„პატრიოტები“ და „მოღალატეები“ სიტყვით კი არა, საქმით

ფოტო: СПЖ

2024 წლის 29 მარტს ხუთვარსკვლავიან კომპლექსში Edem Resort Medical & SPA, რომელიც განლაგებულია ლვოვთან ახლოს, სოფელ სტრელკიდან ათწუთიანი მგზავრობის მანძილზე, ჩატარდა საქველმოქმედო საღამო, რომლის ორგანიზატორი იყო პრიალა ჟურნალი „Пьемонт“. როგორც ომის პერიოდს შეეფერება, ღონისძიების ქველმოქმედება უშძ-ის დახმარებაზე იყო მიმართული. კონკრეტულად, საღამოს სტუმრები ფულს აგროვებდნენ გალიცკის მე-80 სადესანტო-საიერიშო ბრიგადისთვის უპილოტო საფრენი აპარატების (FPV დრონების FlyFish 7) საყიდლად.

ეტყობა, სწორედ იმისთვის, რომ შეეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი ფული, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ღონისძიების ჩატარება დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ დასასვენებელ კომპლექსში. ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ამ მიზნით მათ Edem Resort Medical & SPA-ში დაპატიჟეს 150 ბიზნესმენი, ბლოგერი და ცნობილი ლვოველი. ოტელში სტუმრებს მდიდრული ფურშეტი დახვდათ, მათთვის მოაწყვეს საღამოს და სახალხო კოსტიუმების საბავშვო ჩვენება, მათ ართობდნენ მომღერლები ანდრეი კიშე, ნატალია კარპა და ჯგუფი „რანდევუ“. აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ საქველმოქმედო საღამოს წამყვანი იყო შოუმენი ვლადიმერ ტაკუდისი, ხოლო დრეს-კოდი გახდა მარკა Black Tie.

ერთი სიტყვით, ვახშამი ძალზე მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ძალიან დიდი თანხით. მაგალითად, საკონცერტო დარბაზის არენდა Edem Resort Medical & SPA-ში დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარი ღირს (ამ ფულით შეიძლება 17 FlyFish 7 დრონის ყიდვა).

კიდევ ერთი მომენტი: ოტელის კონცერტჰოლს არ აქვს საკუთარი ხმა და შუქი, ჩვეულებრივად სტუმრებს ეს თვითონ მოაქვთ. ლვოვის საუნდ-სტუდიებში გთავაზობენ ხმით მომსახურებას, რომელიც  200 000 გრივნიდან იწყება (ეს კიდევ FlyFish 7-ის 12 დრონია). გარდა ამისა გასაგებია, რომ მსახიობებსაც უნდა გადაუხადონ, რომლებიც სტუმრებს ართობდნენ.

ვთქვათ, კიშემ, ნატალკა კარპამ, ჯგუფმა „რანდევუ“ და წამყვანმა ვლადიმერ ტაკუდისმა გადაწყვიტეს, რომ ბევრი არ მოითხოვონ - „სულ“ 200 ათასი გრივნა. რა გამოდის საბოლოოდ? გამოდის თანხა, რომელიც საქველმოქმედო საღამოს ორგანიზებას ჭირდება - 650 000 გრივნამდე. ამ ფულით შესაძლებელია 40-ზე მეტი დრონის ყიდვა. აქ კი ჩნდება მთავარი კითხვა: რამდენი შეაგროვეს ღონისძიების ორგანიზატორებმა?

პასუხი გაკვირვებას კი არა, შოკს იწვევს - 115 000 გრივნა. ანუ 7 დრონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარტო ხმისთვის მათ თითქმის ორჯერ მეტი გადაიხადეს. ვიღაც იტყვის, რომ ასეთი მიზერული თანხა მათ შეაგროვეს იმიტომ, რომ Edem Resort Medical & SPA-ში მოვიდა არა მდიდარი ხალხი, არამედ უბრალო ლვოველები, ვისაც დაბალი ხელფასი აქვთ, რომელიც მათ ძლივს ყოფნით. მაგრამ ეს ასე არ არის.

სტუმრები იყვნენ ლვოვში ძალზე ცნობილი მეწარმეები. მაგალითად, საბავშვო ბაღების ქსელის მფლობელი იულია გეტმანი, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელის მფლობელი იაროსლავ ზაბლოცკი, ლვოველი დიზაინერი ინა ლეონი, ოლღა ფიალტოვა-კრივეცკაია, მეწარმისა და ყოფილი სახალხო დეპუტატის, Edem Resort-ის მფლობელის იგორ კრივეცკის ცოლი.

