უმე-ს მილიონობით მორწმუნეს ხმა: შეუძლებელია უგულებელყო ხმა

მორწმუნეებმა მილიონზე მეტი ხელმოწერა მიიტანეს პრეზიდენტის ოფისთან. ფოტო: СПЖ

2021 წლის 1 აპრილს ერისკაცები და უმე-ს სამღვდელოება უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან შეიკრიბა იმისთვის, რათა პირადად გადაეცა სახელმწიფო მეთაურისთვის მილიონზე მეტი ხელმოწერა პრეზიდენტისადმი მიმართვის ქვეშ, რომელშიც გადმოცემულია ანტისაეკლესიო კანონების გაუქმების თაობაზე კანონპროექტების ინიცირების თხოვნა. რატომ გახდნენ მორწმუნეები იძულებულები წასულიყვნენ ამ ნაბიჯზე და კიდევ რას მოითხოვენ ისინი უკრაინის ხელისუფლებისგან?

ცოტაოდენი პრეისტორია

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს უმაღლესმა რადამ, აშკარა ანტიკონსტიტუციური დებულებების მიუხედავად, მიიღო კანონი N 2662-VIII, რომელთა დაყრდნობითაც ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მისი სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით.

მოგვიანებით, 2019 წლის 30 იანვარს უკრაინის იურიდიული პირების, ფიზიკური პირი-მეწარმეებისა და საზოგადოებრივი ფორმირებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში გაჩნდა ახალი რელიგიური სტრუქტურის სახელწოდება „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში)“, რასთან დაკავშირებითაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიტანა სარჩელი უკრაინის კულტურის სამინისტროსა და „სამართლებრივი დამხარებისა და რეგისტრაციის ცენტრის“  კპ სახელმწიფო რეგისტრატორის  წინააღმდეგ, მუე-ს რელიგიური ცენტრის სახელმწიფო რეგისტრაციის ჩატარების უკანონობის შესახებ.

გარდა ამისა, მიღებული ანტისაეკლესიო კანონები არ შეესაბამება არც უკრაინის კონსტიტუციას, არც საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების დარგში, პირდაპირ არღვევს რა უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლს, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციის მე-9 მუხლს, 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 18-ე მუხლს, 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლს.

ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ 219 წლის აპრილში კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა უმე-ს იძულებით სახელის გადარქმევის პროცესი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო უმე-ს შეენარჩუნებინა თავისი სახელწოდება. 2020 წლის 11 თებერვალს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს დიდმა პალატამ პლენარული სხდომის ღია ნაწილში დაიწყო საქმის განხილვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელის გადარქმევის შესახებ კანონის უკრაინის კონსტიტუციასთან  შესაბამისობის თაობაზე.

საგულისხმოა, რომ ამ ანტისაეკლესიო კანონის შესაძლო გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდა მეუ-ს „წმინდა სინოდი“. „მღვდელმთავრებმა“ განაცხადეს, რომ თუ მოსამართლეები  კანონს უმე-თვის სახელის გადარქმევის თაობაზე ცნობენ ანტიკონსტიტუციურად, ცხადი იქნება აგრესორის მიერ მათი მოსყიდვა, ისინი დაარღვევენ უკრაინის დამოუკიდებლობას, ხოლო „საერთაშორისო პარტნიორებმა“ უნდა დასაჯონ ეს მოსამართლეები.

თავის მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და ერისკაცებმა მოახდინეს ხელმოწერების შეგროვება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის და ასევე, უკრაინის  უმაღლესი რადასა და საკონტიტუციო სასამართლოს მეთაურების სახელზე.

