უმე-ს ტაძრების დაცვა, როგორც უკრაინის „სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა“?

როსტისლავ პავლენკო თვლის, რომ ეკლესიის დაცვა საფრთხეს უქმნის უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებას. ფოტო: СПЖ

2021 წლის 22 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში შეიკრიბნენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლები. უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის სიტყვებით, ეს ადამიანები „ყოველგვარი დაბრკოლებისა და დევნის მიუხედავად, რჩებიან უფლისა და ჭეშმარიტი ეკლესიის ერთგულები“.

კანონის შესრულება და ყველა რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ერთნაირი მიდგომა, როგორც ამას უკრაინის კონსტიტუცია მოითხოვს და სხვა არაფერი - აი, არსებითად ის სურვილები უკრაინის ხელისუფლების მისამართით, რომელიც დევნილ თემთა ყრილობაზე ჟღერდა.

თუმცა, უმე-ს მორწმუნეების შემთხვევაში, ნებისმიერი სიტყვები იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან კანონი, შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც „სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელყოფა“.

სწორედ ამის თაობაზე გააკეთა განცხადება პოროშენკოს პარტიის „ევროპული სოლიდარობა“  სახალხო დეპუტატმა როსტისლავ პავლენკომ თავის Facebook-გვერდზე უმე-ს დევნილი თემების ყრილობის კომენტირებისას.

ის დარწმუნებულია, რომ არანაირი დევნა არ ხორციელდება, ხოლო ის, რომ უმე-მ გაბედა მათზე დაჩივლება, „ყველა ზღვარს სცდება“. პავლენკო დარწმუნებულია, რომ უმე კომფორტულ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება არ გააკეთა (!) დევნილ თემთა ყრილობაზე. მისი სიტყვებით, „კიევ-პეჩორის ლავრას“ ნაკრძალისა და კულტურის სამინისტროს დუმილი არის „უკრაინის წინააღმდეგ მტრული კამპანიის ჩარჩოებში კოლაბორაციის მაგალითი“. დეპუტატი აღშოფეთბულია უუს-ისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობით და პირობა დადო „მიმართოს მათ განმარტებებისთვის“.

დამეთანხმებით, ლოგიკა იმდენად უცნაურია, რომ ღირს დეტალურად შევჩერდეთ, როგორც თავად პავლენკოს პიროვნებაზე, ასევე მის თეზისებზე უმე-ს მორწმუნეთა მიმართ.

პავლენკო და ტომოსი

ევრომაიდნამდე როსტისლავ პავლენკო იყო კიევ-მოგილანის აკადემიის პოლიტოლოგიის მორიდებული პედაგოგი.

2014 წლის ივლისში ის დაინიშნა უკრაინის პრეზიდენტის შტატგარრეშე მრჩევლად, ხოლო რამოდენიმე თვეში პავლენკო გახდა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილე.

ასეთი მყისიერი კარიერული წინსვლა, უკრაინის ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიზედვით, ნაკარნახევია იმით, რომ პავლენკო პირადად იყო დაკავებული პოროშენკოს იმიჯის მხარდაჭერით. ამისათვის როსტისლავ ნიკოლოზის ძე მუდმივად უწევდა მონიტორინგს მის-ებსა და სოცქსელებს და ყველა კრიტიკული მასალის თაობაზე სახელმწიფოს მეთაურს მოახსენებდა ხოლმე.

მაშინ, 2014 წელს, პავლენკოს დაევალა უკრაინის მთავრობისა და „დასავლელი პარტნიორების“  ძალისხმევის კოორდინაცია მაშინ ჯერ კიდევ უმე (კ)-თვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე.

ფაქტიურად, თანამდებობაზე მუშაობის პირველივე დღიდან, როსტისლავ პავლენკო დაკავებული იყო ტომოსის იდეის წინსვლით ყველა დონეზე. ის ამტკიცებდა, რომ მის მუშაობას არაფერი ჰქონდა საერთო პიართან, ხოლო ტომოსის მიღების სურვილს ყოველდღიურად უერთდებიან არა მხოლოდ უმე (კ)-ს წარმომადგენლები, არამედ უმე-ს მღვდელმთავრებიც და მღვდლებიც, რამდენადაც სახელმწიფოს (!) მიერ იქმნება ახალი ეკლესია - „მილიონობით ადამიანისთვის, ვისაც არ სურს საკუთარი თავის დანახვა მოსკოვის ეკლესიაში“.