ეს არც თუ ისე ღარიბი ხალხია, რაც, სხვათაშორის, მათი ტანსაცმლითაც მტკიცდება. მაგალითად, ბევრი მათგანი თავს იწონებდა ქალის ჩანთების ორიგინალებით, რომელთა ფასები მერყეობს 1000-დან 5000 აშშ დოლარამდე.

ზოგერთ მონაწილე ქალბატონს (ისეთს, როგორიც ჟურნალ „Пьемонт“-ის თანამფლობელი ანასტასია ხრიშჩუკია) ეცვათ 500 დოლარის ღირებულების კაბები, ხოლო მათ ყურებს და თითებს ამშვენებდათ ბეჭდები და საყურეები, რომლებიც ძალზე მოგვაგონებდნენ Van Cleef & Arpels-ს.

ერთი სიტყვით, ეს წვეულება მდიდარი ხალხისთვის იყო, ძალზე მდიდრებისთვის.

რამდენი შეაგროვეს სტუმრებმა და რატომ?

მოკლედ, ბანკში სულ შეგროვდა 100 000, კიდევ 5 200 სტუმრებმა ნაღდი ფულის სახით ყუთში მოათავსეს, 10 500 დაამატა ელენა ჟივკომ (მოხალისეთა გაერთიანების ხელმძღვანელი, რომლის ანგარიშზე გახსნილი იყო ეს შეგროვება). ეს - 7 (შვიდი) დრონია, ხოლო მონაწილეთა მიერ შესაწირი თანხის საშუალო რაოდენობა 600 გრივნაა.

დაგვეთანხმეთ, რომ ღონისძიების სტატუსის, მისი ლოკაციის (ლვოვი), მასზე დახარჯული თანხების, აგრეთვე სტუმრების მატერიალური სტატუსის გათვალისწინებით, საბოლოოდ შეგროვილი თანხა არა მიზერული, არამედ სასტიკად სამარცხვინოა. რატომ მოხდა ეს?

ვინმე იტყვის, რომ ამ სირცხვილის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინელი ხალხი დაიღალა ომისგან და მსგავსი ღონისძიებები არ იმსახურებენ ისეთ ყურადღებას, როგორც ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასაწყისში იყო. მაგრამ ლაპარაკი არა მთელ უკრაინაზე, არამედ ლვოვზეა. ეს კი ნიშნავს, რომ არანაირ დაღლაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.

სხვა კი იტყვის, რომ ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინელთა ფინანსური შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდა. თუ რიგით უკრაინელებზე ვილაპარაკებთ, ეს მართლაც ასეა. მაგრამ ეს მათ არ ეხებათ, ეს ეხება მათ, ვისაც შეუძლია თავს უფლება მისცეს შეიძინოს ჩანთა 120 000 გრივნად. გამოდის, რომ ეს არგუმენტიც არ გამოდგება.

მაშინ რა? რატომ არ სურთ ლვოვის მდიდარ მოქალაქეებს, რომ დაეხმარონ უშძ-ს?

პატრიოტიზმის ილუზია

ჩვენი აზრით, პასუხი იმაშია, რომ „ლვოვის ბომონდის პატრიოტიზმი“, ისევე როგორც „უკრაინის ბომონდის პატრიოტიზმი“ - ილუზიაა. სინამდვილეში კი ნამდვილი პატრიოტები - უბრალო ხალხია. ლვოვის ელიტის მთელ  „პატრიოტიზმს“ კი ახლა ზუსტი ფასი აქვს - 600 გრივნა.

აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ, ლვოვის ბევრი მოქალაქის აზრით, სწორედ მათ ქალაქში ცხოვრობს უკრაინის ყველაზე მეტი „პატრიოტი“ კვადრატულ მეტრთან შეფარდებით. თითქოს  Edem Resort Medical & SPA-ში ღონისძიებას სწორედ ეს უნდა დაემტკიცებინა, დაემტკიცებინა ლვოველთა „პატრიოტიზმი“. მაგრამ დასავლეთ უკრაინის „დედაქალაქში“ „პატრიოტიზმის“ დამტკიცება ურჩევნიათ არა ქვეყნისადმი კონკრეტული დახმარებით, არამედ სრულიად სხვაგვარად.