პრეზიდენტისადმი მიმართვა უმე-ს მორწმუნეთა მილიონზე მეტი ხელმოწერით

პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტში უმე-ს ერისკაცებმა, რომელსაც ხელი მოაწერა მილიონზე მეტმა ადამიანმა, საუბარია, რომ ანტისაეკლესიო კანონები არღვევენ მორწმუნეთა უფლებებს და ეწინააღმდეგებიან ეკლესიისგან სახელმწიფოს გამიჯვნის საკონსტიტუციო პრინციპს. ამ კანონების გზით „სახელმწიფო უხეშად ერევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაში“, ხოლო „უკრაინის კულტურის სამინისტრო იყენებს ამ ანტიკონსტიტუციურ კანონებს უშუალოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და იძულების წესით ცდილობს ჩამოართვას მას მისი საკუთარი სახელწოდება“, რაც „წარმოადგენს უკრაინის მილიონობით მორწმუნეს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, რომლებიც უმე-ს განეკუთვნებიან“.

წერილში ასევე საუბარია, რომ „უმე-ს რელიგიური თემები იმყოფებიან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და რეიდერებს შორის მუდმივი წეზოლის ქვეშ, ჩვენ ჩამოგვართვეს შესაძლებლობა ცვლილებები შეგვეტანა სადამფუძნებლო დოკუმენტებში, შეგვეცვალა ხელმძღვანელები, გაგვეხსნა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, გვესარგებლა ნოტარიუსთა მომსახურებით, გაგვეფორმებინა  საეკლესიო ნაგებობების ქვეშ მიწის ნაკვეთის უფლება და ა.შ.“

ამის შედეგად შეგვიძლია დავასახელოთ კონფესიათშორისი დაპირისპირებების სერიოზული ზრდა, რელიგიური შუღლისა და კონფლიქტების გაძლიერება სახელმწიფოში, ხოლო „საეკლესიო რეიდერების მიერ ანტიკონსტიტუციური კანონების გამოყენება იწვევს საზოგადოებაში რელიგიური სიტუაციის ყოველდღიურ დესტაბილიზაციას, უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების დონის გაუარესებას, არსებული დაბრკოლებების შექმნას ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო და სოციალური მსახურებისთვის“.

მორწმუნეებმა ხაზი გაუსვეს, რომ უმე-მ არაერთხელ მიმართა პრეზიდენტს თხოვნით ამოეღო ანტისაეკლესიო ნორმები აღნიშნული კანონებიდან, „თუმცა ფორმალური პასუხის გარდა,  მათზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა“.

„დაუშვებლად მიგვაჩნია უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტმა უგელებელყოფს მისი ამომრჩევლის, მრავალმილიონიანი მართლმადიდებელი საზოგადოების ინტერესები“, - განაცხადეს უმე-ს მორწმუნეებმა.

მშვიდობის პარაკლისი კიევში, ვლადიმირის მთაზე. ფოტო: СПЖ

შეუძლია  თუ არა პრეზიდენტს ანტისაეკლესიო კანონების გაუქმება?

არა, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება გააუქმოს უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონები. და არავინ მოითხოვს მისგან, რომ მან გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას და დაარღვიოს კანონი უმე-ს მორწმუნეთა გამო. თუმცა, ამავე დროს, როგორც აღნიშნულია მორწმუნეთა მიმართვის ტექსტში, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის „აქვს უკრაინის უმაღლეს რადაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. უკრაინის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული კანონპროექტები, როგორც გადაუდებელი განიხილება უკრაინის უმაღლესი რადას მიერ რიგგარეშე“.

ერთი სიტყვით, ზელენსკის შეუძლია „უკრაინის პარლამენტში, როგორც გადაუდებელი განსახილველად შეიტანოს კანონპროექტები ძალადაკარგულად იმ ცვლილებების ცნობის შესახებ, რომელიც დადგენილია უკრაინის 17.01.2019 წლის კანონით N2673-VIII უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებისა და რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული პირის სტატუსით სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით“ და უკრაინის 20.12.2018 წლის კანონით N2662- VIII „ცვლილების შეტანის თაობაზე  „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისფულების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში, რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებასთან მიმართებაში, რომლებიც შედიან რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (წარმოადგენს ნაწილს), რომლის მმართველი ცენტრიც  უკრაინის ფარგლებს გარეთ მდებარეობს სახელმწიფოში, რომელიც კანონით აღიარებულია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმახორციელებლად და/ან რომელმაც დროებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“ .