ამასთან, პავლენკო იძლეოდა გარანტიას, რომ არანაირი ძალადობა არ იქნებოდა იმათ მიმართ, ვინც არ აღიარებდა ტომოსს. სწორედ  მან დაარწმუნა პოროშენკო იმაში, რომ ფანარიონს შეუძლია უკრაინელი განხეთქილების ჩამომგდებთა აღიარება ჯერ კიდევ რუსეთის მოქცევამდე, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც

უმნიშვნელოვანესი პიარ-ინსტრუმენტი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მომავალი არჩევნების დროს.

2014 წელს როსტისლავ პავლენკო იძლეოდა გარანტიას, რომ არანაირი ძალადობა არ იქნებოდა იმათ მიმართ, ვინც არ აღიარებდა ტომოსს.

პროცესის დასაჩქარებლად, 2018 წლის აპრილში პავლენკომ პირადად წაიღო ფანარიონზე უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვა პატრიარქ ბართლომეს მიმართ უკრაინის ეკლესიისთვის „ დამოუკიდებლის“ მინიჭების თხოვნით. თუმცა, როსტისლავ ნიკოლაევიჩის ტიტანური  ძალისხმევის მიუხედავად, ზაფხულში ტომოსზე ხელი მოწერილი არ იქნა და  რუსეთში მართლმადიდებლობის მიღების დღის აღნიშვნისთანავე პავლენკომ შეიცვალა სამუშაო ადგილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სტრატეგიული კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თუმცა, ამ თანამდებობაზეც კი პავლენკო მაინც რჩებოდა „უმთავრესად ტომოსის საკითხზე“.

კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სინოდის ცნობილი სამწუხარო სხდომის წინ, როცა ოფიციალურად იქნა „ჩაშვებული“ მეუ-თვის ტომოსის გადაცემის პროცესი, პავლენკო შეხვდა პატრიარქ ბართლომეს, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ტომოსის ტექსტი უკვე მზადაა - „ის სტანდარტულია, ანალოგების პოვნა შეიძლება ინტერნეტში“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პავლენკომ იცრუა - ტომოსის ტექსტი სულაც არაა სტანდარტული და ითვალისწინებს ახალი სტრუქტურის ფანარიონზე სამარცხვინო და თვალსაჩინო დამოკიდებულებას.

ზემოთ აღნიშნულიდან ცხადი ხდება, რომ ბატონი პავლენკო არა მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია „ტომოსის“ სპეცოპერაციაში, არამედ  უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ღია მტერიცაა, რომლის მორწმუნეებსაც არ სურდათ „მილიონობით“ გადასვლა  სახელმწიფოს მიერ შექმნილ „ეკლესიაში“. თუმცა, მიუხედავად ამ, ღიად რომ ვთქვათ, არცთუ წარმატებული საქმისა, ის დარჩა პოლიტიკაში და აგრძელებს თავის საქმიანობას ეკლესიისა და მისი მორწმუნეების წინააღმდეგ.

 

სინამდვილეში ვინაა უკრაინის მტერი?

მოდით, დეტალურად განვიხილოთ როსტისლავ პავლენკოს თეზისები, რომელიც მის მიერ გაჟღერებულ იქნა 2021 წლის 22 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში შეკრებილ უმე-თან და მორწმუნეებთან მიმართებაში. ამდენად:

თეზისი 1: უმე-ს დევნა არ ხორციელდება და ის უკრაინაში თავს „საკმაოდ კომფორტულად“ გრძნობს.

მივმართოთ ფაქტებს. ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული უმე-ს წარმომადგენლობის მეთაურის  ეპისკოპოს ვიქტორის (კოცაბა) ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალით და ბევრი სამართალდარღვევით წაართვეს 122 ტაძარი და უკანონოდ ხელახლა დაარეგისტრირეს მეუ-ში 220 სამწყსო.

