შედარებითი მართლმსაჯულება უკრაინაში
რატომ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის მართლმადიდებელი ჟურნალისტები უფრო საშიში, ვიდრე კორუფციონერები? ფოტო: СПЖ
მართლმსაჯულება ჟურნალისტებისთვის
2024 წლის 12 მარტს უუს-ს თანამშრომლებმა ჩაატარეს ინტერნეტ-გამომცემლობების „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ და «Первый Казацкий»-ს, საზოგადოებრივი კავშირის «Миряне»-ს და სამართალდამცავი ინიციატივის „სამართლის დაცვის ცენტრის“ თანამშრომლებთან მასიური ჩხრეკები. ჟურნალისტებს და სამართალდამცავებს წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდებები ძალზე მძიმე სტატიებით: სტ.111 სახელმწიფოს ღალატი (სამუდამო კონფისკაციით);
სტ.111-1 კოლაბორაციული საქმიანობა (15 წლამდე კონფისკაციით);
სტ.161. თანასწორუფლებიანობის დარღვევა <...> რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე (8 წლამდე);
სტ.255 დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა (15 წლამდე კონფისკაციით);
სტ.436-2 აგრესიის გამართლება (8 წლამდე კონფისკაციით).
ხუთი ჟურნალისტი და სამართალდამცავი დააპატიმრეს და იმავე დღეს უუს-მ თავის ფეისბუქ-გვერდზე წარმოადგინა ანგარიში დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც თითქოს უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან იყო კავშირში და უკრაინის წინააღმდეგ ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებებს სჩადიოდა. მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. ის რელიგიური ბროშურებიც კი არ იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ოდესღაც რუსეთში გამოსცემდნენ და ასეთ შემთხვევებში „უტყუარ მტკიცებულებებად“ იყენებენ ხოლმე.
მოგვიანებით გენერალური პროკურორის ოფისმა ჩხრეკებზე და დაპატიმრებებზე გააკეთა კომენტარი, დაადასტურა წარდგენილი ბრალდებები, თუმცა „ფედერალურ სამსახურთან კავშირი“ და სხვა ამგვარი სისულელე უკვე აღარ უხსენებია. გენპროკურორთან ისიც კი აღიარეს, რომ უუს-მა გაანეიტრალა „უმე-ს მედიაბლოკი“. ცნობისთვის: უმე-ს, ისე როგორც უკრაინაში ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, სრული უფლება აქვს შექმნას საკუთარი მედიაბლოკი და ითანამშრომლოს მასთან. ეს არის სიტყვის თავისუფლების საკონსტიტუციო უფლების რეალიზების ელემენტარული ფორმა. თუმცა უფრო სწორად რომ ვთქვათ, მჟკ არის დამოუკიდებელი მასმედია, რომელიც უმე-ს და მისი მრევლის ინტერესებს იცავს. მჟკ-ს პუბლიკაციებში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ თვით რმე-ის იერარქთა და სამღვდელოების გადაწყვეტილებები და ქმედებები.
გენპროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ „უმე-ს მედიაბლოკი“ მოქმედებდა „უკრაინაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. სამართალდამცავთა სხვა ცნობების მიხედვით, ამ ქმედებების მტკიცებულებები მჟკ-ის საიტზეა განთავსებული, ესე იგი ეს ღია ინფორმაციაა, სრულიად ნორმალური და კანონიერი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგი. როგორ შეიძლება ეს ოდნავ მაინც შეესაბამებოდეს სისხლის სამართლის სტატიების დეფინიციას, სრულიად გაუგებარია.
თანაც ყველა დაკავებული ჟურნალისტისთვის სასამართლომ შეარჩია აღკვეთის ფორმა - ორთვიანი ვადით სამყრობილეში ყოფნა გირაოს შეტანის უფლების გარეშე.
იმაში, რომ ეს ვადა შეიძლება არაერთხელ გაიზარდოს, არავის ეჭვი არ ეპარება. ჟურნალისტთა „დანაშაულებები“, როგორც განაცხადეს, მჟკ-ს საიტზეა გამოქვეყნებული.
ყველას შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ გაშუქებულია ფაქტები, საეკლესიო ცხოვრების მოვლენები, რასაც მართლა ჰქონდა ადგილი, რომ ანალიტიკურ სტატიებში გამოყენებულია შემოწმებული ფაქტიური მასალები მითითებული წყაროებით. და ამის გამო პროკურატურა სასამართლოსგან უვადოს მოითხოვნას აპირებს.
ამაზე აბსურდული არაფერია, არც ერთი ადეკვატური სასამართლო არ გამოიტანს მსგავს გადაწყვეტილებას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გარკვეულ შედეგებს სამართალდამცავებმა უკვე მიაღწიეს - სასამართლომ ჟურნალისტები საგამოძიებო იზოლატორში გირაოს შეტანის უფლების გარეშე მოათავსა.