გვითხარით, რომელია ყველაზე მარტივი საშუალება, რომ თავი „პატრიოტად“ წარმოადგინო? მართალია, ეს კანონიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა. მაგალითად, უკვე თითქმის ერთი წლის წინ საოლქო საბჭომ რადას და პრეზიდენტს უმე-ს აკრძალვა მოსთხოვა.

ხოლო ლვოვის უკრაინული კათოლიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, სახალხო დეპუტატ პაველ ბაკუნეცს მიაჩნია, რომ „თუ არ იქნება უკრაინული, მტრების გავლენისგან თავისუფალი რელიგია, საერთო სახელმწიფოებრივი საქმეც ვერ განვითარდება წარმატებულად“. მისი აზრით, უმე-ს აკრძალვა „დაგვეხმარება უკრაინელებზე ანაფორიანი აგენტების გავლენის შეჩერებაში“.

ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ „შეაჩერონ“ ეს გავლენა, ლვოვის ოლქში მთლიანად დაანგრიეს უმე-ს ეპარქია. ზუსტად ერთი წლის წინ ლვოვის მერი ანდრეი სადოვი სიხარულით იუწყებოდა, რომ „ორ დღეში დავასრულეთ მოსკოვის საპატრიარქოს ისტორია ჩვენს ქალაქში“. გარდა ამისა, ლვოვი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქალაქია, სადაც უმე-ს ტაძარს ტრაქტორით ანგრევდნენ.

კვლავ გეკითხებით, ამაშია პატრიოტიზმის არსი? არა. აბა რაშია? კონკრეტულ საქმეებში, რომლებიც ხალხის დასახმარებლად არის მიმართული.

ნამდვილი პატრიოტიზმი

ჩვენი აზრით, ნამდვილი პატრიოტები უმე-ს მორწმუნეები არიან. ამაზე მეტყველებენ ფაქტები და არა ვარაუდები. რადგან დღესდღეობით გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის სტრუქტურა, რომელიც ახორციელებს ქველმოქმედებას ისეთ დონეზე, რომელიც  უკრაინის სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებათა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. ქველმოქმედების რაოდენობით მას ვერავინ ვერ შეედრება. მოვიყვანოთ კონკრეტული რიცხვები.

2022 წელს, მხოლოდ ღია საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, საკუთარი ძალებით უმე-მ უშძ-ს 200 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა და 4 მილიონ გრივნაზე მეტი ღირებულების მედიკამენტები შეიძინა. უშძ-სთვის შეძენილი ავტომობილების გათვალისწინებით, უმე-სგან დახმარების საერთო თანხამ 2022 წელს 30 მილიონ გრივნაზე მეტი შეადგინა. ეს გარდა იმ დახმარებისა, რაც გაუწიეს მშვიდობიან მოსახლეობას, დევნილებს, ლტოლვილებს და  ყველას, ვინც ომისგან დაზარალდა.

2023 წელს უმე-მ სამხედროებისთვის და ომისგან დაზარალებული უკრაინელებისთვის 88 მილიონი გრივნა შეაგროვა.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ პირადად გადასცა უშძ-ს 2 მილიონი გრივნა, ხოლო უმე-ს წინამძღოლის საქველმოქმედო ფონდმა კიდევ მილიონი გრივნა შეაგროვა ღარიბებისთვის პროდუქტების შესაძენად. უმე-ს სამღვდელოება და მორწმუნეები დაახლოებით 40-ჯერ ჩავიდნენ ფრონტისპირა და დეოკუპირებულ ტერიტორიებზე და 100 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.

იტყვით, რომ ეს რიცხვები არც ისე დიდია უმე-ს მრევლის რაოდენობიდან გამომდინარე. დიახ, 125 000 000 გრივნაზე მეტს (ეს მარტო ფული, პროდუქტებისა და ჰუმანიტარული დახმარების გარეშე) თუ შევუფარდებთ ჩვენი ეკლესიის მრევლის რაოდენობას, თითქოს არც ისე დიდი თანხა გამოდის. მაგრამ ეს ასე არ არის.

ვინაიდან ჩვენი მრევლი არც თუ ისე მდიდარი ადამიანებისგან შედგება (მდიდრები, ძირითადად,  ან მალავენ თავიანთ კუთვნილებას უმე-სადმი, ან წავიდნენ კონფესიებში, უფრო „პრესტიჟულში“, ვიდრე უმე-ა). ეს კი ნიშნავს, რომ მათი მატერიალური კეთილდღეობა ვერ შეედრება ლვოვის ბომონდის იმ წარმომადგენელთა მდგომარეობასთან, რომლებმაც 115 000 გრივნა შეაგროვეს.