უმე-ს იურიდიული განყოფილების მეთაურმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა შეგვატყობინა, რომ რელიგიური თემებისა და ტაძრების უკანონო მიტაცებასთან მიმართებაში იურისტებმა დაახლოებით 400 სარჩელი შეიტანეს, რომელთაგან დაახლოებით 250 არის სისხლის სამართლის წარმოების საქმე. აღსანიშნავია, რომ ეს არაა უბრალოდ ვინმეს სიტყვები ან ნააზრევი, ეს კონკრეტული ფაქტებია.

უკრაინაში პრაქტიკულად მუდმივად გრძელდება უმე-ს ტაძრების მიტაცება, მორწმუნეებს სცემენ, უმე-ს წინააღმდეგ იღებენ დისკრიმინაციულ კანონებს, ხოლო სხვადასხვა მის-ები ჩვენი ეკლესიისგან მტრის ხატებს ქმნიან.

აი, უფრო კონკრეტული მაგალითები.

2020 წლის 4 მაისის ღამეს მეუ-ს მიმდევრები შეეცადნენ ტაძრის დაკავებას ზალუბროვკაში. ამასთან, ეს მოხდა მისი წინამძღვრის გარდაცვალების დღეს. დაკავების დროს დუმენკოს მომხრეებმა უმე-ს მორწმუნეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, ერთ-ერთი მრევლი თავში დანით დაჭრეს.

აი, ყრილობის ერთ-ერთი მონაწილის, ზადუბროვკელი კრისტინა ვალუშჩაკის მონაყოლი: „ იმ დღეს, როცა გარდაიცვალა ჩვენი მამა ლეონიდი, ისინი მოვიდნენ რკინის საჭრელებით და საკეტებს ხერხავდნენ. ჩემი თვალებით ვხედავდი იმ ადამიანებს, ვხედავდი, როგორ დაზარალდნენ ჩვენი თანასოფლელები, რომლებიც პირდაპირ კარებთან იდგნენ, როცა მათ შეტევა განახორციელეს. იქ იყო 40 დაქირავებული ადამიანი, ისინი (ტაძრის დამცველები - რედ.შენ.)  სასტიკად სცემს. ჩვენი ყმაწვილები სისხლისგან იცლებოდნენ დახლებზე, ხოლო მეუ-ელები ამბობდნენ, ნუ სცემთ მათ, მოკალით ისინი“.

2020 წლის 12 დეკემბერს მეუ-ს მომხრეებმა უმე-ს ტაძრის დაკავება სცადეს სოფელ მიხალჩიში კასტეტებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით. 2019 წლის 1 ნოემბერს დიმიტრის შაბათის ღვთისმსახურების შაბათის წინ იქვე, სოფელ მიხალჩიში, მეუ-ს აქტივისტებმა ხელნაკეთი ტარანის მეშვეობით გაანგრიეს უმე-ს ტაძრის კარი.

ზოლოჩევში სახლის კარები, სადაც ლვოვის უმე-ს ეპარქიის კლირიკოსი ცხოვრობს, შეურაცხმყოფელი და ნაცისტური სიმბოლიკით მოხატეს, მისი სახლის გვერდით გამართეს „ვეჩე“ უმე-ს წინააღმდეგ, თავად მღვდელმსახურს და მის ოჯახს შესთავაზეს ქალაქის დატოვება. ოდნავ მოგვიანებით, ნიღბიანმა მებრძოლებმა უმე-ს მღვდლის სახლის ზღუდე დაარბიეს.

2019 წლის 12 მაისს მნიშინში მეუ-ს აქტივისტებმა ცემეს უმე-ს მორწმუნეები და დაიკავეს ტაძარი.

2020 წლის სექტემბერში კიევში რამოდენიმე შეიარაღებულმა ატგ-ელმა სცემა უმე-ს მღვდელი მხოლოდ იმის გამო, რომ ის, მათი აზრით, არ მიეკუთვნებოდა „ნამდვილ ეკლესიას“.