მართლმსაჯულება კორუფციონერებისთვის
ახლა კი მოდით ვნახოთ, ვის და რისთვის მიანიჭა სასამართლომ აღკვეთის შედარებით რბილი ზომები. ალბათ, ეს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი, დანაშაულებების ჩადენაში ეჭვმიტანილი, უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევია. ის არა უბრალოდ მოსამართლეა, ის, შეიძლება ითქვას, უკრაინის მთელი სასამართლო სისტემის სახეა. ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ქრთამის აღებაში, 3 მლნ. დოლარამდე. სასამართლომ დაუყონებლივ გასცა თანხმობა მისი გირაოთი განთავისუფლებაზე, თუმცა, მისი მდგომარეობისა და კავშირების გათვალისწინებით, თავისუფლებაზე ყოფნისას, მას მარტივად შეეძლო გამოძიების პროცესზე გავლენის მოხდენა. გირაოს თანხა სასამართლომ თავდაპირველად 107 მლნ. გრივნით განსაზღვრა, შემდგომში კი 6-ჯერ მოახდინა მისი შემცირება და ბოლოს 18 მლნ. გრივნამდე დაიყვანა და ამ თანხით ვ. კნიაზევი საგამოძიებო იზოლატორიდან გამოვიდა.
კიდევ ერთი ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმე თავდაცვის სამინისტროს თანხების მაქინაციებთან დაკავშირებით (იმ ფულთან, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის), ეს „გრინევიჩების საქმეა“.
2024 წლის იანვარში სასამართლომ საქმის სამ მთავარ ფიგურანტს გირაოს შეტანის ნება დართო 500 მლნ. გრივნის ოდენობით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათ ბრალი ედებათ უშძ-სთვის უხარისხო ტანსაცმლის მიწოდებაში და 1,2 მილიარდი გრივნის ოდენობით ზარალის მიყენებაში.
მანამდე კი ყველა განიხილავდა კორუფციულ სკანდალს სახელწოდებით „კვერცხები 17 გრივნად“. 2022 წლის 23 დეკემბერს სახშესყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ბოგდან ხმელნიცკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას შპს «Актив компани»-თან 13,16 მილიარდი გრივნის ღირებულების პროდუქტების შეძენაზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შპს «Актив компани»-ის ძირითადი კაპიტალი, ვიკიპედიის მონაცემებით, შეადგენდა სულ ათას გრივნას, მაგრამ მისი დირექტორი იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს ყოფილი ხელმძღვანელი.
«Зеркала недели»-ს გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო თითო კვერცხს 17 გრივნად ყიდულობდა (რეალური ფასი 7 გრივნაა), კარტოფილს - 22 გრივნად (მაღაზიაში - 8-9 გრივნაა), ქათმის ბარკალს - 120 გრივნა კილო (მაღაზიაში - 80) და ასე შემდეგ. ეს აღმაშფოთებელი ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ომის დროს ნაშოვნია მილიარდობით თანხა, რომელმაც საქმის ფიგურანტთა ხელში გაიარა, სასამართლომ კი ბ. ხმელნიცკის სულ 40 მლნ. გრივნის ოდენობის გირაო დაუწესა.
ეს კი რანგით უფრო დაბალი შემთხვევაა. რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ განაცხადა ვინიცკის ოლქში თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების მხილების შესახებ. გამოძიების მონაცემებით, სამხედროებისთვის შესყიდვების განხორცილების დროს მათ ბიუჯეტს 4,3 მლნ. გრივნის ზარალი მიაყენეს. სქემა რთული არ იყო, ჩინოვნიკებმა, გამოძიების მონაცემებით, გააფორმეს ხელშეკრულება ჯარისთვის 2000 საწოლის შეძენაზე მაღალ ფასად. მთავარ ეჭვმიტანილს სასამართლომ დაუწესა გირაოს შეტანა 4 მლნ. გრივნის ოდენობით, ხოლო თანამონაწილეებს - მხოლოდ სადღეღამისო შინაპატიმრობა.
შეიძლება უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა. თუმცა ყველა ამ შემთხვევაში სამართალდამცავები სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებებს წარუდგენდნენ, დოკუმენტებს, ფულად სახსრებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, სასამართლოებს საშუალება ჰქონდათ დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მართლაც არსებობს უტყუარი საფუძველი იმისა, რომ ეს პირები ეჭვმიტანილები ყოფილიყვნენ დაშაულებების ჩადენაში.
მართლმადიდებელი ჟურნალისტების შემთხვევაში კი საერთოდ არ არსებობს სამართლის დარღვევის ქმედებების მტკიცებულებები. მაგრამ ისინი მაინც მოათავსეს საპყრობილეში 60 დღის ვადით გირაოს შეტანის უფლების გარეშე. სამართალდამცავი ორგანოები კი ყველაზე მძიმე განაჩენს ითვალისწინებენ.
რატომ ხდება ეს? რატომ არის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების აშკარად დაზარალების შემთხვევებში ადამიანებს ანთავისუფლებენ გირაოთი, ხოლო ჩვეულებრივი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ისინი გისოსებს მიღმა იტანჯებიან?
