დრაბინკოს მანიფესტი: რას წარმოადგენს სინამდვილეში მეუ და უმე?
დრაბინკომ ირონიულად მოიხსენია უმე-ს მორწმუნეები ,,ზეციურ მოქალაქეებად '' . ფოტო : СПЖ
2021 წლის 6 იანვარს უმე-ს ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ (დრაბინკო) ოსტაპ დროზდოვს მისცა ინტერვიუ, რომლის ძირითადი თემაც გახლდათ „მოსკოვის საპატრიარქოს მტრები“. ყოფილმა მიტროპოლიტმა საკითხის ასეთი დასმა არ გააპროტესტა, რამდენადაც ადამიანი საღვთისმეტყველო განათლებით (ყოველ შემთხვევაში, დიპლომით) შესანიშნავად უნდა აცნობიერებდეს, თუ ვინ იწოდება ეკლესიის ცნებით აპარატში მტრად; „რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ.6:12). თუმცა, ეს არაა მთავარი ინტერვიუში. თავად არ უწყოდა რა ამის შესახებ, დრაბინკომ გამოსცა მთელი მანიფესტი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში უმე და მეუ. მას ენაზე არავინ ექაჩებოდა. მოდით, გაეცნოთ მას.
ოსტაპ დროზდოვი, რომელსაც მეუ-ს „იერარქი“ ინტერვიუზე დათანხმდა უმე-ს კრიტიკოსია ოდითგან, ამასთან ძალიან აგრესიული კრიტიკოსი, ასე ვთქვათ „დანის წვერზე“ მოსიარულე, ხოლო ბევრ შემთხვევაში- მის მიღმაც. მისი ადრინდელი ეთერების სახელწოდება, მაგალითად, «Геть Московський Патріархат» მეტყველებს ყველაფერზე. მისი მთავარი ამოცანაა ფეიკებისა და მანიპულაციების მეშვეობით მაქსიმალურად გაჩნდეს ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება. ამიტომაც, უკვე დრაბინკოს ასეთ ჟურნალისტთან შეხვედრის ფაქტი გახდა თავისთავად საჩვენებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუ იყო საშობაო, საუბარი როდი შეეხო ძირითადად არა ქრისტეს, მის მოვლინებას სამყაროში და არც მეუ-ს, რომელიც გაკვრით იქნა ნახსენები. საქმე ეხებოდა უმე-ს, ამასთან ერთადერთი მიზნით - წარმოჩენილიყო ის, რაც შეიძლება ნეგატიურ ჭრილში, რაშიც დროზდოვიც და დრაბინკოც ნამდვილი პროფესიონალები არიან. სწორედ ნეგატიურ ჭრილში საუბრობდა ყოფილი მიტროპოლიტი ალექსანდრე უმე-ს წინამძღოლზე, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრიზე. აი, რა არის საინტერესო: ცდილობდა რა უნეტარესის ლაფში მოსვრას, დრაბინკომ სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. როგორ მოხდა ასე? მოდით, გავაანალიზოთ ეს.
აი, დრაბინკოს სიტყვები: „ წმინდა სამების სერგიევის ლავრადან გამოსული მიტროპოლიტი ონუფრი ბუკოვინიდანაა. ბუკოვინა საბჭოთა უკრაინას მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუმეინეთი საბჭოთა კავშირთან ომის მონაწილე გახდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებული უკრაინული ფესვები არ გააჩნიათ. ომის შემდეგ მან წმინდა სამების სერგიევის სემინარიაში, აკადემიაში ჩააბარა. წმინდა სამების სერგიევის ლავრა ანუ თავისთავად აღზრდა... მე არ ვიტყოდი, რომ ის შეიძლება იყოს პროუკრაინული. მე ვიტყოდი, ის საერო ადამიანია. ის ყველაფერს ხედავს წმინდა წერილის პრიზმაში, შესაძლოა, ნაციონალური ცნობიერების გარეშე. პასპორტი აქვს, მაგრამ არ სჭირდება: „ჩვენ ზეცის მოქალაქეები ვართ“. ამას იმ კონტექსტში ვამბობ, რომ გასაგები იყოს, თუ ვინ გვმართავს ჩვენ. ჩვენ წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რითი ხელმძღვანელობენ, თუ გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ მართავს“.
არ ვიქნებით დაჟინებული იმაზე მზერაში, თუ რაოდენ სიმსუბუქით დაახასიათა ალექსანდრემ (დრაბინკო) ბუკოვინის მკვიდრნი, როგორც „არა ბოლომდე უკრაინელები“, ადამიანები „უკრაინული ფესვების“ გარეშე. ასევე ძალიან არ ვკონცერტრირდებით ფრეიდის მიხედვით წამოცდენაზე, რომელიც დაუშვა დრაბინკომ მიტროპოლიტ ონუფრის დახასიათებისას „ჩვენ გვმართავს“.
