ცრუ მოძღვრები და სახარება: კრეფენ თუ არა ნარზე ლეღვს?
საით მიჰყავთ თავიანთი სამწყსო მეუ-ს მოძღვრებს? ფოტო: СПЖ
მაგალითები და შევადაროთ, მსგავს რა შემთხვევებზე საუბრობდნენ ეკლესიის მამები.
მეუ-ს შექმნამდე რამოდენიმე წლის უკან ერთი ისტორიის მოსმენა მომიწია. ერთი ნაცნობი ყვებოდა, როგორ უნდოდა მამაოს საფლავზე მიწვევა პანაშვიდის გადასახდელად. მან ტელეფონით შემდეგი რამ უპასუხა: თუ ლოცვა გსურთ, მოვალ, მაგრამ თუ სასაფლაოზე უბრალოდ პანაშვიდის გადახდა გინდათ სასმისისა და საკვების მიღებით, - მაშინ სხვა მოძებნეთ. ეს „მამაო“ უმე (კ)-დან იყო...
რაღაც პერიოდის მერე ახალი ამბავი გავრცელდა, რომ ოვრუჩის ეპარქიაში უმე (კ) -დან ქრისტეს ეკლესიას დაუბრუნდა ერთი „მღვდელი“.
„მე, ვასილენკო ანატოლის ძე სტანისლავოვიჩმა გავაცნობიერე ჩემი მძიმე განხეთქილების ცოდვა, ვიყავი რა ე.წ. „კიევის საპატრიარქოს“ „მღვდელი“, - დაწერა მან ოვრუჩისა და კოროსტენის მიტროპოლიტის ბესარიონის სახელზე. – „ვთხოვ თქვენს მაღალუსამღვდელოესობას მიიღოს ჩემი გულწრფელი სინანული ამ მხრივ. მინდა ვიყო ერთგული მსახური უფლის წმინდა ეკლესიაში“.
არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რომ ამ ორ ისტორიაში ფიგურირებს ერთიდაიგივე ადამიანი, მაგრამ პირველის სულიერი მდგომარეობა აუცილებლად იწვევს მეორე საქციელს.
თუ ადამიანი ქრისტეს ეძებს, ის აუცილებლად უნდა დაფიქრდეს დგას თუ არა ის სწორ გზაზე. თუ ადამიანი ეწევა სულიერ ცხოვრებას, მან აუცილებლად უნდა დასვას კითხვა: სწორია თუ არა ის? თუ ადამიანს გააჩნია რაიმე მისტიკური განცდა, ის აუცილებლად ეჭვებშია: ხომ არაა ის ხიბლში? „ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა არის ხიბლისგან უდიდესი თავდაცვა. უდიდესი ხიბლი არის საკუთარი თავის ხიბლისგან თავისუფლება“ (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).
თუ ადამიანი ქრისტეს ეძებს, ის უნდა დაფიქრდეს - არის თუ არა ის სწორ გზაზე. თუ ადამიანი ეწევა სულიერ ცხოვრებას, მან აუცილებლად უნდა დასვას კითხვა: სწორია თუ არა ის?
გამართლდებიან თუ არა ისინი, ვინც ცრუ მოძღვარს მისდევდა?
სხვადასხვა რელიგიისა და რელიგიური დენომინაციის შესწავლის დროს შესაძლებელია ერთი საინტერესო რამის დანახვა- მთლიანი მოძღვრება ხიბლზე მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. უფრო მეტიც, სწორი სულიერი საზრდოობის პრაქტიკაში ის, ამა თუ იმ სახით, გადაეცემა მათ, ვისაც სურს სულის ხსნა თავიდანვე. და ეს სრულად ახსნადია, „..რადგანაც თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს...“ (2 კორ. 11:14). ერთხელ ცრუ გზაზე შედგომით, მისგან გადახვევა ძალიან რთულია.
ისევე როგორც მორწმუნე უნდა დაფიქრდეს იმაზე, სწორ გზაზე დგას თუ არა ის თავის სულიერ ცხოვრებაში, ასევე მან უნდა დასვას კითხვა: აქ მიჰყავთ თუ არა ის და სხვა ადამიანები მათ მოძღვრებს. იმაზე, რომ მოძღვარი შეიძლება იყოს ცრუ, გვაფრთხილებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები“ (მათ. 7:15). ადამიანი, რომელიც ასეთ ცრუ მოძღვარს გაჰყვება, ვერ გამართლდება იმით, რომ ის იმ გზას ადგა, რომელზეც დააყენეს და შესაბამისად, მთელი ბრალეულობა იმაზე, რომ ადამიანი სწორი გზით არ მიდიოდა, ეკისრება ასეთ ცრუ მოძღვრებს. უფალმა მოგვცა იმის ნიშანი, თუ როგორ შეიძლება განვასხვავოთ ჭეშმარიტი მოძღვარი ცრუსგან: „თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს“ (მათ. 7:16-18).
მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი. აი, მეუ-ს „ეპისკოპოსის“ ადრიან კულიკის სულიერი ცხოვრების ნაყოფი: „სასურველია, ყველას, ვინც ცხოვრობს უკრაინაში და არ უყვარს ის, ყურზე პლასტმასის ნომერი მიაკარით, როგორ ამას უპატრონო ძაღლებს უკეთებენ, რათა უკრაინელებმა ნახონ ვინაა მათ წინაშე“ ( Facebook-ში არსებული კომენტარიდან).
მოდით ვკითხოთ უკრაინელებს - ვინაა მათ წინაშე ამ ფოტოსურათზე? ვინაა ეს ადამიანი, რომელიც მაისურში პოზირებს, ჯვრის გარეშე(!)? და არა მხოლოდ უბრალოდ პოზირებს, არამედ ამ ფოტოს დებს ქსელში დიდი მარხვის წინ წონის დაკლების ჩელენჯის სახით (!). ეს არის მეუ-ს „მღვდელმთავარი“ ანდრიან კულიკი. მისთვის დიდი ორმოცეულის არსი იმაშია, რომ გახდეს უფრო მსუბუქი და ტანწერწეტა.
მოკლედ, დავუბრუნდეთ მის სიტყვებს „უპატრონო ძაღლების“ შესახებ. მათზე პასუხის სახით შეიძლევა მოვიყვანოთ ნაწყვეტი აბბა დოროთეს მოძღვრებიდან: „დამცირება არის ის, როცა ადამიანი არა მხოლოდ სხვას კიცხავს, არამედ სძულს ის ანუ მოყვასს თაკილობს და ზურგს აქცევს მას, როგორც ერთგვარ მანკიერებას: ეს გაკიცხვაზე უარესია და გაცილებით უფრო დამღუპველია. ისინი, ვისაც სურს გადარჩენა, ყურადღებას არ აქცევს მოყვასის ნაკლოვანებებს, მაგრამ ყოველთვის უყურებენ საკუთარს და წინ მიდიან“.
აი, მეუ-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „მღვდლის“ ალექსანდრე დედიუხინის სულიერი ცხოვრების ნაყოფი.
2020 წლის სექტემბერში მან „ბიონაგავი“ უწოდა არაღიარებული დსრ-სა და ლსრ-ს წარმომადგენლებს, რომელთაც ეუთო-ს კომისიასთან ერთად უნდა დაეთვალიერებინა შუმში უშძ-ს პოზიციები: „წავიკითხე უკრაინის პოზიციის ინსპექციის ბიონაგავად წოდების შესახებ. ალექსანდრე დედიუხინმა „სახელი გაითქვა“ სხვა გამონათქვამებითაც: ლეგალური პროსტიტუციის სარგებლობის ან იმის შესახებ, რომ ეკლესიაში არ უნდა მოხდეს ხსნის ძებნა. სხვათაშორის, დედიუხინის საქმიანობას საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, 2018 წელს მან პატრიარქ ბართლომეს ხელიდან მიიღო სათითე ჯვარი.
ეს უკვე აღარაა ადამიანების დამცირება. ესაა უარის თქმა ადამიანი ადამიანად აღიარო. ასეთია დედიუხინის აზრი, ახლა კი ღირსი მაკარი დიდის აზრი ადამიანის შესახებ: „ ადამიანი ყველა ქმნილზე უფრო ძვირფასია, გავთამამდები კიდეც და ვიტყვი, არა მხოლოდ ხილულზე, არამედ უხილავ ქმნილებაზეც ანუ მსახურების სულზეც. რამეთუ მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის შესახებ არ უთქვამს ღმერთს: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად (დაბ. 1,26), მაგრამ თქვა გონიერ ადამიანურ არსზე, ვგულისხმობ უკვდავ სულს“.
სულიერი ცხოვრების ნაყოფის კიდევ ერთი მაგალითი. მეუ-ს „მღვდელმა“ პეტრე ზინიჩმა 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს განაცხადა, რომ ის, ვინც ხმას მისცემს არჩევნებზე ვლადიმირ ზელენსკის, ჯოჯოხეთში დაიწვება.
