ეკლესიის მდევნელთა სიკვდილზე
მმართველების სიკვდილი, რომლებიც დევნიან ეკლესიას და ქრისტიანებს, შეიძლება იყოს საშინელი და მტკივნეული. ფოტო: СПЖ
უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატები მზად არიან განიხილონ კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ. ხელისუფლება ხშირად აღიქმება, როგორც ერთგვარი უსახური ძალა. თუმცა, ის ცალკეული ადამიანებისგან შედგება. როგორც ცნობილია, ყველა ადამიანი მოკვდავია და ხშირად მოულოდნელად მოკვდავი. ჩვენ ყველანი ღმერთის წინაშე წარვსდგებით. როგორც წმინდა პაისი ათონელი წერდა, ყველა ჩვენგანისთვის უცნობია ორი რამ - როდის გარდაიცვლება და ზუსტად როგორ.
ქრისტიანები ყველა ღვთისმსახურებისას ღმერთს სთხოვენ „უსირცხვილო და მშვიდობიან დასასრულს“, ამით ხაზს უსვამს რა, რომ სიკვდილი შეიძლება იყოს განსხვავებული - ვიღაც გარდაიცვლება ღმერთთან და ადამიანებთან მშვიდობით, ვიღაც კი - საშინელი ტანჯვით, წყევლითა და საშინელებით იმათ წინაშე, ვინც მეორე მხარეს ელოდება.
ისტორიაში ზოგიერთის სახელს ადამიანები მადლიერებით აღიქვამენ, სხვისას - ცდილობენ დაივიწყონ. ხოლო თუ ახსოვთ, მხოლოდ სხვების დარიგებისთვის - „ასე არ გააკეთო!“ მაგალითად, IV საუკუნის დასაწყისში ეკლესიის რიტორმა და დამცველმა ლაქტანციუსმა დაწერა შრომა სახელწოდებით „მდევნელთა სიკვდილის შესახებ“, რომელიც ზუსტად რომ ეძღვნებოდა იმის აღწერას, თუ როგორ ხდება მტანჯველი სიკვდილი ეკლესიის მდევნელთათვის სამაგიეროს მიზღვა.
დღეს ჩვენ გავიხსენებთ, როგორ კვდებოდნენ ისინი, ვინ იბრძოდა ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ.
იროდი - გენიტალიების განგრენა
ქრისტეს პირველ მდევნელად შეიძლება ჩავთვალოთ მეფე იროდი. მისი სახელი ცნობილია მათეს სახარებიდან, რომელშიც აღწერილია, როგორ ბრძანა იროდმა მოეკლა ყველა ბიჭი ორ წლამდე და უფრო ნაკლები ასაკის, რომელიც ბეთლემსა და მის შემოგარენში ცხოვრობდა. ამან უფლის რისხვა გამოიწვია.
იროდი საშინელი ტანჯვით აღესრულა. ისტორიული მონაცემების თანახმად, მას შინაგანი ორგანოები დაუპლა. მისი გარდაცვალებიდან ორი ათასი წლის შემდეგ ამერიკელმა ექიმებმა დაადგინეს ამის მიზეზი - თირკმლების ქრონიკული დაავადება, რომელიც გართულებული იყო გენიტალიების განგრენის საკმაოდ იშვიათი ფორით, რომელიც ცნობილია, როგორც ფურნეს განგრენა. ეს არის იშვიათი ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია აგრესიული სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით. ისინი სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ უჯრედების ნეკროზს, რომელიც ხშირად მტანჯველი სიკვდილით სრულდება.
სალომე - თავის მოკვეთა ყინულით
სალომეა ჰეროდიადასა და ჰეროდე ანტიპას გერი - მოგვიანებით ქალკიდესა და მცირე სომხეთის დედოფალი. ის ცნობილია ყველა ადამიანისთვის, რომელიც იცნობს სახარებას, თუმცა მისი სახელი იქ პირდაპირ არაა მოხსენიებული.
„ჰეროდის დაბადების დღის აღნიშვნისას ჰეროდიადის ქალიშვილმა იცეკვა და ასიამოვნა ჰეროდს, რისთვისაც მან ქალიშვილს აღუთქვა ნებისმიერი რამის შესრულება, რასაც ის მოითხოვდა. მან, თავის მხრივ, დედის თხოვნით, იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა ლანგარზე. დაღონდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო, უბრძანა თხოვნის შესრულება მისთვის და იოანესთვის თავის მოკვეთა საპყრობილეში გადაწყდა. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან დედას მიართვა“ (მათ. 14:6-11).