უმე-ს მორწმუნეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ეკლესიის ერთგულები, სცემეს  კასტეტებით, ძელებით, არმატურით, ჯოხებით, მუშტებით ნიკოლაევში, პტიჩიში, ბოგოროდჩანში, ბერესტიეში, გნეზდიჩნოში, გალუზინცებში, რაკოვი ლესში, ნოვოჟივოტში, მაშში. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ თავაშვებულობისა, რომელიც ხდება უკრაინაში უმე-თან მიმართებაში.

ამის შემდეგ იმაზე საუბარი, რომ ეკლესიის წინააღმდეგ არავითარი დევნა არ ხორციელდება და რომ ის თავს „საკმაოდ კომფორტულად“ გრძნობს, არის ზე ცინიზმი ან მტკნარი სიცრუე.

თეზისი 2: კიევ-პეჩორის ლავრაში დევნილ თემთა წარმომადგენლების ყრილობა ეს არის „სტაბილურობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა“, ესაა „სიძულვილის ჰიტ-აღლუმი“ (პავლენკოსთან „მსვლელობა-აღლუმი“).

ხალხის მიერ არჩეულის ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მსხვერპლი, რომელიც წუხს იმაზე, რომ მას ძარცვავენ და კლავენ, არღვევს საზოაგდოებრივ სიმშვიდეს და საფრთხეს უქმნის საზოგადოების სტაბილურობას. ანუ პავლენკოს ლოგიკის თანახმად, მსხვერპლს უბრალოდ არა აქვს დაჩივლების უფლება! რადგანაც, თუ მაგალითად ძარცვისგან დაზარალებულმა მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს დახმარებისთვის, ის ცდილობს სასამართლოზე ზეწოლას.

სწორედ ასე დაწერა პავლენკომ,  ლავრაში უმე-ს მორწმუნეთა შეკრების განმარტებისას: „ცხადია, რომ ესაა ხელისუფლების სასამართლო შტოზე ზეწოლის მცდელობა, მაშინ როცა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მორწმუნეთა უფლებებთან მიმართებაში იმ კანონების კონსტიტუციურობის დამტკიცების პროცედურა, რომლებიც მიღებულ იქნა 2018 და 2019 წლებში“.

შეგახსენებთ, რომ ეს კანონები, რომელთაც ბატონი პავლენკო „კონსტიტუციურად“ თვლის, ღიად არღვევს უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლს, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციის მე-9 მუხლს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლს, 1948 წლის ადამიანის უფლებების დეკლარაციის მე-18 მუხლს. 2017 წელს უკრაინის პარლამენტთან არსებულმა მთავარმა სამეცნიერო-საექსპერტო სამმართველომ განაცხადა, რომ ანტისაეკლესიო კანონპროექტები არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების ნორმებს, ხოლო 2019 წლის აპრილში კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა უმე-ს იძულებით სახელის გადარქმევის პროცესი. იმავე წლის დეკემბერში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო უმე-ს შეენარჩუნებინა თავისი სახელწოდება.

ცნობილია თუ არა ამის შესახებ ბატონი პავლენკოსთვის? მაშინ, რა „კონსტიტუციურობაზეა“ საუბარი? სწორედ, უმე-ს მორწმუნეები მოცემულ მომენტში იცავენ უკრაინის მთავარ კანონს და არა პირიქით.

თეზისი 3: ლავრაში „ჟღერდა დაუმორჩილებლობისა და ქუჩაში „მილიონობით უკმაყოფილოთა“ გამოყვანის ღია მოწოდებები“.

ჯერ ერთი, გასაკვირია ნეგატივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესაძლო აქტების მიმართ სახალხო დეპუტატისა და ჩინოვნიკის შესრულებით, რომელიც სკამზე სწორედ ევრომაიდანის ტალღამ მოიყვანა, როცა სწორედ ეს დაუმორჩილებლობა გახდა ძირითადი სახელმწიფო იდეოლოგია, ხოლო მაიდანზე პროტესტის მონაწილეები, გადაჭარბების გარეშემ იქცნენ საკულტო ფიგურებად.