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზელენსკის შეუძლია ახალი კანონპროექტების ინიცირება, რათა მათი მოქმედებით გააუქმოს „პოროშენკოსეული“ ანტისაეკლესიო კანონები. გააკეთებს კი ამას პრეზიდენტი ზელენსკი?

რისთვის სჭირდება პრეზიდენტს ჩვენი წერილი და ხელმოწერები?

პირველ რიგში, იმისთვის, რომ მივიქციოთ სახელმწიფოს მეთაურის ყურადღება, რომ უმე, რომელიც ექცევა დისკრიმინაციის ქვეშ, - არის უკრაინის მილიონობით მოქალაქე, რომელმაც წინარმობედ საპრეზიდენტო არჩევნებზე  განაცხადა თავისი პოზიციის შესახებ საეკლესიო-სახელმწიფო ურთიერთობების სფეროში. ამაზე ყურადღება გაამახვილა რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილმა მეთაურმა იური რეშეტნიკოვმა, რომლის აზრითაც, „2019 წელს მოქალაქეთა 73% სრულიად მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, განაჩენი და დაუთანხმებლობა, მათ შორის, სახელმწიფო-კონფესიათშორისი ურთიერთობების სფეროში. თუმცა, ახლა ჩვენ იმ პოლიტიკის გაგრძელებას ვხედავთ“.

რეშეტნიკოვის სიტყვები დაადასტურა მიტროპოლიტმა კლიმენტმაც (ვეჩერიამ), რომელმაც აღნიშნა, რომ პოროშენკოს სანაცვლოდ მოსული ახალი პოლიტიკოსები „არა მხოლოდ არ გამოასწორებენ მათი წინამორბედების შეცდომებს, არამედ არეგისტრირებენ ახალ კანონპროექტებსაც, რომლებშიც მოცემულია მორწმუნეთა საკონსტიტუციო უფლებების დარღვევები“.

უმე-ს როვენის ეპარქიის იურიდიული განყოფილების მეთაურის მოადგილის, დეკანოზ ვასილი ნაჩევის სიტყვებით, რამოდენიმე ეპარქიის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საეკლესიო რეიდერობიდან, „მივიდნენ ხელმოწერებითა და მიმართვით უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რათა მან ყურადღება მოგვაქციოს“.

უმე-ს მორწმუნეები და სამღვდელოება პრეზიდენტის ოფისთან. ფოტო: СПЖ

მიტროპოლიტი კლიმენტი ხაზს უსვამს, რომ მიმართვის ინიციატორებად გამოვიდნენ თავად ერისკაცები და „თუ პრეზიდენტი არ დაუგდებს ყურს მათ მიმართვას, ხალხი ეცდება მიაღწიოს, რომ მათი ხმა გაიგონონ ნებისმიერი კანონიერი მეთოდით“. ყუთები ამ ხელმოწერებით მიიტანეს სახელმწიფოს მეთაურის ოფისთან. ახლა, შეუძლებელი იქნება არ მიაქციონ ყურადღება მათ.

ასეთი ნაბიჯის მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც მორწმუნეთა წერილში ითქვა, კანონები, „განსაზღვრული უკრაინის პრეზიდენტის მიერ, როგორც გადაუდებელი, უკრაინის უმაღლეს რადაში რიგგარეშე განიხილება“. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პრეზიდენტი იტყვის - დეპუტატები იქნებიან ვალდებულნი მოახდინონ რეაგირება.

მესამე მიზეზი - უმე-ს მორწმუნეთა რელიგიური უფლებების აშკარა დარღევა და იმის იმედი, რომ პრეზიდენტი მათ დასაცავად დადგება. უმე-ს საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონიმ, უმე-ს მორწმუნეთა ინიციატივის კომენტირებისას, პირადად პრეზიდენტისთვის მიეწოდებინათ მილიონი შეგროვებული ხელმოწერა, აღნიშნა, რომ „მთლიანად კანონიკური ეკლესია იმედოვნებს, რომ ხალხის ხმა იქნება შესმენილი. სწორედ რომ ხალხისადმი მსახურება ნიშნავს კონსტიტუციის, უბრალო ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ასევე პატივისცემას მათი პოზიციებისა და მიმართვებისადმი“.