მაგრამ ამ ფონზეც კი უმე-ს მართლმადიდებელი მრევლი გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ლვოველი „პატრიოტები“. მაგალითად, მორწმუნეებმა ვოლინიდან მარტო ერთი შეგროვების ფარგლებში, მხოლოდ ერთი საეპარქიო ოლქის ფარგლებში და მხოლოდ შობის მარხვის განმავლობაში უშძ-ის მებრძოლებისთვის და ობოლი ბავშვებისთვის 140 000 გრივნა შეაგროვეს.

აგრეთვე მუკაჩევოში (როსვიგოვო) ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის გუნდმა მხოლოდ ერთი შეგროვების ფარგლებში და საშობაო დღეების ძალზე მოკლე პერიოდში ღარიბი ბავშვებისთვის მთლიანობაში 51 250 გრივნა და 110 ევრო შეაგროვა (Edem Resort Medical & SPA-ში შეგროვებული თანხის ნახევარი). გარდა ამისა, უშძ-თვის მუკაჩევსკის ეპარქიის ველიკობერეზნიანსკის და პეჩერინსკის სამრევლოებმა იგივე საშობაო დღეებში 90 000 გრივნა შეაგროვეს.

მაგალითად, უმე-ს ოდესის ეპარქიამ (რომელიც რუსეთის რაკეტის მიერ დანგრეულ საკუთარ ტაძარს აშენებს) 500 000 გრივნა სროლის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადასცა.

უმე-ს ქველმოქმედების მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ თუ არა, კიდევ ძალზე დიდხანს არის შესაძლებელი. მაგრამ ზემოჩამოთვლილიც საკმარისია იმის  ნათლად დასანახად, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ტელევიზორის ეკრანებზე ან სოცქსელებში ვხედავთ.

ნამდვილი პატრიოტი არის ის, ვისაც შეუძლია მოყვასის გამო გაწიროს საკუთარი კეთილდღეობა ან ის, ვისაც უყვარს ღმერთი და მის მცნებებს აღასრულებს. და ბოლოს, ნამდვილი პატრიოტია ის, ვინც არა სიტყვებით, არამედ საქმით ამტკიცებს თავის დამოკიდებულებას იმ ქვეყნისადმი, სადაც ცხოვრობს.

ამ მხრივ, უკრაინაში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა იგივეა, რაც ბრძოლა ნამდვილი პატრიოტების წინააღმდეგ. ვის აწყობს ეს ბრძოლა? პასუხი, ჩვენი აზრით, ნათელია.

მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლება: ვატიკანის კვალი?

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი იოანათანი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გაათავისუფლეს და უკრაინა დაატოვებინეს. ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

უკრაინა დღეს: პირველი ეპისკოპოსი-მოწამეები

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელ დევნაში უკვე გამოჩნდნენ პირველი ეპისკოპოსი-აღმსარებლები. ეპისკოპოს ონათანთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი უკვე შევიდა კანონიერ ძალაში.

როგორ ამსხვრევს ისტორიულ სტერეოტიპებს უმე?

უმე-ს ქცევა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აღიქმება, როგორც სათანადო, ამასობაში კი, ფართო ისტორიულ კონტექსტში ის საკმაოდ არატიპიურია. რატომ? მოდით, განვიხილოთ.

ბულგარეთის პატრიარქის არჩევა: პოლიტიკა, საიდუმლო მანევრები, ინტრიგები და ღვთის ნება

ბულგარეთის ეკლესიაში მალე ახალი პატრიარქის არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ძალიან რთულია იმის თქმა, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. მაგრამ უკვე ცნობილია, ვინ დაუპირისპირდება საპატრიარქოს.

უმე და ხელისუფლება: შესაძლებელია თუ არა მეგობრული ურთიერთობების დამყარება?

2024 წლის 11 ივნისს უმე-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს G7-ის ელჩებთან შეხვედრაში. რა სახის შეხვედრა იყო ეს და შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ხელისუფლებას ეკლესიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების იმედი აქვს?

ფანარი და უკრაინელი სქიზმატების ლეგალიზაცია: ხედვა ბულგარეთიდან

რატომ არ აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლება გააუქმოს სხვა პატრიარქების აქტები ან იყოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის უზენაესი მოსამართლე?