ერთგულების კურთხეული დრო ანუ ქრისტესგან საქორწინო სამოსის მიღება
ქრისტესთვის ერთგულებასა და ღალატს შორის არჩევანის წინაშე შეიძლება ყველა აღმოჩნდეს. фото: СПЖ
22 თებერვლას კიევ-პეჩორის ლავრაში შეიკრიბნენ უმე-ს თემთა მორწმუნეები და მღვდლები, რომელთაც განხეთქილებაში მყოფებმა ან წაართვეს ტაძრები ან არ წყვეტენ ამის გაკეთების მცდელობას. ამ ადამიანებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანეს: ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დევნა, ტაძრიდან განდევნა, ხოლო ბევრი მღვდლის ოჯახმა - საკუთარი სახლიდან განდევნაც კი. დიდი, უძველესი ტაძრებიდან ისინი სალოცავად კარვებში, სარდაფებში, ავტოფარეხებსა და ძველ, დაბრეცილ ქოხებში გადავიდნენ. ერთ-ერთმა დედაომ თქვა: „ჩვენი სოფლიდან ბევრი მღვდელი დადგა. და როცა ხედავ, თუ როგორ სწირავს რომელიმე საკათედრო ტაძარში, შენ კი ეგუები და ქოხში მსახურობ - ამის გადმოცემა ძნელია. ამას მხოლოდ ის მიხვდება, ვინც ეს განიცადა“.
ამ ადამიანებიდან ყველას ჰქონდა და აქვს არჩევანი - საკმარისია მხოლოდ „პატრიოტულ ეკლესიაში“ გადასვლა და ყველაფერი შეიცვლება - აღარ ხარ უკვე „გამყიდველი“ და „მოსკალი“, შენ „წესიერი უკრაინელი“ ხდები. თუმცა, არც ერთი მათგანი არ მერყეობს. ისინი ქრისტეს ერთგული ადამიანები არიან. მათი რიცხვი ჩვენს ეკლესიაში არა 350 ადამიანია, რომელიც ლავრაში ყრილობაზე მივიდა, რომელთაც ასეც უწოდეს კიდეც - „ერთგულები“. მათი რიცხვი გაცილებით მეტია. უფრო მეტიც - ამჟამად არჩევანი ქრისტეს ერთგულებასა და ორგულობას შორის შეიძლება ყველა ჩვენგანის წინაშე დადგეს.
ერთგულების კურთხეული დრო
უფალმა საოცრად კურთხეულ დროს გვარგუნა ცხოვრება. ჩვენ შეგვეძლო მთელი ცხოვრება ჩვენს ტაძარში მივსულიყავით და გულწრფელად გვერწმუნა, რომ გვიყვარს უფალი და ნებისმიერ ცხოვრებისეულ გარემოებაში ვიქნებოდით მისი ერთგული. თუმცა, საქმე იმაშია, რომ მეომარი არასდროს მიიღებს საბრძოლო ჯილდოს, თუ მშვიდობიან გარნიზონშია, თუ არც ერთხელ არ იქნება ბრძოლაში. ასე შეიძლება გასულიყო ჩვენი ცხოვრება. დედამიწაზე მშვიდად და ზომიერად გალია ცხოვრება ასეულ ათასობით ადამიანმა, რომლებიც სხვა გარემობების დროს შეიძლება განდიდებულ ყოფილიყვნენ, როგორც წამებულები. ისინი დადიოდნენ ტაძარში, ლოცულობდნენ და ეზიარებოდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საკუთარი რწმენისა და ერთგულების ჩვენების შესაძლებლობა სიტუაციაში, რომელიც ჩვენგან მოითხოვს მთავარს - უფლისადმი თავგანწირულ სიყვარულს. არა სიტყვებით, არამედ საქმით.