მეორე, დემოკრატიული საზოგადოების წესები, რომლისკენაც მიისწრაფვის უკრაინია, ითვალისწინებს ე.წ. „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება არღვევს მისივე მოქალაქეების უფლებებს. „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ ატარებს უშუალოდ მშვიდობიან ხასიათს. ეკლესიის შემთხვევაში - ეს უბრალოდ არაა „მილიონობით უკმაყოფილოს გამოსვლა ქუჩაში“, არამედ ჯვრით მსვლელობა და ლოცვაა. იმის მაგალითი, თუ რა შეიძლება მოხდეს სახელმწიფოში, რომელმაც გადაწყვიტა ღიად წავიდეს მისივე მოქალაქეებისა და მორწმუნეების წინააღმდეგ, მთელს მსოფლიოს აჩვენა ჩერნოგორიამ. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ უმე-ს წარმომადგენლები. უფრო მეტიც, მსგავსი სიტუაცია, ისევე როგორც ლავრაში თავშეყრის ინიციატივა, გამომდინარეობს თავად ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებისგან. აქვთ თუ არა მათ ამის უფლება? უკრაინის კანონის მიხედვით-დიახ. პავლენკოს აზრით - არა.

მესამე, ყრილობაზე არ იყო არანაირი „ღია მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ“, ჟღერდა მხოლოდ მოთხოვნები, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს ადამიანების დაყოფა. აი, ყრილობის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვები: „მინდა ხელისუფლებას ვთხოვო - ნუ დაყოფთ ადამიანებს. ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ. მეც უკრაინის მოქალაქე ვარ. ჩემი შვილები უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ, სახლში ვურთიერთობთ უკრაინულ ენაზე. დღეგამოშვებით უკრაინულ სიმღერებს ვმღერით. მაშ, რატომ ვარ „მოსკოველი მოღალატე“? მხოლოდ იმიტომ, რომ რწმენა არ გავყიდე? უკრაინის კონსტიტუციის თანახმად ჩვენ ყველას გვაქვს რწმენის უფლება. სინდისის მიხედვით. ვისაც როგორც სურს ისე სწამს. ჩვენთან, სატანისტებსაც შეუძლიათ ლოცვა, მუსულმანებსაც, ასე არაა? მოსკოვის პატრიარქატის მართლმადიდებელ ქრისტიანებს კი, როგორც ისინი ჩვენ გვეძახიან, არ გვაქვს უფლება თუნდაც ნორმალურად მივაბაროთ მიწას ადამიანი ჩვენს სოფელში! რატომ?

ცოტა ხნის წინ ჩვენს სოფელში შემთხვევა მოხდა. ასაფლავებდნენ ბებოს, რომელიც 100 წლის იყო. როცა „მღვდელი“ (მეუ-რედ.) მოვიდა, იკითხა, თუ ვის მარხავდნენ. მას უპასუხეს - ის მოსკოველი გარდაიცვალა. ამ დროს ის თუნდაც ერთხელ იყო მოსკოვში თავისი 100 წლის განმავლობაში? რა მოსკოველი?! ის უკრაინელია. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა უკრაინას. მინდა ვთხოვო ხელისუფლებას - ნუ დაყოფთ ადამიანებს, მიეცით მათ შესაძლებლობა ილოცონ. შეხედეთ - აი, რამდენი ტაძარი მიიტაცეს - აკი უკან ისინი ძალით არავის არ დაუბრუნებია, არა?“

მინდა ხელისუფლებას ვთხოვო - ნუ დაყოფთ ადამიანებს. ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ. მეც უკრაინის მოქალაქე ვარ. ჩემი შვილები უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ, სახლში ვურთიერთობთ უკრაინულ ენაზე. დღეგამოშვებით უკრაინულ სიმღერებს ვმღერით. მაშ, რატომ ვარ „მოსკოველი მოღალატე“? მხოლოდ იმიტომ, რომ რწმენა არ გავყიდე?

უმე-ს დევნილ თემტა ყრილობის მონაწილე, დედა ულიანა ტაბოროვეცი

თეზისი 4: ლავრაში მორწმუნეთ შეკრება - „ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიება“ და „მტრული კამპანია უკრაინის წინააღმდეგ“.

