ხუთი კითხვა და პაპი ფრანცისკეს ხუთი პასუხი
რომის პაპმა ფრანცისკემ გამოკვეთა გზა, რომელსაც რმე გაყვება. ფოტო: СПЖ
2023 წლის 4 ოქტომბერს ვატიკანში გაიხსნა მღვდელმთავართა სინოდის გენერალური ასამბლეის პირველი გენერალური კონგრეგაცია, რომელშიც ეპისკოპოსებთან ერთად ერისკაცებიც მონაწილეობდნენ.
ვატიკანის განზრახვა სინოდი სწორედ ასეთ შემადგენლობაში ჩაეტარებინა, გახდა ტრიგერი კონსერვატიული კარდინალების ჯგუფისთვის, რათა დაეწერათ წერილი პაპი ფრანცისკესთვის და დაესვათ მისი ხუთი უხერხული კითხვა. წერილი დაწერილი იყო ე.წ. „ჩამჭრელი“ ფორმით და გულისხმობდა „ ეჭვს“, „მოთხოვნას“. ამ კითხვებს ხელი მოაწერა ხუთმა კარდინალმა, რომლებიც ხუთ კონტინენტს წარმოადგენდნენ ( შემდეგ - უბრალოდ: კარდინალები):
- ვალტერ ბრანდმიულერი (ევროპა, გერმანია);
- რაიმონდ ლეო ბერკი (ჩრდილოეთ ამერიკა, აშშ);
- ხუან სანდლოვალ ინიგესი (სახმრეთ ამერიკა, მექსიკა);
- რობერტ სარა (აფრიკა, გვინეა);
- ჯოზეფ ზენ ზე-კიუნი (აზია, ჩინეთი).
წერილი გადაეცა პაპ ფრანცისკესა და დიკასტერიის რწმენის დოქტრინის პრეფექტს ვიქტორ მანუელ ფერნანდესს (არგენტინა) 2023 წლის 10 ივლისს და (ჰოი, საოცრებავ!) მეორე დღეს პაპმა კარდინალებს უკვე მისწერა მთელი 7 გვერდიანი პასუხი. თავად „კითხვები“ და პაპის პასუხები არ გახმოვანებულა. პასუხის შესწავლის შემდეგ, კარდინალებმა გადაწყვიტეს ცოტათი გაემკაცრებინათ კითხვები: მოახდინე მათი პერეფრაზირება და პაპისგან მოითხოვეს მათზე მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა - დიახ ან არა. ეს მეორე ვარიანტი გადაეცა პაპ ფრანცისკესა და კარდინალ ფერნანდესს 2023 2ლის 21 აგვისტოს. თუმცა, 40 დღის განმავლობაში არანაირი პასუხი ვატიკანიდან არ ყოფილა. მაშინ, კარდინალებმა გადაწყვიტეს კითხვების მეორე ვარიანტის გამოქვეყნება, რაც განხორციელდა კიდეც 2023 წლის 2 ოქტომბერს. ამაზე ვატიკანმა უპასუხა 2023 წლის 4 ოქტომბერს საიტზე vaticannews კითხვების პირველ ვარიანტზე პაპი ფრანცისკეს პასუხების პუბლიკაციით.
გასცემს კი პონტიფი კითხვების მეორე ვარიანტებზე პასუხებს? როგორც ჩანს, არა, რამდენადაც პასუხი პირველ ვარიანტზეც პაპის ასეთი სიტყვებით გამოირჩეოდა: „მართალია, ვთვლი, რომ ყოველთვის არაა გონივრული კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც უშუალოდ მიმართულია ჩემსკენ, ყველაფერზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, მოცემულ შემთხვევაში, სინოდის სიახლოვის გათვალისწინებისას, ეს მიზანშეუწონლად მიმაჩნია“. ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ პუბლიკაცია გამოწვეულია არა სურვილით გასაჯაროვდეს ვატიკანის პოზიცია დასმულ კითხვებზე, არამედ იმით, რომ ხუთმა კარდინალმა გადაწყვიტა გაეხმაურებინა კითხვების მეორე ვარიანტი ანუ დისკუსია გადაიყვანა საჯარო სიბრტყეში. ქვემოთ ჩვენ გავაანალიზეთ პაპი ფრანცისკეს პასუხები ხუთი კითხვიდან თითოეულზე და მოვიყვანთ მათ, მეორე, უფრო ხისტ ვარიანტს.