გადმოცემის მიხედვით, სალომეა საშინელი სიკვდილით აღესრულა. ის წყალში ჩავარდა ყინულსვლის დროს და ვერ შეძლო იქედან თავის დაღწევა. სალომეას ყვირილი არავის გაუგია და ყინულმა მას კისერი გადაუსერა.
ნერონი - თვითმკვლელობა
ლაქტაციუსის მტკიცებით, ნერონმა რომში ქრისტიანების დევნა დაიწყო. სწორედ მან ბრძანა მოციქულ პეტრესა და პავლეს სიკვდილით დასჯა. გარდა ამისა, ნერონმა გამოიყენა ქრისტიანები თავის ბაღში სეირნობისას მანათობლების სახით - ის მათ ხეზე აბამდა, ასხამდა კუპრს და ცეცხლს უკიდებდა.
როცა ნერონი ჯარმა ტახტიდან ჩამოაგდო, ნერონი ყოფილი მონის ფაონის ვილაზე იმალებოდა. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილი წიგნში „თორმეტი ცეზარის ცხოვრება“ დაწვრილებით აღწერს ნერონის სიკვდილს:
„მან ბრძანა მისთვის ზომის აღება და მის თვალწინ საფლავის ამოთხრა, მარმარილოს ნაჭრების შეგროვება, წყლისა და შეშის მოტანა, რათა გვამის დაეწვათ. ყოველი ახალი ბრძანების დროს ის კრთოდა და იმეორებდა: „რა დიდებული არტისტი კვდება!“ სანამ ის აყოვნებდა, ფაონმა წერილი მოიტანა; მან წერილი გასმოტაცა ხელიდან მას, წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ სენატმა ის მტრად გამოაცხადა და იძებნებოდა, რათა წინაპრების ადათის მიხედვით სიკვდილით დაესაჯათ. მან იკითხა, თუ რა სახის დასჯა იყო ეს; მას აუხსნეს, რომ დამნაშავეს აშიშვლებენ, თავზე უჭერენ ხუნდებს, ხოლო ტანზე მათრახს სიკდვილამდე ურტყამენ. მან ორი ხმალი აიღო, მოსინჯა ორივეს სიმახვილე, შემდეგ ისევ დაიმალა იმ იმედით, რომ საშინელი ჟამი ჯერ კიდევ არ დამდგარიყო... მხედრები უახლოვდებოდნენ ადგილს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ მისი ცოცხლად შეპყრობა. მოესმა რა მათი ხმა, მან ეპაფროდიტის, შეწყალების საკითხებში მისი მრჩევლის დახმარებით, კისერში მახვილი იცა“.
დეციუსი - სიკვდილი ჭაობში
იმპერატორი დეციუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. საქმე იმაშია, რომ მას სურდა სრული კონტროლის დამყარება საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებაზე, წარმართული ღმერთების თაყვანისცემის აღდგენა და უძველესი კულტების აღორძინება. სწორედ ამიტომ წარმართი ისტორიკოსები დეციუსს უწოდებენ „საკურთხევლების აღმდგენს“. მან იმპერიის ყველა მაცხოვრებელს, რომელზეც არსებობდა ქრისტიანობაში ეჭვი, უბრძანა მსხვერპლის შეწირვა კერპებისთვის. უარი ისჯებოდა სიკვდილით, ბევრი ქრისტიანი შეეწირა ამ ამბავს.
საინტერესოა, რომ ეკლესიაზე დევნის დაწყებისთანავე დეციუსს ზურგი აქცია სამხედრო წარმატებამ.
გოთებთან დეციუსის გადამწყვეტ ბრძოლაში ის არ დათანხმდა მოლაპრაკებებზე და შეწყალებაზე. დაიწყო ბრძოლა. დეციუსი, რომელიც ლეგიონებს მეთაურობდა, ბრძოლაში ჩაება. გოთებმა უკან დახევა დაიწყეს ჭაობებისკენ, იმპერატორის არმია კი მათ მისდევდა. იქ, ჭაობებში, დეციუსის ცხენი დაიჭრა და მხედარი გადმოაგდო. იმპერატორი ჭაობში ჩაიხრჩო. რომში კი მისი უმცროსი ვაჟი გოსტილიანი გარდაიცვალა შავი ჭირისგან. ძალაუფლებაზე იმპერიაზე მოიპოვა მხედართმთავარმა ტრებონიანუს გალუს.
