუ-ში გადასვლის თაობაზე. მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. უკრაინის მართლამადიდებელ ეკლესიაში ამბობენ, რომ ასეთი თემი 84-ია. არსებობს ისეთიც, რომელმაც თავიდან ხმა მისცა მეუ-ში გადასვლას, მაგრამ შემდეგ მოინანია და უკან დაბრუნდა, როგორც მაგალითად თემი მოროზოვკაში. რაზე მეტყველებს ის? ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ ყველაფერი ტარდება კანონის თანახმად და თემის წევრებს თავად სურთ გადასვლა  - მათ შეეძლოთ და შეუძლიათ თავისუფლად ამის გაკეთება. მაშინ რატომ აკეთებს ასეთ აბსურდულ განცხადებებს ზორია?

როგორ უნდა აღვიქვათ ზორიას სიტყვები?

უდაოა, რომ მეუ-ში ყველამ შესანიშნავად იცის, როგორ უნდა მოხდეს მათ სტრუქტურაში „გადასვლის“ ორგანიზება, ვინ და როგორ მისცა იქ ხმა და რომ ასეთი კრების უმრავლესობა და მათი გადაწყვეტილებები სრულად ანტიკანონურია. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მეუ-ს მომხრეები ადგილზე თავიანთი ანტიქრისტული მოქმედებებით მუდმივად უქმნიან პრობლემებს თავიანთ ხელმძღვანელობას. მიტაცება, უმე-ს მორწმუნეების სასტიკი ცემა, მღვდელბისა და მათო ოჯახების ქუჩაში გაძევება, წმინდა ტახტების გზაზე დაგდება, უწმინდურობების (!) შეყრა მღვდლების საცხოვრებელ სახლებში და ა.შ. - ყოველივე ეს ქმნის ძლიერ ნეგატიურ საინფორმაციო ფონს და აფუჭებს „სახალხო“ და მოსიყვარულე“ ეკლესიის იმიჯს.

მოდით გავიხსენოთ, მეუ-ს მომხრეების ქმედებები მხოლოდ ბოლო რამოდენიმე თვეში, ჩვენს შედარებით მშვიდ პერიოდში.

მთელი ეს ინფორმაცია არა მხოლოდ უკრაინაში ვრცელდება, არამედ ხვდება ადგილობრივი ეკლესიების მხედველობის არეშიც. და ის იმდენად ბევრია, რომ დუმილი და „არ შენიშვნა“ შეუძლებელი ხდება.

ამიტომაც მეუ-ს სპიკერს უწევს რეაგირება და სიცრუის საუბარი მიტაცებებზე სტილში „თვითონ“. სხვათაშორის, 2019 წლის დასაწყისში,  პოროშენკოსეული „გადასვლების“ ირგვლივ სკანდალში მეუ-ს მეთაური უკვე შეეცადა აზრის გამოხატვას მსგავს ჭრილში და განაცხადა, რომ გადასვლები უნდა მოხდეს „სიყვარულისა და ერთიანობის საფუძველზე“ და „ ეს იგივე თემია, რომელიც გაერკვა, ზოგჯერ საკეტებს ჭრის თავის მშობლიუ ტაძარზე, რომელიც მან ააგო. რამეთუ იურიდიულად მათ მიიღეს გადაწყვეტილება და აირჩიეს მათი უკრაინის ეკლესია“. რატომ ჭრის თემი „სიყვარულითა და ერთიანობით“ საკუთარი ტაძრის კარებს, ეპიფანე ამას ვერ ხსნის, საზოგადოებაში მის სიტყვებს ხვდებიან ღია დაცინით და დუმენკოს მსგავსი თეზისები არ გაუმეორებია.

ასეთივე დაცინვით ხვდებიან ზორიას განცხადებებსაც. მოდით, წავიკითხოთ კომენტატორების აზრი მჟკ-ს საიტზე.

სერიოგა სერიოგა: „გაზაფხულია ბოლოსდაბოლოს. ჩვეულებრივი დროა, როცა ნახევარი ქვეყანა დგას ფსიქიატრების რიგში“.

უბრალო ადამიანი: „ოსტაპა თავის სტიქიაშია...“

Friney Fisher: „ ივანე უსახლკაროსთან ყველაფერი ნათელია... საქმე სხვა რამეშია: როგორ მოხდა ისე, რომ მეუ სულ რაღაც 2 წლისაა, უმე კი მათ ორასზე მეტი წლის ტაძრებს ართმევს?“

მიხაილო ბრიჩი:“ წავიკითხე და არაფერი მისაღები თავში არ მომდის. როგორ შეიძლება თავხედურად და უცერემონიოდ ტყუილის თქმა, თავს მღვდელმსახური უწოდო და ამასთან, არ გაწითლდე? ნუთუ ის (ზორია) ფიქრობს, რომ ამის შემდეგ მეუ-ში გადასვლას მიაწყდებიან? ვფიქრობ, რომ პირიქით, ისინი თავად ითხრიან საფლავს“.

Al Al: „ეშმაკი ყოველთვის ცდილობს დამახინჯებული ფორმით წმინდანის მიბაძვას“.

მსგავსს წერენ ფეისბუქში ზორიას პუბლიკაციის ქვეშ კომენტარებშიც.

გალინა გალინა: „თქვენ ბოდავთ... უმე ტაძრებს იტაცებს... იქნებ თავად სცემენ საკუთარ თავს, თავად იძახებენ პოლიციას, თავად იწამლავენ თავს უცნობი წარმომავლობის გაზით? დღე არ გავა, რომ თქვენი „რწმენაში“ თანამოძმეების „მარგალიტები“ არ ვნახოთ. ნუ ირცხვენთ თავს, ასეთი პოსტების შეთხზვით, რადგანაც ეს სუფთა წყლის „კლოუნადაა“, ადამიანები რომ გააცინოთ“>

ბოლო კომენტარს დავეთანხმებოდით, ზორიამ, მართლაც დაწერა „კლოუნადის“ პუბლიკაცია. თუმცა, არის ერთი მაგრამ. უკრაინაში ბევრი ადამიანია, რომელიც თავს არ იწუხებს ფაქტებისა და საქმის რეალური მდგომარეობის შესწავლით. მათთვის ისიც საკმარისია, რომ ისინი  „პატრიოტები“ არიან და მათ გვერდით ცხოვრობენ „მოღალატეები“ ანუ ისინი არიან „მტრები“, რომლებიც განადგურების ღირსნი არიან. და სწორედ ასეთი აუდიტორიის იმედი აქვთ ივანე ზორიას და მის კოლეგებს.

 ღირს კი უკმაყოფილების გამოხატვა და აღშფოთება მეუ-ს სპიკერის სიტყვებზე და მით უმეტეს, სურვება, რომ ღმერთმა დასაჯოს ის ტყუილის გამო? არა, არ ღირს. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები, რომ „ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მათ. 5:7).  უფლის მონა იოანეს კი ვუსურვოთ გულწრფელი მონანიება და შესაბამისად, - გონების ცვლილება. მას ეს ძალიან სჭირდება.

 

 

 

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?