სიცრუე და დაყოფა ანუ თუ როგორ იბრძვის მეუ სინამდვილეში ერთიანობისთვის

5 წლის შემდეგ, მეუ კვლავ იყოფა ფილარეტის ყოფილ წევრებად და უამე-ის წევრებად. ფოტო: СПЖ

რამოდენიმე დღის უკან როვენის და სარენის „ეპისკოპოსმა“ გაბრიელ კრიზინამ „გამაერთიანებელი საეკლესიო კრების“ წლისთავის წინ თავის ფეისბუქ- გვერდზე დაიჩივლა, რომ მეუ-ში ამ დრომდე არაა ერთიანობა, ხოლო ექს უმე კს-ს კლირიკოსები იქ ავიწროებენ ექს-უამე-ს კლირიკოსებს.

კრიზინამ განაცხადა, რომ „ღვთისმოსავმა“ დანილო კოვტაშმა, რომელიც ექვემდებარება როვენისა და ოსტროჟის „არქიეპისკოპოს“ ი. პროციკუს, უარი თქვა „თანაემსახურა“ კრიზინასთან თავად და ეს აუკრძალა სხვა „მღვდლებსაც“.

კომენტარებში კრიზინას მხარი დაუჭირა უამე-ს ყოფილმა „ეპისკოპოსმა“ ვლადიმერ შლაპაკმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზუსტად ასეთი სიტუაცია აქვს მას ჟიტომირშჩინაში.

მეუ-ს „მღვდელმა“ ნიკოლოზ ლაგოდიჩმა დაწერა, რომ ასეთი სიტუაცია არაა მხოლოდ პოლესიეში. და მისი აზრით, ის ასეთი იქნება „მანამ, სანამ ერთ ქალაქში იქნება მეუ-ს სამი ეპისკოპოსი“. „მღვდელმა“ სერგეი იაროვმა კი განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში მეუ-ში ერთიანობა არ შედგა. ასევე ხდება დუმენკოს სტრუქტურაში?

ტომოსი და ერთიანობა

ფანარიონის მეთაური პატრიარქი ბართოლომეოსი სულ უსვამს ხაზს იმას, რომ ტომოსის გადაცემა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფებისთვის პირველ რიგში მიზნად ისახავდა ერთ რამეს - უკრაინაში განხეთქილების დაძლევას და უკრაინული მართლმადიდებლობის „სამი შტოს“ გაერთიანებას ერთში.

2021 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ „მართლმადიდებლური ეკლესიის სხეულის დაყოფა უკრაინაში სამ ცალკეულ ინსტიტუციად იყო ღრმა ჭრილობა მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის“. მისი სიტყვებით, „ავტოკეფალიის მინიჭება ბოლოსდაბოლოს დაგვეხმარება ერთიანობის საკითხის გადაწყვეტაში“. ეს სიტყვები თითქმის სამი წლის შემდეგ ითქვა იმ დროიდან, რაც 2018 წლის 15 დეკემბერს შედგა ე.წ. მეუ-ს გამაერთიანებელი საეკლესიო კრება. ანუ 2021 წლისთვის „ერთიანობის“ პრობლემა მაინც არ იქნა გადაჭრილი, მიუხედავად იმისა, რომ დუმენკო პატრიარქ ბართოლომეოსს სხვა რამეში არწმუნებდა.

ასე, მაგალითად, 2019 წელს მეუ-ს „გამაერთიანებელი საეკლესიო კრების“ წლისთავთან დაკავშირებით გამოსვლისას, ეპიფანემ განაცხადა, რომ 15 დეკემბერს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით დაგვედასტურებინა უკრაინული მართლმადიდებლობის სამი შტოს ერთიანობის ფაქტი“.

ანუ, დუმენკოს სიტყვებით, ერთიანობა არის. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით მეუ-ს  პრაქტიკულად ყველა დონის წარმომადგენელი საუბრობს იმაზე, რომ მათი „ეკლესია ღიაა ყველასთვის“, ხოლო თავად სერგეი პეტრეს ძე ირწმუნება, რომ ადრე თუ გვიან, სურთ თუ არა ეს, ყველა უკრაინელი გახდება მისი სტრუქტურის წევრი. ყველა ამ ხმამაღალი განცხადებიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ უკრაინის მართლმადიდებლობის „სამი შტოს“ ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის და თითქმის მთავარი არგუმენტი იმის გასამართლებლად, რომ ფანარიონი შეიჭრა სხვა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე.