რა არის ორმაგი სტანდარტების მიზეზი
ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტურ მოღვაწეობას თავისთვის უფრო საშიშად მიიჩნევს, ვიდრე კორუფციონერთა საქმიანობას, რომლებიც ომის დროს უშძ-ს ძარცვავენ. მართლაც, სიმართლე ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მატერიალური ზარალი. ამ ლოგიკით შეიძლება კორუფციისა და სხვადასხვა მაქინაციების მიმართ უფრო ტოლერანტული დამოკიდებულება იყოს, ვიდრე იმის მიმართ, რომ ათასობით ადამიანი გაიგებს სიმართლეს ტაძრების მიტაცებისა და ანტიეკლესიური კანონების შესახებ.
ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტიკას მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოს შემდეგ). და ეს მართლაც ასეა.
სხვადასხვა მედია სთავაზობს ხალხს ინფორმაციას, ანალიტიკას, აიძულებენ მათ იფიქრონ და შესაბამისი დასკვნები გამოიატანონ. ამ მედიებს შეუძლიათ შეეჯიბრონ ერთმანეთს ამა თუ იმ თეზისის გამო. მაგრამ ყოველი მათგანი ადამიანებს გარკვეულ თვალსაზრისს სთავაზობს, ადამიანები კი თვითონ წყვეტენ, მიიღონ ის თუ არა.
ეს არის სიტყვის თავისუფლების განუყოფელი ელემენტი, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმატებული განვითარების წინაპირობაა. მაგრამ ისეთი ქვეყნებიც არსებობს და მათი ისტორიის ისეთი პერიოდები, სადაც ხელისუფლებას ურჩევნია დაადუმოს ჟურნალისტები და არ გამოაშკარავდეს სიმართლე მათი ქმედებების შესახებ, რადგან ამან შეიძლება შელახოს ამა ქვეყნის ძლიერთა ინტერესები.
ხაზს ვუსვამთ, არა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებაში არიან დაინტერესებულები, არამედ ამა ქვეყნის ძლიერთა ინტერესები, რომლებიც საკუთარ ინტერესებს საზოგადოებასა და სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ.
თუ ხელისუფლებას სურს რამე არაკანონიერი, არაპოპულარული ან მორალის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს, მთავარი, რაც უნდა აშინებდეს ხელისუფლებას, ეს ამ ქმედებების გასაჯაროვებაა. ამისთვის კი საჭიროა ჟურნალისტთა გაჩუმება. ისე უნდა მოხდეს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამაინმა გაიგოს ამ ქმედებების შესახებ.
რის განხორციელებას გეგმავს უკრაინის ხელისუფლება „უმე-ს მედიაბლოკის“ ნეიტრალიზების შემდეგ, როგორც ეს გენპროკურორის ოფისმა განაცხადა? ორი ვარიანტი იკვეთება: ან 8371 ანტიეკლესიური კანონის დაუყონებლივ მიღება და უმე-ს აკრძალვა, ან უმე-ს საბოლოო განდევნა კიევ-პეჩერის ლავრიდან, ან ორივე ეს ქმედება ერთობლივად.
შესაძლოა, ხელისუფლება თვლის, რომ ამ საკითხების შესახებ მჟკ-ზე ახალი ამბებისა და ანალიტიკური მასალების გამოქვეყნების გარეშე საზოგადოება ნაკლებად შეეწინააღმდეგება ასეთ ქმედებებს. მაგრამ სწორედ ამაშია იმ ადამიანთა მთავარი შეცდომა, რომლებიც მოცემულ მომენტში ხელისუფლების საჭეთმყრობელები არიან.
ისინი თვლიან, რომ უმე-ს აკრძალვასა და ლავრის მიტაცებაში მჟკ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს. სინამდვილეში კი ყველაფერი ბევრად უფრო სერიუზულად არის.
არა მჟკ (თუმცა მჟკ-ც) ხელს უშლის უმე-ს განადგურებას, არამედ ღვთის განგება, იესო ქრისტეს აღთქმა: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას...“ (მთ. 16:18). გავიხსენოთ, როგორ ცდილობდა მდევნელი სავლე ეკლესიის განადგურებას და რა უთხრა მას უფალმა - „გაგიჭირდება წიხლვა დეზისა“ (საქმ. 26:14). გავიხსენოთ, რომ იგივე სავლე, რომელიც უკვე მოციქული გახდა, ქრისტეს სახელის გამო ბორკილებში მყოფი, თავის მოწაფეს ტიმოთეს წერდა: „...ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს“ (2 ტიმ. 2:9).
შეუძლებელია ღვთის სიტყვაზე ბორკილის დადება, შეუძლებელია ქრისტეს ეკლესიის განადგურება, თუმც ამისთვის გისოსებს მიღმა მართლმადიდებელი ჟურნალისტები და სამართალდამცავები ჩასვან. ისტორიამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. გვწამს, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. უკრაინამ კი უკვე უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების ორმაგი სტანდარტების გამოყენება, თორემ არაფერი კარგი მომავალში არ გველოდება.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?