კითხვა 1: შეიძლება ხელახლა განვმარტოთ ღვთიური გამოცხადება?
პირველ ვარიანტში კითხვა ჟღერს ასე: „ღირს თუ არა ღვთიური გამოცხადება ეკლესიაში განვმარტოთ ჩვენი დროის კულტურული ცვლილებებისა და ახალი ანთროპოლოგიური ხედვის შესაბამისად, რომელსაც ეს ცვლილებები განაპირობებს. ან, პირიქით, ღვთიური გამოცხადება მარადიულია, უცვლელია და შესაბამისად, არ ექვემდებარება ხელახლა განმარტებას?“
პასუხის დაწყებისას პაპი ფრანცისკე თითქოსდა კითხულობს - „რას ნიშნავს „ხელახლა ინტერპრეტაცია“? თუ ეს სიტყვა გამოიყენება „უკეთ ინტერპრეტირების“ მნიშვნელობით, ეს, რასაკვირველია, შესაძლებელია. აქ პაპმა ცოტა იეშმაკა, მაგრამ კარდინალებმა მისი მზაკვრობა გააკრიტიკეს. ტერმინი „უკეთ ინტერპრეტირება“ ასევე საჭიროებს განმარტებას. რას ნიშნავს ის? და სადამდე შეიძლება ღვთიური გამოცხადების ინტერპრეტაციის გაუმჯობესება?
შემდეგ პაპი ამბობს, ერთგვარ ჭეშმარიტებას, რომ „კულტურული ცვლილებები და ისტორიაში ახალი ცვლილებები არ ცვლის გამოცხადებას, მაგრამ სტიმულს გვაძლევს უკეთ გამოიხატოს მისი უსაზღვრო სიმდიდრის გარკვეული ასპექტები“. ეს მართლაც ასეა. წმინდა წერილის განმარტება, რომელიც, მაგალითად, IV საუკუნეში გაკეთდა რომის კულტურული ტრადიციის ადამიანებისთვის, შეიძლება გაუგებარი იყოს ჩვენთვის, XXI საუკუნის ქრისტიანებისთვის. მართლაც, ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ეპოქის მართლმადიდებელი განმანათლებლების განმარტებები წმინდა წერილის ერთასდაიმავე ადგილთან დაკავშირებით, რომელიც გასაგებია თითოეული კონკრეტული განმმარტებლისთვის. ამასთან, თავად განმარტება არ უნდა შეიცვალოს არსებითად და აზრობრივად. ეს კი პაპმა ფრანცისკემ არ თქვა.
ამიტომაც, კარდინალები ამ „კითხვის“ მეორე ვარიანტში კითხვას აყალიბებენ ასე: „შეიძლება დღევანდელი ეკლესია ასწავლიდეს დოქტრინებს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რომელსაც ის ადრე ასწავლიდა რწმენისა და მორალის საკითხებში?“
კითხვა 2: შეიძლება ერთსქესიანთა კავშირების კურთხევა?