ყურადღება მივაქციოთ უნეტარესი ონუფრის დახასიათებას.
პირველ რიგში, მიტროლპოლიტი ონუფრი ყველაფერს ხედავს „წმინდა წერილის პრიზმაში“. მეორეც, მას არ გააჩნია ნაციონალური ცნობიერება. მესამე, ის წარმოადგენს „ზეცის მოქალაქეს“. უმალ ჩნდება კითხვა, ხომ არ წარმოდგენს ყოველივე ეს ქრისტეს სამწყსოს ჭეშმარიტი მწყემსის ნიშანს? განა ასეთი არ უნდა იყოს უფლის ეკლესიის მღვდელმთავარი და ზოგადად, ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი?
საინტერესოა, მჟკ-ის საიტზე ამ ახალი ამბის ქვეშ მკითხველებმა აღიქვეს დრაბინკოს სიტყვები სწორედ ასეთ კონტექსტში. კომენტატორი დომინიკელი წერს: „ურჯულოს არგუმენტი! მისდა უნებურად შესანიშნავი დახასიათება მისცა მიტროპოლიტ ონუფრის“.
კომენტატორი ალექსანდრე წერს: „ყველა დანარჩენი ზემოთ მოყვანილი გამონათქვამი ლექია, მაგრამ „არანაირი პროუკრაინელობა... მხოლოდ წმინდა წერილი... ჩვენ ზეცის მოქალაქეები ვართ“ - ეს, პირიქით, კარგია და საჭირო!!!“ კომენტატორი ნიკით «mistermatros» კი აჯამებს: „დიდება უფალს, რომ ასეთი წინამძღოლი გვყავს! დიდება უფალს!“
ძნელია არ დაეთანხმო ამ კომენტატორებს. წმინდა წერილი ხომ, რომელიც რატომღაც ირონიის საფუძველს აძლევს ალექსანდრეს (დრაბინკოს), ადასტურებს სრულიად ერთმნიშვნელოვან რამეს: ქრისტიანები ზეცის მოქალაქეები არიან.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე პონტიუს პილატეს კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ის მეფეს, პასუხობს: „ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური...“ (იოან.18:36). ქრისტეს მსგავსად, წმინდა მოციქულებიც მოუწოდებენ ქრისტიანებს ზეცისკენ, მიწიერი ქვეყნიერების დავიწყებამდე. „ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, სიდანაც მოველით მხსნელსაც- უფალ იესო ქრისტეს“ (ფილ.3:20); „..არა გვაქვს არ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ“ (ებრ. 13:14) და ა.შ. მრავალი წმინდანის ტროპარი უწოდებს მათ მიწიერ ანგელოზებს და ზეციურ ადამიანებს. მაგალითად, ღირსი, წმინდა სისო დიდის ტროპარი: „ხორციელი ვნებავნი დათრგუნე თავშეკავებით, მოშორდი სამყაროს და უდაბნოში იცოცხლე, ყველა ვნების დათრგნუვით მიწიერო ანგელოზო და ზეციერო ადამიანო...“
უკრაინა თუ ზეციური იერუსალიმი: რომელი მოქალაქეობაა უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანისთვის?
მინდა უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ სახარების ერთ-ერთ ნაწყვეტზე. ესაა იოანეს სახარების მე-8 თავი, სადაც უფალი ესაუბრება იუდეველებს და კონკრეტულად ფარისევლებს, რომლებიც როგორც ცნობილია, საკმაოდ შეშფოთებულები იყვნენ „ნაციონალური იდეით“ ანუ რომაელებზე გამარჯვებითა და მიწიერი ებრაული სახელმწიფოს აღდგენით: „და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნოთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა“ (იოან. 8:31-34).