ალბათ, არაფერია იმაზე უფრო მშვენიერი, ვიდრე უთხრა უფალს „მიყვარხარ“ არა სიტყვებით, არამედ თავად ცხოვრებით. არაფერია იმაზე სასიხარულო, ვიდრე ქრისტეს გამო მოთმინება. რაოდენ სასიხარულოა იცოდეს და გესმოდეს, რომ სიცრუე და ცილისწამება, რომლითაც დღეს ჩვენ ასე უხვად გვავსებენ, მხოლოდ იმისთვისაა მოცემული, რომ ის ავიტანოთ ჩვენი უსაყვარლესი მაცხოვრის გამო. რა შეიძლება იყოს იმაზე ურო ამაღლებული, ვიდრე სისხლის დაღვრა იმის გამო, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყანაზე. თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწევს სიკვდილის კარის შეღება. ყველა, ამა თუ იმ ხარისხით, გაიკვრება ჯვარზე ავადმყოფობითა და მწუხარებით. თუმცა, იქნები ჯვარზე გაკრული მაცხოვრის მარჯვნივ, მის გვერდით და მასთან ერთად, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სასურველი? მადლობა ღმერთს, მოდის დროს, როცა ბევრ ჩვენთაგანას მაცხოვარმა თავისი წყალობით შეიძლება ასეთი პატივი დასდოს.
ალბათ, არაფერია იმაზე უფრო მშვენიერი, ვიდრე უთხრა უფალს „მიყვარხარ“ არა სიტყვებით, არამედ თავად ცხოვრებით. არაფერია იმაზე სასიხარულო, ვიდრე ქრისტეს გამო მოთმინება
სხვაგვარად არც შეიძლება იყოს
ამჟამად ბევრს აცბუნებს და აშფოთებს ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში „ბოროტებას“ უწოდებენ „სიკეთე“, „სიძულვილს“ – „გმირობა“, „ბანდიტიზმს“ – „სიმამაცე“, „სიცრუეს“ – „სიმართლე“. აბა სხგვარად როგორ იქნება? წმინდა წერილმა დიდი ხნის წინ გაგვაფრთხილა, რომ ყოველივე ეს გარდაუვალი სახით უნდა მოხდეს „ურჯულოების მომრავლების გამო“ (მათ.24:12). „ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს“ (მათ.24:6). ის, რაც ხდება სამყაროში, მხოლოდ ჩვენში არ იწვევს აღშფოთებას. ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ წმინდანებიც კი ზეცაში ერთხელ აღშფოთდებიან და უფალს ჰკითხავენ: „როდემდის არ განსჯი“? მაგრამ ის მათ სთხოვს, რომ ისინი დროებით დამშვიდდნენ და დაელოდონ, სანამ სხვები (ჩვენ ხომ არა თქვენთან ერთად?) არ შეავსებენ მათ რიცხვს (გამ. 6:10-11). ღმერთმა ადამიანებს მისცა შესაძლებლობა და „ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც“ (ფილ. 1:28-29). „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოან.15:20), - გვაფრთხილებდა მაცხოვარი. უფრო მეტიც, ჩვენ ვიქნებით მოძლებული მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტესი ვართ (მარკ.13:13). ამიტომაც ხდება ის, რაც უნდა მოხდეს კიდეც, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. საჭიროა მხოლოდ გვახსოვდეს ის, რაზეც მაცხოვარმა არაერთხელ თქვა სახარებაში „ ნუ გეშინიათ!“( ლუკ. 12:4). იმ ხარისხში, რომლითაც ჩვენ ქრისტეს ვნებაში ვმონაწილეობთ, ჩვენ ვიქნებით მისი დიდების მოზიარეც (1 პეტ. 4:12-14).
საჭიროა მხოლოდ გვახსოვდეს ის, რაზეც მაცხოვარმა არაერთხელ თქვა სახარებაში „ ნუ გეშინიათ!“( ლუკ. 12:4). იმ ხარისხში, რომლითაც ჩვენ ქრისტეს ვნებაში ვმონაწილეობთ, ჩვენ ვიქნებით მისი დიდების მოზიარეც (1 პეტ. 4:12-14).
მართალნი - ვინ არიან ისინი?