როგორც ცნობილია, ახლა კათოლიკურ ეკლესიაში მიდის სასტიკი ბრძოლა ლგბტ-ს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მაგალითად, გერმანიის კათოლიკები (ერისკაცებისა და ეპისკოპატის უმრავლესობა) აცხადებენ, რომ აკურთხებენ ლგბტ-კავშირებს, თუნდა ვატიკანმა უარი თქვას ამის აღიარებაზე. მათ მხარს უჭერენ ბევრ სხვა ქვეყანაში. მეორე ჯგუფი, რომელიც დგას ტრადიციულ პოზიციებზე, კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არ თავსდება ღვთის კანონებთან. შეიძლება, ეს ჯგუფი იყოს ისევე მრავალრიცხოვანი, მაგრამ ის სავსებით ერთმნიშვნელოვნად მარცხდება ლგბტ მომხრე კათოლიკებთან მედიასივრცეში.
პაპმა, ერთის მხრივ, დაეთანხმა რწმენის დოქტრინის დიკასტერიის პოზიციას, რომ ლგბტ იდეოლოგია არ შეესაბამება წმინდა წერილსა და ეკლესიის აღთქმას. მეორეს მხრივ, პონტიფიკემ არაერთხელ გამოხატა თავისი სიმპათია ლგბტ წარმომადგენლების მიმართ. აი, კარდინალებმა მას სთხოვეს გარკვეულიყო, დაუსვეს რა მას ასეთი კითხვა: „შეუძლია კი ეკლესიას გადაუხვიოს ამ „პრინციპს“ (სხვადასხვა სქესის კავშირებს - რედ.) და მიიღოს, როგორც „შესაძლო სიკეთე“ ობიექტურად ცოდვით სავსე სიტუაციები, მაგალითად, კავშირები ერთი სქესის პირებთან, ამასთან, არ გადაუხვიოს უფლის გამოცხადების სწავლებას?“
ეს არის კითხვის პირველი ვარიანტი და პაპმა მას უპასუხა საკმაოდ დიპლომატიურად. მან განაცხადა, რომ „ეკლესიას გააჩნია ქორწინების ძალიან მკაფიო განსაზღვრა: მამაკაცისა და ქალის განსაკუთრებული, მტკიცე და ურყევი კავშირის, რომელიც ბუნებრივია ღიაა გვარის გასაგრძელებლად. მხოლოდ ამ კავშირს შეიძლება ეწოდოს „ქორწინება“.
სასიხარულო იქნებოდა იმ ფაქტის აღიარება, რომ პაპმა თავის შეხედულებებში უპირატესობა მაინც მიანიჭა ქრისტიანულ შეხედულებას ქორწინებაზე. თუმცა, არა, მერე გაირკვა, რომ პონტიფიკესთვის არსებობს „კავშირის სხვა ფორმებიც“, რომლებიც ახდენენ „მის რეალიაზებას მხოლოდ ნაწილობრივ და ანალოგიურად“. შემდეგ პაპი სულაც გადაეშვა მსჯელობაში, რომ თითქოს, „ადამიანებთან ჩვენს ურთიერთობებში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოძღვრის გულმოწყალება, რომელმაც უნდა გამსჭვალოს ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება. ობიექტური ჭეშმარიტების დაცვა ამ გულმოწყალების ერთადერთი გამოხატულება როდია, ის ასევე მოიცავს სიკეთეს, მოთმინებას, გაგებას, სინაზესა და მხარდაჭერას. ამიტომაც, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მსაჯულები, რომლებიც მხოლოდ უარყოფენ, არ იღებენ და გამორიცხავენ“.
იმაზე, რომ მოცემულ საკითხში „მსაჯულები“ ვართ არა „ჩვენ“, არამედ უფლის სიტყვა, რომელიც მკაფიოდ და ნათლად არის გამოხატული წმინდა წერილში, პაპმა არაფერი თქვა.
თავისი სიტყვა პონტიფიკემ დაასრულა განხცადებით, რომ „კანონიკური სამართალი არ უნდა და არ შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს და ეპისკოპოსის კონფერენციები მათი მრავალფეროვანი დოკუმენტებითა და ოქმებით არ უნდა იყოს ამაზე პრეტენზიის მქონე, რამდენადაც ეკლესიის ცხოვრება მიდის ბევრი არხით, რომელიც ნორმატიულისგან განსხვავდება“.