სახარების თანახმად, ზელენსკისთვის ხმის მიცემა არაა ცოდვა. ზუსტად ასევე ადამიანმა, რომელიც თავს ეპისკოპოსს უწოდებს, არ უნდა განსაზღვროს, ვის უყვარს უკრაინა და ვის-არა და ეს უკანასკნელი დაჩიპოს, როგორც „ძაღლები“. სხვების ჯოჯოხეთში გაგზავნით, ადამიანი განადიდებს იმას, რომ მხოლოდ უფალს ეკუთვნის. მხოლოდ ადამიანის ძე, როცა დიდებით მოვა ტახტზე დაბრძანებული, მაშინ შეიყრება მის წინაშე ყველა და გაარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ (მათ.25:31-33).
ასევე ვკითხულობთ აბბა დოროთესთან მოყვასის განუსჯელობის შესახებ მოძღვრებაზე: „რატომ ვაქებთ უფლის სამსჯავროს? რა გვსურს მისი ქმნილისგან? არ უნდა ვთრთოდეთ, როცა გვესმის, რა მოუვიდა სხვა დიდ ხუცესს, რომელმაც გაიგო რა ვინმე ძმის სიძვაში ჩავარდნის შესახებ, თქვა: „ჰოი, უარესი მან გააკეთა!“ ან თუ არ იცით, რა საშინელი მოვლენა არის მასზე მოთხრობილი მამათა წიგნში? წმინდა ანგელოზმა ცოდვილი სული მიუყვანა მას და უთხრა: „შეხედე, ვინც გაკიცხე, გარდაიცვალა; სად უნდა განვათავსო ის, მეუფებაში თუ სატანჯველში?“ არის ამაზე მეტი სიმძიმე? რამეთუ რას ნიშნავს ანგელოზის სიტყვები ხუცესის მიმართ თუ არა ამას: რახან შენ მართალთა და ცოდვილთა მსაჯული ხარ, მითხარი, რა ბედი ეწიოს ამ მორჩილ სულს ახლა? შეუნდობ მას თუ სატანჯველს მისცემ? წმინდა ხუცესმა, რომელიც ამით შეძრული იყო, მთელი თავისი ცხოვრება გააატარა მორჩილებაში, ცრემლებსა და უზომო შრომაში, ემუდარებოდა რა უფალს, რომ მიეტევებინა მისთვის ეს ცოდვა“.
ღირსი დოროთე საუბრობს იმაზე, რომ ეს ხუცესი დარჩენილი ცხოვრება ინანიებდა განკიცხვის ცოდვას. მეუ-ს ზემოთ ნახსენები „მოძღვრებიდან“ ჩვენ არ გვსმენია არა მხოლოდ საკუთარი სიტყვების მონანიება, არამედ მინიშნებაც კი იმაზე, რომ ისინი ზემოთქმულს ნანობენ. ასევე არ იყო მეუ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან სახარების საწინააღმდეგო გამონათქვამების გაკიცხვაც.
აღარ მოვიყვანთ ანალოგიური ნაყოფის მსგავს მაგალითებს, არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ზორია და დუმენკო თავიანთ მამასა და მოძღვარს ფილარეტ დენისენკოს, არ ვისაუბრებთ მეუ-ს ისეთი „იერარქების“ ქცევაზე, როგორიცაა ვლადისლავ (ანტონი) მახოტი ან ტიმოთე (მიხაილ) ზინკევიჩი. ასევე არ ვახსენებთ ახლო პერიოდის სკანდალს, რომელიც ბლოგერმა ა.შარიმ ააგორა და ალექსანდრე (დრაბინკო) სრულიად სამარცხვინო ქმედებებში ამხილა. მსგავსი მაგალითები მრავლადაა.
რა კეთილი ნაყოფია მეუ-ში?
არის კი მეუ-ს ცხოვრებაში, თუნდაც გარეგნულად რაიმე კეთილი? ალბათ, კი. მეუ-ს ოფიციალური საიტის ახალი ამბების ლენტა იმაზე ცნობების გარდა, რომ სერგეი (ეპიფანე) დუმენკო შეხვდა რომელიღაც პოლიტიკოსს (უკრაინელს ან უცხოელს) და რომ მან კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ორგანიზაციის აღიარების იმედი, არის ახალი ამბები იმაზეც, რომ ის ატარებს „ღვთისმსახურებას“ ან ვიღაცაც აჯილდოებს. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს მოციქულ პავლეს სიტყვებით: „ხოლო სულის ნაყოფია : სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება ...“(გალ. 5:22,23).
