რას იტყოდა იაპონიის ეპისკოპოსი ნიკოლოზი „სსო“-ზე?

დაუჭერდა თუ არა მხარს იაპონიის ეპისკოპოსი ნიკოლოზი რუსეთს მის იმპერიულ ომებში? ფოტო: СПЖ

16 თებერვალს ეკლესია ზეიმობს წმინდა ნიკოლოზ განმანათებლის ხსენების დღეს. ადამიანმა, რომელმაც პრაქტიკულად მარტომ შექმნა იაპონიაში მართლმადიდებლური ეკლესია, თარგმნა წმინდა წერილი და საღვთისმეტყველო წიგნები, გახსნა სასულიერო სემინარია, ნულიდან შექმნა 260 თემი, შეძლო ათეულ ათასობით იაპონელის სიყვარული და პატივისცემა.

დღეს განმანათლებლის სახელი ხშირად ჟღერს. რმე-ში მას ხშირად მოიხსენიებენ იმ ომთან დაკავშირებით, რომელსაც რფ ეწევა უკრაინაში. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ნიკოლოზ იაპონელი მოჰყავთ უკრაინელების მაგალითად.

ზოგიერთო ცნობილი ღვთისმეტყველი და მისიონერი სერიოზულად ადარებს განმანათლებლის მდგომარეობას რუსეთ-იაპონიის ომის დროს იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა უმე-ს მღვდელმთავრობა „სსო“-ს დაწყების შემდეგ. თითქოს, ნიკოლოზ იაპონელმა სამხედრო კონფლიქტის პირობებში არა მხოლოდ არ შეწყვიტა უწმინდესი სამთავრობო სინოდის პატრიარქის ხსენება, მას ვერც კი აიძულეს დაეგმო რუსეთის ქმედებები. ამიტომაც დღეს კარგი იქნებოდა გაგვერკვია - არის თუ არა მიზანშეწონილი ნიკოლოზ იაოპონელისა და უმე-ს პოზიციების შედარება. და რაც მთავარია - თავად ის როგორ მიუდგებოდა მისი სამშობლოს სამხედრო მოქმედებებს?

„შესთხოვეთ ღმერთს, რომ მან გამარჯვება მოუტანოს თქვენს იაპონურ ჯარს“

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ განმანათლებლისა და უკრაინელი იერარქების შედარება არაკორექტულია თუნდაც იმიტომ, რომ მღვდელმთავარი იყო სტუმარი იაპონიაში, ხოლო უმე-ს მღვდელმთავრობას წარმოადგენენ უკრაინელები, რომელთა ახლობლები და ნათესავები იტანჯებიან და იღუპებიან ომში.

თუმცა, შესაძლოა, ესეც არ იყოს მთავარი. იყო რა რუსი, იყო რა პატრიოტი, განმანათლებელი ამის მიუხედავად მოუწოდებდა თავის მოწაფეებს ელოცათ მისი ქვეყნის გამარჯვებისთვის“.

შესთხოვეთ ღმერთს, რომ მან გამარჯვება მოუტანოს თქვენს საიმპერატორო ჯარს, მადლობა გადაუხადეთ ღმერთს ბოძებული გამარჯვებისთვის, გაიღეთ სამხედრო საჭიროებებისთვის, ვიღაცას მოუწევს ბრძოლაში ჩაბმა, თავდაუზოგავად იბრძოლეთ არა მტრისადმი სიძულვილის, არამედ თქვენი თანამემამულეებისადმი სიყვარულის გამო და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის“ (იოან.15,13). ერთი სიტყვით, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც მოითხოვს თქვენგან სამშობლოსადმი სიყვარული“, - წერდა თავის დღიურში 1904 წელს.

როგორც ვხედავთ, განმანათლებელს არ გააჩნია არანაირი მითითება იმაზე, რომ რუსეთის ომი იაპონიასთან არის „საღვთო“, ის არ ახსენებს ბასილი დიდის ლიტურგიის დროს ლოცვას რუსეთის იმპერატორისადმი „ბარბაროსული ენების, რომელთაც სურთ ლანძღვა“ დამორჩილების თაობაზე. თუმცა, ის აქ იქნებოდა დროული, რადგანაც იაპონია არის წარმართული ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა დიდი ენთუზიაზმით.