იმის შესახებ, თუ რისი გავლა უწევს დღეს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ეკლესიას, ეს ათეულობით წლის წინ იწინასწარმეტყველეს წმინდა მამებმა: ლავრენტი ჩერნიგოველმა, ზოსიმამ (სოკურმა), დამიანემ (კორნეიჩუკმა), კუკშა ოდესელმა, სერაფიმე ვირიცკელმა და სხვ. უფლის ზრახვას ტანჯვისა და გამოცდების გზით მივყავართ. ასეთია უფლის ნება. რა დაგვრჩენია ჩვენ? მხოლოდ ერთი - გავაკეთოთ სწორი არჩევანი ანუ დავრჩეთ ქრისტეს ერთგული.
ძველი წმინდანების ერთ-ერთ ცხოვრებაში (სამწუხაროდ, არ მახსოვს თუ კერძოდ, რომელზეა საუბარი) წავიკითხე მართალზე, რომელიც მოუწოდებდა ქრისტიანებს დამდგარიყვნენ თავიანთი ტაძრის დასაცავად. ამასთან, მან მოიყვანა უბრალო არგუმენტები: „თუ ჩვენ გვსურს ტაძრის დაცვა, მაშინ გვექნება სალოცავი ადგილი ერთად. თუ ამასთან, ჩვენ მოგვკლავენ, გავხდებით მოწამეები და უფალთან ზეცაში წავალთ სალოცავად. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ შევიძენთ“. თუ ამასთან, ადამიანს არ მოკლავენ, არამედ მხოლოდ დაასახიჩრებენ, ის გახდება აღმსარებელი, ეს კი, არსებითად, იგივე მოწამეობაა.
ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა ვუპასუხოთ ძალას ძალით. ჩვენი ძალა მოთმინებასა და სიმამაცეშია, რომ ვიყოთ უფალთან გეთსამანიის ბაღში, პონტიუს პილატესთან დაკითხვაზე, პრეტორიაში მისი გამათრახების დროს. ჩვენი ძალა იმაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვუთხრათ ჩვენი მტკიცე „არა“ ახალი მსოფლიო წესრიგის სატანურ იდეოლოგიას.
ეს დასკვნები აქტუალურია ჩვენს დროშიც. ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა ვუპასუხოთ ძალას ძალით. ჩვენი ძალა მოთმინებასა და სიმამაცეშია, რომ ვიყოთ უფალთან გეთსამანიის ბაღში, პონტიუს პილატესთან დაკითხვაზე, პრეტორიაში მისი გამათრახების დროს. ჩვენი ძალა იმაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვუთხრათ ჩვენი მტკიცე „არა“ ახალი მსოფლიო წესრიგის სატანურ იდეოლოგიას. ჩვენი ძალა იმაშია, რომ მაცხოვრის მსგავსად, მორჩილად მივიღოთ ჩვენი ჯვარი და ავიტანოთ ის ჩვენს გოლგოთაზე. საჭიროა გვახსოვდეს, რომ აღმსარებლობა ან ქრისტესთვის მოწამეობაც კი იქნება პრივილეგია და ის ყველას როდი ეძლევა. მოწამეობა დაიმსახურო უნდა კიდეც, უფლის განსაკუთრებული მადლია, თვითნებურად ეძებო ის შეუპოვრად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება არა იმდენად უფლის ერთგულების გამოვლინება, რამდენადაც სიამაყის. ხალხში ამბობენ: „ჯვარზე გაკვრას არ ითხოვენ, მაგრამ ჯვრისგან არ გარბიანო“.
ქრისტიანისთვის დევნის პერიოდში ნორმა იყო წესი - „თუ შეგიძლია დაემალო ჯალათს, უმჯობესია დაიმალო. თუმცა, თუ შეგიპყრეს, მოკვდი, როგორც ქრისტიანი“. ქცევის ასეთი პრინციპი სახარებისეული ეთიკიდან მოდის: „და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს“ (მათ.10:23).თუმცა, ეს ეხება პირად ცხოვრებას. თუ საქმე ეხება რწმენის დაცვას, ჩერნოგორიელი ქრისტიანების მაგალითი, რომლებიც მასობრივ ჯვაროსნულ მსვლელობებში იცავდნენ საკუთარ რწმენას, არის პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება, როცა ცდილობენ ყველაზე წმინდას - ჩვენი დედა-ეკლესიის წართმევას. არასდროს უნდა დაიმალო ჩრდილში მაშინ, როცა უფალი გიხმობს გამოავლინო შენი ერთგულება. ეს მოწოდება არის კრავის საქორწინო ნადიმზე მოხმობა, ხოლო რწმენით დგომა - ბატონის მიერ საქორწინო სამოსის გაცემა.
