რას ნიშნავს სინოდის გადაწყვეტილებები
უმე-ს წმინდა სინოდმა მართმადიდებლობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ფოტო : СПЖ
2021 წლის 12 მაისს შედგა ამ წელს უმე-ს წმინდა სინოდის პირველი სხდომა. მასზე მიღებულია ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არა მხოლოდ უმე-ს ცხოვრებას, არამედ მათ შეუძლიათ გავლენის მოხდენა მთელს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
ყური დაუგდეთ წმინდა სინოდს
უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების შეტყობინებაში სინოდის მუშაობის შესახებ განთავსებულია ერთი შეხედვით საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება. ის ასე არის ჩამოყალიბებული:
„უპირველეს ყოვლისა, იმ ინფორმაციის არსებობის გათვალისწინება, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა და გარე ცხოვრებაზე, სინოდმა აღნიშნა, რომ სამღვდელოებამ, ბერ-მონაზვნობამ და ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებმა თავიანთ საეკლესიო ცხოვრებასა და საქმიანობაში უნდა იხელმძღვანელონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“.
ჩნდება გაუგებრობა: რატომ მოუწოდებს სინოდი იხელმძღვანელონ საკუთარი გადაწყვეტილებებით? ჯერ ერთი, მისი, როგორც უმე-ს მართვის ერთ-ერთი ორგანოს გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს და მეორეც, რატომ მაინცდამაინც სინოდის და არა ეპისკოპოსთა კრების?
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოცემული გადაწყვეტილება მიღებულია ანტისაეკლესიო კანონების ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა, უმე-ს წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებების შესაძლო მიღებისა და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იმავე მიმართულების შესაძლო გადაწყვეტილებების კონტექსტში. მაგალითად, პატრიარქ ბართლომეს შეუძლია მიტროპოლიტ ონუფრისა და უმე-ს ეპისკოპოსებს მღვდელმსახურება აუკრძალოს, ჩამოართვას კათედრები, ხარისხი და ა.შ. ამ საფუძველზე სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ უმე-ს თემებისგან ახალი სახელწოდებით ხელახლა რეგისტრაცია და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში სინოდი მოუწოდებს არა შეცბნენ, არ შეშინდნენ, არამედ ყური დაუგდონ უმე-ს სასულიერო იერარქებს. აქ საქმე სულაც არ ეხება კანონების ან ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას. საქმე იმაშია, რომ იურიდიული განყოფილება და უმე-ს სხვა სტრუქტურები და ასევე საზოგადოებრივი გაერთიანებები, როგორიცაა მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირი, იყენებს ყველა კანონიერ ხერხს იმისათვის, რომ დაიცვას უმე-ს მორწმუნეთა კონსტიტუციური უფლებები სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან სხვა კანონიერი სახით. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს დაემორჩილო უსამართლო მოთხოვნებს.
უმე-სა და უმე-ს ეპისკოპოსების საეკლესიო კრება, რომლებიც დგანან სინოდის მართვის იერარქიაში, არ არის ნახსენები იმიტომ, რომ მათი მოწვევისთვის საჭიროა დრო და მნიშვნელოვანი საორგანიზაციო ძალისხმევა. მათ არ შეუძლიათ, კრიტიკული შემთხვევების გარდა, ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება სწრაფად ცვლად გარემოებაზე, ხოლო სინოდს - შეუძლია.
ამიტომაც, მარტივი სიტყვებით თუ გამოვხატავთ - არ ჩავარდეთ პანიკაში, არამედ ყური დაუგდეთ, რას ამბობს სინოდი.
სსკგ-ი საზოგადოებრივი საბჭოებით გაიზრდება
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან სახელწმიფოს, კერძო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებებთან ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო. ამ საბჭოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია კიევის მიტროპოლიის ვიკარიუსი ვიშნევის უსამღვდელოება, ეპისკოპოსი სპირიდონი“.
