რაც სირსკისთვის დასაშვებია, უმე-თვის არ შეიძლება?

სრულიად განსხვავებულია ხელისუფლების დამოკიდებულება ა.სირსკის წარსულისა და უმე-ის მიმართ. ფოტო: СПЖ

2024 წლის 8 თებერვალს ზელენსკიმ გაათავისუფლა ვალერი ზალუჟნი უშძ-ს მთავარსარდლის პოსტიდან და ამ თანამდებობაზე დანიშნა ალექსანდრე სირსკი. ქსელში თითქმის უმალ გაჩნდა ინფორმაცია ახალი მთავარსარდლის რუსული ფესვების, მისი უახლოესი ნათესავების პროპუტინისტური შეხედეულებების შესახებ და ა.შ. უკრაინის ეუთს-ში ამის პასუხად განაცხადეს, რომ ეს ყოველივე არის რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის შემადგენელი კამპანია, რომელიც მიმართულია, როგორც თავად მთავარსარდლის, ასევე მთელი უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ.

და შესაძლოა, ყველაფერი ასეც იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობს. სირსკი ნამდვილად არის ეთნიკურად რუსი, დაიბადა ვლადიმირის მხარეში, სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში.

როგორც მრავალრიცხოვანი ტელეგრამ-არხები წერენ, რუსეთში ამ დრომდე ცხოვროვენ ა. სირსკის მშობლები და ძმები. მამა, სტანისლავ სირსკი, სამხედრო პენსიონერი, რფ-ს შძ-ს გადამდგარი პოლკოვნიკია. ტელეგრამ-არხები ამტკიცებენ, რომ უშძ-ს ახალი მთავარსარდლის მშობლები გამოხატავენ აქტიურ პრორუსულ პოზიციას და მათ მტკიცებულების სახით მოჰყავთ ფოტოსურათები სოცქსელებიდან. მაგალითად, ახალი მთავარსარდლის დედის, ლუდმილა სირსკას მიაწერენ პოსტებს, სადაც ის, როგორც ამტკიცებენ, ადიდებს რუს ლიდერს ვ. პუტინს.

თუ დავუჯერებთ ტელეგრამ-არხებს, ეს პოსტი ლუდმილა სირსკამ 2022 წლის 21 აპრილს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც რფ-ს ჯარების მიერ ოკუპირებულ იქნა ბუჩა და კიევის სხვა მიმდებარე ქალაქები, მაშინ როცა მისი ვაჟი, ალექსანდრე სირსკი, მეთაურობდა დედაქალაქის თავდაცვას.

სიმართლე რომ ვთქვათ, მხოლოდ ა. სირსკიმ როდი დაიწყო თავისი სამხედრო კარიერა რუსეთში და დაამთავრა რუსული სამხედრო სასწავლებლები, სადაც როგორც ვიცით, ვერ მოხდებოდა გვერდის ავლა კურსანტების შესაბამისი იდეოლოგიური დამუშავებისგან. აი, კიდევ რამოდენიმე მაგალითი:

„და რა მერე?“ - იკითხავთ თქვენ. რა მნიშვნელობა აქვს სირსკის და უშძ-ს სხვა გენერლების წარმომავლობას, თუ მათ უკრაინისადმი მსახურებით არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი პატრიოტიზმი? რა მნიშვნელობა აქვს მათი ნათესავების შეხედულებებს?

და ეს სრულიად, კანონზომიერი საკითხებია. აბსოლუტურად არავითარი.

მაშ, რატომ ვწერთ ამის შესახებ ჩვენ, მართლმადიდებლური რესურსი? განა სირსკისა და მის ბექგრაუნდს აქვს კავშირი უმე-თან და საერთოდ რელიგიურ თემასთან? სამწუხაროდ, აქვს და პირდაპირი კავშირიც. საკითხი იმაშია, რომ მღვდლებსა და იერარქებს, და საერთოდაც, მთელს ეკლესიას, ხელისუფლება და საზოგადოება ტალახს ესვრის ნაკლები „რუსულობის“ გამო, ვიდრე ეს ახალ მთავარსარდალს აქვს.

ამიტომაც ისმის კითხვა. რატომ არის ხელისუფლებისთვის სირსკის „რუსული“ წარსული „ნორმა“, ხოლო უმე-ს წარსული _“ბოროტება“?

მოდით, გავიხსენოთ, რა იპოვეს უუძ-მა პირველი მასშტაბური ჩხრეკის დროს უმე-ს მონასტრებსა და ეპარქიის სამმართველოებში 2022 წლის ნოემბერში.

რამოდენიმე რუსული გაზეთი და ჟურნალი, რამოდენიმე ათასი რუბლი, რფ-ში გამოცემული საეკლესიო ლიტერატურა, შეგდებული ფურცლები: ამ „მტკიცებულებების“ დონე დაახლოებით ისეთივეა, როგორც ცნობები ა. სირსკის ნათესავების ანტიუკრაინული პოზიციის შესახებ. თუმცა, რამხელა ზიზღი დაატყდა თავს უმე-ს მის-ებში და სოცქსელებში ამ „მტკიცებულებების“ პუბლიკაციის შემდეგ! როგორ შეურაცხყოფდნენ და აკინებდნენ ლავრის ბერებს!

და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. აი, კიდევ რამოდენიმე მაგალითი.

უმე-ს კლირიკოსების მხეცურად ცემის შემდეგ ჩერკასში ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის დაკავების დროს, მის-ში „ანტიკრიზისის“ სახით შეაგდეს ტაძარში ნაპოვნი წიგნი „ბნელეთიდან გამოიყვანე სული ჩემი. სულის განკურნების სასულიერო რჩევები“. რაში მდგომარეობს უმე-ს „დანაშაული“? დიახ, იმაში, რომ წიგნი გამოცემულია რმე-ში.