შეესაბამება კი ამ კრიტერიუმებს მეუ-ს საქმიანობა? ტაძრების დაკავება, მორწმუნეთა დამცირება და შეურაცხყოფა, ცემა, ადამიანების, როგორც უპატრონო ძაღლებისადმი მოპყრობის პირობა, თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. საკმაოდ სამაგალითოა ასევე მეუ-ში ბერ-მონაზონთა არსებობის საკითხი. ალბათ, ის არის, მაგრამ იმდენაც მწირია, რომ მეუ-ს ამ ციფრის დასახელებაც კი ეუხერხულება. გავიხსენოთ ცნობილი წმინდა მამის ციტატა: ადამიანთათვის სინათლე ბერებია, ხოლო ბერებისთვის - ანგელოზები. რა „სინათლე“ ანათებს მეუ-ში?
ცალკე საკითხია ნაყოფი, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განვასხვავოთ ცხვრის ტყავში გახვეული მგლები ნამდვილი მოძღვრებისგან - ესაა უმე-ს ტაძრების დაკავება. შეიძლება ადამიანმა, რომელიც სულის ხნას ეძებს, შეაღწიოს ეკლესიაში, საკეტი გადაჭრას, ცემოს სხვა ადამიანები და მღვლდებიც კი? შეუძლია ნამდვილ მოძღვარს წაახალისოს და მოუწოდოს მსგავსი ქმედებებისკენ, როგორც მაგალითად ამას აკეთებს, მეუ-ს ჩერნოვეცკის „მღვდელმთავარი“? პასუხის ნათელია.
რაზე მიუთითებს ეს და მსგავსი ნაყოფი? ხომ არ გავიგებთ ჩვენ მათ მიხედვით სწორედ იმ ცრუ წინასწარმეტყველებზე, რომლებზეც წერს წმინდა წერილი? ხომ არ უნდა შეხედონ ამ ადამიანებმა საკუთარ თავს სახარების სარკეში და გააკეთონ დასკვნა საკუთარ საკმაოდ საშიშ სულიერ მდგომარეობაზე? შეიძლება იმის თქმა, რომ თითქოს ცალკეული ადამიანების მიხედვით ვერ ვისაუბრებთ მთელს რელიგიურ ორგანიზაციაზე და რომ ყველგან არის უღირსი მოძღვრები.
თუმცა, თუ შევხედავთ სიტუაციას მიუკერძოებლად, დავინახავთ, რომ:
- პირველ რიგში, მსგავსი სკანდალის რაოდენობა მეუ-ში საკმაოდ დიდია, უფრო ზუსტად - უამრავი. ასეთი უმე-ში ახლოსაც არაა;
- მეორე, მეუ-ს ხელმძღვანელობა და რიგითი წევრები არ გამოხატავენ თავიანთ უთანხმოებას ზემოთ აღნიშნულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, არ აკრიტიკებენ მათ, არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ დაიდოს რამე კანონიკური აკრძალვა მათზე;
- მესამე, გულღიაობა, რომლითაც მეუ-ს „სამღვდელოება“ ავრცელებს აშკარა ანტიქრისტიანულ მესიჯებს, შეიძლება ადასტურებდეს იმას, რომ ისინი არ მალავენ იმას, რომ თავიანთი სამწყსო სულაც არ მიჰყავთ ქრისტესთან.
უდაოა, რომ დედიუხინი, კულიკიც და დრაბინკოც და სხვებივ იპოვიან ისეთ მიმდევრებს, რომლებიც მათ გაჰყვებიან. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ ქრისტესთან მისვლა. მათთვის არჩევანი ღიაა.
უმე-ს ხშირად საყვედურობენ, რომ მას არ სურს კომპრომისებზე წასვლა, არ სურს განხეთქილებაში მყოფებთან შეხების წერტილების პოვნა და საბოლოო ჯამში, არ უნდა უკრიანის ყველა მართლმადიდებლური კონფესიის გაერთიანება. თუმცა, როგორ შეიძლება გაერთიანდე მათთან, ვინც ადამიანებს ბიონაგვად მიიჩნევს, მათთან, ვინც მათზე დამღის დადებას ითხოვს, როგორც უპატრონო ძაღლებზე, მათთან, ვინც ჯოჯოხეთში უშვებს საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატზე ხმის მიმცემთ? მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ წერილში ამბობს: „... რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჟულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმა ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? „ (2 კორ. 6:14-16).