ანუ პაპი ფრანცისკეს პასუხი შეიძლება ნაგულისხმევი იყოს იმ გაგებით, რომ „თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გვსურს“, „მოძღვრის გულმოწყალებიდან“ გამომდინარე - შესაძლებელია. სწორედ ასე გაიგეს ეს კარდინალებმა და მეორე ვარიანტში კითხვის პერეფრაზირება მოახდინეს ასე: „დასაშვებია, რომ ზოგიერთ გარემოებაში მოძღვარმა შეძლოს ჰომოსექსუალი ადამიანების კავშირის კურთხევა, ამით სთავაზობს რა მათ, რომ ჰომოსექსუალური ქცევა, როგორც ასეთი არ იქნება უფლის კანონისა და უფლისკენ ადამიანის გზის საპირისპირო?“ ამასთან, კარდინალებმა გააფართოვეს კითხვა და პაპს ჰკითხეს, რჩება თუ არა ქორწინების გარეშე სქესობრივი აქტი, მათ შორის, ჰომოსექსუალური აქტები, „მძიმე ცოდვად უფლის კანონის წინააღმდეგ? დღეისათვის პონტიფიკეს პასუხი ჯერჯერობით არაა.
კითხვა 3: შეუძლია თუ არა სინოდს ერისკაცების მონაწილეობით ჰქონდეს ძალაუფლება ეკლესიაში?
ამ კითხვის არსის გასაგებად, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ვითარდება დღეს „სინოდალობა“ კათოლიკურ ეკლესიაში. კათოლიკური ეკლესიოლოგია გულისხმობს, რომ ეკლესიას მართავს პაპი, რომელიც დგას ეპისკოპოსების კრების სათავეში. არის მართვის სუბიექტი ანუ პაპი ეპისკოპოსებით და მართვის ობიექტი - ხალხი. სუბიექტი და ობიექტი მკაფიოდ იმიჯნებიან და არ შეიძლება ერთმანეთთან იყოს შერეული. თუმცა, დღეს იმისათვის, რომ კათოლიკურ ეკლესიაში ლიბერალური რეფორმები განხორციელდეს, ეკლესიის მართვაში ფართოვდება ერისკაცების მონაწილეობა, რომლებიც აქტიურად მოითხოვენ თავად ამ რეფორმების ჩატარებას. რატომ? იმიტომ, რომ როცა ლიბერალური რეფორმები შედის კონფლიქტი ტრადიციულ საეკლესიო წარმოდგენებთან ზნეობრიობის შესახებ, ეპისკოპატს სურს პასუხისმგებლობის ნაწილის ერისკაცებზე გადანაწილება. თითქოს, ჩვენ გვსურდა ეკლესიის სწავლებისადმი ერთგულად დარჩენა, მაგრამ ხალხს სურს ცვლილებები და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს, რათა ადამიანები ეკლესიაში დავტოვოთო.
და აი, კარდინალები, შიშობენ რა ერისკაცების მონაწილეობის გაფართოებას ეკლესიის მართვაში ( და როგორც შედეგი, ლიბერალური რეფორმების წინსვლას), კითხულობენ: „შეიძლება სინოდალობა იყოს ეკლესიის მუდმივი მართვის უმაღლესი მარეგულირებელი ორგანო მისი კონსტიტუციუი სტრუქტურის დამახინჯების გარეშე, რომელიც სურს მის დამფუძნებელს, რომლის დროსაც ეკლესიის უმაღლესი და სრული ძალაუფლება ხორციელდა, როგორც პაპის მიერ მისი თანამდებობის ძალით, ასევე ეპისკოპოსთა კოლეგიის მიერ, მათ მეთაურთან, რომის პონტიფიკესთან ერთად?“
პაპმა ისევ აარიდა პასუხს თავი. მან დაადასტურა, რომ უმაღლესი ძალაუფლება ეკლესიაში ხორციელდება პაპისა და ეპისკოპოსების მიერ, მაგრამ ამასთან, განაცხადა, რომ „არა მხოლოდ იერარქია, არამედ უფლის მთელმა ხალხმაც სხვადასხვა ხერხითა და სხვადასხვა დონეზე შეიძლება მოახერხოს იყოს მოსმენილი მისი ხმა და იგრძნოს თავი ეკლესიის გზის ნაწილად“. ამით პაპმა ფრანცისკემ დაადასტურა თავისი კურსი რეფორმებზე ერისკაცების ზეწოლით.