მართვის ორგანოებთან საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა არის პრაქტიკა, რომელიც ძირითადად გამოიყენება სახელმწიფოებში. ბევრ ქვეყანაში მთავარ სამინისტროებთან ან ხელისუფლების სხვა ორგანოებთან იქმნება მსგავსი საბჭოები, რომლებიც ძირითადად შედგება საზოგადოებაში ავტორიტეტული კულტურის, მეცნიერებისა და ა.შ. მოღვაწეებისგან. მსგავსი საბჭოების მიზანია კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამასთან, კომუნიკაცია ორივე მხარეს. მსგავსი საბჭოების მეშვეობით სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ სამოქალაქო ინიციატივებს და ასევე ინფორმაციას საზოგადოების განწყობის შესახებ. მეორეს მხრივ, ასეთი რჩევები ეხმარება მათ ადამიანებამდე მიიტანონ სახელმწიფო ორგანოების ამა თუ იმ მოქმედების განმარტებები.
ეკლესიაზე ზეწოლის პირობებში საზოგადოებრივ საბჭოს შეუძლია აღმოჩნდეს საკმაოდ ეფექტური უმე-ს, როგორც სახელმწიფოს ორგანოებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. თუმცა, არსებობს ასეთი საბჭოების მორიგ ბიუროკრატიულ სტრუქტურად გადაქცევის რისკი ნულოვანი მქკ-ით. იმედი ვიქონით, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება.
სასულიერო აკადემია გაიაზრებს მთლიანობის პრინციპს
ეს სინოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც რისკავს გახდეს ყველაზე რეზონანსული.
„წმინდა სინოდის მიერ განხილვის საგნად იქცა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ ეკლესიის მთლიანობის პრინციპის დარღვევა უკრაინის საეკლესიო საქმეებში ცალმხრივი ჩარევის გზით და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ IV მსოფლიო საეკლესიო კრების ცალკეული წესების ცრუ ინტერპრეტაცია. სინოდმა კიევის სასულიერო აკადემიას დაავალა ეკლესიის მთალინობის პრინციპის საღვთისმეტყველო-კანონიკური გააზრებისადმი და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პირველობის საკითხისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა IV მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე წესის საღვთისმეტყველო, კანონიკურ და ისტორიულ განმარტებებს. ამ ღონისძიებებში ჩართული იქნებიან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები“.
ამ გადაწყვეტილებაში მთავარ მომენტს წარმოადგენს ბოლო ფრაზა: გააზრებაში ჩართული იქნებიან „ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები“. უკრაინის საეკლესიო საქმეებში ფანარიონის ანტიკანონიკური ჩარევის მომენტიდან ორწელიწად ნახევარზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში გაჩნდა, როგორც უმესა და რმე-ს სინოდთა გადაწყვეტილებები, ასევე საღვთისმტყველო პუბლიკაციები ფანარიონის მოქმედებების დეტალური განხილვითა და ეკლესიის წმინდა კანონებზე მითითებით, რომელთაც ეს ქმედებები ეწინააღმდეგება. ახლა კიევის სასულიერო აკადემიის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სამეცნიერო დონეზე წარმოადგინოს ფანარიონის მოქმედებების შეფასება, რაც საერთო იქნება ადგილობრივი ეკლესიებისთვის. გვსურს ვთქვათ -„ყველა ადგილობრივი ეკლესიის“, თუმცა რეალობა ჯერჯერობით არ იძლევა ამდენად ოპტიმისტურად ყოფნის შესაძლებლობას. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი ეკლესიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამანში 2020 წლის თებერვალში გაამრთულ შეხვედრაში და რომლებმაც, როგორც ჩანს გამოხატეს სურვილი გააგრძელონ თანამშრომლობა „ამანის ფორმატით“, წარმოადგენენ პოტენციურ თანამშრომლებს ეკლესიაში პირველობის შესახებ საკითხის გააზრების საქმეში.
ეს გადაწყვეტილება რეზონანსული იქნება იმიტომ, რომ თუ კსა ახდენს ფანარიონის მოქმედებების უკვე არსებული (როგორც კერძო, ასევე საეკლესიო) შეფასებების კონსოლიდაციას და აყალიბებს მოცემული საკითხის სრულფასოვან საღვთისმეტყველო და კანონიკურ ხედვას, რომელსაც დაეთანხმება ადგილობრივი ეკლესიების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი პატრიარქ ბართოლომეოსა და ეკლესიის კანონების დარღვევაში სხვა დამნაშავეებისადმი კანონიკური ღონისძიებების მისაღებად.
ამჟამად, ფანარიონის მოქმედებების გამო უმე აღმოჩნდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ყურადღების ცენტრში. და სავსებით ბუნებრივია, რომ სწორედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველები იქნებიან იძულებულები გადაჭრან ის ამოცანები, რომლებიც დაყენებულია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე.