რას წერს განმანათლებელი შემდეგ?

„ყველა ადამიანი ზეციერი მამის შვილია ერთნაირად და ერთმანეთთან ძმები არიან“

მიწიერი მამის გარდა, ჩვენ ასევე გვყავს ზეციერი მამა. მას ეკუთვნის ყველა ადამიანი ხალხისადმი კუთვნილების მიუხედავად, რადგანაც ყველა ადამიანი ერთნაირად არის ზეციერი მამის შვილი და ძმები არიან ერთმანეთს შორის. ეს ჩვენი სამშობლო არის ეკლესია, რომლის წევრებიც ერთნაირად ვართ და რომლის მიხედვითაც ზეციერი მამის შვილები ნამდვილად შეადგენენ ერთ ოჯახს... აქ არა რუსეთის, არამედ ქრისტეს მსახური ვარ“, - ასე მიმართა მან თავის იაპონელ სამწყსოს.

რატომ არის ასეთი სიტყვები დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ სწორედ ახლა ისინი არის აქტუალური, სწორედ ახლა არის მათი ნაკლებობა. ჩვენი სამშობლო არის არა რუსეთი, არა უკრაინა, არა იაპონია. ჩვენი სამშობლო არის ზეცა. სწორედ იქ არის ჩვენი ნამდვილი ოჯახი. თუმცა, როგორი უნდა იყოს შემდეგი აზრი?

 ქრისტიანს არ შეუძლია მიწიერი სამშობლოს გამო გაანადგუროს მისი ნამდვილი ოჯახის წევრები. უფრო სწორედ, აქ საქმე ეხება არა სამშბოლოს, არამედ ადამიანებს, რომლებიც განსაზღვრავენ მის პოლიტიკას.

რას წერდა ასეთ ადამიანებზე განმანათლებელი ნიკოლოზი?

„რუსეთის მთავრობას ყველაფერი ეცოტავება და ის თავის სამფლობელოს სულ უფრო და უფრო აფართოებს“

ღმერთმა რუსეთს მისცა მიწა, რომელიც სამყაროს მეექვსედს შეადგენს და გადაჭიმულია უწყვეტად მატერიკზე, ყოველგვარი კუნძულების გარეშე. და მისი ფლობა მშვიდობიანად, მისი სიმდიდრის დამუშავება, მისი მიმართვა საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ; ზრუნვა მისი მკვიდრების მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაზე. რუსეთის მთავრობას კი ყველაფერი ცოტა ეჩვენება და ის აფართოებს თავის სამფლობელოს სულ უფრო და უფრო; და თან, რა ხერხებით!... „რისთვის გჭირდებათ კორეა?“ - ვკითხე ერთხელაც ადმირალ დუბასოვს. „ბუნებრივი უფლებით, ის ჩვენი უნდა იყოს - მიპასუხა მან, - როცა ადამიანი ფეხებს გაჭიმავს, იღებს იმას, რაც ფეხებთანაა; ჩვენ ვიზრდებით და ფეხს ვჭიმავთ, კორეა ჩვენს ფეხებთანაა, ჩვენ არ შეგვიძლია ზღვამდე არ მივიდეთ და კორეა არ ვაქციოთ ჩვენად“.

შეცვალეთ „კორეა“ „უკრაინით“ და თითქოს, ჩვენს დღეებზეა ნათქვამიო. ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ ადამიანებზე თავის უზარმაზარ ტერიტორიაზე, დღეს რუსეთი ახალ და ახალ ტერიტორიებს იტაცებს. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში რუს ჯარისკაცებს შთააგონეს, რომ ისინი ახალ მიწებს იპყრობენ და იბრძვიან „მეფისა და სამშობლოსთვის“. XXI საუკუნის დასაწყისში ეს ისევ არის „ომი სამშობლოსთვის“, მაგრამ უკვე „მსოფლიო ბოროტების“ წინააღმდეგ.

უჭერდა კი მხარს განმანათლებელი ნიკოლოზი მისი თანამედროვეების ასეთ ურა-პატრიოტულ განწყობებს, რომელიც ერთხმად ჟღერს დღესაც?