მოდით, თავიდან ფორმულირება მივცეთ განსაზღვრას - ვინ შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის მტრებად? ვფიქრობთ, უკრაინის მტრები არიან ისინი, ვინც ცდილობს სახელმწიფოს დაყოფას, ვინც დაკავებულია მისი მოქალაქეების პირდაპირი დისკრიმინაციით, ვინც ყველანაირად ცდილობს ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციას, ვინც ინიცირებას უკეთებს მის მაცხოვრებელთა შორის დაპირისპირებას და აკეთებს ყველაფერს, რათა სახელმწიფო ჩამოშალოს. შეიძლება, რაიმე აქედან მიაწერო უმე-ს მორწმუნეებს? არა.

ჩვენი ეკლესია ყოველთვის ხაზს უსვამს თავის მშვიდობიან მიზნებს, საუბრობს ერთიანობის აუცილებლობაზე, დგას ტერიტორიული მთლიანობის პოზიციაზე, გამოდის ნებისმიერი ძალადობრივი მოქმედების წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში და ცდილობს თუნდაც რამენაირად დააკავშიროს ომით დაყოფილი ქვეყანა. ჩვენი მორწმუნეები სულ უსვამენ ხაზს იმას, რომ ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, რომ არც ერთ მათგანს არანაირი კავშირი არა აქვს „მოსკოვთან“.

კიევ-პეჩორის ლავრაში შეკრებილ ქრისტიანთა პოზიცია ყველაზე უკეთ გამოხატა უბრალო ქალმა მარია ფორმანეცმა სოფელ პტიჩიადან, სადაც დაპირისპირება უმე-ს მორწმუნეებსა და ახლა უკვე მეუ-ს წარმომადგენლებს შორის 2014 წლიდან გრძელდება: „ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთი გვსურს - ნუ შეგვიშლიან ხელს. დაე, დარჩეს სახელმწიფოსად ის, რაც სახელმწიფოსია, ხოლო საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის უფლება მოგვცეს ჩვენ. თუ ჩვენ, ჩვენი უკრაინის კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, კეთილი ინებეთ და აღასრულეთ კანონი. თუ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო - მოგვეცით შესაძლებლობა ვილოცოთ ჩვენს ტაძარში. ჩვენ მეტი არაფერი გვინდა სახელმწიფოსგან - უბრალოდ არ შეგვიშალონ ხელი და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები. რამდენი დაპირისპირება გვქონია, რამდენი რამ გადავიტანეთ, რამდენ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩვენი თემიდან არც ერთი ადამიანი არ გადასულა უმე (კ)-ში“.

შეიძლება კი საუბარი იმაზე, რომ ის ადამიანები, რომელთაც ძალით ართმევენ ტაძრებს, ვინც ცემს თავის მოქალაქეებს და თანასოფლელებს, ვინც ყოფს ჩვენს ხალხს „ჩვენებად“ და „სხვისებად“, „სწორებად“ და „არასწორებად“, - ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩამოშალონ უკრაინა?

როგორც იტყვიან, კითხვა, რიტორიკულია.

                                                                                                            ***

ხდება ისე, რომ ჩვენი ქვეყანა ზოგიერთი პოლიტიკოსისა და „პატრიოტის“ საქმიანობის მეშვეობით სულ უფრო მეტად ემსგავსება ჯორჯ ორუელის მიერ აღწერილ ოკეანიას, რომელშიც მთელი იდეოლოგია ეფუძნება ცნებას „ორაზროვნება“, რომლის მთავარი დევიზია სიტყვები: „ ომი მშვიდობაა; თავისუფლება - მონობა; უცოდინრობა - ძალა“.

ორუელის თანახმად, „ორაზროვნება“ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს შეუძლია „წინასწარვე სიცრუე ილაპარაკოს და ამავდროულად სჯეროდეს მისი, დაივიწყოს ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უხერხული გახდა და ის დავიწყებიდან ამოიღოს, როგორც კი საჭირო გახდება, უარყოს ობიექტური სინამდვილის არსებობა და

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?