როგორ შეიძლება გაერთიანდე მათთან, ვინც ადამიანებს ბიონაგვად მიიჩნევს, მათთან, ვინც მათზე დამღის დადებას ითხოვს, როგორც უპატრონო ძაღლებზე, მათთან, ვინც ჯოჯოხეთში უშვებს საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატზე ხმის მიმცემთ?
მეუ-ს მორწმუნეებო, საით მიჰყავხართ თქვენს მოძღვრებს?
არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა, არანაირი გაერთიანება ან კომპრომისი. თუმცა, შესაძლებელია, მონანიება, ბერძნულად - მეტანია, გონების ცვლილება. და ეკლესიასთან გაერთიანება. მონანიებას შეუძლია სასწაულის მოხდენა ადამიანთან. მოციქული პავლე ეკლესიის სასტიკი მდევნელიდან მის მოციქულად გადაიქცა. წმინდა თავადი ვლადიმირ დიდი გარყვნილი დესპოტიდან მორჩილ და რუსეთის უმწიკვლო მმართველად გადაიქცა. ღირსი მოსე მურინი იყო სისხლიანი ყაჩაღი, ღირსი მარიამ ეგვიპტელი - მრუში, წმინდა მოწამე კიპრიანე - ჯადოქარი და ა.შ. რად გადაიქცევიან კულიკი, დედიუხინი, დრაბინკო და სხვები? ეკლესიის ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ერესის ან განხეთქილების სათავეში დგას, ნაკლებადაა მიდრეკილი მონანიებისკენ. თუმცა, მონანიების კარები ღიაა მათთვისაც.
რაც შეეხება მეუ-ს სამწყსოს, ის, ვისაც მართლა სურს ზეციური სამეფოს მიღწევა და არა უკრაინის დამოუკიდებლობის გამყარება, ნაციონალური თვითშეგნება და და ა.შ. უნდა დაფიქრდნენ საკითხზე: სად მიჰყავთ ისინი თავიანთ მოძღვრებს? შეესაბამება ეს გზა თუ არა სახარების გზას? მსგავს ეჭვებში არაფერია სათაკილო. როგორც უკვე ითქვა, მსგავს საკითხებზე ყველა მორწმუნე ფიქრობს. ეს სრულად შეესაბამება, როგორც მოციქულთა დარიგებებს: „საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი გამოვიდა წუთოსოფელში“ (1იოან. 4:1), ასევე წმინდა მამების სწავლებასაც.
მოცემული მსჯელობის დასრულება მსურს წმინდა ათანასე დიდის სიტყვებით:
„თქვა უფალმა: „უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის ტყავში მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათ ნაყოფით იცნობთ“. თუ ნახე, ვინმეს ძმა, რომელსაც კეთილშობილური სახე აქვს, იმას კი არ შეხედო, რომ ის ცხვრის ქურქშია გახვეული, ატარებს თუ არა ის მღვდლის, ეპისკოპოსის, დიაკონის ან მოღვაწის სახელს, მაგრამ ეცადე გაიგო საქმეებზე, უბიწოა თუ არა ის, არის თუ არა სტუმართმოყვარე, მოწყალე, მოსიყვარულე, მტკიცეა თუ არა ლოცვებში, მომთმენია თუ არა. თუ მისი მუცელი ღმერთია, ხორხი - ჯოჯოხეთი, თუ ის ფულზე ეცემა და ვაჭრობს კეთილშობილებით, დატოვე ის- ის არაა ბრძენი მოძღვარი, მაგრამ მტაცებელი მგელია. თუ ხეს ნაყოფით შეიცნობ - რა ჯიშის, გემოს, ხარისხისაა ის - მით უფრო უნდა შეძლო ქრისტეს გამყიდველთა შეცნობა მათი საქმეების მიხედვით, რამდენადაც მათ, კეთილშობილების ნიღბით, ეშმაკის სული აქვთ. შენ ხომ არ კრეფ ეკლიდან მტევანს ან ნარიდან ლეღვს, მაშინ რატომ ფიქრობ, რომ დამნაშავეებისგან რაიმე კეთილს მოისმენ ან გამყიდველებისგან რაიმე სარგებელს გაიგებ? ამდენად, მოშორდი მათ, როგორც არაბულ მგლებს, ასევე ცოდვის ეკლებს, უსამართლობის ნარსა და მზაკვრობის ხეს“.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?