მეორე ვარიანტში კარდინალებმა კითხვის პერეფრაზირება უფრო ხისტად მოახდინეს, მაგრამ ის მაინც იგივე დარჩება არსებითად.
კითხვა 4: შეიძლება ქალების ხელდასმა მღვდლებად?
არ არის საჭირო კარდინალების კითხვის ციტირება, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ის მკაფიოა: შეიძლება თუ არა?
პაპმა ფრანცისკემ დაიწყო იქიდან, რომ საჭიროა „ერთგულთა საერთო სამღვდელოებისა და მსახურების სამღვდელობის“ განსხვავება, თუმცა კითხვა სწორედ მსახურებას ეხებოდა. მან განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, პაპი იოანე პავლე II ასწავლიდა, რომ საჭიროა „საბოლოოდ“ დამტკიცდეს ქალების მღვდლებად ხელდასმა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს კაცების უპირატესობას ქალებზე. მღვდლის წოდება არ ნიშნავს სიწმინდეს, ღირსის წოდებას და პირიქით. ამაში პაპი მართალია.
პონტიფიკემ შემდეგ უკან დაიხია და განაცხადა: „მეორეს მხრივ, მკაცრად რომ ვთქვათ, მოდით გავიხსენოთ, რომ მკაფიო და ავტორიტეტული დოქტრინა „საბოლოო მტკიცების“ ზუსტ ბუნებაზე ჯერ კიდევ არაა სრულად შემუშავებული. ეს არაა დოგმატური განსაზღვრა, მაგრამ მას უნდა იცავდეს ყველა“. ერთი სიტყვით, პაპმა ფრანცისკემ მიგვანიშნა, რომ ახლა უნდა გაიზიარონ აზრი, რომ ქალების ხელდასმა შეუძლებელია, მაგრამ მომავალში, როცა „მკაფიო და ავტორიტეტული დოქტრინა საბოლოო დამტკიცების ზუსტ ბუნებაზე“ იქნება „სრულად შემუშავებული“, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწორედ ასე გაიგეს ეს პასუხი კარდინალებმა და ამიტომაც კითხვის მეორე ვარიანტში კითხვა დასვეს ცოტა სხვაგვარად: „შეეძლება ეკლესიას მომავალში ხელდასმა გაუკეთოს ქალებს?“
კითხვა 5: საჭიროა თუ არა შინაგანი მონანიება ცოდვების მისატევებლად?
კითხვა არის წმინდა კათოლიკური, მართლმადიდებლურ გარემოში ის არ შეიძლება დაისვას და აი, რატომ.
კათოლიკურ გაგებაში ადამიანს სჭირდება მონანიება იურიდიული გაგებით, მართლმადიდებლურში - ონტოლოგიური გაგებით. მაგალითად, ვიღაცამ გაბრაზებისას რაღაც ცუდი გააკეთა, იყვირა, შეურაცხყო, ცემა და ა.შ. კათოლიკურ გაგებაში ადამიანს სჭირდება, რომ მას ეპატიოს თავად ქმედება. მართლმადიდებლობა კი გვასწავლის, რომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს სიბრაზისგან, როგორც ასეთისგან და სიტყვიერი აღსარება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ელემენტი ამ სულიერ ბრძოლაში. შესაბამისად, თუ ადამიანი აღსარებაზე მივიდა, განაცხადა, რაც მან გააკეთა, მაგრამ მონანიების, გამოსწორების განზრახვის გარეშე, კათოლიკე სვამს კითხვას: მართებულია თუ არა ასეთ შემთხვევაში ცოდვების მიტევება? მართლმადიდებელი ხვდება, რომ ფორმალურმა აღსარებამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ფორმალური პატიება, მაგრამ ადამიანი, როგორც ატარებდა ცოდვას სულში, ასევე გააგრძელებს მის ტარებას და მას არანაირი აღსარება არ მისცემს შვებას.