შენ კი, ჩემო საწყალო სამშობლოვ, იმსახურებ იცოდე, რომ შენ გირტყამენ და გაწვალებენ... რატომ გაქვს ესოდენ ცოტა პატიოსნება და ღირსება? რატომ არ იღწვი მიიღო სიყვარული და უფლის დაცვა, არამედ უფლის მრისხანებისკენ ისრწაფვი?.. ღმერთმ რუსეთი მტრების დასაცინი გახადა იმის საზღაურად, რომ მან დაივიწყა ღმერთი და მისი მცნებები“, - წერს განმანათლებელი დღიურში.

და ეს შინაგანი ჭიდილი თავის სამშობლოზე ეხება არა მხოლოდ რუსული არმიის წარუმატებელ მცდელობებს. იაპონიაში ცხოვრების მრავალი წლის მანძილზე, ის გვერდიდან უყურებდა რუსეთისა და რუსების სულიერ პრობლემებს, პრობლემებს, რომელიც დღეს, ასეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, არც კი შეცვლილა.

ღმერთი სჯის რუსეთს, ანუ განუდგა მას, რადგანაც ის განუდგა მას. ათეიზმის რა ველური გამძვინვარება, მართლმადიდებლობაზე უსასტიკესი მტრობა და ყოველგვარი გონებრივი და ზნეობრივი უხამსობა სუფევს ახლა რუსულ ლიტერატურასა და რუსულ ცხოვრებაში! რუსეთი მოიცვა ჯოჯოხეთურმა სიბნელემ და სასოწარკვეთა თავისას იღებს, ოდესმე დადგება კი განთიადი? შეგვიძლია კი ჩვენ ისტორიული ცხოვრებისკენ სვლა? ღმერთის, ზნეობრიობის, პატრიოტიზმის გარეშე ხალხს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. რუსეთში კი, მისი არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო ლიტერატურის გათვალისწინებით, საერთოდ ქრება ღმერთის, სულის უკვდავების არსებობა; ის ზნეობრივად არის გახრწნილი გვამი, ბინძურ ნახირად ქცეულა... ის მოიცვა საშინელმა სიგიჟემ და არავინ არის დამხმარე, რადგანაც მისი ბოროტული გამძვინვარება მიმართულია ღმერთის წინააღმდეგ, რომლის სახელსაც ის ლაფში სვრის, მისი ბაგე ღვთის გმობით არის მოსილი“.

1904 წელს დაწერილი ეს სიტყვები, შეიძლება ზედმეტად ემოციურად მოგვეჩვენოს. თუმცა, თავშეკავებული და სიტყვაძუნწი არქიეპისკოპოსი უმიზეზოდ როდი იტყოდა ამას. ის პირადად აკვირდებოდა ათასობით უბრალო რუსი მეზღვაურის დატყვევებას, ტანჯვასა და სიკვდილს, რომლებიც პორტ-არტურის ხორცასაკეპში იქნენ გაგზავნილნი იმპერიის ინტერესების გამო. მან ისიც იცოდა, რომ სამღვდელოება ამ ინტერესებს სრულად უჭერდა მხარს.

შეიცვალა კი რამე 120 წლის შემდეგ? საუბრობენ კი რუსულ ეკლესიაში, რომ „ჩვენ გვაქვს ზეციური სამშობლო“, რომელსაც „ეკუთვნიან ადამიანები ხალხისადმი კუთვნილების მიუხედავად“? საუბრობენ კი რმე-ში, რომ ისინი არიან „არა რუსეთის, არამედ ქრისტეს მსახურები?“

ალბათ, საუბრობენ. თუმცა, ეს ხმები იკარგება სრულიად სხვა „მართლმადიდებლური“ სიმღერების ხმაში: „333“, „ადექი, ქვეყანავ“ და ა.შ.

ბოლშვისტურ რევოლუციამდე 11 წლით ადრე განმანათლებელმა დაწერა ასეთი სტრიქონები: „სასოწარკვეთა ერევა მართლმადიდებლურ ეკლესიას და რუსეთს! ნუთუ უფლის სამსჯავროს მიერ მოგვესაჯა გაგლეჯა და დაღუპვა? როგორც ჩანს!“

იქნება კი დღეს სხვაგვარად?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?

ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?