როგორც ვხედავთ, ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფის ნიშანი სწორედაც რომ მდგომარეობს იმაში, რომ ის უფლის სიტყვაშია ანუ როგორც დრაბინკომ თქვა, ყველაფერს ხედავს წმინდა წერილის პრიზმაში. ის კი, ვინც უფლის სიტყვაში არაა, შესაბამისად, ცოდვას სჩადის და ცოდვის მონა ხდება. შემდეგ უფალი მიმართავს იუდეველებს უფრო მკაცრი სიტყვებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წმინდა მოციქული იოანე საუბრობს ამ ადამიანებზე, როგორც მათზე, რომლებმაც „ირწმუნეს ის“ ანუ მათ ირწმუნეს ქრისტე, მაგრამ ვერ შეძლეს მისი სიტყვის დაყენება თავიანთ „ნაციონალურ ცნობიერებაზე“ მაღლა. ხოლო იმის შესახებ, რომ სწორედ ნაციონალური ცნობიერებით ხელმძღვანელობდნენ ისინი, მეტყველებს მათი სიტყვები: „რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყურდი უგდოთ ჩემს სიტყვას. თქვენ მამათქვენის- ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვიდაინდა ცრუ არის და სიცრუის მამა“(იოან. 8:43-44). ერთი სიტყვით, ის, რომ ადამიანებს არ ესმით უფლის სიტყვის, არ სურთ მისი გაგება და არ შეუძლიათ, მათ საბოლოო ჯამში, ხდის ეშმაკის შვილებად.
ამდენად, უმე-ს ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ (დრაბინკომ), მისდა უნებურად, უნეტარეს ონუფრის მისც ზუსტი და მკაფიო დახასიათება, როგორც ქრისტეს მოწაფეს, რომელიც უფლის სიტყვას ასრულებს და რომელსაც ზეციური მოქალაქეობა გააჩნია. და ისევ დრაბინკოს სიტყვებით, ეს დახასიათება ვრცელდება მთელს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.
ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ (დრაბინკომ), მისდა უნებურად, უნეტარეს ონუფრის მისცა ზუსტი და მკაფიო დახასიათება, როგორც ქრისტეს მოწაფეს, რომელიც უფლის სიტყვას ასრულებს და რომელსაც ზეციური მოქალაქეობა გააჩნია. და ისევ დრაბინკოს სიტყვებით, ეს დახასიათება ვრცელდება მთელს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.
ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი მიტროპოლიტის, დუმენკოს მიერ ამჟამინდელი ხელმძღვანელის, სერგეი პეტროვიჩის (ეპიფანეს) დახასიათება ძალიან მწირი იყო. ოსტაპ დროზდოვის კითხვა: „მიტროპოლიტ ეპიფანესთან მიმართებაში. რამდენად იტანს ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ამოქმედების ამ სასტარტო ფაზას?“ ყურადღებას მივაქცევთ იმას, თუ როგორაა ჩამოყალიბებული თავად კითხვა: „მეუ-ს ამოქმედების სასტარტო ფაზა“. ჯერ ერთი, ასე შეიძლება ვისაუბროთ რაიმე პროექტზე: კომერციულზე, სოციალურზე ან პოლიტიკურზე, მაგრამ არანაირად ორგანიზაციაზე, რომელსაც პრეტენზია აქვს, იწოდებოდეს ეკლესიად. მეორეც, ის, რომ მეუ იმყოფება „თავის სასტარტო ფაზაში“, მოწმობს იმას, რომ ის სათავეს იღებს 2018 წ. ე.წ. „გამაერთიანებელი საეკლესიო კრებიდან“ და არა რუსეთის მოქცევიდან ათასზე მეტი წლის წინ და მითუმეტეს არა სულთმოფენობას მოციქულებზე სულიწმიდის გადმოსვლიდან. რასაკვირველია, ასეთი ლაფსუსის დაშვება ოსტაპ დროზდოვს შეიძლება აპატიო, მაგრამ ყოფილ მიტროპოლიტ ალექსანდრესგან საკითხის ასე დასმა არ იწვევს არანაირ შენიშვნას. კითხვაზე, ეპიფანე ახდენს თუ არა სასტარტო ფაზის ამოქმედებას, ის აუღელვებლად პასუხობს: „საკმარისად თვისობრივად, მშვიდად და დამაჯერებლად“. და შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სერგეი დუმენკო არის ძალიან თანამედროვე და რომ მეუ-ს მეთაურის ადგილი მას სამართლიანად ერგო.
ალექსანდრე დრაბინკომ არ გვაუწყა თუ რა პრიზმაში ხედავს მეუ-ს ხელმძღვანელი ყველაფერს და გააჩნია თუ არა მას ნაციონალური ცნობიერება. თუმცა, ამაზე წარმოდგენა სერგეი დუმენკოს განცხადებებისა და გამოთქმების საფუძველზე შეიძლება, რომლის ლომის წილიც ეძღვნება უკრაინის სახელმწიფოს, ნაციონალურ იდეას, მტრებთან ბრძოლას გამარჯვებამდე და ა.შ. არ მოვიყვანთ შესაბამის ციტატებს, რომელიც უხვადაა ინტერნეტში. მსურველებს შეუძლიათ ამის დამოუკიდებლად გაკეთება. თუმცა, სერგეი დუმენკოსა და ნეტარი მიტროპოლიტის, ონუფრის ცნობიერების შედარებისთვის მოვიყვანთ მათი მხრიდან ქრისტეს შობის მილოცვას ამ წელს. ქვემოთ სრულად მოგვყავს ორივე მათგანი.