ასევე მხეცურად ლადიჟინში მიტაცების შემდეგ ადგილობრივ პრესაში „კომპრომატის“ სახით ყაზანის  ტაძრიდან გამოჩნდა საუფლო მოწამეთა, წმინდა გერგემონას ხატები ან ლოცვები საღვთისმეტყველო მითითებებით, რომელიც რმე-ში გამოიცა პატრიარქ ალექსის და კირილის კურთხევითაც.

ასეთი „კრიმინალის“ მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს მიტაცება ტრებუხოვში, სადაც აქტივისტებმა გადააგდეს ბიბლია და ლოცვების კრებული მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოცემულ იქნა მოსკოვში (15 წლის წინ).

ანუ დღეს უმე ბრალად სდებენ იმდენად გაუგონარ „კავშირებს“ აგრესორთან, რომ ზოგჯერ ეჭვი გეპარება იმათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ვინც ამას აკეთებს.

დავუბრუნდეთ პიროვნებებს. მოდით გავიხსენოთ, რამდენი საყვედური დაატყდა ტავს ლავრის მეთაურს მიტროპოლიტ პავლეს, როცა მან თქვა, რომ მისი და ცხოვრობს რუსეთში. აი, ერთ-ერთი ასეთი სათაური.

„თავხედურად“, „ცინიკურად“, - უკვე პუბლიკაციის სათაურში ჩანს სიძულვილი და დიფამაცია. მიტროპოლიტ პავლეს კი არაფერი ანტიუკრაინული არ უთქვამს, აი, ზუსტი ციტატა: „რუსეთის ფედერაცია არ მიმაჩნია აგრესორად, რადგანაც იქ ცხოვრობს ჩემი და. ისინი, კი ვინც ამ აგრესიას სჩადიან - იმათ ვგმობ... რა, ჩემს დას აგრესორად მოვიხსენიებ?“

გავიმეოროთ. ის, რომ ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, ჯერკიდევ არაფერს ნიშნავს. თუმცა, თუ ა. სირსკის რუსეთში ჰყავს მამა, დედა და ძმა, ეს არანაირად არ იგმობა, ხოლო მეუფე პავლეს იქ ჰყავს და, ეს მედიის სივრცეში აღქმულია, როგორც მისი „არაპატრიოტიზმის“ კიდევ ერთი ნიშანი?

რამდენი ბრალდება ისმის უმე-ს მისამართით იმის თაობაზე, რომ მას, თითქოს მმართველი ორგანო რუსეთში ჰყავს! როცა უმე-ს წარმომადგენლები ცდილობენ განმარტებას, რომ ეს ასე არაა და რომ ის იმართება უკრაინის საეკლესიო კრების, სინოდისა და სხვა ორგანოების მიერ, რომლებიც უკრაინაშია, როცა უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ 27.05.2022 წელს თეოფანიაში, უმე-ს წესდებიდან ამოიღეს ნებისმიერი ხსენება რმე-ს შესახებ, მათ პასუხობენ, რომ ისინი მაინც განიცდიან უმე-ზე რუსეთიდან, თუ ადმინისტრაციული არა, იდეოლოგიური ხასიათის გავლენას მაინც.

და ამის საფუძველზე უმე-ს აკრძალვა სურთ საკანონმდებლო დონეზე. თუმცა, ამასთან,ადამიანი,  ვისი მშობლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მშობლის სტატუსის ძალით მასზე ახდენენ გავლენას, ინიშნება უშძ-ს მთავარსარდლის თანამდებობაზე. და ჩვენ ვერ ვხედავთ მის-ებსა და სოცქსელებში არანაირ კამპანიას, რომელიც „ბოროტების“ ან „არაპატრიოტიზმის“ თემას შლიდეს. სირსკიზე კი (უმე-ს მორწმუნეებისა და სასულიერო პირებისგან განსხვავებით) პირდაპირ არის დამოკიიდებული უკრაინის ბედი აგრესორთან დაპირისპირებაში. რატომ არის ორმაგი სტანდარტები?

რატომ არის ვინმე მღვდელი როვნოში, რომელიც არასდროს ყოფილა რფ-ში „მოსკალი“, ხოლო მოსკოველი კურსელ-ოფიცრების სიმრავლით გამორჩეული მთავარსარდალი უპირობო პატრიოტი?

უდაოდ, ჯანსაღი აზრის თვალსაზრისით, არც ნათესაურ კავშირებში, არც მისი სწავლების ადგილში არაა არანაირი კრიმინალური და დასაგმობი. თუ გამოვიყენებთ „ჯანსაღ ლოგიკას“ სირსკისთან მიმართებაში, ასეთი ლოგიკა უნდა იქნეს გამოყენებული უმე-ს წარმომადგენლებთან დაკავშირებითაც. რომ მედიასივრცეში არ გამოქვეყნდეს რუსეთში გამოცემული საეკლესიო წიგნების ფოტო და არ ყვიროდნენ „ბოროტებაა!“ არ ჩხრეკდნენ უკრაინელ მღვდელმთავრებში რუსულ ფესვებს და ამას არ აგორებდნენ მის-ებში, როგორც მათი „ანტიუკრაინული პოზიციის“ დასტურს. რომ უკრაინის ყველა მოქალაქის მიმართ იყოს ერთნაირი მიდგომა, რათა ყველა ადამიანის უფლებები იქნეს დაცული ერთნაირად, რომ თითოეულის ღირსება და პატივი იქნეს პატივცემული მისი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

შესაძლოა, მაშინ გავხდეთ „ერთიანი ქვეყანა“. არა ჩინოვნიკების პათოსურ პირფერულ სიტყვებში, არამედ რეალურად.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?