შეძლეს კი გასული 5 (ხუთი!) წლის მანძილზე დუმენკოს ხელქვეითებმა ამ ამოცანის შესრულება? რასაკვირველია, არა. და ამის შესახებ საუბრობენ, როგორც თავად ისინი, ასევე სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას უკრაინაში.

მეუ და „ერთიანობა“

უმე კს-სა და უამე-ს ყოფილ წარმომადგენლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების პრობლემა, რომელიც სტატიის დასაწყისში აღინიშნა სულაც არაა ახალი და დღეს არ წარმოქმნილა.

მეუ-ს შიგნით დაყოფა ამ სტრუქტურის შექმნის პირველივე დღიდან არსებობს. უფრო მეტიც, „გამაერთიანებელ საეკლესიო კრებამდე“ გასაგები იყო, რომ ფილარეტის მომხრეები (უმე კს) უყურებს ავტოკეფალიის მომხრეებს (უამე) ძალიან გულგრილად, რამდენადაც მათ ნაკლებად „მადლმოსილად“ მიიჩნევს, ვიდრე ისინი არიან.

ჯერ კიდევ 2018 წელს უამე-ს „ეპისკოპოსი“ ათანასე შკურუპი ძალიან წუხდა უმე კს-ს პრეს-მდივანზე ევსტრათი ზორიაზე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა „გამაერთიანებელი საეკლესიო კრების“ კონსულტაციების შესახებ“: „სად, როდის და ვისთან მიმდინარეობს ეს „კონსულტაციები“? კონსპირაციულ ბინებში და ერთ სირჩა ვისკისთან ერთად? ან ცირკის არენაზე? და როდის არის მანეჟში გასვლის დრო?!“

მანეჟზე დენისენკოსა და მალევიჩის აღზრდილები საკმაოდ სწრაფად გამოჩნდნენ. მაგალითად, იმავე შკურუპმა 2021 წლის აპრილში („გაერთიანებისა“ და ტომოსის შემდეგ) მეუ-ს „არქიეპისკოპოსი“ მიტროფანე ბუტინსკი დაადანაშაულ ხარკოვის ტაძრის მრევლის რეიდერულ მიტაცებაში. „აი, ასეთი ამბები გვაქვს. საწყენია და მტკივნეულია, რომ სწორედ აქედან იწყება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარება. რაც დათესეს, ის მოიმკეს!“ - დაწერა მაშინ მეუ-ს „იერარქმა“ ათანასემ.

ოდნავ მოგვიანებით შკურუპიმ მადლობა გადაუხადა თავის „მღვდლებს“ ამის გამო, რომ ისინი დარჩნენ „მისი ომოფორის“ ერთგულები და არ გადავიდნენ კონკურენტთან. და როცა ასეთ სიტყვებს კითხულობ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე ეხება სრულიად სხვადასხვა სტრუქტურას და არა ურთიერთდამოკიდებულებებს ერთის შიგნით.

ამ გაგებით კი შკურუპის ისტორია გამონაკლისი კი არა, წესია.

საქმე იმაშია, რომ მეუ-მ, ერთიანობისა და კანონიკურობის ხმამაღალი განაცხადის მიუხედავად, ვერ გადაჭრა ეპარქიული ხელმძღვანელობის პრობლემა. ანუ დღეისათვის დუმენკოს სტრუქტურის თითქმის ყველა ეპარქიასი არის მინიმუმ ორი „მღვდელმთავარი“, ხოლო ზოგიერთში  -სამიც კი.  მაგალითად, ტიტული „ტერნოპოლის“ სამ „იერარქს“- ნესტორ პისიკს (ტერნოპოლისა და კრემენეცკის), ტიხონ პეტრანიუკს (ტერნოპოლისა და ბუჩაცკის) და პავლე კრავჩუკს (ტერნოპოლისა და ტერებოვლიანსკის) ეკუთვნის.

ასეთივე სიტუაცია არის ჩერნოვცსა და ვინიცაში, სადაც დუმენკოს მომხრეებს ასევე სამი „ეპისკოპოსი“ ჰყავთ. უფრო მეტიც, მათივე სიტყვებით, არის შემთხვევები, როცა ერთ სოფელში მოქმედებენ მეუ-ს სამი ეპარქიის თემები! კანონიკური საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით - ეს არის აბსოლუტური ანომალია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სხვა რომელიმე ეკლესიაში. ეს შესანიშნავად ესმით მეუ-ს შიგნითაც. იმავე ჩერნოვცში დუმენკოს სტრუქტურის ერთი „ეპარქიის“ წარმომადგენლები სხვა ორი „ეპარქიის“ წარმომადგენლებს სთავაზობდნენ გაერთიანებას „კონსოლიდაციის“ მისაღწევად.