ერთი სიტყვით, კარდინალები კითხვას სვამენ ისე, რომ მართლმადიდებლები დაფიქრდნენ: მღვდელმა „გადადოს თუ არა ცოდვების მიტევება, როცა ცხადი ხდება, რომ ეს პირობა (მონანიება - რედ.) არ შესრულდა?“
პასუხად პაპი ფრანცისკე ისევ განაგრძობს მსჯელობას იმაზე, რომ „მონანიება აუცილებელია ცოდვების საიდუმლო მიტევების ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ „აქ არაა მათემატიკა“, რომ „აღსარება არაა საბაჟო“ და საერთოდ, „არის მონანიების გამოხატვის ბევრი ხერხი“, რომელთაგან ერთ-ერთ წარმოადგენს ადამიანის მისვალ აღსარებაზე. თავის მხრივ პაპი მართებულია, მღვდელი აღსარებაზე ვერ შეაღწევს მონანიეს სულაში და დაინახოს ნათლად, არის თუ არა ჭეშმარიტი მონანიება, რის განსაზღვრაც თავად არ შეგვიძლია. კარდინალები ვერ დაკმაყოფილდნენ პონტიფიკის პასუხით და დასვეს კითხვა: „შეიძლება მონანიემ რომელიც აღიარებს ცოდვებს, უარს ამბობს რაიმე სახით გააკეთოს განზრახვა ისევ არ განახორციელოს ის, მიიღებს რა ცოდვების საიდუმლო ახსნას?“
და მაინც, კითხვის წმინდა კათოლიკურად დაყენება, რომელსაც ავლენს კათოლიკების მიერ მონანიების საკითხების დამახინჯებული გაგება, აღსარება, სულიერი ბრძოლა არაა და ა.შ. მათ რომ მიემართათ წმინდა წერილის სწავლებისთვის, ალბათ, არ დასვამდნენ ასეთ კითხვებს.
დასკვნა
როგორც უკვე ითქვა, დიდი ალბათობით, პაპი ფრანცისკე, არ გასცემს პასუხებს კარდინალებს „კითხვის“ მეორე ვარიანტზე. რაც, თავის მხრივ, ამ მოხსნის ამ საკითხს დღის წესრიგიდან. პაპი ფრანცისკეს მწვავე კითხვების პირველ ვარიანტზე მოწმობს, რომ კათოლიკური ლიბერალებისა და კონსერვატორების ბრძოლა გრძელება - ეს არის ბრძოლის მორიგი ეპიზოდი. რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით ჰორიზონტზე არის ლიბერალების გამარჯვება და კონსერვატორების განხეთქილებაში ან მსგავში წასვლა.
ვფიქრობთ, რომ რაღაც ფორმით, მაგრამ ლიბერალები მაინც დათრგუნავენ და კურთხევას მისცემენ ერთსქესიანთა ქორწინებებს და ქალების მღვდლობას, დემოკრატიას ეკლესიის მართავში (არ ავურიოთ საერთო თავშეყრაში). ყოველივე ეს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რათა დღეს უკრაინაში იზრდება საუბარი ბერძენ-კათოლიკებთან გაერთიანებაზე. ამ შემთხვევაში მსგავსი დისკუსია ადრე თუ გვიან ჩვენამდეც მოაღწევს.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?