არასდროს უნდა დაიმალო ჩრდილში მაშინ, როცა უფალი გიხმობს გამოავლინო შენი ერთგულება. ეს მოწოდება არის კრავის საქორწინო ნადიმზე მოხმობა, ხოლო რწმენით დგომა - ბატონის მიერ საქორწინო სამოსის გაცემა.
ღირსი ალექსი ზოსიმოველი, ხუცესი, რომელსაც უფალმა მისცა უფლება წილი ეყარა საეკლესიო კრებაზე 1917-1918 წლებში პატრიარქის არჩევის დროს, ძალიან მკაცრად უდგებოდა იმას, ვისაც „რცხვენოდა“ საკუთარი რწმენის. ღირსი თავისთავად იყო ძალიან რბილი და მოსიყვარულე ხასიათის, მაგრამ მათ მიმართ, ვისაც საზოგადოების ცხოვრებაში რევოლუციური ცვლილებების შემდეგ ეშინოდა ხალხში პირჯვრის გადაწერის, ჯვრის ტარების, დღესასწაულების დაცვის, მარხვის შენახვისა და ზოგადად ღიად მართლმადიდებლად თავის აღიარების, ის უდგებოდა, როგორც რწმენის მოღალატესა და ქრისტეს უარმყოფელს.
და ყველაზე მთავარზე...
მთელი მოვლენების რიგი მისი ემოციური და სხვა შემადგენელით ჩვენს აზრებში გადის. სწორედ ისინი წარმოადგენენ შემაკავშირებელ რგოლს ადამიანის გარე და შინაგან სამყაროს შორის. გარე სამყარო ჩვენს მატერიალურ სხეულთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ სკაფანდრს, სადაც ცხოვრობს ჩვენი სული - ჩვენი მარადიული „მე“-ს მხოლოდ დროებითი დანამატია. თუმცა, სწორედ ჩვენი აზრები, გრძნობები და სურვილები აყალიბებენ იერს, უფრო სწორედ ჩვენი პიროვნების სახეს. სწორედ მათზე უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება.
„როგორი აზრებიც გაქვთ, ისეთია თქვენი ცხოვრებაც“ - გვასწავლის ხუცესი თოდორე ვიტოვნიცელი. მართალი ცხოვრების ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს სულში სიმშვიდე. „ის, რასაც სულიერი წონასწარობიდან არ გამოყავხარ, უკვე აღარ გმართავს შენ“, - გვასწავლიდა ერთი ძველი ფილოსოფოსი. ეშმაკის მთავარი ამოცანა მდგომარეობს კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებასა და ჩვენს ბოროტად გადაქცევაში. მას შესანიშნავად ესმის, რომ ჩვენ არ დავდგებით ჩვენს მაწყენართა მხარეს, ჩვენ არასდროს არ მივიღებთ მათ ცრუ ფასეულობებს და არ ვიქნებით მათი იდეოლოგიის მომხრე. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია გვძულდეს ჩვენი მტრები ყოველივე იმ ბოროტებისთვის, რომელიც მათი დაღუპული სულებიდან მომდინარეობს. და თუ სატანა შეძლებს ჩვენში ამ სიძულვილისა და აღშფოთების გამოწვევას, მისი მისია შესრულებული იქნება.
ეშმაკის მთავარი ამოცანა მდგომარეობს კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებასა და ჩვენს ბოროტად გადაქცევაში. მას შესანიშნავად ესმის, რომ ჩვენ არ დავდგებით ჩვენს მაწყენართა მხარეს, ჩვენ არასდროს არ მივიღებთ მათ ცრუ ფასეულობებს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია გვძულდეს ჩვენი მტრები ყოველივე იმ ბოროტებისთვის, რომელიც მათი დაღუპული სულებიდან მომდინარეობს.