ვალერიანე - ახადეს თავის ქალა
იმპერატორი ვალერიანე, დეციუსის წინამორბედი, მისი მმართველობის (მმართველობის ხანა 253- 259) პირველ სამ წელს ქრისტიანებს ძალიან კარგად ეპყრობოდა. „ის იყო მომთმენი და კეთილად განწყობილი უფლის ადამიანების მიმართ“, - ასე ამბობს წმინდა დიონისე ალექსანდრიელი მისი მმართველობის დასაწყისზე.
„არც ერთი წინამორბედი მმართველი, იმათ გარდა, ვინც გამოხატულად ქრისტიანად იწოდებოდა (ასეთი კი იყო იმპერატორი ფილიპე არაბი და ალექსანდრ სევერუსი), არ იყო ჩვენს მიმართ ესოდენ კეთილგანწყობილი და მიმტევებლი, როგორადაც მოწყალედ და მოფერებით გვექცეოდა ვალერიანე, ასე რომ მისი სახლი სავსე იყო ქრისტიანებით და იყო უფლის ეკლესია“, - წერს დიონისე. მითუმეტეს მოულოდნელობას და ერთგვარ შოკს წარმოადგენდა დევნა, რომელიც ვალერიანემ ეკლესიაზე მიიტანა.
მისი ახალი მრჩევლის მაკრიანეს ინიციატივით, იმპერატორმა ვალერიანემ თავიდან ბრძანა ქრისტიანი ეპისკოპოსების გადასახლება, შემდეგ აკრძალა ღვთისმსახურება, ამის შემდგომ კი გადავიდა ქრისტიანების სასტიკ დევნაზე. როგორ გარდაიცვალა ის?
ის ტყვედ ჩაუვარდა სპარსეთის მეფეს. ვალერიანეს სასტიკად აწამებდნენ და ამცირებდნენ ტყვეობაში. კერძოდ, ის იყო „საფეხური“ სპარსეთის მეფე შაპურისთვის, როცა ის ტახტზე ჯდებოდა. ვალერიანემ მის სანაცვლოდ უზარმაზარი გამოსასყიდი შესთავაზა სპარსეთის მეფეს. ამ წინადადებამ განარისხვა შაპური და ბრძანა ოქროს გადნობა, მისი იმპერატორის პირში ჩასხმა, შემდეგ კი ცოცხლად თავის ქალას ახდა და საქვეყნოდ აბუჩად ასაგდებად გატანა.
დიოკლეტიანე - ჭკუიდან შეიშალა და თავი შიმშილით მოიკლა
დიოკლეტიანეს დროს დევნა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო. ის დაიწყო 303 წელს და რამოდენიმე წელიწადი გაგრძელდა. მისი გაქანება და სისასტიკე იმდენად სცდებოდა საზღვრებს, რომ მას დიდი უწოდეს.
ისტორიკოსები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან ერთ აზრზე დიოკლეტიანეს სიკვდილის თაობაზე. ერთნი საუბრობენ შხამზე, მეორენი - ხანგრძლივ ავადმყოფობაზე, მესამენი, მაგალითად, ლაქტანციუსი - შიმშილისგან სიკვდილზე. ის წერს: „როცა დიოკლეტიანემ დაინახა, რომ ის ყველაზე სუსტი იპერატორი იყო ოდესმე არსებულთა შორის, რომ გაორებით ტანჯულმა, თავი სიკვდილის პირას მიიყვანა. ის ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი და აქეთ-იქეთ დადიოდა, არ იძინებდა და არ იღებდა საკვებს ტკივილის გამო. დადიოდა და კვნესოდა, ცრემლად იღვრებოდა და მუდმივად მისდიოდა გული ხან სარეცელზე ან მიწაზე. იმპერატორი, რომელიც 20 წელი ბედნიერად მართავდა ქვეყანას, უფლის მიერ ესოდენ იქნა დაცემული, უკანონობით ფეხქვეშ გათელილი და ცხოვრების სიძულვილამდე მიყვანილი, საბოლოო ჯამში, შიმშილისა და მელანქოლიისგან გარდაიცვალა“.