რა არის მნიშვნელოვანი სერგეი დუმენკოსა და ნეტარი ონუფრისთვის?
სერგეი დუმენკო: „ მხსნელის შობის მოვლენების დღესასწაული ამ წელს განსაკუთრებულად იმედით გვავსებს. ვიცხოვრეთ რა ერთი წელი პანდემიის განსაცდელში და კიდევ ერთი წელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ვიმედოვნებთ, რომ ღვთის წყალობით ჩვენ დავძლევთ ამ უსიამოვნებებს. დაე, უფლის შობა შემოვიდეს თქვენს გულებსა და სახლებში, ხოლო შობილმა უფალმა მოგცეთ თქვენ, თქვენს ახლობლებსა და ნათესავებს ჯანის სიმრთელე, მშვიდობა, თანხმობა და მშვიდობა. ლოცვაში, რომელიც იღვრება ყოველი ტაძრიდან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მადლობა ვუთხრათ უფალს მისი სიუხვისთვის. დაე, ყოვლად ძლიერმა უფალმა მოუტანოს ჩვენს სახელმწიფოს გამარჯვება და სამართლიანი სამყარო, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ხოლო ბართლომეს ვარსკვლავის შუქმა გაუნათოს გზა თითოეულ თქვენგანს, რათა რწმენითა და სიყვარულით გვამცნოს: ქრისტე იშვა - ვადიდოთ ის“.
ძნელი არაა დავინახოთ, რომ სერგეი დუმენკო არაფერს ამბობს ქრისტეს შობაზე, იმაზე, რისთვისაც უფლის ძე გახდა კაცთა ძე, თუ რისთვის მოვიდა ის ამქვეყნად. არაფერია ნათქვამი ხსნაზე, ცოდვისგან განთავისუფლებაზე და ა.შ. სამაგიეროდ, დუმენკო აქცენტს აკეთებს ორ პრობლემაზე: პანდემიასა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაზე. ის იმედოვნებს, რომ უფლის მეშვეობით სწორედ ეს ორი პრობლემა გადაწყდება. მას არ ადარდებს არც ცოდვისა და სიკვდილისადმი მონობა, არც ადამიანის სულის საუკუნო დაღუპვა, სამაგიეროდ დგას საკითხი: კორონავირუსი და სახელმწიფოს ტერიტორია. უნდა გავიგოთ თუ არა ისე, რომ სწორედ ამისთვის მოვიდა უფალი ამქვეყნად? არა, დუმენკო ამატებს სხვა რამესაც: რომ მაცხოვარმა მოგვცეს „ჯანის სიმრთელე, მშვიდობა, თანხმობა და ბედნიერება“. დუმენკოს აზრით, ასევე სასურველია, რომ უფალმა მოიღოს რამე სახელმწიფოსთვისაც, კერძოდ: „გამარჯვება და სამართლიანი მშვიდობა“.
სერგეი დუმენკოს საშობაო გზავნილი თავისი შინაარსით არის საზოგადოებრივი ან სახელმწიფო მოღვაწის გზვნილი, რომელიც დარდობს სახელმწიფო პრობლემებზე და ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობასა და პირად პრობლემებზე, მაგრამ არა მათ სულიერ მდგომარეობასა და ზეციური საუფლოსკენ სწრაფვაზე“.
სერგეი დუმენკოს საშობაო გზავნილი თავისი შინაარსით არის საზოგადოებრივი ან სახელმწიფო მოღვაწის გზვნილი, რომელიც დარდობს სახელმწიფო პრობლემებზე და ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობასა და პირად პრობლემებზე, მაგრამ არა მათ სულიერ მდგომარეობასა და ზეციური საუფლოსკენ სწრაფვაზე“.
აი, ნეტარი მიტროპოლიტ ონუფრის საშობაო გზავნილი, რომელიც ყველაფერს „წმინდა წერილის პრიზმაში“ ხედავს.