თუ კსა ახდენს ფანარიონის მოქმედებების უკვე არსებული (როგორც კერძო, ასევე საეკლესიო) შეფასებების კონსოლიდაციას და აყალიბებს მოცემული საკითხის სრულფასოვან საღვთისმეტყველო და კანონიკურ ხედვას, რომელსაც დაეთანხმება ადგილობრივი ეკლესიების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი პატრიარქ ბართოლომეოსა და ეკლესიის კანონების დარღვევაში სხვა დამნაშავეებისადმი კანონიკური ღონისძიებების მისაღებად.
დიასპორას საზრდოობა
„მხედველობაში მაქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ცხოვრეობენ ან მუშაობენ უკრაინის ფარგლებს გარეთ, წმინდა სინოდმა დაადგინა მათი სულიერი საზრდოობის აუცილებლობა. ამასთან დაკავშირებით, უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას დაევალა ამ საზრდოობის ორგანიზება და კოორდინაცია. ეპარქიის მღვდელმთავრებმა მიიღეს კურთხევა აცნობონ უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას მათი ჩაბარებული ეპარქიებიდან ერისკაცების საზღვარგარეთ კომპაქტური დასახლებების ადგილების თაობაზე მისიების ან მრევლის შემდგომი ორგანიზაციის მიზნით“.
მილიონობით უკრაინელი მოქალაქე ამჟამად სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი უმე-ს მორწმუნეა. ხშირად უკრაინელი მიგრანტები ქმნიან საეკლესიო თემებს და მიმართავენ უმე-ს ეპარქიებს თხოვნით გამოუყონ მათ მღვდელი. უმე-ს სამწყსო ჩნდება ბევრ ქვეყანაში, სადაც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი უკრაინელი მიგრანტები. კერძოდ, იტალიაში მათ აძლევენ შესანიშნავ ძველ კათოლიკურ ტაძრებს, რომლებიც მიტოვებულია კათოლიკე-მრევლის არარსებობის მიზეზით.
ადრე ასეთი სამწყსოების წარმოქმნა ხდებოდა ხანდახან და დამოკიდებული იყო თავად მიგრანტების ინიციატივაზე, ასევე ეპარქიების შესაძლებლობაზე გაეწიათ დახმარება ასეთი მრევლისთვის და გაეგზავნათ მღვდელი. ამჟამად ამას სისტემური ხასიათი ექნება. მღვდელმთავრებმა უნდა მიმართონ ესკგ-ს ინფორმაციით იმის შესახებ, თუ სად არის საზღვარგარეთ თავმოყრილი უმე-სმორწმუნეები, რა სჭირდებათ მათ სამწყსოს ორგანიზებისთვის და რისი გაკეთება შეუძლია მეუ-ს იმისთვის, რომ ახალი თემი წარმოიქმნას. ესკგ-იმ უნდა განახორციელოს ამ სამუშაოს კოორდინირება საზღვარგარეთ სამწყსოს ორგანიზებისა და ცხოველქმედების თაობაზე და შეეძლება არა მხოლოდ რეაგირება მიგრანტების ინიციატივაზე, არამედ თავის მხრივ მოახდინოს საზღვარგარეთ საეკლესიო თემების შექმნის ინიცირება.
საზღვარგარეთ უმე-ს სამწყსოს წარმოქმნას უკვე სისტემური ხასიათი ექნება.
ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მწიფდებოდა, რამდენადაც საზღვარგარეთ მართლმადიდებელი უკრაინელების „მასაზრდოებელთა“ მსურველი ძალიან ბევრია. ესენი არიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ბერძენ-კათოლიკეებიც და უმე (კ), რომლის რეანიმაციასაც ცდილობს ფილარეტ დენისენკო. ისინი ხშირად იყენებენ უცხო მხარეს აღმოჩენილი ადამიანების ბუნებრივ სწრაფვას თავიანთი მშობლიური კულტურული და რელიგიური გარემოსკენ იმისათვის, რათა მართლმადიდებლები ჩართონ უნიაში ან განხეთქილებაში.
ვუსურვოთ ესკგ-სა და ამ კეთილ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს უფლის დახმარება.