ჩვენ გავხდებით იმავე ვირუსით შეპყრობილები, რითიც ჩვენი მოწინააღმდეგენი. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენი სიძულვილი მართებულია, ხოლო აღშფოთება - დასაბუთებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ჩვენივე ოპონენტებისგან სულიერ განწყობაში არაფრით განვსხვავდებით. უფლის მიერ ჩვენი მტრების დასჯის სურვილი, ოცნება იმაზე, რომ უფალი მათ აუცილებლად მიუზღავს, გვაქცევს უფლის მტრებად და მის თვალში იმათ თანასწორად, ვინც გვძულს და რომლებზეც გვსურს უფლის სასჯელის გადმოსვლა. ამიტომაც „ერთგული“ - არა მხოლოდ ისაა, ვინც მედგრად დგას უფლის ჭეშმარიტების სადარაჯოზე დედამიწაზე, არამედ ისიც, ვინც არ უშვებს გულში ბოროტებას არანაირი, თუნდაც კეთილშობილური საბაბით.
ღირსი პროფირე კავსოკალივიტი დედამიწაზე ისე ცხოვრობდა, რომ თითქოს ეშმაკი და მისი მსახურები სულაც არ არსებობდნენ. ყველგან და ყველაფერში ის სიკეთეს ხედავდა: ცხოვრობდა სიკეთით, ემსახურებოდა სიკეთეს და სიკეთით სუნთქავდა. ეშმაკები კი, ღირსი ისააკ სირიელის აზრით, უბრალოდ გაქცეული მონები არიან, რომლებიც თავიანთ ბატონს ემალებიან. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ - მხოლოდ დაშინებაა. ცხოვრების მიმართ ასეთი მიდგომის ხორცშესასხმელად საჭიროა სუფთა გულის ქონა, რათა შეძლო დაინახო ყოველივე მიმდინარეში მხოლოდ კეთილი. და ეს, ყველას როდი ძალუძს.
„ერთგული“ - არა მხოლოდ ისაა, ვინც მედგრად დგას უფლის ჭეშმარიტების სადარაჯოზე დედამიწაზე, არამედ ისიც, ვინც არ უშვებს გულში ბოროტებას არანაირი, თუნდაც კეთილშობილური საბაბით.
უფრო მარტივი ხერხი - უბრალოდ ბოროტების იგნორირება. არ გქონდეს მასზე რეფლექსი, რეაგირება და ის არარსებულად ჩათვალო. რაც, საკუთრივ იქნება კიდეც მართებული, რამდენადაც ბოროტებას თავისთავად საკუთარი არსი არ გააჩნია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვკვებოთ ჩვენი აზრები უფლის სიტყვით და წმინდა მამების მოძღვრებით, ვიცხოვროთ ლოცვითა და განჭვრეტით, არ შევუშვათ ჩვენი ზრახვები სამყაროში და არ დავრთოთ ნება გონების უსირცხვილო ფრინველს იფრინოს ყოფიერების ტყეში, დაჯდეს ყველა ტოტზე, დაინტერესდეს იმით, თუ რა ხდება იქ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ გულგრილი და არ დავდგეთ რწმენის სადარაჯოზე. საკუთარი რწმენის აღიარება, თუ ამისკენ უფალი მოგვიწოდებს, აუცილებელია მწუხარე გარემოებების მორჩილ თვინიერებაში და არა „საღვთო ომისა“ და „კეთილშობილური სიძულვილის“ ცეცხლში. ხუცესი სიმონ ბესკროვნი (უსისხლო) საუბრობს იმაზე, რომ ქრისტიანი ის როდია, ვინც ბოროტებას ებრძვის, არამედ ის, ვინც იბრძვის სიყვარულისთვის, რათა დარჩეს მასთან სამარადისოდ. რაშიც უფალი იყოს ჩვენი შემწე!
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?