„ დღეს ლოცვით ვიხსენებთ და ვადიდებთ საიდუმლოს უდიდეს ღვთისმოსაობას - უფლის ხორციელად შობას. უფლის ძემ ჩვენდამი, ადამიანებისადმი მთელი სიყვარულით მოევლინა დედამიწას, რათა ცას გვაზიაროს. უფლის ძე ხდება კაცთა ძე, რათა ჩვენ, ადამიანები, გვაქციოს უფლის ძედ მადლით. ყრმა იესო ჯერ კიდევ ბაგაში წევს, მაგრამ მიწიერი მეფეები უკვე ღელავენ. აღმოსავლეთის სამი მეფე, რომელიც ჭეშმარიტებისკენ სიყვარულით მოძრაობს, ბეთლემის გამოქვაბულში ყრმა იესოს სცემს თაყვანს და თან მოაქვს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. მზაკვარი მეფე იროდი შიშში ვარდება და ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს და გონივრულად თაყვანი სცეს ყრმა იესოს და ამის მეშვეობით განიმტკიცოს საკუთარი თავი და თავისი სამეფო, გიჟდება და მას მოსაკლავად მოსდევს. რომის იმპერატორი ავგუსტინე, რომლის წინაშეც მთელი სამყარო თრთის, ასევე ემსახურება უფლის ხორცშესხმის საიდუმლოს: მან მოსახლეობის აღწერა განახორციელა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამაში მთავარი იყო ის, რომ გადაეთვალა მისი ქვეშევრდომები, არამედ ის, რომ ღვთისმშობელი ბეთლემში ჩაეყვანა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება, რომ ქრისტე მესია ბეთლემში დაიბადება. ვადიდებთ ჩვენს მაცხოვარს იმიტომ რომ ის დედამიწაზე ჩამობრძანდა, რათა განვემტკიცებინეთ და მოგვცა ძალა ღირსეულად გადაგვეტანა ყველა განსაცდელი და ტკივილი, რომელიც დღეს მსოფლიომ მოიცვა, რათა ჩვენ ამაში გამარჯვებულებად გამოვიდეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ძმები და დებო ქრისტეს შობას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ხსნას. დაე, უფლისმიერმა მშვიდობამ და ნებამ, რომელიც ანგელოზების მიერ იქნა დიდებული შობის ღამეს, აავსოს ჩვენი გულები და ოჯახები, ჩვენი უკრაინის მიწა და მთელი სამყარო. გილოცავთ ქრისტეშობას!“
ამ გზავნილის შინაარსი მთლიანად და სრულად ქრისტეზეა, შობის მოვლენებზე და არსზე. უნეტარესი ონუფრი საუბრობს არა იმაზე, რომ უფალი უნდა დაგვეხმაროს პანდემიასთან გამკლავებაში ან ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, არამედ იმაზე, რომ „უფლის ძე მისი ჩვენდამი, ადამიანებისადმი სიყვარულის გამო მოევლინა დედამიწას, რათა ზეცად აღგვამაღლოს. უფლის ძე ხდება ძე კაცთა, რათა ჩვენ, ადამიანები გვაქციოს უფლის ძეებად მადლის ძალით“. ვმადლობდეთ უფალს იმის გამო, რომ „ის დედამიწას მოევლინა, რომ გამოგვწაფა, რომ ზეცამდე აგვამაღლა“ და არა ბედნიერების, ჯანმრთელობის გამო და ა.შ. ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ „მან განგვამტკიცოს და მოგვცეს ძალა ღირსეულად გადავიტანოთ ყველა განსაცდელი და ავადმყოფობა“ და არა იმის გამო, რომ მან სახელმწიფოს მიანიჭოს გამარჯვება და სამართლიანი მშვიდობა.
როგორია მწყემსია, ისეთი სამწყსოც?
შეჯამებისას, გავიმეოროთ ყოფილი მიტროპოლიტის ალექსანდრეს (დრაბინკოს) სიტყვები: „ამას იმ კონტექსტში ვამბობ, რომ გასაგები იყოს ჩვენთვის, თუ ვინ გვმართავს ჩვენ. ჩვენ წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რას მართავენ, თუ გვექნება წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ მართავს“. ამდენად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ მართავს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რას წარმოადგენს სინამდვილეში მეუ და უმე. ეს დასკვნა არაერთმნიშვნელოვანია.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია არის ქრისტეს ეკლესია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს უფალთან და ისინი ზეციურ სამეფოში შეჰყავს.
მეუ არის სტრუქტურა, რომელიც ცდილობს გახდეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის საყრდენი, გადაჭრას მიწიერი პრობლემები ჩვენი ქვეყნის ფარგლებში მიწიერი სამეფოს მოწყობაში. თავისთავად, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო იესო ქრისტეს საქმეებთან.
აი, ასეთი გამოდგა ყოფილი მიტროპოლიტის მანიფესტი და რასაკვირველია, ყველა თავად წყვეტს: ვისთან ერთად და სად უნდა წავიდეს და რა არის მისთვის უფრო ფასეული.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?