გალერიუსი - შინაგანი ორგანოების დალპობა
იმპერატორი გალერიუსი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც დიოკლეტიანეს ჩააწვეთა იდეა ქრისტიანების დევნაზე. მისი მმართველობის დროს ქრისტიანობისთვის ეწამნენ დიდმოწამე დიმიტრი სოლუნელი, მოწამე ადრიანე და ნატალია, დიდმოწამე თეოდორე ტირონი და ბევრი სხვა.
გალერიუსი ავად გახდა - დაიწყო ცოცხლად ლპობა. ის ისე ძლიერ ყარდა, რომ ექიმებიც კი ზიზღს გრძნობდნენ მასთან მიახლოებისას. მის დაავადებას ისტორიკოსები ასე აღწერენ: „გალერიუსი იმდენად შეპყრობილია მძიმე სენით, რომ როცა გარეთ გამოვიდა და გაიხრწნა მისი შინაგანი ორგანოები, ის გარდაიცვალა სასტიკი დევნისთვის და მაშინ სამართლიანი სასჯელი დაატყდა თავს ბოროტების მბრძანებელს. და აი, საშინელი, მომაკვდინებელი ტანჯვისას, ამ უღირსმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ ავადმყოფობა მოევლინა საშინელი ცოდვების გამო და ხელი მოაწერა ბრანებას დევნის შეჩერების შესახებ, მაგრამ ამან ის ვერ იხსნა სიკვდილისგან და მის მიერ დაღუპული ადამიანების სიცოცხლისთვის, მას მაინც მოუწია საფასურის გადახდა“.
ლენინი - სიფილისი და ტვინის გაწყალება
უძველესი ხანის მდევნელებისგან გადავიდეთ უფრო გვიანდელ დროზე. დეტალურად იმის აღწერა, თუ რა ბოროტება ჩაიდინა და მიაყენა ეკლესიას ვლადიმერ ლენინმა, არ ღირს, რამდენადაც არ გვეყოფა არც დრო და არც ადგილი. მოვიყვანოთ მხოლოდ ერთი მაგალითი: ლენინი იწყებს კამპანიას „საეკლესიო ძვირფასეულობების ამოღებასთან დაკავშირებით“, რომლის დროსაც ხელისუფლება ძარცვავდა ტაძრებს, ხოლო წმინდა ნაწილებს უწოდებდა „ექსპონატებს“. ლენინის ბრძანებით ყველა სასულიერო პირს, რომელიც წინააღმდეგობას გასწევდა, ხვრეტდნენ უმოწყალოდ და ყველგან. და რაც შეიძლება მეტს“. ბოლშევიკები ამ ბრძანებას აღფრთოავნებით ასრულებდნენ. როგორ გარდაიცვალა „ძია ლენინი“?
ის გარდაიცვალა საძილე არტერიის ათეროსკლეროზისგან, ტვინის გაწყალებისგან სიფილისის ნეიროვასკულარული ფორმის შედეგად და როგორც კულმინაციური მომენტი - თავის ტვინის სასიცოცხლო მნიშვნელობის ზონებში სისხლჩაქცევებისგან. მას არ დარჩებია არც შვილები და არც ოჯახი.
სტალინი - თავის ტვინის არტერიების დაზიანება, ინსულტი
სტალინმა ორგანიზება გაუკეთა ეკლესიაზე ყველაზე მასშტაბურ დევნას მისი ისტორიის განმავლობაში. გულაგებში და სხვა ბანაკებში გაგზავნილ ან მოკლულ იქნა ასეულ ათასობით ქრისტიანი. თუმცა, ეკლესია გადარჩა.
აი, სტალინი კი - არა. 1953 წელს მას ინსულტი დაემართა. ის რამოდენიმე საათი იატაკზე თავის სასადილო ოთახში იწვა, რადგანაც მცველებს ეშინოდათ მასთან ახლოს მიკარება. როცა მათ ექიმები გამოიძახეს, ეკლესიის მდევნელს არ შეეძლო საუბარი, მხოლოდ გამოსცემდა უაზრო ბგერებს. ექიმების ბრიგადამ „ყველა ხალხთა ბელადის“ სიკვდილი დაადასტურა.
ამდენად, როგორც ვნახეთ მოყვანილი ისტორიული მაგალითებიდან, ეკლესიის მდევნელთა სიკვდილი ყოველთვის იყო მტანჯველი, სამარცხვინო და ულმობელი. ამ მხრივ გამონაკლისი ისტორიამ არ იცის. ვისაც ყური აქვს ესმის და დაე, ისმინოს.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?