სასულიერო პირები სამედიცინო დაწესებულებებში
სამედიცინო დაწესებულებების ჯანდაცვისა და სამწყსოს ზრუნვის საკითხების სინოდალურ განყოფილებაში შეიქმნება ჯანდაცვის სფეროში მოძღვრული საქმეების კომისია. ის დაკავებული იქნება მედიცინაში კაპელანობის საკითხებით. გადაწყვეტილება ასევე მომწიფებულია, რამდენადაც მოძღვრები, რომლებიც კვებავენ მორწმუნეებს სამედიცინო დაწესებულებებში, ბევრ სირთულეს ხვდებიან: იქნება ეს საავადმყოფოს პალატებში დაშვების საკითხი და სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობების თავისებურებები თუ ურთიერთქმედება ადმინისტრაციასთან და მრავალი სხვა. სავარაუდოდ, ახლო მომავალში სამედიცინო დაწესებულებებში სამოძღვრო საზრდოობის საკითხები დარეგულირებული იქნება საკანონმდებლო დონეზე „სამხედრო კაპელანობის შესახებ“ კანონის მსგავსად. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უმე-ს მორწმუნეთა უფლებები არ შეილახოს, როგორც შეიარღებულ ძალებში კაპელანობის შემთხვევაში.
სინოდის გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას მოხდეს მოწმრუნეთა გამოკვება მედიცინის სფეროში მღვდლებისა და ერისკაცებისთვის, რომლებიც საეკლესიო მორჩილებაში იმყოფებიან ჯანდაცვის სფეროში. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების ჯანდაცვისა და მოძღვრული ზრუნვის საკითხების განყოფილება სასწავლო კომიტეტთან და კიევის სასულიერო აკადემიასთან ერთად შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას სამედიცინო კაპელანების მომზადებისთვის.
სინოდის სხვა გადაწყვეტილებები
პოჩაევის ლავრაში ჩატარდება ბერ-მონაზვნების ყრილობა;
- წარმოიქმნა მამათა სამი მონასტერი;
- დამტკიცებულია წინამძღოლი ქალები და კაცები და ხუთი მონასტრის წინამძღოლის მოადგილეები;
- კანონიზირებულია ადგილობრივი თაყვანისცემისთვის ჟიტომირის ეპარქიის ფარგლებში განმანათლებელი ევმენი (ხოროლსკი);
- დამტკიცებულია აკაფისტების, საგალობლების ტექსტები;
- არჩეულია ორი ახალი მღვდელმთავარი.
ყოველივე ეს, განსაკუთრებით სამი ახალი მონასტრის წარმოქმნა, მეტყველებს იმაზე, რომ უმე ცოცხლობს და ვითარდება, მიუხედავად ზეწოლისა ხელისუფლების მხრიდან, მეუ-ს აგრესიული მომხრეების თავდასხმებისა, ცალკეული მის-ების მხრიდან საინფორმაციო კამპანიისა. უმე-ს ყველაზე გაცხარებული მოწინააღმდეგეებსაც კი არ შეუძლიათ ახსნან, რატომ იზრდება უმე-ში თემების, მონასტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი. რატომ მალავენ მეუ-ში ბერების რიცხვს, ხოლო უმე-ში მუდმივად სრულდება ახლების ბერად აღკვეცა.
***
მთლიანობაში წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები თვალსაჩინოდ აქარწყლებს მითს, რომლითაც მეუ-ს მომხრეები ცდილობენ უკრაინის საზოგადოების დაჯერებას - რომ თითქოს უმე სრულად არის დამოკიდებული რმე-ზე, არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და არ გააჩნია უფლებამოსილებები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. როგორც ვხედავთ, უმე არა მხოლოდ სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურაა, არამედ ეკლესიაა, რომელიც ახდენს საღვთისმეტყველო დიალოგის ინიცირებას საერთო მართლმადიდებლურ პრობლემებზე. უმე-ს აქვს კომპეტენცია და ავტორიტეტი ორგანიზება გაუკეთოს მთელს მართლმადიდებლურ დონეზე დღეისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორიცაა მთლიანობისა და ეკლესიაში პირველობის საკითხი.
ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ წმინდა სინოდის ამჟამინდელი გადაწყვეტილებები სრულად იქნება ასახული ცხოვრებაში და რომ ეს გახდება უმე-ს განვითარების კიდევ ერთი ეტაპი.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?