გარდა ამისა, „რადიო თავისუფლებაზე“ ერთ-ერთ ინტერვიუში დუმენკოს კითხეს, ხომ არ ეწინააღმდეგება მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონებს ის ფაქტი, რომ ვინიცაში მოქმედებს მეუ-ს სამი „ეპისკოპოსი“. სერგეი პეტრეს ძემ უპასუხა, რომ „გაერთიანების შემდეგ გადაწყდა, რომ ყველა იმად დარჩება, რადაც მოვიდა“, მაგრამ ეს პროცესი „დროთა განმავლობაში ნორმალიზებული იქნება“.

არღვევს თუ არა ახლა მეუ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებს, სერგეი დუმენკომ არ უპასუხა. ხოლო ის, რომ „გაერთიანების“ პროცესი ამ დრომდე არაა ნორმალიზებული, ფაქტია. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ტომოსმა ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება და ვერ გააერთიანა უკრაინის მართლმადიდებლები. უფრო მეტიც, თავად განხეთქილებაში მყოფებმაც კი ვერ შეძლეს შეთანხმება.

ტომოსმა ვერ მოუტანა ერთიანობა უკრაინის მართლმადიდებლებს

მოცემული ფაქტი იმდენად ცხადია, რომ მასზე საუბრობენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებიც. ელადის ეკლესიის პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, მშვიდობისა და ერთიანობის ნაცვლად ტომოსმა გააჩაღა „იმ კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის უპრეცედენტო დევნა, რომელიც მიტროპოლიტ ონუფრის ომოფორის ქვეშ იმყოფება“.

ის დარწმუნებულია, რომ ტომოსი ვერ დაეხმარა მათაც, ვინც მას მხარი დაუჭირა უკრაინაში, რადგანაც „ადამიანები, რომლებიც დევნიან, ძარცვავენ, მიმართავენ ძალადობას, იმყოფებიან არა სულის ხსნის, არამედ დაღუპვის გზაზე“.

ამავე აზრს იზიარებს ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლიც, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს აცხადებდა, რომ „უკრაინაში ინიციატივები ორი წლის შემდეგაც, ცხადია არ იძლევა სასურველ, გამოჯანმრთელების ეფექტს“.

„მილიონობით უკრიანელი მართლმადიდებლისთვის არ დადგა მშვიდობა, ერთიანობა“, - თვლის არქიეპისკოპოსი ანასტასიოსი.

უკრაინელ მართლმადიდებლებს შორის ერთიანობის არარსებობაზე მიუთითებს ალბანეთის ეკლესიის სინოდიც, რომელიც მისი ტომოსისა და მეუ-ს ტომოსის შედარების კონტექსტში აცხადებს: „მთავარი არის ის, რომ ალბანეთში (ტომოსის მინიჭების შემდეგ - რედ.) დაისადგურა მშვიდობამ და ერთიანობამ, იმის საპირისპიროდ, რაც ხდება უკრაინაში არახელსაყრელი შედეგებით მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“.

რას ვიღებთ საბოლოოდ?

ყოველივე აქედან თვალნათელია მხოლოდ ერთი დასკვნა: მეუ-ს არ შეუძლია გაერთიანება. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობის „გამაერთიანებელი“ რიტორიკა მხოლოდ არის ფასადი, რომლის მიღმაც იმალება ღრმა მტრობა თავად დუმენკოს სტრუქტურის შიგნითაც. შეიძლება კი ამას ეწოდოს მოულოდნელობა? შეიძლება იყოს ერთიანობა ქრისტეში იქ, სადაც ყვავის სიძულვილი და აგრესია?

საჭრელს არ შეუძლია ქრისტიანის აღზრდა, ხოლო ერთიანობისკენ მოწოდება ამ რკინის საჭრელის ხმის ქვეშ, საკმაოდ ცინიკურია. სანამ მეუ-ში ვერ მიხვდებიან, რომ საეკლესიო განხეთქილება დაიძლევა არა „შერწყმითა და გაერთიანებით“, არამედ მხოლოდ მონანიებითა და გონების ცვლილებით, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?

ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?