თავის მხრივ, დეკანოზი ვასილი ნაჩევი, პო-ს კედლებთან აცხადებდა: „ჩვენ პრეზიდენტისგან, როგორც კონსტიტუციის გარანტისგან გვინდა ჩვენი უფლებების დაცვა. ჩვენ ისეთივე დამოკიდებულებას ვითხოვთ, როგორც ყველა უკრაინელის მიმართ. მოვითხოვთ, რომ დღეს არ დაგვყონ  მემარჯვენებად, მემარცხენეებად, სწორებად და არასწორებად. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სახელმწიფოა“.

მეოთხე მიზეზი - უკრაინის კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფლების დარღვევა. დეკანოზმა ვიტალი დუროვმა, ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ ზადობროვკის წმინდა მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა განაცხადა, „ყველა, გამონაკლისის გარდა, ვინც დღეს შეურაცხყოფს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, თავს უწოდებს „უკრაინის პატრიოტს“, მაგრამ „პატრიოტიზმი მდგომარეობს იმაში, რომ პატივი სცე დემოკრატიას, უკრაინის კანონებს, თითოეული ადამიანის არჩევანს ილოცოს იმ ენაზე, რომელზეც უნდა, აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს“. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ იმ ადამიანების არჩევანს, რომლებიც მეუ-ში გადავიდნენ, თუმცა კი, ის შეიძლება არ იყოს მართებული, „მაგრამ გვსურს, რომ ეს იყოს ორმხრივი - რომ ჩვენც ისევე გვცენ პატივი, ვუყვარდეთ და გვიწევდნენ ანგარიშს. რადგანსც ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ, ჩვენ აქ, უკრაინაში დავიბადეთ, ცხოვრობთ და ვურთიერთობთ უკრაინულ ენაზე და გვსურს, რომ ჩვენც მოგვექცნენ, როგორც თავიანთ მოქალაქეებს“.

როვენის ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის მრევლმა ქალბატონმა განაცხადა, რომ „ჩვენ მილიონზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ, რათა სახელი არ შეგვიცვალონ. ჩვენ ვართ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ თავისუფლად გვსურს ეკლესიაში სიარული, რომ არ გვამცირებდნენ, რომ არ გვყოფნდნენ. ახლა ქვეყანაში ძალიან დიდი შუღლია და ჩვენ დაგვყვეს, როგორც მეორე ხარისხის ადამიანები. გვსურს ვთხოვოთ პრეზიდენტს, რომ თავი დაგვანებონ“.

მოახდენს თუ არა ხელისუფლება რეაგირებას მილიონი ადამიანის მოთხოვნაზე?

2021 წლის 1 აპრილს, ვლადიმირის მთაზე პარაკლისის შემდეგ, უმე-ს სხვადასხვა ეპარქიის მორწმუნეებმა, მათ შორის, ჟიტომორის, ჩერნოვიცკის, როვენისა და სარნენის ეპარქიიდან, კიევში პრეზიდენტის ოფისთან მიიტანეს ზელენსკისადმი მიმართვა, რომელსაც ხელს აწერდა 1 063 000 ადამიანი.

პრეზიდენტისადმი მიმართვის ყუთები უმე-ს მორწმუნეთა ხელმოწერებით. ფოტო: : СПЖ

მათთან გამოვიდა პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, რომელმაც შესთავაზა ყუთების შეტანა სარეგისტრაციოდ, რომელშიც იდო წერილები. მიტროპოლიტ კლიმენტის სიტყვებით,  „თუ შევაჯერებთ პრეზიდენტისა და ხელისუფლებისადმი მიმართვის ხელმომწერი მორწმუნეებისა და იმ ამომრჩევლების რაოდენობას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ეს კენჭისყრის ყველა მონაწილის მეხუთედი ნაწილია“ და მათი ხმის იგნორირება  ნიშნავს ამომრჩევლებისადმი უპატივცემლობის გამოვლენას. წავა კი უკრაინის ხელისუფლება ამაზე? არსებობს ვარაუდი, რომ წავა.

კონსტანტინ ბონდარენკომ, ხელმოწერების შეგროვებასთან მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა - იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება უმე-ს მიმართ, საჭიროა „რომ კურსი შეიცვალონ მათ, ვინც კურირებს უკრაინას უცხოეთიდან. რამდენადაც თავად უკრაინა და პრეზიდენტი არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ხლეჩენ საზოგადოებას, და მხოლოდ მსოფლიოში ზოგადი განწყობების ცვლილების შემდეგ დაისადგურებს უკრაინაში კონფესიური მშვიდობა“. მისი აზრით, მოცემული მომენტისთვის, სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ოფისში უმე-ს მორწმუნეთა 1 მილიონ ხელმოწერაზეც „ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან“.

„მორწმუნეებმა უამრავი ადამიანის ხელმოწერა ჩააბარეს, მაგრამ ჩვენ ვიცით მაგალითები, როცა მეტი ხელმომწერიც დარჩენილა ყურადღების გარეშე. ვფიქრობ, რომ მოცემული იქნება რაღაც ზოგადი ფორმულირება და პასუხი, რომ საჩივარი აყვანილია კონტროლზე, მოხდება შემოწმება და მეტი არაფერი“, - განაცხადა მან.

დიდი ალბათობაა, რომ კონსტანტინ ბონდარენკო, რომელმაც განაცხადა, რომ „რელიგიათშორის ურთიერთობაში ყველა უკრაინელი აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რომელიც პოროშენკომ ორი წლის წინ შექმნა მისივე ქმედებებით მეუ-ს შექმნის მხრივ“, სავსებით მართალია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს შეცვლა.

რა უნდა მოვიმოქმედოთ?

ჯერ ერთი, უკრაინის სასამართლოების გარდა არსებობს საერთაშორისო სასამართლოებიც. მართალია, სრულად მათ სამართლიანობაზე დაყრდნობა რთულია, მაგრამ ეს გზა აუცილებლად უნდა იქნეს გავლილი.

მეორე, ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს სხვა ინსტრუმენტებიც, რომლებიც ხელს უწყობენ იმის ცვლილებას, რაც ხდება - სამოქალაქო დაუმორჩილებლობამდეც კი. ასე, მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „სოციალური კონცეფციის საფუძვლებში“ ნათქვამია, რომ „სახელმწიფო კანონებისა და ხელისუფლების განკარგულებებისადმი ეკლესიის მხრიდან სრულად დამორჩილების შეუძლებლობის შემთხვევაში, საეკლესიო იერარქიას საკითხის სათანადო განხილვისას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: შევიდეს ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგში წარმოქმნილ პრობლემაზე; მოუწოდოს ხალხს გამოიყენოს ხალხის ხელისუფლების მექანიზმები კანონმდებლობის შესაცვლელად ან ხელისუფლების გადაწყვეტილების გადასახედად; მიმართოს საერთაშორისო ინსტანციებსა და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს; მიმართოს თავის შვილებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებით“.

მესამე, ეკლესია ზუსტად გამოიყენებს თავის მთავარ იარაღს - ლოცვას. როგორც პრეზიდენტის ოფისთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დეკანოზმა ვასილი ნაჩევმა განაცხადა, „ჩვენი ერთადერთი იარაღი არის ლოცვა და სხვა, არანაირი იარაღი ჩვენ არ გაგვაჩნია“.

იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტი გაიგებს მისი ქვეყნის მილიონობით მოქალაქის ხმას, რომლებიც მას არ სთხოვენ რაიმე პოლიტიკურ პრეფერენციას, არამედ მხოლოდ ერთს - შესაძლებლობის მიცემას მშვიდად ილოცონ თავიანთ ტაძრებში. როგორც ამას მოითხოვს უკრაინის კონსტიტუცია.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?